განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100118002644609
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ---- ვ-------ის

ბრალდებულ _ ზ------ ნ------–---–ის

ადვოკატ _ ს----- მ--–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ზ------ თ-----ის ძე ნ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების დ--–---–--------------–-------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ ნ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ზ------ ნ------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 14 მაისს, სახლში ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების დროს ზ------ ნ------–---–მა მეუღლეს - ლ--- ზ------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე მუშტს ურტყამდა თავში, ასევე საფეთქლის არეში, რის შემდეგაც ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და ახრჩობდა. ლ--- ზ------ის მიერ არაერთი თხოვნის შემდეგ ზ------ ნ------–---–მა გაუშვა ხელი. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ--- ზ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ზ------ ნ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის ეპიზოდი).

2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ზ------ ნ------–---–მა ლ--- ზ------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავში, ასევე ძლიერად მოქაჩა თმებში. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ--- ზ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ზ------ ნ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 ივნისის ეპიზოდი).

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლ--- ზ------ე და ზ------ ნ------–---–ი იმყოფებოდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ-------–--–-------------------------------–--------–--------------------–---------------------------ში, რა დროსაც ზ------ ნ------–---–მა სრულიად უმიზეზოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ--- ზ------ეს, კერძოდ, ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავში, ასევე მუშტებს ურტყამდა სახისა და კბილების არეში. ლ--- ზ------ემ თავის დაღწევა მოახერხა გაქცევით. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი.

ე.ი. ზ------ ნ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა ზ------ ნ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ზ------ ნ------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ------ ნ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში, ზ------ ნ------–---–ის მხრიდან ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, კერძოდ, მის მიერ ლ--- ზ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობა გამოიხატა არაერთჯერად და დაუნდობელი ხასიათის ძალადობაში, რასაც 2018 წლის 23 აგვისტოს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

სხვა გარემოებებთან ერთად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ბრალდებულის მისწრაფებას - შეურიგდეს დაზარალებულს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული არ ავლენს. მართალია, ზ------ ნ------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას არ გამოუხატავს დაზარალებულთან შერიგების სურვილი, ხოლო კონფლიქტის მოგვარების საშუალებად დაასახელა სამომავლოდ მეუღლესთან ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტა, ამასთან, ბრალდებულის განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის შესამჩნევი გახდა მისი აშკარა გაღიზიანება დაზარალებულის მიმართ, რაც ამ ეტაპზე ზრდის მათ შორის კონფლიქტისა და ძალადობის რეციდივის რისკს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზ------ ნ------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც ალტერნატიული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო პრევენციის მიზანი).

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა 2018 წლის 14 მაისს განხორციელებული ძალადობისათვის პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ზ------ ნ------–---–ი არის ნასამართლობის არმქონე და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი ღონისძიების გამოყენება სასჯელის სახით, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან, ბრალდებულის თქმით, აღარ აპირებს დაზარალებულთან თანაცხოვრების გაგრძელებას, ხოლო დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა ზ------ ნ------–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ ნ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 14 მაისის ეპიზოდი - 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. ზ------ ნ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 25 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. ზ------ ნ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ------ ნ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

5. ზ------ ნ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აგვისტოდან.

6. მსჯავრდებულ ზ------ ნ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზ------ ნ------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი