განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
340100118002582220
დავის ტიპი
126 2 გ
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002582220

№1/167-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - დი------- ცი----–--ის

ადვოკატ - მი----- მუ------–---–ის

თარჯიმან - რა----- მე-----–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: დი------- ცი----–--ი

მამის სახელი: იუ---

დაბადებული: 0--------- წელს

პირადი ნომერი: 25001013526

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი გე-–---ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი გე-–---ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: დი------- ცი----–--ის ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის რაიონის სოფელ გე-–---ში მცხოვრები დი------- ცი----–--ი, ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2016 წლიდან 2018 წლის ივნისის თვემდე დროის შუალედში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დი------- ცი----–--ი, თავისი ოჯახის წევრების, მეუღლის - ტა------ ნო----------ას, დის - ნა----–-- ცი----–--აიას და მამის - იუ--- ცი----–--ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გე-–---ში, დი------- ცი----–--იმ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ანა ცი----–--აიას თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ტა------ ნო----------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:2017 წლის 14 აპრილს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გე-–---ში, დი------- ცი----–--იმ დას - ნა----–-- ცი----–--აიას ყელში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

4. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 ივნისს, ღამის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გე-–---ში, დი------- ცი----–--იმ დას - ნა----–-- ცი----–--აიას ხელის არეში დაარტყა მუშტი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

დი------- ცი----–--ი 2018 წლის 27 ივნისს 20:15 საათზე დააკავეს და 2018 წლის 29 ივნისს და 7 აგვისტოს, ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ლაგოდეხის რაიონის სოფელ გე-–---ში მცხოვრები დი------- ცი----–--ი, ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2016 წლიდან 2018 წლის ივნისის თვემდე დროის შუალედში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დი------- ცი----–--ი, თავისი ოჯახის წევრების - მეუღლის, ტა------ ნო----------ას, დის, ნა----–-- ცი----–--აიას და მამის - იუ--- ცი----–--ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.

2. 2016 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გე-–---ში, დი------- ცი----–--იმ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ანა ცი----–--აიას თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ტა------ ნო----------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3. 2017 წლის 14 აპრილს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გე-–---ში, დი------- ცი----–--იმ დას - ნა----–-- ცი----–--აიას ყელში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

4. 2018 წლის 27 ივნისს, ღამის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გე-–---ში, დი------- ცი----–--იმ დას - ნა----–-- ცი----–--აიას ხელის არეში დაარტყა მუშტი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ნა----–-- ცი----–--აიას მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ დი------- ცი----–--ი მისი ძმაა და ერთად ცხოვრობენ. ბოლო პერიოდში დი------- ცი----–--ი ხშირად სვამდა, რა დროსაც აგრესიული ხდებოდა და ყველა ოჯახის წევრს აგინებდა.

 

გარდა აღნიშნული ჩვენებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ იუ--- ცი----–--ის, დაზარალებულ ტა------ ნო----------ას, მოწმეების - ანა ცი----–--აიას, ან-------- ცი----–--აიას, ზვ---- ხა----–-–---–ის, მი----– მა-----–---–ის, თავად ბრალდებულ დი------- ცი----–--ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლიდან 2018 წლის ივნისის თვემდე დროის შუალედში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დი------- ცი----–--ი, თავისი ოჯახის წევრების - მეუღლის, ტა------ ნო----------ას, დის, ნა----–-- ცი----–--აიას და მამის - იუ--- ცი----–--ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა მოიაზრება სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან, სიტყვიერი შეურაცხყოფა დანაშაულის შემადგენლობას შექმნის იმ შემთხვევაში თუ მას აქვს სისტემატიური ხასიათი და იწვევს დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას.

 

აღნიშნული მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ, კონკრეტულ შემთხვევაში სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩადენილია ოჯახის სამი წევრის - ტა------ ნო----------ას, იუ--- ცი----–--ის და ნა----–-- ცი----–--აიას მიმართ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დი------- ცი----–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ იუ--- ცი----–--ის, დაზარალებულ ტა------ ნო----------ას, ანა ცი----–--აიას, ან-------- ცი----–--აიას, ზვ---- ხა----–-–---–ის, მი----– მა-----–---–ის, თავად ბრალდებულ დი------- ცი----–--ის გამოკითხვის ოქმებით, ანა ცი----–--აიას დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლის 17 ივლისს, დი------- ცი----–--იმ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ანა ცი----–--აიას თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ტა------ ნო----------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დი------- ცი----–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(2017 წლის 14 აპრილის ეპიზოდი)

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ნა----–-- ცი----–--აიას მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ დი------- ცი----–--ი მისი ძმაა და ერთ სახლში ცხოვრობენ. ბოლო პერიოდში, დი------- ცი----–--ი ხშირად სვამდა, რა დროსაც აგრესიული ხდებოდა და ყველა ოჯახის წევრს აგინებდა. 2017 წლის გაზაფხულზე საღამოს ნასვამი მივიდა სახლში. ნა----–-- ცი----–--აია მის სახლში შეყვანას ცდილობდა, რა დროსაც ყელში ხელი წაუჭირა. ნა----–-- ცი----–--აიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გარდა აღნიშნული ჩვენებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ იუ--- ცი----–--ის, დაზარალებულ ტა------ ნო----------ას, ანა ცი----–--ის, ან-------- ცი----–--აიას, ზვ---- ხა----–-–---–ის, მი----– მა-----–---–ის, თავად ბრალდებულ დი------- ცი----–--ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ დი------- ცი----–--იმ დას - ნა----–-- ცი----–--აიას ყელში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, ყელში ხელის წაჭერა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დი------- ცი----–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. (2017 წლის 14 აპრილის ეპიზოდი).

 

4. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(2018 წლის 27 ივნისის ეპიზოდი)

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ნა----–-- ცი----–--აიას მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ დი------- ცი----–--ი მისი ძმაა და ერთ სახლში ცხოვრობენ. ბოლო პერიოდში, დი------- ცი----–--ი ხშირად სვამდა, რა დროსაც აგრესიული ხდებოდა და ყველა ოჯახის წევრს აგინებდა. 2018 წლის ივნისის თვეში ნასვამი მივიდა სახლში. აგრესიული იყო, ტელევიზორის დამტვრევას აპირებდა. ნა----–-- ცი----–--აია წინ ჩაუდგა, დი------- ცი----–--იმ ხელი გაიქნია და ხელში მოარტყა ნა----–-- ცი----–--აიას. დარტყმის დროს ნა----–-- ცი----–--აიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გარდა აღნიშნული ჩვენებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ იუ--- ცი----–--ის, დაზარალებულ ტა------ ნო----------ას, ანა ცი----–--ის, ან-------- ცი----–--აიას, ზვ---- ხა----–-–---–ის, მი----– მა-----–---–ის, თავად ბრალდებულ დი------- ცი----–--ის გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ დი------- ცი----–--იმ დას - ნა----–-- ცი----–--აიას ხელის არეში დაარტყა მუშტი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, ყელში ხელის წაჭერა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დი------- ცი----–--იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. (2018 წლის 27 ივნისის ეპიზოდი).

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დი------- ცი----–--იმ ჩაიდინა:

 

1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 14 აპრილის ეპიზოდი)

 

4. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივნისის ეპიზოდი)

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

დი------- ცი----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

დი------- ცი----–--ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

დი------- ცი----–--ის მიერ ჩადენილია დანაშაულის ოთხი ეპიზოდი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტუ--- ღონისძიების გამოყენება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დი------- ცი----–--ი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დი------- ცი----–--იმ აღიარა ჩადენილი დანაშაული. იგი არ არის ნასამართლევი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით დადგენილი შეღავათების გამოყენება.

 

ამრიგად, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დი------- ცი----–--ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში, რომელიც მსჯავრდებულს უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

დი------- ცი----–--ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციონაწილი:

 

სასამართლომიხელმძღვანელარასაქართველოსსისხლისსამართლისსაპროცესოკოდექსის,73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ემუხლებით

 

დაადგინა:

 

დი------- ცი----–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

დი------- ცი----–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

დი------- ცი----–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

დი------- ცი----–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დი------- ცი----–--ის დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

 

დი------- ცი----–--ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 ივნისის 20:15 საათიდან 2018 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენიშევიდესკანონიერძალაშიდააღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი