განაჩენი

სისხლის სამართლის 07.12.2018
საქმის ნომერი
050100118002562642
დავის ტიპი
276 6
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100118002562642

საქმე № 1/214-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7. 12. 2018 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

 

სხდომის სახე ღია

 

შესავალი ნაწილი

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - პ----------–-------

 

დაცვის მხარე

დამცველი - მე------------------

 

განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის პე---------–-----ძის შუამდგომლობა ბრალდებულ გა-------–-------ს მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ;

 

1. ბრალდებული: გა--------–-----ძეს

მამის სახელი: ჯუ--–---ი

დაბადებული: 25.08.1---

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხი---------

რეგისტრირებული: ჩოხატაური, სოფ. ხი---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი;

 

ბრალდების არსი: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

ბრალდებულ გაბო----–-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა:

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 27 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში გა-------–-------ს მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ ML’’მოდელის სახელმწიფო ნორმით EE926FF, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გაბო----–-------, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, მსვლელობისას ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, მდინარე ,, ქოროშაზე'' მდებარე რკინის ზედაპირის მქონე ხიდზე გადასვლის დროს მოუცურდა და ხიდიდან გადავარდა მდინარეში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა გურამ ჟღენტი .

 

ბრალდებულ გა-------–-------ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

 

საპროცესო შეთანხმების არსი

ბრალდებულმა გა--------–-----ძემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღნიშნული გარემოებისა და ჩადენილი დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობის და ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, აგრეთვე საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ბრალზე შეთანხმებით და 2018 წლის 06 დეკემბერს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის პე---------–-----ძის და ბრალდებულ გაბო----–-------ს შორის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მერაბ ფუტაკარაიას მონაწილეობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა პ----------–-------მ იშუამდგომლა ბრალდებულ გაბო----–-------სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ გაბო----–------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წლი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა- 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა გაბო----–-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მე------------------მ.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა

გა-------–-------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ( ფოტოილუსტრაციით), სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დაგენილება ჟუჟუნა კალანდაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, დავით კალანდაძის, ნუკრი ფოცხიშვილის, ბესიკ მამალაძის ,ზურაბ მამალაძის და ჟუჟუნა კალანდაძის ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს ადგილი არ ჰქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს ადგილი არ ჰქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომელთა ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

 

სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Natsvlishvili and Togonidze v. Georgia) აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. Slavcho Kostov v. Bulgaria; Ruciński v. Poland). სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ. Babar Ahmad and Others v. the United Kingdom). საპროცესო შეთანხმება, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა აგრეთვე იყოს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალება და მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეში მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (Scoppola v. Italy (no. 2); Poitrimol v. France; Hermi v. Italy).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: (1) განმცხადებელს საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა ნებაყოფლობით უნდა განეცხადებინა და გაცნობოდა საქმის მასალებს სრულად და (2) სასამართლოს მხრიდან ჯეროვნად უნდა შემოწმებულიყო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების და მოლაპარაკების სამართლიანობა.

 

იმ გარემოებების გასარკვევად ბრალდებული რეალურად აცნობიერებდა, თუ არა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებებს, გარანტიებს და საპროცესო შეთანხმების პირობებს, სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა ბრალდებულის მიმართ შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. ბრალდებულმა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა. სასამართლომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გაბო----–-------მ მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის პე---------–-----ძის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებული გაბო----–------- ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს შუამდგომლობით მოთხოვნილი სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე, 43-ე, 63-65-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის პე---------–-----ძის შუამდგომლობა. დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2018 წლის 06 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----------–-------ს, ბრალდებულ გაბო----–-------სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მე------------------ს შორის.

 

2. გაბო----–------- სასაქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წლი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა -6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

3. გაუქმდეს მსჯავრდებულ გა-------–-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. მსჯავრდებულ გა-------–-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 8000 (რვა ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული გა-------–-------ს პ/ნ 4----------, ლელა კალანდაძის პ/ნ 46001007629, მაგული კალანდაძის პ/ნ 46001013880 და ჯვანშერ კალანდაძის პ/ნ 46001016001 თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარეს, ჩოხატაური, სოფ.ხი--------- საკადასტრო კოდი N 28.09.25.297, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

დაევალოს მსჯავრდებულ გაბო----–-------ს, გურიის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა მასთან, ვინც იგი შეიძლება ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

5.1. ავტომანქანა ,,MERCEDES-BENZ ML’’ სახელმწიფო ნორმით EE926FF, რომელიც განთავსებულია შპს ,,გურია ავტოპარკის’’ სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის მფლობელს-გაბო----–-------ს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

5.2. დავით კალანდაძის , ნუკრი ფოცხიშვილის და გა-------–-------ს ტანსასაცმელი, რომელებიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო აწ გარდაცვლილი გურამ ჟღენტის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

5.3 დავით კალანდაძის და ნუკრი ფოცხიშვილის სისხლის ნიმუშები რომლებიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამართველოში შენახული იქნას საქმესთან ერთად სისხლის სამრთლის საქმის შენახვის ვადით

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე