გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210118002499480
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელეები - ი-----------ე, თ--------------ე, დ--–------------ე

წარმომადგენელი - სალომე ქურდიანი

მოპასუხე - შპს ,,მ-----------------------------–----------------------ია"

წარმომადგენლები - გ---------------------ე, ლ-----–----–---ია

მოპასუხე - ნოტარიუსი ნ--------------------–ი

მოპასუხე ნ--------------------–ის წარმომადგენელი - ჯ------------ე

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მხარეთა შორის მოტყუებით, თვალთმაქცობითა და მოჩვენებითი ფორმით დადებული N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N----; N---- საკრედიტო ხელშეკრულებების; N--- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და N---, N---- იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;

1.2. გაუქმდეს (ბათილად იქნეს ცნობილი) N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლები.

(იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-119, მოსარჩელე მხარის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა)

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელეების წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი გახდა თ--------------ესა და შპს „მ-----------------------------–----------------------ია“-ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების, საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების, მოსარჩელესა და ი-----------ეს შორის არსებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების და საკრედიტო ხელშეკრულების, ასევე მოსარჩელესა და თ--------------ესა და დ--–------------ეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული დავა.

მოსარჩელეების განმარტებით, მოპასუხის მიზანს წარმოადგენდა ძირითადი ხელშეკრულების არ გაგრძელებით, ახალ-ახალი ხელშეკრულებების დადებით არაკანონიერად მიეღო ე.წ. საკომისიოები, ჯარიმა-საურავები.

29.06.2015 წელს ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოსარჩელეების ვალდებულება 25.06.2018 წლის მდგომარეობით შეადგენდა 37121.73 აშშ დოლარით, საიდანაც 15000 აშშ დოლარი წარმოადგენს დარიცხულ ჯარიმა-საურავს. მოსარჩელეების განმარტებით ხსენებული ჩანაწერი არასწორია, ვინაიდან თ--------------ეს და ი-----------ეს 2013 წლის N--- და N---- საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხე მხარისათვის თანხები ჰქონდათ გადახდილი, რაც დასტურდება საკრედიტო ორგანიზაციის მიერ გაცემული ანგარიშის ამონაწერებით. ი-----------ის მიერ 20.06.2013 წლიდან 20.02.2018 წლამდე გადახდილია 8707 აშშ დოლარი, ხოლო თ--------------ის მიერ 29.06.2013 წლიდან 07.10.2015 წლამდე გადახდილი 23911 აშშ დოლარი, რაც არ არის ასახული სადაო სააღსრულებო ფურცელში. 2017 წლის 8 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი N---------, გამომდინარე იგივე დავის საგნიდან, იგივე პირთა შორის, იგივე საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი; 56-ე მუხლი; 81-ე მუხლის პირველი ნაწილი; 82-ე მუხლი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „მ-----------------------------–----------------------ია“-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის გამო.

 

2.2. მოპასუხე ნ--------------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებები მხარეებს შორის დაიდო კანონის მოთხოვნათა დაცვით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მოვალე ვალდებულებას არ შეასრულებდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, მაშინ კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცელი იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით. ნოტარიუსისგან მხარეებმა მიიღეს ახსნა-განმარტება, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი ფორმით, რაც ასახულია სანოტარო აქტში. N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლები გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს „მ-----------------------------–----------------------ია“-ს და თ--------------ეს შორის გაფორმდა N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N----, N---- საკრედიტო ხელშეკრულებები, N 355 საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის ხელშეკრულება და N---, N---- იპოთეკის ხელშეკრულებები.

თ--------------ესა და შპს „მ-----------------------------–----------------------ია“-ს შორის 05.04.2011 წელს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზე საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 ლარით, მაქსიმალური ვადა-60 თვე, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით მხარეებს შორის დამატებით გაფორმდა რიგი ხელშეკრულებები:

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 6560 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით, 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 28%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 2233 აშშ დოლარი ოდენობით, 5 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 28%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 993 ევროს ოდენობით, 5 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 28%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 2145 ევროს ოდენობით, 27 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 4531 აშშ დოლარის ოდენობით, 27 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 260 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 1976 ევროს ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 2314 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 4059 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 3505 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 14800 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 612 ევროს ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 1856 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 2190 ევროს ოდენობით, 32თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 1120 აშშ დოლარის ოდენობით, 32 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 5 აპრილის N--- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 76-78)

- 2011 წლის 5 აპრილის N--- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 79-80)

- 2011 წლის 12 აპრილის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 81-82)

- 2011 წლის 5 მაისის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 83-84)

- 2011 წლის 20 აპრილის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 85-86)

- 2012 წლის 4 დეკემბრის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 68-69)

- 2012 წლის 4 დეკემბრის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 70-71)

- 2012 წლის 19 ივნისის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 72-73)

- 2012 წლის 30 აგვისტოს N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 74-75)

- 2013 წლის 17ივლისის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 120-121)

- 2013 წლის 17ივლისის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 122-123)

- 2013 წლის 28 ივნისის N---- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-34)

- 2013 წლის 29 ნოემბრის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 60-61)

- 2013 წლის 29 ნოემბრის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 62-63)

- 2013 წლის 29 ივნისის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 66-67)

- 2014 წლის 30 სექტემბრის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 54-55)

- 2015 წლის 16 ოქტომბრის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 56-57)

- 2015 წლის 16 ოქტომბრის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 58-59)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შპს „მ-----------------------------–----------------------ია“-ს და თე----- და დ--–------------ეებსა და ი-----------ეს შორის გაფორმდა N--- და N---- იპოთეკის ხელშეკრულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 5 აპრილის N--- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 79-80)

- 2013 წლის 28 ივნისის N---- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-34);

 

3.1.3. შპს „მ-----------------------------–----------------------ია“-ს და ი-----------ეს შორის გაფორმდა N--- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და N---- საკრედიტო ხელშეკრულება.

 

N--- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით, მაქსიმალური ვადა - 120 თვე, სარგებელის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, თ--------------ის სესხის რეფინანსირების მიზნით ი-----------ის სახელზე გაიცა კრედიტი 15000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 19 ივნისის N--- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 26-28)

- 2013 წლის 29 ივნისის N---- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 64-65)

 

3.1.4. N---- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარსა (მოსარჩელე) და ი-----------ეს შორის 19.06.2013 წელს გაფორმებული N--- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების ქვეშ გაფორმებული ან გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოვალის მიერ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თ--------------ემ და დ--–------------ემ იპოთეკით დატვირთეს მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ---–--------–--------------------------, დაზუსტებული ფართობი - 515 კვ.მ, საკუთრება: ბინა N10, ფართი: 148.34 კვ.მ, ს/კ: N-----------------------.

 

N--- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარსა (მოსარჩელე) და თ--------------ეს შორის 05.04.2011 წელს გაფორმებული N--- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოვალის მიერ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თ--------------ემ და დ--–------------ემ იპოთეკით დატვირთეს მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ---–--------–--------------------------, დაზუსტებული ფართობი - 515 კვ.მ, საკუთრება: ბინა N10, ფართი: 148.34 კვ.მ, ს/კ: N-----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 5 აპრილის N--- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 79-80)

- 2013 წლის 28 ივნისის N---- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-34);

 

3.1.5. ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოვალე ი-----------ის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 37121.73 აშშ დოლარით.

 

ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2017 წლის 08 ივნისს გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოვალე თ--------------ის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 13784.46 აშშ დოლარითა და 17971.43 ევროთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.06.2015 წლის N--------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-25)

- 08.06.2017 წლის N--------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 94-97)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებების გაფორმების დროს ი-----------ის, თ--------------ის და დ--–------------ის მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გარემოების საფუძვლად სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოტყუების საფუძვლად მითითებული ფაქტები, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელე მხარე, მოპასუხისგან მოტყუების საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით. მოსარჩელემ ვერ წამოადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დადების მიზნით მისი მოტყუების ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ვერ იქნება განხილული, როგორც მოპასუხისგან მოსარჩელის მოტყუების საფუძველი.

 

საგულისხმო და ნიშანდობლივია თვითონ მოტყუებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის განსხვავება. მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც თავისთავად კრედიტორს ერთგვარ ”იმედგაცრუებულ” ან ”მოტყუებულ” მდგომარეობაში აყენებს, რომელსაც მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებათა სათანადო შესრულების მიმართ მომეტებული ინტერესი გააჩნია და მისთვის კონკრეტული ფინანსური შედეგის მომტანია, თუმცა, ეს ვითარება ვერ იქნება სამართლებრივად იმ ნების ნაკლის არსებობის განმაპირობებელი გარემოება, რაც ხელშეკრულების დადებისას მოტყუების ფაქტის არსებობის ვითარებაში მისი დადება-არდადების საფუძველი გახდებოდა.

 

მოტყუებად ითვლება კონტრაჰენტის ”ცდომილებაში განზრახ შეყვანა” (ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლ. 81, გვ. 238; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოდაგი ნაწილი, 2011, გვ. 376); განზრახვა, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების (ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378) თანახმად, ერთხმად არის აღიარებული მოტყუების აუცილებელ წინაპირობად და უარყოფილია შეცდომით მოტყუების შესაძლებლობა.

 

მოტყუების ობიექტური შემადგენლობის გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის წინაპირობების შესრულებისათვის სუბიექტურ დონეზე აუცილებელია მომტყუებლის შეგნებული გადაწყვეტილება, ე.წ. ”მოტყუების განზრახვა”. მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობით, ან სწორი ცნობის დამალვით, კონტრაჰენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას, ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მეორე მხარის ნების გამოხატვას.

 

მოტყუების განზრახვა უნდა არსებობდეს უკვე გარიგების დადების მომენტში, რის აუცილებლობასაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განსაზღვრავს.

 

აღნიშნული კუთხით საინტერესოა გერმანული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მოვალის გადახდისუუნარობის მიუხედავად გარიგების დადების მომენტში ავტომატურად არ უშვებს მის მოტყუების განზრახვას, რადგან ის შეიძლება ვალს იღებდეს იმ იმედით, რომ მისი გადახდის ვადის მოსვლისათვის უკვე აღარ იქნება ვალაუვალი, მაშინაც კი, როდესაც ამის პერსპექტივა საეჭვოა. ამ შემთხვევის მოტყუებისგან გამიჯვნისათვის უნდა მოვიშველიოთ არაპირდაპირი განზრახვის თვითიმედოვნებისგან გამიჯვნის კრიტერიუმები.

 

განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლის არსებობა სახელშეკრულებო ურთიერთობებში სხვადასხვა სამართლებრივი შედეგის გამომწვევია. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, მიუხედავად მათი ტექნიკური ფორმით გამოხატვისა, მათი ნამდვილი ნების შედეგს წარმოადგენდა.

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების განმარტებას, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დადებულია 19 ხელშეკრულება, რომელიც პერიოდულად იდებოდა ერთი ვალდებულების შემსუბუქების მიზნით, რეალურად კი მხარეს ამ ხელშეკრულებებით მხოლოდ ზიანი მიადგა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების, ისევე როგორც იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას კონტრაჰენტებს იმთავითვე ჰქონდათ განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა.

 

თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეგანი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების ნების გამომვლენი სუბიექტების მიერ სხვა გარიგების დაფარვაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის და მასზე მოსარჩელე მხარეს სარწმუნოდაც არ მიუთითებია და შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის ის გარემოება, რომ 19 ხელშეკრულება ერთი ვალდებულების შემსუბუქების მიზნით იდებოდა, ხოლო რეალურად მოსარჩელეები უარეს მდგომარეობაში ჩააყენა აღნიშნულის დასადასტურებლად ვერ გამოდგება. მით უფრო, რომ მხარეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ მტკიცებით სტანდარტზე, რაც განსაზღვრულია სსსკ-ის 102-ე მუხლით, კერძოდ, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ეს არის უნივერსალური მიდგომა მტკიცების ტვირთის განაწილების მიმართ. ამასთან, არის შემთხვევები, როცა კანონმდებლობა მტკიცების ტვირთს განსხვავებულად ანაწილებს მხარეებს შორის - ეს ხდება ე.წ. ”პრეზუმფციების” მეშვეობით. პრეზუმფცია გარკვეული გარემოებას ერთი მხარის სასარგებლოდ დადგენილად მიიჩნევს ისე, რომ ამის დამტკიცებას, დადასტურებას არ მოითხოვს, ხოლო ამავდროულად მეორე მხარეს აკისრებს ამ გარემოების ნეგატიური დადასტურების, ანუ უარყოფის ფუნქციას.

 

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების საგანია გარიგების თვალთმაქცურობა, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თვის მოთხოვნას. კანონი აქ გამონაკლისს არ ითვალისწინებს, ამიტომ ეს გარემოება მოსარჩელის დასამტკიცებელია. ამასთან, თვალთმაქცურ გარიგებასთან, როგორც მოჩვენებითი გარიგების მოდიფიკაციასთან მიმართებით, საგულისხმოა ის, რომ ფაქტობრივად დადებული გარიგებით უნდა იფარებოდეს სხვა გარიგება და მხარეებს იმის მიღწევა არ უნდა სურდეთ, რაც გარეგნულად გამოხატეს. მოსარჩელეს კონკრეტულ დავაში უნდა დაემტკიცებინა ორი ასპექტი, რაც მან ვერ შეძლო.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების, ისევე როგორც იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას მის მხარეებს გარიგების დადებისთანავე ჰქონდათ განზრახვა, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. ფაქტობრივი გარემოების შეფასებისას სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს დაცულია ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს კრედიტორს და მსესხებელს, ისევე, როგორც იპოთეკარსა და მესაკუთრეებს წარმოეშვათ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები არ წარმოადგენს თავლთმაქცურ გარიგებას.

 

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების განმარტებას, რომ მხარეებს გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენენ მოჩვენებით გარიგებებს.

 

მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით.

 

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

სასამართლოს შეხედულებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებების მიხედვით დასტურდება მხარისათვის შესაბამისი უფლებების წარმოშობა. უფლებები არსებობს მიუხედავად იმისა, მათი რეალიზება მოხდება თუ არა უშუალოდ ხელშეკრულების დადებისთანავე.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერები ანგარიშიდან ადასტურებენ, რომ ი-----------ის და თ--------------ის სახელზე გაიცა სესხი (ს.ფ. 254-273), საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, ასევე დასტურდება, რომ თ--------------ემ და დ--–------------ემ იპოთეკით დატვირთეს მათ თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, შ-------------–------------------------- ს/კ: N-----------------------.

 

ამ თვალსაზრისით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების პრეტენზია მოპასუხეთა მიმართ დაუსაბუთებელია. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ 19 ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელეებს ვალდებულების შემსუბუქების მიზანი ამოძრავებდათ, ხოლო რეალურად მათი მდგომარეობა გაუარესდა არ ქმნის სასამართლოსათვის ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით დასაბუთებულ ვარაუდს იმაზე, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას მოპასუხეებს გააჩნდათ რაიმე სხვა უპირატესი ინტერესი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართულია სწორედ იმ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, რასაც შესაბამისი გარიგება ითვალისწინებს. ის, რომ მოპასუხეებს იმთავითვე, ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე არ სურდათ მათ შორის დადებულ გარიგებებს შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა, სასამართლოსათვის სარწმუნოდ დადასტურებული ვერ იქნა.

 

ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. აღნიშნული სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია.

 

ამდენად, მოსარჩელე ვერ ასახელებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა გარიგების ბათილად მიჩნევის საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს მხარეთა შორის დადებული გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 178-ე, 180-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-52-ე, 55-56-ე, 81-82-ე, 316-ე, 317-ე, 400-ე, 405-ე 624-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის მიხედვით, გარიგება ისეთი ნების გამოვლენაა, რომლითაც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგები მიიღწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავს რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს მოტყუების ფაქტი. მოტყუებას საფუძვლად უდევს პირის შეგნებული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ნების გამომვლენის შეყვანას შეცდომაში, ანუ პირი ზემოქმედებს ამ უკანასკნელის ნებაზე და აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მიიღწევა მომტყუებლის მიერ ის შედეგი, რომელიც სურს მას და რომელზეც შეძლო მეორე მხარის დაყოლიება. შესაბამისად, მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვანას გულისხმობს და ამ დროს სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი, რომელიც თვით ნების გამომვლენის პიროვნებაშია, რომლის მიერაც არასწორად მოხდა გარემოებათა შეფასება. სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია იმ სახის და იმ ხარისხის მოტყუება, რაც გარიგების დადების საფუძველს წარმოადგენს, ანუ როგორც თავად დეფინიციის თანახმადაა დადგენილი - როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

მოსარჩლეებმა ვერ დაადასტურეს საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების დადების მიზნით მათი მოტყუების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. მოტყუება გარიგების დადებას უნდა ედოს საფუძვლად და უნდა გამოიხატებოდეს კონტრაჰენტისათვის სასურველი გარიგების შესახებ არსებითი გარემოებების არასწორად მიწოდებაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, შპს „მ-----------------------------–----------------------ია“-მ მოსარჩელეებთან დადო საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები სწორედ ამ ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთვის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნას ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.

 

6.2. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

სასამართლო ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ასპექტებს, სახელდობრ, რამდენად შეესაბამება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებები ფაქტობრივად არსებულ ურთიერთობას (უფლება-ვალდებულებებს). საკვანძო საკითხის - გარიგების თვალთმაქცური ხასიათი, სპეციფიკურობა პროცესუალურ ჭრილში მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება, კერძოდ, ასეთ დროს, რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიდაც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება და ა.შ. შესაბამისად, დაფარულია თუ არა სხვა გარიგება ვერ შეფასდება სუბიექტური კრიტერიუმით. რთულია ზღვარი გაივლოს მხარეთა შინაგან და გარეგან ნებას შორის, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს შეფასების ობიექტური ტესტი და ამ გზით განისაზღვროს სურდათ თუ არა მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (იხ. სუსგ ას- #871-821-2015 5.02.16, და ას # 487-461-2015, 17.06.2015წ.)

 

რაც შეეხება მოჩვენებით გარიგებას, მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (აღნიშნული დასაბუთება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2012 წელი). მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე მიუთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს (იხ. სუსგ 28/11/2017; #ას-921-861-2017).

 

განსახილველ შეთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველები. საქმის მასალებით (ამონაწერები ანგარიშებიდან, ამონაწერი საჯარირეესტრიდან) დასტურდება, რომ მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულებები და იპოთეკის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მოსარჩელეებზე - ი-----------ეზე და თ--------------ეზე გაიცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კრედიტი, ასევე იპოთეკით დაიტვირთა იპოთეკის ხელშეკრულების საგანი, ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს ნების გამოვლენის ნაკლს, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებას, გარეგანი ნების გამოვლენის შეუსაბამო საერთო მიზანს, რაც მოჩვენებითი გარიგებისთვისაა დამახასიათებელი და არ არსებობს სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები არ წარმოადგენდა მოჩვენებით ან/და თვალთმაქცურად დადებულ გარიგებას, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა, ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N--------- სააღსრულებო წარმოება და ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2017 წლის 08 ივნისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N---------- სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----------ის, თ--------------ისა და დ--–------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილია.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა:

ა) ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N--------- სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

ბ) ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2017 წლის 08 ივნისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N--------- სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე