განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგ--
მოსამართლე ნ---- ნ-----ია
სხდომის მდივანი თ----- შ------იძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–--ე
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ს------ მ-------ის ძე კ------ე - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–------------------–-------------------–------------------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ადვოკატი - დ-------------–---ი
2. ბრალდებული - ლ-–- გ--ს ძე ი-------ე - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–------------------–-------------------–------------------------------ში
ადვოკატი - დ-------------–---ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 9 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ლ------------------–----------------–-----------------------------ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ს------ კ------ემ და ლ-–- ი-------ემ სახის არეში რამდენჯერმე დაარტყეს ხელი გ---- ფ------–---–ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თავი ვეღარ შეიკავა და წაიქცა. მიუხედავად ამისა, ს------ კ------ე და ლ-–- ი-------ე განაგრძობდნენ წაქცეული გ---- ფ------–---–ის ცემას, კერძოდ, ურტყამდნენ როგორც მუშტებს, ასევე ლ-–- ი-------ემ რამდენჯერმე ფეხიც ჩაარტყა მუცლის არეში. თითოეული ბრალდებულის ქმედების შედეგად გ---- ფ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ გ---- ფ------–---–ისა და მოწმე ზ------- ფ------–---–ის ჩვენებებისა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ გ------- მ-------ის ჩვენებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
Ø შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 10 იანვარს დათვალიერდა გ.ფ------–---–ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ------–--–----–------------------–----------------–-------------------ს პირველ სართულზე, რა დროსაც ნანახი იქნა გატეხილი ფანჯრის მინა და ოთახის იატაკზე დაგდებული ქვა (რომელიც დაზარალებულის განმარტებით, ქუჩიდან ისროლა ს------ კ------ემ).
Ø სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმის ნ------ ლ--–---–---–ისა და უმცროსი ექიმის ი---------------–---–ის ჩვენებებით, 2--- წლის 9 იანვარს 23:15 საათზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მივიდნენ გამოძახების ადგილზე, ქ.თბილისში, ზ----ის დასახლებაში, სადაც დახვდათ შუახნის მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ ქუჩაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორმა მეზობელმა, კერძოდ, ცემეს ვინმე ლ-–-მ და ს------მ. ნ.ლ--–---–---–ის მიერ პაციენტი შემოწმდა გარეგნულად და წინასწარი დიაგნოზით დაუდგინდა თავის ზედაპირული ტრავმა, ასევე მას სახის არეში მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა ჰემატომა სიწითლით და შუბლ-თხემის საზღვრის მიდამოში - ჰემატომა ნაჭდევების სახით, პაციენტი უჩიოდა ზომიერად გამოხატულ თავის ტკივილსა და გულის რევის შეგრძნებას. გ---- ფ------–---–ს ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მიუხედავად საჭიროებისა და არაერთი შეთავაზებისა, მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე, რაც დააფიქსირა შესაბამისი ხელმოწერით სამედიცინო ბარათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც.
Ø საპატრულო პოლიციის თანამშრომლების: მ--–----------------ისა და ი-----------ს ჩვენებებით, 2--- წლის 9 იანვარს დაახლოებით 23:20 საათზე, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. გამოძახების ინიციატორმა გ---- ფ------–---–მა და მის მეუღლემ ზ------- ფ------–---–მა უამბეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომ მეზობლებმა: ს------მ და ლ-–-მ ცემეს გ---- ფ------–---–ი (ურტყამდნენ სახის არეში) და დაუშინეს ქვები, რა დროსაც დაზარალებული ცდილობდა მათ მოგერიებას, ხოლო მისი მეუღლე ითხოვდა შველას და ახალგაზრდებს შეჩერებისკენ მოუწოდებდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასაწრაფო სამედიცინო დახმარებაც, ექიმებმა გასინჯეს დაზარალებული გარეგნულად და მათი შეთავაზების მიუხედავად, გ---- ფ------–---–მა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. მოწმეთა ჩვენებით ირკვევა, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ ი-------------ის პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებიც (გამომძიებლები) და ვინაიდან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მათ დაიწყეს გამოძიება.
დაზარალებულ გ---- ფ------–---–ის ჩვენებით, 2--- წლის 9 იანვარს საღამოს საათებში, ჩვეულებისამებრ ასეირნებდა ძაღლს ეზოში. კორპუსთან მიახლოვებისას დაინახა, რომ პირველ სართულზე მდებარე მის სახლს, ს------ კ------ე და ლ-–- ი-------ე ესროდნენ ქვებს. მათთან ერთად იყო მესამე უცნობი პიროვნებაც. აღნიშნულ ქმედებაზე ფანჯრიდან გადაიხედა დაზარალებულის მეუღლემაც. ვინაიდან გ---- ფ------–---–მა შენიშნა, რომ ს------ და ლ-–- იყვნენ საკმაოდ ნასვამები, მოერიდა მათ და სხვა მხარეს გადავიდა გზაზე. 35-40 მეტრში ჩაუარეს ბრალდებულებმა, რა დროსაც ს------ კ------ე დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. მოულოდნელად გ---- ფ------–---–ს უკნიდან მოესმა ს------ კ------ის ღრიალისა და გინების ხმა. შემოტრიალებისას დაინახა, რომ ს------ მისკენ მირბოდა, მივარდა და ერთი-ორჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. თავდაპირველად ლ-–- ი-------ე და უცნობი პირი ცდილობდნენ ს------ კ------ის შეჩერებას, მაგრამ შემდეგ დაინახა რა, რომ დაზარალებულმა წინააღმდეგობა გაუწია მის მეგობარს, ლ-–- ი-------ემაც დაუწყო გ---- ფ------–---–ს ცემა, მესამე ახალგაზრდა კი არ ჩარეულა. მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემსწრე ზიანიდა ფ------–---–მა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა, რა დროსაც ბრალდებულების თანმხლებმა უცნობმა პირმა შეძლო მათი შემთხვევის ადგილიდან წაყვანა. დაზარალებულის განმარტებით, ს------ კ------ემ და ლ-–- ი-------ემ თავდაპირველად თავის არეში მიაყენეს დარტყმები, შემდეგ კი ძირს დააგდეს და თავისა და სხეულის არეში (მათ შორის, მუცელში) ურტყამდნენ ხელებითა და ფეხებით, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ, გ---- ფ------–---–ი სახლში შევიდა, რა დროსაც ფანჯარას მოხვდა ქვა და მინა გატყდა. დაზარალებულმა ჩათვალა, რომ ბრალდებულების შეჩერება შეუძლებელი იყო და პოლიციაში დარეკა. გ---- ფ------–---–მა ბრალდებულების ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე, სასამართლოს სთხოვა მათ მიმართ მსუბუქი, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
მოწმე ზ------- ფ------–---–ის ჩვენებით, 2--- წლის 9 იანვარს საღამოს საათებში, სახლში იმყოფებოდა, მისი მეუღლე გ---- ფ------–---–ი კი ეზოში ძაღლს ასეირნებდა. მოულოდნელად მოწმემ გაიგონა ფანჯარაზე ქვის მოხვედრის ხმა და გარეთ გამოსულმა დაინახა ბრალდებულები და მესამე უცნობი პიროვნება. მოწმის ჩვენებით, მისი მეუღლე ძაღლთან ერთად სახლს რომ უახლოვდებოდა, ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ კ------ემ დაუწყო გინება და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მოწმის განმარტებით, მეუღლის კითხვაზე თუ რა ხდებოდა, ზ------- ფ------–---–მა უპასუხა, რომ ბრალდებულები მისი სახლის ფანჯრებს ქვებს ესროდნენ. საუბრის პარალელურად აპირებდნენ რა სადარბაზოში შესვლას, მოულოდნელად გ---- ფ------–---–თან ყვირილითა და გინებით მიირბინა ს------ კ------ემ, რომელსაც უკან მიყვნენ ლ-–- ი-------ე და მესამე უცნობი პირი. მოწმის განმარტებით, ს------მ ხელი დაარტყა გ---- ფ------–---–ს სახეში, რასაც მოყვა დაზარალებულის მიმართულებით ლ-–- ი-------ის ფეხის მოქნევა. მოწმემ ძაღლი გაარიდა შემთხვევის ადგილს და უკან მიბრუნებულმა დაინახა მიწაზე წაქცეული გ---- ფ------–---–ი, რომელსაც ბრალდებულები ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს, მათი თანხმლები პირი კი ცდილობდა ბრალდებულების შეჩერებას და სიტუაციიდან გარიდებას, რაც საბოლოოდ მოახერხა. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ცოლ-ქმარი სახლში დაბრუნდა, რა დროსაც ზ-------ს სურდა პოლიციაში დარეკვა, თუმცა ამის უფლება არ მისცა გ---- ფ------–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ შეხვდებოდა ბრალდებულთა მამებს და მათთან გაარკვევდა სიტუაციას. საუბრის დროს ქუჩიდან ნასროლმა ქვამ ჩაამსხვრია ფანჯარა და ოთახში შემოვარდა. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან სხვა გამოსავალი აღარ იყო (ბრალდებულები ნასვამები იყვნენ და სავარაუდოდ სულ დაუმტვრევდნენ ფანჯრებს), დარეკეს პოლიციაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მეუღლეს აღენიშნებოდა დაზიანებები და განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- მ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----ის ასლის ჩანაწერის მიხედვით, მოქ. გ---- ფ------–---–ს 2--- წლის 9 იანვარს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 09.01.2--- წელს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მოქ. გ---- ფ------–---–ს აღენიშნებოდა - ექსკორაცია მარჯვენა ლოყის არეში და მაცერაცია მარცხენა მუხლის არეში.
მოქ. გ---- ფ------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (10.01.2---წ-ს) აღენიშნებოდა - მარჯვენა ლოყის, შუბლ-თხემის საზღვრის და მარცხენა მუხლის სახსრის მიდამოებში ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ამავე დასკვნაში დაფიქსირებულია შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია: 2--- წლის 9 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათისათვის სახლთან ასეირნებდა ძაღალს, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა მისი ბინის ფანჯრებს ესროდა ქვებს. ხმაურზე სახლიდან გამოვიდა მისი მეუღლე. ორმა ახალგაზრდამ გ.ფ------–---–ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემეს ხელებითა და ფეხებით, რა დროსაც მან მიიღო სხეულის დაზიანებები.
მოწმე გ.მ-------ემ დამატებით განმარტა, რომ მრავალი საგანი, მათ შორის, ხელი, მუშტი და ფეხი განეკუთვნება მკვრივი-ბლაგვი საგნების კატეგორიას.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ გ---- ფ------–---–ისა და ძალადობრივი ფაქტის თვითმხილველი მოწმის ზ------- ფ------–---–ის ურთიერშესაბამისი და თანმიმდევრული ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2--- წლის 9 იანვარს, საღამოს საათებში, ს------ კ------ემ და ლ-–- ი-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ---- ფ------–---–ს, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით ურტყამდნენ სახისა და სხეულის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში, გ---- ფ------–---–სა და ზ------- ფ------–---–თან მიმართებაში ზ/აღნიშნული არცერთი გარემოება სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ გამოვლენილა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მათ ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი. უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისა და მისი მეუღლის ჩვენებები უტყუარად დასტურდება როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ისე შემთხვევის ადგილზე მისული, დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერ შემხებლობაში მყოფი პირების - საპატრულო პოლიციის თანამშრომლების: ი-------სა და მ------------ის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების: ნ.ლ--–---–---–ისა და ი-----------–---–ის ჩვენებებით (რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია), საიდანაც ირკვევა როგორც დაზარალებულისა და მისი მეუღლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მეზობლების - ლ-–-სა და ს------ს მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელების თაობაზე, ისე გ---- ფ------–---–ისათვის მიყენებული არაერთი დაზიანების ფაქტი, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინო აღმოჩნდა მოწმეთათვის. დაზარალებულის, მოწმე ზ.ფ------–---–ის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისა და ექიმების ჩვენებები გ.ფ------–---–ის სახესა და სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და ექსპერტ გ.მ-------ის ჩვენებასთან, საიდანაც დგინდება, რომ გ---- ფ------–---–ს ჰქონდა თავის ზედაპირული ტრავმა, აღენიშნებოდა ექსკორაცია მარჯვენა ლოყის არეში და მაცერაცია მარცხენა მუხლის არეში, აგრეთვე ნაჭდევები მარჯვენა ლოყის, შუბლ-თხემის საზღვრის და მარცხენა მუხლის სახსრის მიდამოებში. გარდა დაზარალებულის სუბიექტური აღქმისა, გ---- ფ------–---–ის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი დასტურდება ობიექტური კრიტერიუმითაც, კერძოდ, 2 ახალგაზრდის მიერ ცემა ხელებითა და ფეხებით, რამაც გამოიწვია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებები, ცხადია, ფიზიკური ტკივილის გამომწვევია ნებისმიერი საშუალო ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირისათვის, არათუ ასაკოვანი მამაკაცისათვის.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი - ს.კ------ისა და ლ.ი-------ის ძალადობრივი ქმედება, შედეგი - გ.ფ------–---–ისათვის მიყენებული დაზიანებებისა და მის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სს საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
სასამართლო დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში გამოთქმული მოსაზრებებიდან მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას, კერძოდ:
Ø მოწმეთა ჩვენებები, ამ შემთხვევაში კი დაზარალებულისა და მისი მეუღლის ჩვენებები წარმოადგენს ერთ მტკიცებულებას და არ შეიძლება განხილული იქნეს მტკიცებულებათა ერთობლიობად
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ გ.ფ------–---–ისა და დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველი მოწმის ზ.ფ------–---–ის ჩვენებები (რომლებიც ურთიერშესაბამისი, სანდო და გულწრფელია) წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ მტკიცებულებას, საწინააღმდეგო პოზიციის ამსახველი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების პრაქტიკა არ არსებობს და მიუხედავად აპელირებისა ამ საკითხზე, დაცვის მხარემაც ვერ მიუთითა კონკრეტული გადაწყვეტილება;
Ø დაზარალებულის უარყოფითი დამოკიდებულება ბრალდებულ ს------ კ------ის მიმართ
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს ბრალდებულ ლ.ი-------ის მიმართ დაზარალებულის მხრიდან რაიმე პირად დაინტერესებასა და უარყოფით დამოკიდებულებაზე არ უსაუბრია, ხოლო რაც შეეხება ბრალდებულ ს------ კ------ესთან მიმართებაში - ის ვერსია, რაც დაცვის მხარემ განავითარა (კერძოდ, დაზარალებულის მიერ ს------ კ------ისათვის მეგობარ გოგონებთან მიცემული შენიშვნა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ბრალდებულისათვის, მისივე განმარტებით, შეურაცხმყოფელი იყო), უფრო მეტად მიუთითებს ს------ კ------ის მიერ გ---- ფ------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებაზე შურისძიების მოტივზე, ვიდრე დაზარალებულის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე. დაზარალებულის უარყოფით თუ დადებით განწყობაზე საუბრისას, ასევე ყურადსაღებია როგორც წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ისე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მიუხედავად ბრალდებულების მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და განცდილი ტკივილისა, გ---- ფ------–---–ს არ სურს მათი მკაცრად დასჯა.
Ø ბრალდებულების პოზიცია უდანაშაულობის თაობაზე
მართალია, ს------ კ------ემ და ლ-–- ი-------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მაგრამ საბოლოო სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციით, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ძალადობრივ ქმედებაში გ.ფ------–---–ი უსაფუძვლოდ ამხელს პირადი დაინტერესების გამო. სასამართლო აღნიშნულ ვერსიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ არსებით წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მოგონილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. გარდა ამისა, ალოგიკურია და ბრალდებულთა ზ/აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ მეტყველებს მათი და მათი მშობლების ქცევა, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენებით, მან განცხადება ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონასა და მსუბუქი სასჯელის გამოყენების თაობაზე, დაწერა და სანოტარო წესით დაამოწმა სწორედ ბრალდებულთა ოჯახის წევრების თხოვნით (ანუ დაცვის მხარემ თხოვნით მიმართა პირს, რომელიც თითქოსდა განზრახ უკანონოდ ამხელს ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში), რაც არც დაცვის მხარეს უარყვია, უფრო მეტიც, ხსენებული განცხადება წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა როგორც დაცვის მხარის მტკიცებულება.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ:
1. ლ-–- ი-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2. ს------ კ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ ლ.ი-------ისა და ს.კ------ის დანაშაულებრივი ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც წარმოადგენს სს კოდექსში 2--- წლის 1 ივნისს განხორციელებული ცვლილების შედეგს, ბრალდებულთა მიერ დანაშაულებრივი ქმედება კი ჩადენილია აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე - 2--- წლის 9 იანვარს.
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს კანონს, უკუძალა არ აქვს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ.ი-------ისა და ს.კ------ის დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არასწორია და თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2--- წლის 9 იანვარს მოქმედი რედაქცია).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ-–- ი-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
4.2. ს------ კ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს:
Ø ლ-–- ი-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენება (დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით);
Ø ს------ კ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება (საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად), ვინაიდან მსუბუქი, არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. სასამართლოს დასკვნის მართებულობაზე მიუთითებს ბრალდებულის პიროვნება და მისი ნასამართლობა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 27 მაისის განაჩენით, ს------ კ------ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც იმავე კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე - 2--- წლის 27 მაისამდე კი ს------ კ------ემ ჩაიდინა ახალი განზრახი, ძალადობრივი დანაშაული, რაც ადასტურებს, რომ მსუბუქი სასჯელი ვერ აღმოჩნდა მისი სათანადო ქცევის გარანტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–- ი-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2--- წლის 9 იანვარს მოქმედი რედაქცია).
ლ-–- ი-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ს------ კ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2--- წლის 9 იანვარს მოქმედი რედაქცია).
ს------ კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ კ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ს------ კ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ს------ კ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--- წლის 6 ოქტომბრიდან 2--- წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის №--------- საოქმო განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და ს------ კ------ის მიმართ შეფარდებული 3000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას მოქალაქეების: მ------- კ------ისა (პირადი #-----------) და ნ------------ის (პირადი #-----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ხ-–------------–----–----------------–--–-----–------------------------------------- იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ექვივალენტურია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.ნ-----ია