განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-010011-002702954-1/41--1-
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ა---––---- რაიონული სასამართლო
05 დეკემბერი 201- წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი -ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - მ-------------–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ა-----–-------ე - დაბადებული 1-.0-.19--წ. პ/ნ 4---------9, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ. ახალციხე, კ-–------–-ს ქ. N1-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა-----–-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 201- წლის 17 მარტს. დაახლოებით 21:30 საათზე, ქ ვ--–-ში თ------------- და ბ-------–---–-ს ქუჩების კვეთაზე. ქ. ვ--–-ს ცენტრიდან თურქეთის საზღვრის მიმართულებით, თავის სავალ ნაწილზე მოძრაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა „ფოლქსვაგენ ტრანსპორტერი“· სარეგისტრაციო ნომრით E--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ--–-----–------–---–-, მძღოლს ჩართული ჰქონდა ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებდა სამსახურებრივ დავ--–-ბას. მსვლელობისას შეანელა სიჩქარე, ვინაიდან აპირებდა მარცხნივ შეხვევას ბ-------–---–-ს ქუჩაზე და დაახლოებით 5კმ სთ სიჩქარით დაიწყო შემხვედრ საპირისპირო სავალი ნაწილის გადაკვეთა მარცხნივ, რკალისებურად გაიარა დაახლოებით 13,5 მეტრი მანძილი, რა დროსაც თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის მარჯვენა გვერდითა წინა ნაწილზე, მუხრუჭის გარეშე. წინა ნაწილობრივ მარცხენა ნაწილით შეეჯახა შემხვედრი საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით R--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ა-----–--------ე. შეჯახების შედეგად სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მგზავრმა- ექიმმა ნ-------–----ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა ,,მერსედს ბენცის"მძღოლის ა-----–--------ის მოქმედება არ შეესაბამება,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2, 51- ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა.
წარდგენილი ბრალდება:
ა-----–-------ემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-----–-------ემ ჩაიდინა ავტომობილის, მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა-----–-------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების შესახებ და ზ--–-----–------–---–-ს სისხლის ნიმუშისა აღების ოქმი, მოწმეების- ლ-----------------ის, ა-----–--------ის, ო-–---------------ის, ზ--–-----–------–---–-ს, ინ----------–------------------------------------–-–---–---–---–------------------------------------------------------–---------ს გამოკითხვის ოქმები, დადგენილება ალკოჰოლური თრობის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დადგენილება ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება დამატებითი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ნ-------–----ის მიმართ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ ნ-------–----ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
მოწმე ნ-------–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 201- წლის 17 მარტს ნ-------–----ე იყო ქ. ა---––---- სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში მორიგე, საღამოს საათებში დაახლოებით 22 საათზე მძღოლთან ზ--–-----–------–---–თან და ექთან ი-----------–----თან ერთად მიემართებოდნენ ქ. ვ--–-ში გამოძახებაზე. ავტომანქანას ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმა შუქები. როცა მივიდნენ ბ-------–---–-ს ქუჩის შესახვევთან, შესახვევამდე დაახლოებით 20 მეტრში დახვდათ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გადავიდა გზის მარცხენა მხარეს და ხელით ანიშნა, რომ შესულიყვნენ ბ-------–---–-ს ქუჩისკენ, თან თვითონაც გაჰყვა ფეხით. მძღოლმა დაიწყო საპირისპირო მხარეს გადასვლა და შეხვევა, ისე რომ ბიჭი, რომელიც დახვდათ ნელი ნაბიჯით მათ მიჰყვებოდათ. ი---- დაიყვირა რომ მათ მანქანა ეჯახებოდათ მარჯვენა მხრიდან, ნ-------–----ემაც დაინახა, რომ დაახლოებით 7-10 მეტრში ეჯახებოდათ მსუბუქი ავტომანქანა და შეეჯახათ კიდეც მარჯვენა მხრიდან, ისე რომ მათი ავტომანქანის უკანა ნაწილი მთლიანად იყო თ------------ ქუჩაზე, შეჯახების შემდეგ მათი მანქანა წინა ნაწილით შეცურდა მარცხენა მხარეს რამდენიმე მეტრით და გაჩერდა. მეორე ავტომანქანა გაჩერდა იქვე. არ დაუნახავს მძღოლი. მან არ იცის ვინ იყო ის ბიჭი, შემდეგ გაიგო, რომ იყო ვინმე ა-----–-------ე.
მოწმე ო-–---------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 201- წლის 17 მარტს მეუღლესთან ერთად საღამოს საათებში სტუმარად იყო ქალაქ ვ--–-ში, ბ-------–---–-ს ქ.N40-ში. დაახლოებით 21 საათზე როცა მიუახლოვდნენ ბ-------–---–-ს ქუჩის გამოსასვლელს, დაინახეს რომ იყო ავტოასგზაო შემთხევა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა იყო დაზიანებული. როცა მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს, დაინახა რომ დაზიანებული იყო მისი მეუღლის ბიძაშვილის ა-----–-------ის კუთვნილი ავტომანქანა. მალევე ა-----–- გამოვიდა სასწრაფოს მანქანის უკანა მხრიდან, იყო შეშინებული და აკანკალებული ხმით უთხრა ო-–---------------ს და მის მეუღლეს, რომ თვითონ შეეჯახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას.
მოწმე ზ--–-----–------–---–-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2005 წლიდან მუშაობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქ. ა---––---- სასწრაფო სამედიცინო დახმარების სასახურში მძღოლად. 201- წლის 17 მარტს იმყოფებოდა მორიგე და სამსახურებრივი სპეციალიზებული ავტომანქანით მორიგე ექიმ ნ-------–----ესთან და ექთან ი-----------–----თანერთად. დაახლოებით 09:00 სთ-ზე გამოძახებაზე მიდიოდნენ ქ. ვ--–-ში თ------------ ქუჩიდან ბ-------–---–-ს ქუჩის მიმართულებით. საჭესთან იჯდა ის, შუაში იჯდა ი-----------–---. ხოლო მარჯვნივ იჯდა ნ-------–----ე. როდესაც მივიდნენ ბ-------–---–-ს ქუჩის შესახვევთან, შესახვევამდე დაახლოებით 20 მეტრში დახვდათ პაციენტის ოჯახის წევრი ახალგაზრდა ბიჭი· რომელმაც მიუთითა, რომ შეეხვია ბ-------–---–-ს ქუჩაზე, რის გამოც მან ნელი სვლით დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით გზის დიაგონალურად დაიწყო ბ-------–---–-ს ქუჩაზე შესვლა, რა დროსაც უკანა მხრიდან გვერდით აუარა ერთმა საპირისპიროდ მოძრავმა ავტომანქანამ და მას შემდეგ ზ--–-----–------–---–ს საპირისპირო ზოლისაკენ აღარ გაუმახვილებია ყურადღება, ვინაიდან იფიქრა, რომ უკან ასაქცევი გზა იყო და ყურადღება გადატანილი მქონდა პაციენტის ოჯახის წევრზე, რათა გასულიყო წინ და მიეთითებია საით წავსულიყო. მაგრამ როგორც კი წინა ნაწილით გადავიდა თ------------ ქუჩიდან ბ-------–---–-ს ქუჩაზე ერთი მესამედით უცაბედად მარჯვენა მხრიდან მიანათა შუქებმა და რაღაც მიეჯახა კიდეც ძლიერად. რის შედეგადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა შემოტრიალდა მარცხნივ წინა მხრით ქ. ვ--–-ს ცენტრის მიმართულებით. ხოლო ავტომანქანა. რომელიც შეეჯახა გაჩერდა შეჯახების ადგილზევე. შეჯახების შედეგად კი გაიხსნა აირბალიშები და ექიმი ნ-------–----ე იძახდა რომ იყო ცუდად, რის გამოც მე იმწამსვე ჩამოხტა ავტომანქანიდან და შემოუარა უკანა მხრიდან რათა მისულიყო ავტომანქანის მარჯვენა მხარეს და დავხმარებოდა ნ------ და ი---- ავტომანქანიდან გადმოსვლაში. რა დროსაც კარამდე მისვლამდე დაინახა რომ მასზე შემოჯახებული იყო „მერსედეს ბენცი··–ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც არ ახსოვს, მაგრამ დაინახა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა მისთვის ნაცნობი ქ. ა---––---–- მცხოვრები ა-----–-------ე.
201- წლის 17 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილი, რომ დათვალიერებული იქნა ქ.ვ--–-ში თ------------ ქუჩისა და ბ-------–---–-ს ქუჩის გადაკვეთაზე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზა არის დაღმართი მოასფალტებული, უდეფექტო და მშრალი, გზის ორივე მიმართულებით დაახლოებით 80-100 მეტრის მანძილზე ხილვადობა თავისუფალია, შემთხვევის ადგილზე, როგორც თ------------ ასევე ბ-------–---–-ს ქუჩის სავალი ნაწილის სიგანეა 6,7 მ,სადაც არ შეინიშნება გამყოფი ხაზის არსებობა, საბაჟო პუნქტის მხრიდან ქ.ვ--–-ს ცენტრის მიმართყლებით გზას მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება 1,7 მეტრი სიგანის გვერდული, შემდეგ საცხოვრებელი ღობეები, ხოლო მარცხნიდან 1,4 მეტრის სიგანის ქვეითთა სასიარულო ბილიკი,შეჯახების ადგილი მდებარეობს ბ-------–---–-ს ქუჩაზე თ------------ ქუჩის სავალი ნაწილიდან 0,5 მეტრში, ბ-------–---–-ს ქუჩის დასაწყისშივე.ამავე ქუჩის მარცხენა კიდიდან 2,2 მეტრში, შეჯახების ადგილზევე წინა მხრით ვ--–-ს მიმართულებით გაჩერებულია რუხი ფერის ავტომანქანა -სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით R--------, რომლის მარცხენა საბურავებიც არის თ------------ ქუჩის გზაზე, ხოლო მარჯვენა საბურავები ბ-------–---–-ს ქუჩაზე და დაზიანებული აქვს წინა ძირითადად მარცხენა ნაწილი, იქვე წინა მხრით ასევე ვ--–-ს მიმართულებით გაჩერებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა „ფოლქსვაგენ ტრანსპორტერი“ სარეგისტრაციო ნომრით E--------, რომელიც მთლიანად დგას თ------------ ქუჩაზე და მისი წინა მარჯვენა საბურავი შეჯახების ადგილიდან დაშორებულია 3,3 მეტრით, ხოლო უკანა მარჯვენა 1,9 მეტრით, რომელსაც დაზიანებული აქვს ასვეე წინა ნაწილი და ძირითადად მარჯვენა მხრიდან.. შემთხვევის ადგილზე არ შეინიშნება არანაირი მუხრუჭის კვალი.
201- წლის 03 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ადგილზე შემოწმდა ზ--–-----–------–---–-ს ჩვენება მან მიუთითა იმ ადგილისკენ, საიდანაც გზის დიაგონალურად გადაკვეთა საპირისპირო სავალი ანწილი და დაახლოებით 5კმ/სთ სიჩქარით დაიწყო შეხვევა ბ-------–---–-ს ქუჩისაკენ და გაიარა შეჯახებამდე 13,5 მეტრი, გაზომილი იქნა ხილვადობის მანძილი, რა დროსაც დადგინდა რომ საავტომობილო გზაზე შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანას შეეძლო დაენახა 145 მეტრის მანძილზე.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- N0-------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ--–-----–------–---–-ს სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.
201- წლის 06 აპრილის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპეტრიზის N-4----- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები მექანიკურია და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.
,,ფოლსვაგენ ტრანსპორტერი"-ს სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს, ხოლო ავტომობილი ,,--------------–ი"-ს საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.
ავტომობილების საერთო მდგომარეობის გათავლისწინებით გამოსაკვლევი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეჯახებამდე ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყვნენ და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს მათი ტექნიკური გაუმართაობები არ წარმოადგენს.
წარმოდეგნილი ავტომობილების, დაზიანებულ ბნაწილებზე ვიზულაური დაკვირვებით და წარმოსახვით ურთიერთშეთავსებით მივდივართ დასკვნამდე რომ ავტომობილ ,,--------------–ი" სარეგისტარციო N R--------, -ის წინა ნაწილობრივ მარცხენა ნაწილი კონტაქტში არის მოსული ავტომობილ „ფოლქსვაგენ ტრანსპორტერი“ სარეგისტრაციო ნომრით E-------- მარჯვენა გვერდითა წინა ნაწილზე ად მათი პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით -70 გრადუსს.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- N3--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----------–---- აღენიშნებოდა მარცხენა მუხლის სახსრის არეში შესიება, აღნისნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- N3--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს,,უნიმედი სამცხე" ა---––---- სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N1------------ისა და სს,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ტრამვატოლოგიური ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის მიხედვით ნ-------–----ეს აღენიშნებოდა ბოქვენის და საჯდომი ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, მარცხენა მე-4-5 ნეკნების მოტეხილობა,კანქვეშა ჰემატომა შუბლის არეში მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, აქედან კანქვეშ ჰემატომა ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დანარჩენი დაზიანებები როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N0-------- სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,:
1.მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ავტომობილ ,,M-----------z" R-----R-ის მძღოლს ა-----–-------ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33- ე მუხლის მე-2 და 51-ე მუხლის მე-ე და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს., რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა(შეჯახება).
2.მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე,სპეციალური სამსახურის ავტომობილ ,,Volkswagen Transporter" E------"-ის მძღოლის ზ--–-----–------–---–-ს მოქმედებაში, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოტხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა(შეჯახება) არ აღინიშნება, ვინაიდან ამ მომენტში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 51- ემუხლსი პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამსისად ჩართული ჰქონდა ლურჯი მოლევარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებდა სამსახურეობრივ დავ--–-ბას, რა დროსაც გზაჯვარედინის ფარგლებში შესვლამდე მარცხნივ მოხვევის მიზნით დაიწყო მანევრის შესრულება საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლით, როცა შემხვდრად მოძრავი ავტომობილი ,M-----------z" შეჯახების ადგილიდან დაცილებული იყო 100მეტრზე მეტი მანძილით( 130>100 მეტრი) და ამ მანევრით არ ქმნიდა საფრთხეს მოძრაობაში.
201- წლის 06 აგვისტოს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-------–----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
სასამართლოს დასკვნა ა-----–-------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა-----–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვ--–-ობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ა-----–-------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, ასევე დამატებით სასჯელის სახედ ჯარიმა რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამასთან სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ა-----–-------ისათვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, რადგან შეფარდებული სასჯელი სრულად უზრუნნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ავტომანქანა ,,--------------–ი“ სარეგისტრაციო ნომრით R-------- რომელიც განთავსებულია შპს,,ავთეს” ავტოსადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა-----–-------ეს.
საქმეზე არსებული ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა-----–-------ე( პ/ნ 4---------9) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით. ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2.ა-----–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, და გირაოს შემტანს ა-----–-------ეს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,ს----------–---------’’ ბანკის კოდი B-------; მიმღები ანგარიშის ნომერი G------------------------ზე 201- წლის 16 ნოემბერს შეტანილი თანხა 3000 ლარი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ავტომანქანა,,--------------–ი“ სარეგისტრაციო ნომრით R-------- რომელიც განთავსებულია შპს,,ავთეს” ავტოსადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა-----–-------ეს.
საქმეზე არსებული ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულების საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია