გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
150310018002622374
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1503100-8002622374

№ 3/38-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2-18 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი და---- მე-–----ე

მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: ხო---- ავ-------ნი

მოპასუხე: ან–--–ა ნა---------ი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის უკან დაბრუნება

განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის - 1.512 ლარის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება.

სარჩელის თანახმად მოქალაქე არ–--კ პა------ი (დაბადებული; 2-.0-.194- წ. პ/ნ 0----------) იღებდა პენსიას ასაკის გამო თვეში 216 ლარს. 2-17 წლის 13 ივნისს არ–--კ პა------ის მინდობილობით აღჭურვილმა პირმა ან–--–ა ნა---------მა მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონულ განყოფილებას სახელმწიფო პენსიის განახლებისათვის, რის საფუძველზეც სააგენტომ განაახლა პენსიის ჩარიცხვა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, წინა პერიოდის მიუღებელი თანხის გათვალისწინებით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით პენსია შეჩერდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, შესაბამისად 2-18 წლის 0- აპრილს არ–--კ პა------ს პენსიის ჩარიცხვა 6 თვის მიუღებლობის გამო შეუჩერდა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად პენსია შეწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიონერის გარდაცვალებისას. 2-18 წლის 02 ივლისს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ არ–--კ პა------ი გარდაცვლილი იყო 2-17 წლის 29 აგვისტოს, შეუწყდა პენსია. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით პენსია უნდა შეწყვეტილიყო 2-17 წლის 0- სექტემბრიდან. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პენსიონერი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია: აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა. არ–--კ პა------ის მინდობილობით აღჭურვილი პირი იყო ან–--–ა ნა---------ი, ამიტომ მისი ვალდებულება იყო სააგენტოსათვის ეცნობებინა პენსიონერის გარდაცვალების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გარდაცვლილი არ–--კ პა------ის 2-17 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2-18 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების პენსია 1.512 ლარის ოდენობით არის ზედმეტად მიღებული, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მიერ მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს გაეგზავნა 2-18 წლის 29 ივნისს შეტყობინება, სადაც განესაზღვრა ერთ თვიანი ვადა ზემოაღნიშნული თანხის სააგენტოს ანგარიშზე დაბრუნების შესახებ, თუმცა მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა არანაირი რეაგირება და ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია :

მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს სასმართლოსთვის შესაგებელი არ წარმოუდგენია და მიუხედავად სათანადო წესით შეტყობინებისა არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოქალაქე არ–--კ პა------ი (დაბადებული: 2-.0-.194- წ. პ/ნ 0----------) იღებდა პენსიას ასაკის გამო თვეში 216 ლარს. 2-17 წლის 13 ივნისს არ–--კ პა------ის მინდობილობით აღჭურვილმა პირმა ან–--–ა ნა---------მა მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონულ განყოფილებას სახელმწიფო პენსიის განახლებისათვის, რის საფუძველზეც სააგენტომ განაახლა პენსიის ჩარიცხვა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, წინა პერიოდის მიუღებელი თანხის გათვალისწინებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-13, სდომის ოქმი ს.ფ. 38-44);

- 2-17 წლის 13 ივნისის #1543 განცხადება, 2-17 წლის 07 ივნისის მინდობილობა (ს.ფ. 17-18);

- ახალქალაქის რაიონული განყოფილების 2-17 წლის 13 ივნისის #1543-2-17/14 გადაწყვეტილება (ს.ფ. 2--21).

 

3.1.2. 2-18 წლის 0- აპრილს არ–--კ პა------ს პენსიის ჩარიცხვა 6 თვის მიუღებლობის გამო შეუჩერდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-13, სხდომის ოქმი ს.ფ. 38-44);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონული განყოფილების 2-18 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება. (ს.ფ. 21).

 

3.1.3. 2-18 წლის 02 ივლისს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ არ–--კ პა------ი გარდაცვლილი იყო 2-17 წლის 29 აგვისტოს, შეუწყდა პენსია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-13, სხდომის ოქმი ს.ფ. 38-44);

- სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ გარდაცვლილთა სია. (ს.ფ. 24).

 

3.1.4. არ–--კ პა------ის მინდობილობით აღჭურვილი პირი იყო ან–--–ა ნა---------ი, ამიტომ მისი ვალდებულება იყო სააგენტოსათვის ეცნობებინა პენსიონერის გარდაცვალების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გარდაცვლილი არ–--კ პა------ის 2-17 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2-18 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების პენსია 1.512 ლარის ოდენობით არის ზედმეტად მიღებული, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-13, სხდომის ოქმი ს.ფ. 38-44);

- ცნობა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ, ბანკის სია (ს.ფ. 14-15).

 

3.1.5. ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მიერ მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს გაეგზავნა 2-18 წლის 29 ივნისს შეტყობინება, სადაც განესაზღვრა ერთ თვიანი ვადა ზემოაღნიშნული თანხის სააგენტოს ანგარიშზე დაბრუნების შესახებ, თუმცა მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა არანაირი რეაგირება და ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-13, სხდომის ოქმი ს.ფ. 38-44);

- 2-18 წლის 29 ივნისის #04-11-02/94- შეტყობინება (ს.ფ. 25);

- 2-18 წლის 02 აგვისტოს #04-11-02/1080 გაფრთხილება (ს.ფ. 26);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, 16-17 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე პენსიონერს უფლება აქვს: მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“ პენსიონერი ვალდებულია: აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

 

ამავე კანონის მუხლი 16-17 მუხლების თანახმად პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას; გ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.

განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და სადავო არაა რომ მოქალაქე არ–--კ პა------ი (დაბადებული; 2-.0-.194- წ. პ/ნ 0----------) იღებდა პენსიას ასაკის გამო თვეში 216 ლარს. 2-17 წლის 13 ივნისს არ–--კ პა------ის მინდობილობით აღჭურვილმა პირმა ან–--–ა ნა---------მა მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონულ განყოფილებას სახელმწიფო პენსიის განახლებისათვის, რის საფუძველზეც სააგენტომ განაახლა პენსიის ჩარიცხვა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, წინა პერიოდის მიუღებელი თანხის გათვალისწინებით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით პენსია შეჩერდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, შესაბამისად 2-18 წლის 0- აპრილს არ–--კ პა------ს პენსიის ჩარიცხვა 6 თვის მიუღებლობის გამო შეუჩერდა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად პენსია შეწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიონერის გარდაცვალებისას. 2-18 წლის 02 ივლისს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ არ–--კ პა------ი გარდაცვლილი იყო 2-17 წლის 29 აგვისტოს, შეუწყდა პენსია. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით პენსია უნდა შეწყვეტილიყო 2-17 წლის 0- სექტემბრიდან. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პენსიონერი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია: აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა. არ–--კ პა------ის მინდობილობით აღჭურვილი პირი იყო ან–--–ა ნა---------ი, ამიტომ მისი ვალდებულება იყო სააგენტოსათვის ეცნობებინა პენსიონერის გარდაცვალების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გარდაცვლილი არ–--კ პა------ის 2-17 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2-18 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების პენსია 1.512 ლარის ოდენობით არის ზედმეტად მიღებული, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მიერ მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს გაეგზავნა 2-18 წლის 29 ივნისს შეტყობინება, სადაც განესაზღვრა ერთ თვიანი ვადა ზემოაღნიშნული თანხის სააგენტოს ანგარიშზე დაბრუნების შესახებ, თუმცა მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა არანაირი რეაგირება და ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობა, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად: მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს (პ/ნ 0----------) უნდა დაეკისროს ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის - 1.512 ლარის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება;

7. საპროცესო ხარჯები

სსამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მმიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 243, 248-249-ე მუხლით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, 16-17-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის ხო---- ავ-------ნის (პ/ნ 3----------) სარჩელი ან–--–ა ნა---------ის (პ/ნ 0----------) მიმართ ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის უკან დაბრუნების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის - 1.512 (ათას ხუთას თორმეტი) ლარის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება;

 

3. მოპასუხე ან–--–ა ნა---------ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).

 

მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე