განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
330100118002708378
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – მ-------------–-–---–ის,ადვოკატის - მ------–------–-–---–---

ბრალდებულის – პ------–---------ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

პა------------------–--------ას, დაბადებულის - 1-----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დასაოჯახებელის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–-----------------------------------------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ პ------–---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 01 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ე------–--------------------------------------------------------------------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ნისან ვერსას’’ ფირმის ავტომანქანაში, პ------–---------მ მ------------ს, რომელთანაც ჰყავს საერთო შვილი და პერიოდულად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ავტომანქანის წინა სავარძლიდან უკანა სავარძელზე მჯდომ მ------------ს, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა, მუშტი არაერთხელ ჩაარტყა თავის არეში, ამასთანავე ყელში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. პ------–--------- დანის დემონსტრირებით დაემუქრა მ------------ს ენის ამოჭრით და სცადა დანის პირში ჩარჭობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ასევე, დანის გამოყენებით, პ------–---------მ მ------------ს მიაყენა დაზიანებები მარცხენა ფეხზე, ხოლო მანქანიდან გადასულს სასტუმროს წინაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ორჯერ გაარტყა ხელი სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, ამავე სასტუმროს №- ნომერში, პ------–---------მ კვლავ განაგრძო მ------------ს ცემა, რა დროსაც მ------------მ განიცადა ძლერი ფიზიკური ტივილი და მიიღო სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანებები.

2018 წლის 01 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თბილისში, ე------–------------------------------------------------------------------------------’’ მიმდებარედ და ამავე სასტუმროს №- ნომერში, პ------–--------- თანნაქონი დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით და ენის ამოკვეთით დაემუქრა მ------------ს. მ------------მ პ------–---------სგან მომდინარე იმწუთიერი აგრესიის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და დანით დაზიანებების მიყენების გათვალისწინებით მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ჩადენილი ქმედებისათვის პ------–--------- 2018 წლის 02 ნოემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულმა პ------–---------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ,,ნისან ვერსას’’ ფირმის ავტომობილის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მ------------ს კუთვნილი ტანსაცმელის, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმი, პაციენტის სამედიცინო ბარათი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა პ------–---------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

პ------–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

პ------–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ პ------–---------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ------–--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ------–---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელის სახით - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. პ------–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

4. პ------–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ქ.თბილისის პრობაციის ბიუროს პ------–---------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ------–---------------------------------------------------------------------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

6. ნივთმტკიცება:

- მობილური ტელეფონები, კაბა და ბავშვის ჟაკეტი, რომლებიც ინახება ს----------------------–-, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მიკრონაწილაკები 8 ცალ დაქტილოფირზე და მ------------ს ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ორი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი