გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002528832 -3/099-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.12.2018 ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე -ი----------–---,მოსარჩელის წარმომადგენელი - მ-----------–------,მოპასუხე -ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------
წარმომადგენელი-თ---------
მესამე პირი -კ------------–----
მესამე პირი -მ-----------------,დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება;
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გთხოვთ, ბათილად სცნოთ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გ----------–------ (01.05.2018).
1.2. ბათილად სცნოთ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის წერილი N------- (10.05.2018წ).
1.3. დაევალოს ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელახლა განიხილოს და საქმის სრულად და ობიექტურად გამოკვლევების შედეგად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ი----------–---- მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრებად აღიარების ნაწილში.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ი----------–---- ბებიას ჰქონდა ბ----------ს რაიონში, სოფელ ჩ-------–- საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელის მამამ ს-----------–--ემ და ასევე, ამ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, გზის მეორე მხარეს, თვითნებურად დაეუფლა თავისუფალ 310 კვ მიწის მიწის ნაკვეთს, სადაც აშენებული ჰქონდათ პირუტყვის სადგომი და დამატებითი სათავსო ფართები, რასაც იყებდნებდნენ წლების მანძილზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. 2016 წლის 31 აგვისტოს, ი----------–---მ, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაეკანონებინათ მის და ასევე მისი მამკვიდრებების მიერ თვითნებურად დაკავებული 310 კვმ მიწის ნაკვეთი, მდებარე ბ---------ში, სოფელ ჩ-------–-.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ი----------–---- მიერ წარმოდგენილი მასალები და ასევე საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტები 2016 წლის 28 ნოემბერს გადაუგზავნა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ი----------–---- თანხმობით.
ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადმოუგზავნა 2018 წლის 1 მაისის ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გ----------–------ და ასევე წერილი N 0------ (10.05.2018წ), რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე იქნა გამოტანილი, რითაც აღნიშნულმა კომისიამ არ დააკმაყოფილა ი----------–---- კანონიერი მოთხოვნა უსაფუძვლოდ, ვინაიდან არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გ----------–------ (01.05.2018წ) საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უარი ეთქვა ი----------–---ს მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციაზე. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გ----------–------ ი----------–---ს ჩაბარდა 2018 წლის 5 ივნისს და ასევე ჩაბარდა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის წერილი N------- (10.05.2018).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ სარჩელი არ ცნო.
3. მესამე პირი:
3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა კ-----------–---(იხ.სფ.116-117), რომელმაც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა მ----------------(იხ.სფ.153-155), რომელმაც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2016 წლის 31 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ი----------–---მ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ---------
ი----------–---- მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განცხადებაზე წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2016 წლის 28 ნოემბრის N 3----- მიმართვით გადაეგზავნა ბ----------ს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
აღნიშნული მიმართვის პასუხად, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში'' 2018 წლის 1 მაისს წარმოდგენილ იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გა---------–----- 8, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული პირის, ი----------–---- (პ/ნ 1----------) განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.
სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ი----------–---- (პ/ნ 1----------) განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N-------------16(იხ.სფ.32-33);
4.2. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმით N4 ით დადგენილია, რომ ი----------–--- ითხოვს 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული 17.27 კვმ. შენობა-ნაგებობის აღიარებას ბ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-------–-.
აღნიშნული ოქმის თანახმად უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არაასაცხოვრებელი შენობა, რომლის ერთი კედელი დანგრეულია, მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. ერთ მხარეს ესაზღვრება საავტომობილო გზა, მეორე მხარეს ღელე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმი N4 (იხ.სფ.52-54).
4.3. 2018 წლის 10 აპრილს ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------ს განცხადებით მიმართა კ-----------–---მ და მიუთითა, რომ მან შეიძინა სახლი ,,ს------–------–--------" სოფელ ჩ-------–-. სახლს ჰქონდა ,მეასედნახევარი მიწის ნაკვეთი ზედმდგარი შენობა-ნაგებობით, რომელსაც ცხოველების სადგომად ხმარობდა 2005 წლიდან და ფლობს დღემდე. ფართში აწყვია მისი ნივთები. როდესაც სახლი შეიძინეს იმ თანხაში შევიდა აღნიშნული ნაკვეთიც.. ვერ გაიფორმა, ვინაიდან არც მას არ ჰქონდა გაფორმებული. 2013 წელს გაჭირვების გამო სახლი ჩადეს იპოთეკაში, რომელიც დაკარგეს და დარჩნენ მხოლოდ ამ მიწის იმედად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის სადავო და ვერ ახერხებს პატარა ოთახის ჩადგმასაც. მეზობლებისგან შეიტყო, რომ ი----------–---ს შეტანილი აქვს განცხადება მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ითხოვს კომისიამ არ უღიაროს იგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კ-----------–--ის განცხადება(იხ.სფ.26-27).
4.4. ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ის თანახმად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი შენობა, რომლის ერთი კედელი დანგრეულია. მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. ერთ მხარეს ესაზღვრება საავტომობილო გზა, ხოლო მეორე მხარეს ღელე.
დოკუმენტაციაში წარმოდგენილია კ-----------–--ის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სათავსოსა და მიწის ნაკვეთს 2005 წლიდან დღემდე ფლობს მისი ოჯახი, რასაც უდასტურებენ მოწმეები.
ი----------–---- მოთხოვნა არ შეესაბამება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონით და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რის გამოც უარი ეთქვა ი----------–---ს ბ----------ს მუნიციპალიტეტის სოფ. ჩ-------–- 310 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული 17,27 კვ.მ. შენობა-ნაგებობის აღიარებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ი და 2018 წლის 01 მაისის გ----------–------(იხ.სფ.55-64).
4.5. ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ით და 2018 წლის 01 მაისის N- განკარგულებით ი----------–---ს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ი და 2018 წლის 01 მაისის გ----------–------ (იხ.სფ.55-64).
4.6. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ 2018 წლის 10 მაისის N------- მიმართვით აცნობა სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ი-----------–----, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ით ი----------–---ს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 10 მაისის N------- მიმართვა(იხ.სფ.65).
4.7. 2017 წლის 20 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ----------------ა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ---------
განცხადებაზე წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2018 წლის 30 იანვარს N5---- მიმართვით გადაეგზავნა ბ----------ს მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ-----------------ს განცხადება(იხ.სფ.165)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა ბ----------ს მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიას(იხ.სფ.163).
4.8. ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ით და 2018 წლის 01 მაისის N- განკარგულებით მ---------------ს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ი და 2018 წლის 01 მაისის გ----------–------ (იხ.სფ.55-64).
- ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ი (იხ.სფ.177-179).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი - ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N- (01.05.2018წ) ი----------–---- ნაწილში და უნდა დაევალოს მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ი----------–---- მოთხოვნის ნაწილში.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება;
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გ----------–------ (01.05.2018)., რომლითაც ი-----------–---- უარი ეთქვა უძრავი ქონების საკუთრებაში აღიარებაზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
რაც შეეხება ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის წერილს N------- (01.05.2018წ)., რომლითაც კომისიამ აცნობა სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ი-----------–----, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ით ი----------–---ს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე. არ წარმოადგენს ინდივიდულურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რადგან მას მოსარჩელისათვის არავითარი სამართლებრივი შედეგი არ წარმოუშვია, მხოლოდ აცნობა კომიისის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება და მისი შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დადგენილია, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ი----------–---მ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ---------
ი----------–---- მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განცხადებაზე წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2016 წლის 28 ნოემბრის N 3----- მიმართვით გადაეგზავნა ბ----------ს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმით N4 ით დადგენილია, რომ ი----------–--- ითხოვს 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული 17.27 კვმ. შენობა-ნაგებობის აღიარებას ბ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-------–-.
აღნიშნული ოქმის თანახმად უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არაასაცხოვრებელი შენობა, რომლის ერთი კედელი დანგრეულია, მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. ერთ მხარეს ესაზღვრება საავტომობილო გზა, მეორე მხარეს ღელე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აპრილს ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------ს განცხადებით მიმართა კ-----------–---მ და მიუთითა, რომ მან შეიძინა სახლი ,,ს------–------–--------" სოფელ ჩ-------–-. სახლს ჰქონდა ,მეასედნახევარი მიწის ნაკვეთი ზედმდგარი შენობა-ნაგებობით, რომელსაც ცხოველების სადგომად ხმარობდა 2005 წლიდან და ფლობს დღემდე. ფართში აწყვია მისი ნივთები. როდესაც სახლი შეიძინეს იმ თანხაში შევიდა აღნიშნული ნაკვეთიც.. ვერ გაიფორმა, ვინაიდან არც მას არ ქონდა გაფორმებული. 2013 წელს გაჭირვების გამო სახლი ჩადეს იპოთეკაში, რომელიც დაკარგეს და დარჩნენ მხოლოდ ამ მიწის იმედათ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის სადავო და ვერ ახერხებს პატარა ოთახის ჩადგმასაც. მეზობლებისგან შეიტყო, რომ ი----------–---ს შეტანილი აქვს განცხადება მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ითხოვს კომისიამ არ უღიაროს იგი.
დადგენილია, რომ ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ით და 2018 წლის 01 მაისის განკარგულებით ი----------–---ს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ---------
დადგენილია, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ----------------ა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ---------
განცხადებაზე წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2018 წლის 30 იანვარს N5---- მიმართვით გადაეგზავნა ბ----------ს მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიას.
დადგენილია, რომ ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ით მ---------------ს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ---------
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის ,,დ" პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------ში განიხილებოდა ი----------–---- განცხადება, რომელიც ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ-------–-.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აპრილს ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------ს განცხადებით მიმართა კ-----------–---მ (მ----------------- მეუღლე) და მიუთითა, რომ მან შეიძინა სახლი ,,ს------–------–--------" სოფელ ჩ-------–-. სახლს ჰქონდა ,მეასედნახევარი მიწის ნაკვეთი ზედმდგარი შენობა-ნაგებობით, რომელსაც ცხოველების სადგომად ხმარობდა 2005 წლიდან და ფლობს დღემდე. ფართში აწყვია მისი ნივთები. როდესაც სახლი შეიძინეს იმ თანხაში შევიდა აღნიშნული ნაკვეთიც.. ვერ გაიფორმა, ვინაიდან არც მას არ ქონდა გაფორმერბული. 2013 წელს გაჭირვების გამო სახლი ჩადეს იპოთეკაში, რომელიც დაკარგეს და დარჩნენ მხოლოდ ამ მიწის იმედათ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის სადავო და ვერ ახერხებს პატარა ოთახის ჩადგმასაც. მეზობლებისგან შეიტყო, რომ ი----------–---ს შეტანილი აქვს განცხადება მის
მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ითხოვს კომისიამ არ უღიაროს იგი.
ასევე დადგენილია, რომ ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------ში განიხილებოდა მ----------------ს განცხადება, რომელიც ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ-------–-.
დადგენილია, რომ ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმით N--ით და 2018 წლის 01 მაისის N- განკარგულებით, როგორც მ---------------ს, ასევე ი--------------- უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ-------–-.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კომისიის მიერ ერთდროულად ი------------–-ს და მ----------------ს განცხადებების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილი იყო ერთი და იგივე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთიდაიმავე ოქმით და განკარგულებით უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე ორივე პიროვნებაზე, ისე რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწვეული არ ყოფილა დაინტერესებული პირები ერთ შემთხვევაში მ---------------- და მეორე შემთხვევაში ი----------–---, მაშინ როდესაც ორივე შემთხვევაში მოთხოვნილი იყო ერთიდაიგივე უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება და სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული საფუძველი ,,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში", შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში მოეწვია დაინტერესებული პირები.
7.2. სასამართლო ვერ იმსჯელებს ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმით N--ის და 2018 წლის 01 მაისის N- განკარგულების კანონიერებაზე, რომლითაც მ---------------ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს დავის საგანს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
7.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც „ -თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა"
ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------ში განიხილებოდა ი----------–---- განცხადება, რომელიც ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ-------–-.
ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმით N4 ით დადგენილია, რომ ი----------–--- ითხოვს 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული 17.27 კვმ. შენობა-ნაგებობის აღიარებას ბ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-------–-.
აღნიშნული ოქმის თანახმად უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არაასაცხოვრებელი შენობა, რომლის ერთი კედელი დანგრეულია, ამასთან შენობის არსებობა დაასტურებულია ფოტოსურათებით. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ" პუნქტის თანახმად ,,თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ხოლო ამავე მუხლის ,,ვ" პუნქტის თანახმად შენობაა – ,,სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა" და მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება, რა გახდა საფუძველი ი----------–-------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე, ის გარემოება, რომ არ არსებობს აშენებული შენობა, თუ წარდგენილი იყო კ-----------–--ის განცხადება, რადგან ,,ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ 2018 წლის 27 აპრილის ოქმი N--ის თანახმად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი შენობა, რომლის ერთი კედელი დანგრეულია. მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. ერთ მხარეს ესაზღვრება საავტომობილო გზა, ხოლო მეორე მხარეს ღელე.
დოკუმენტაციაში წარმოდგენილია კ-----------–--ის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სათავსოსა და მიწის ნაკვეთს 2005 წლიდან დღემდე ფლობს მისი ოჯახი, რასაც უდასტურებენ მოწმეები".
7.4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისად იმისათვის, რომ სახეზე იყოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირი არა მხოლოდ კანონის ამოქმედებამდე (2007წელი), არამედ შემდეგაც უწყვეტად უნდა ფლობდეს სადავო მიწის ნაკვეთს.
ამასთან ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------ს ი----------–---- განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული წარმოებისას არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება ი----------–---, რომელ წლიდან ფლობდა სადავო უძრავ ქონებას და ხომ არ მომხდარა მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების ფლობელობის/თვითნებურად დაკავების შეწყვეტა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისუხლი 51-ე მუხლის მეორე ნაწილის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად ბ-----------------–----–---------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-------------------------მ ისე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საქმეში არ ჩაურთავს დაინტერესებული პირები, ასევე დაუსაბუთებელია, რატომ არ ჩათვალა შენობა აშენებულად, როდესაც თვით ადგილზე დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათების ჩანს აშენებული შენობა, ასევე არ დაუდგენია მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების ფლობელობი/თვითნებურად დაკავების ფაქტი და ის გარემოება, ადგილი ხომ არ ქონია მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების ფლობელობის შეწყვეტას, ამასთან სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N- (01.05.2018წ), რომლითაც ი--------------- უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი სოფელ ჩ-------–- გამოცემულია საქმის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, ამიტომ სადავო საკითხის გადუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N- (01.05.2018წ) ი----------–----ათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და უნდა დაევალოს მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი----------–---- მოთხოვნის ნაწილში.
8. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.
გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს უნდა დაეკისროს ი----------–---- სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე,243-244-ე, 247-249-ე,257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი----------–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი - ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N- (01.05.2018წ) ი----------–---- ნაწილში.
1.2. დაევალოს მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ი----------–---- მოთხოვნის ნაწილში.
2. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებს კომისიას დაეკისროს მოსარჩელე ი----------–---- სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
მოსამართლე: გია ბერაია