გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
281210018002519676
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2519676-2/062-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი 2018 წელი დ. ასპინძა

შესავალი ნაწილი

ასპინძის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

მოსარჩელე - რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–-“

წარმომადგენელი - ნი----–---- ათ----შვილი

მოპასუხე - მა-–---- ზუ-----შვილი, რო-- გვ------ძე (მონაწილეობის გარეშე),დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს მა-–---- ზუ-----შვილს და რო-- გვ------ძეს რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–-“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2052 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2100 ლარი და პროცენტი - 402 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 1 მაისს მა-–----ი ზუ-----შვილმა სასესხო განაცხადით მიმართა რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-ს. 2016 წლის 10 მაისს ,,ჯი------------–ი“-ს მიერ სესხის გაცემის მიზანშეწონილობის მიზნით შემოწმებული იქნა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა, რისთვისაც შედგენილი იქნა შემოწმების აქტი #79. აღნიშნულ დაწესებულებასა და მსესხებელ მა-–---- ზუ-----შვილს შორის 2016 წლის 13 ივნისს გაფორმდა სასესხო #78/16 და გირავნობის #064/16 ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც სასესხო ხელშეკრულებით გამსესხებელმა გასცა მსესხებელზე სესხი სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით-2150 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, თვეში 2.5%-ის ოდენობით.

 

სესხის გრაფიკის მიხედვით განისაზღვრა სესხის გადახდის პირობები, რომელიც მხარეებს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. 2016 წლის 13 ივნისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება #025/16, რომლის საფუძველზეც რო-- გვ------ძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მა-–---- ზუ-----შვილის მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში შესატანის გადაუხდელობის შემთხვევაში დაფარვის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა ჯარიმა გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით, ხოლო 5.2 პუნქტის მიხედვით სესხის გრაფიკით დაფარვის თარიღის ვადაგადაცილების შემთხვევაში მე-16 დღიდან 30 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს ჯარიმა დაერიცხებოდა გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით. გადახდის გრაფიკით, რომელიც სესხის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია მსესხებელს სესხის დაფარვის ვალდებულება ჰქონდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში, 2016 წლის 13 ივლისიდან, 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც მსესხებელს ყოველთვიურად უნდა დაეფარა პროცენტი 53.75 ლარის ოდენობით, ხოლო ძირი თანხა 2150 ლარი 2018 წლის 13 ივნისიდან.

 

მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით და გადახდის გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაში, კერძოდ, გადაიხადა ძირითადი თანხის 50 ლარიდან ნაწილი პროცენტი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა მხარეებს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების 5.1-5.5 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმები, რომლის ოდენობამ შეადგინა დარჩენილი ძირითადი თანხის -2100 ლარის და პროცენტის-804 ლარის დროულად გადაუხდელობის გამო ჯარიმა-330.15 ლარის ოდენობით. ჯი------------–ის საკრედიტო კომიტეტის 2018 წლის 25 ივნისის სხდომის ოქმით #5 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე მსესხებელს ჩამოეწერა დარჩენილი გადასახდელი პროცენტის 50%, რაც შეადგენს 402 ლარს, და ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 330.15 ლარი. საერთო ჯამში დავალიანებამ შეადგინა 2100 ლარი ძირითადი თანხა და პროცენტი 402 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 2502 ლარს.

 

ჯი------------–ის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილების მიუხედავად, რომ მოპასუხეს დაეფარა არსებული ვალი, მოპასუხე მხარემ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა აღნიშნული საკითხი, რის გამოც მოხდა მათთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მა-–---- ზუ-----შვილმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.

 

2.2. მოპასუხე რო-- გვ------ძის აზრი სასამართლოსთვის უცნობია, რადგან იგი არ ცხადდებდა სასამართლო სხდომებზე და შესაგებელიც არ შემოუტანია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-სა და მა-–---- ზუ-----შვილს შორის 2016 წლის 13 ივნისს გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება N078/16 და გირავნობის #064/16 ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც სესხის სახით მსესხებელზე გაიცა სესხი სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით-2150 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, თვეში 2.5%-ის ოდენობით.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 9 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 13 ივნისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N025/16, რომლის მიხედვითაც რო-- გვ------ძემ სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ,,ჯი------------–ი“-ს წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

 

3.1.3. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა.

 

3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.06.2016წ. სესხის ხელშეკრულება N078/16;

- 13.06.2016წ სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 13.06.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება;

- 13.06.2016წ სასესხო ანგარიშის ბარათი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის გაცემის ფურცელი;

- 27.06.2018წ. მიმართვა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხეების დავალიანება რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-ს მიმართ 13.06.2013წ. N078/16 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 2052 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2100 ლარი და პროცენტი - 402 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.06.2016წ სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 13.06.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება;

- 13.06.2016წ სასესხო ანგარიშის ბარათი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის გაცემის ფურცელი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მოსარჩელესა და მოპასუხე მა-–---- ზუ-----შვილს შორის 2016 წლის 13 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N078/16, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი - 2150 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 24 თვით, თვიური პროცენტის ოდენობა 2.5%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მა-–---- ზუ-----შვილის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-სა და მა-–---- ზუ-----შვილს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-სა და მა-–---- ზუ-----შვილს) შორის გაფორმებული 2016 წლის 13 ივნისს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დარღვეული იქნა მა-–---- ზუ-----შვილის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება ,,ჯი------------–ის" წინაშე შეადგენს 2052 ლარს (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2100 ლარი და პროცენტი - 402 ლარი). სასამართლო ვერ გაიზიარებს მა-–---- ზუ-----შვილის მითითებას, რომ მისი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე გაცილებით ნაკლებია, რადგან იგი პერიოდულად ასრულებდა ვალდებულებას, რადგან იგი არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასესხო ანგარიშის ბარათიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მა-–---- ზუ-----შვილის მიერ პერიოდულად შესრულებული ვალდებულება წარმოადგენდა სესხზე დარიცხულ პროცენტს, რომლის ოდენობაც გათვალისწინებულია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტის თანხაში.

 

ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული ძირი თანხა 2052 ლარი, სესხის ძირითადი თანხაა - 2100 ლარი და პროცენტი - 402 ლარი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2014. N3014).’’

 

მოპასუხეებს მა-–---- ზუ-----შვილს და რო-- გვ------ძეს რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2. მოპასუხე მა-–---- ზუ-----შვილს (პ/ნ 0----------) და რო-- გვ------ძეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 2052 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2100 ლარი და პროცენტი - 402 ლარი.

 

3. მოპასუხე მა-–---- ზუ-----შვილს (პ/ნ 0----------) და რო-- გვ------ძეს (პ/ნ 0----------) რკ---------------------------------–-------–------------–--------------------–----------------------–ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ასპინძის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე