გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210018002424449
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12801 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ნ---- ჭ-------------–---

წარმომადგენელი ბ-------- შ----------

მოპასუხე ბ------ ჭ-------

წარმომადგენელი გ--- ჭ----------–-

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ბ------ ჭ---------თვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–---- ჭ-------- (დაბადებული 2002 წლის 1-------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 21 მაისიდან) ყოველთვიურად 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება.

1.2. მოპასუხე ბ------ ჭ---------თვის არასრულწლოვანი შვილის, მ------ ჭ-------- (დაბადებული 2005 წლის 2--------–ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 21 მაისიდან) ყოველთვიურად 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ნ---- ჭ-------------–--- და ბ------ ჭ------- დაქორწინდნენ 2000 წლის 1-------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2000 წლის 2-----–--ს გ------- ჭ-------, 2002 წლის 1-------ს ნ-----–---- ჭ------- და 2004 წლის 2--------–ს მ------ ჭ-------. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2016 წლის ა--------- თვიდან. მიუხედავად მათი ცალ-ცალკე ცხოვრებისა, იგი მატერიალურად ზრუნავდა შვილებზე. მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტიდან 2018 წლის იანვრამდე, მოპასუხე სტაბილურად ურიცხავდა შვილებს, გ-------, ნ-----–---- და მ------ ჭ-------ებს დახმარების სახით 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარს. ბოლო ორი წელია ბ------ ჭ-------- არ ჰქონია ურთიერთობა თავის შვილებთან, ხოლო 2018 წლიდან მატერიალური დახმარებაც შეუწყვიტა მათ. თითოეულ არასრულწლოვანს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად სჭირდება 1500 (ათას ხუთასი) ლარი, სადაც მოიაზრება კვების, სამოსის, ტრანსპორტირების და სამედიცინო მომსახურების ხარჯები. ამასთან, ბავშვები ემზადებიან დამატებით საგნებში კერძო მასწავლებლებთან და მათ სჭირდებათ თითოეულს დაახლოებით თვეში 400 (ოთხასი) აშშ დოლარის ოდენობის ხარჯი. ამ ეტაპზე მოსარჩელე მხარე არ მუშაობს და არ აქვს მატერიალური შემოსავალი. მოპასუხე მხარე დასაქმებულია, აქვს სტაბილურად მაღალი შემოსავალი და იგი ვალდებულია არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდაში მიიღოს სათანადო მონაწილეობა და მატერიალური თვალსაზრისით უზრუნველყოს ისინი აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური პირობებით. (სარჩელი, სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ნ-----–---- ჭ-------- (დაბადებული 2002 წლის 1-------ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

2.2. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს მ------ ჭ-------- (დაბადებული 2004 წლის 2--------–ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე ბ------ ჭ------- არასრულწლოვან ნ-----–---- ჭ-------ზე და მ------ ჭ-------ზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში. სინამდვილეს არ შეესაბამება სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ 2018 წლის იანვრიდან ფაქტობრივად შეწყვიტა შვილების დახმარება. მითითებული პერიოდიდანაც, ისევე როგორც მანამდე, მოპასუხის მხრიდან არაერთი გადარიცხვაა დაფიქსირებული, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით. მოპასუხეს ერიცხება საბანკო დავალიანება, რომელიც დაკავშირებულია მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით აღებულ ფულად ვალდებულებების შესრულებასთან. სხვადასხვა საბანკო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ბ------ ჭ-------- მიერ ყოველთვიური გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 6000 (ექვსი ათასი) ლარს. ამასთან, მოპასუხეს ჰყავს ოჯახი. იგი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მ------ მ------------- და მასთან თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 1------------ შეეძინა შვილი ი-----–- ჭ-------. შესაბამისად, არასრულწლოვანის რჩენის ვალდებულება აკისრია მოპასუხე მხარეს. ამდენად, ალიმენტის მითითებული ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებიდან და მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის მიზნით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძველი.

(შესაგებელი, სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ნ---- ჭ-------------–--- და მოპასუხე ბ------ ჭ------- 2016 წლის ა--------- თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. ნ---- ჭ-------------–--- გ------- ჭ------------, არასრულწლოვან ნ-----–---- ჭ------------ და მ------ ჭ------------ ერთად ცხოვრობს დედის საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თბილისი, ა-------------–-------------. მოსარჩელის დედა არის ასაკით პენსიის მიმღები პირი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.3. არასრულწლოვანი ნ-----–---- ჭ------- არის კერძო სკოლის აღმზრდელი და მისი სწავლების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს საშუალოდ 110 (ას ათი) ლარს. არასრულწლოვანი მ------ ჭ------- სწავლობს სსიპ თბილისის N---- საჯარო სკოლაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.4. მოსარჩელე ნ---- თ---–------------ ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.5. მოპასუხე ბ------ ჭ------- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მ------ მ-------------. ამ ეტაპზე მოპასუხე მხარეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან ნ-----–---- ჭ------------ და მ------ ჭ------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ნ---- ჭ-------------–--- (ქორწინებამდელი გვარი ,,თ---–---“) და ბ------ ჭ------- დაქორწინდნენ 2000 წლის 1-------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2000 წლის 2-----–--ს გ------- ჭ-------, 2002 წლის 1-------ს ნ-----–---- ჭ------- და 2004 წლის 2--------–ს მ------ ჭ-------. გ------- ჭ------- სრულწლოვანია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 1--------–- გაცემული ქორწინების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 14);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 1--------–- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N4-- (ს.ფ. 15);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 1--------–- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 16);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 1--------–- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 17).

3.2.2. ბ------ ჭ-------- და მ------ მ--------ს 2011 წლის 1------------ შეეძინათ საერთო შვილი ი-----–- ჭ-------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის მიერ 2011 წლის 2------------ გაცემული დაბადების მოწმობა ნ----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 138).

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ---- ჭ-------------–--- ცნობილ იქნა შემდეგ უძრავი ქონებების, მდებარე: თბილისი, გ------------------------------------------------ (საკადასტრო კოდი N0-------------------------), თბილისი, დ---------------------–------------------------------------------ (საკადასტრო კოდი N0----------------------), თბილისი, გ------------------------------------------------------------- (საკადასტრო კოდი N0----------------------), დ--–---ის რაიონი, დ----–-----–-----–----------- 5------- (საკადასტრო კოდი N7-----------) და ავტომანქანის ტ-----------------------------------------–------–--–--------------------------–--------------------------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ს.ფ. 48-52).

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, ნ-------------------–---- მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 992.5 ლარს, მარტის თვეში - 918.75 ლარს, მაისის თვეში - 915 ლარს, ივნისის თვეში - 903.31 ლარს, ივლისის თვეში - 901.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 750 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 750 ლარს, მარტის თვეში - 1375 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს და მაისის თვეში - 185.2 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,პ-----–----------------“ და შპს ,,ს----------------–---“;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართინ (ს.ფ. 123-124).

3.2.5. ბ------ ჭ------- 2018 წლის 01 თებერვლიდან მუშაობს შპს ,,ალ--------------–---ში“ პ---------------------- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში;

მოპასუხე ბ------ ჭ------- ასევე დასაქმებულია შპს ,---–----ში“ პ---------------------- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,---–---- ფ------–---ის“ მიერ 2018 წლის 3------------ გაცემული ცნობა N0----- (ს.ფ. 80);

_შპს ,---–---- ფ------–---ის“ მიერ 2018 წლის 3------------ გაცემული ცნობა N0----- (ს.ფ. 81);

_შპს ,---–---- ჯ-----------–-----ის“ მიერ 2018 წლის 0------------ გაცემული ცნობა (ს.ფ. 53, 107).

3.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე ბ------ ჭ-------- 2017 წლიდან უფიქსირდება სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. 2018 წლის იანვრის თვიდან ბ------ ჭ-------- მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 18.75 ლარს და 10 752.87 ლარს, თებერვლის თვეში - 10793.56 ლარს და 18.75 ლარს, მარტის თვეში - 18.75 ლარს, 10 596.31 ლარს და 6114 ლარს, აპრილის თვეში - 10 761.25 ლარს, 18.75 ლარს და 3080 ლარს. მაისის თვეში - 10790.06 ლარს, 18.75 ლარს და 3082.88 ლარს, ივნისის თვეში - 8.89 ლარს, 10741.94 ლარს და 3069.13 ლარს, ივლისის თვეში - 10730.13 ლარს, 3065.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 6411.25 ლარს, 18.75 ლარს და 6430 ლარს, სექტემბრის თვეში - 7405.96 ლარს და 7368.46 ლარს;

2018 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით, დამსაქმებლის შპს ,---–----ის“ მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურში არ იყო წარდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 144-146);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 21 ნოემბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 157).

3.2.7. მოპასუხე ბ------ ჭ------- 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის იანვრის თვემდე სტაბილურად ყოველთვიურად ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობით თანხას მოსარჩელე მხარეს (ნ-------------------–---- დედის საბანკო ანგარიშზე). ბ------ ჭ-------- მიერ გადარიცხული თანხის ოდენობა თვეში შეადგენდა დაახლოებით 4500 (ოთხი ათასი) ლარს;

ბ------ ჭ-------- გარკვეული ოდენობის თანხები გადარიცხული აქვს მოსარჩელისათვის 2018 წლის იანვრის შემდეგაც, კერძოდ: 2018 წლის იანვრის თვეში - 1500 (ათას ხუთასი) ლარი და 400 (ოთხასი) აშშ დოლარი, თებერვლის თვეში - 400 (ოთხასი) აშშ დოლარი, 500 (ხუთასი) აშშ დოლარი და 3000 (სამი ათასი) ლარი, მაისის თვეში - 100 (ასი) აშშ დოლარი, ივნისის თვეში - 200 (ორასი) აშშ დოლარი და აგვისტოს თვეში - 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

2018 წლის 05 სექტემბერს ბ------ ჭ-------- მოსარჩელე ნ-------------------–---- საბანკო ანგარიშზე გადარიცხა თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 31 ოქტომბერს - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

2018 წლის 04 ივნისს ბ------ ჭ-------- მიერ ნ-------------------–---- ანგარიშზე ჩაირიცხა 5755 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი) ლარი. დანიშნულებას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული პროცესის ხარჯის ანაზღაურება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,ს----------–----------“ მიერ 2018 წლის 20 აპრილს გაცემული ინფორმაცია შესრულებული ფულადი გზავნილების მიღების და გაგზავნის ოპერაციების შესახებ (ს.ფ. 18-19);

_სს ,,ს----------–----------“ მიერ 2018 წლის 04 ივნისის სალაროს შემოსავლის ორდერი N1------ (ს.ფ. 82);

_სს ,,ს----------–----------“ მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს ფულადი გზავნილის ქვითარი, გადარიცხვის საკონტროლო რიცხვი 6---------- (ს.ფ. 83);

_სს ,,ს----------–----------“ მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს გაცემული ინფორმაცია შესრულებული ფულადი გზავნილების გაგზავნის ოპერაციის შესახებ (ს.ფ. 74-76);

_სს ,,ს----------–----------“ 2018 წლის 31 ოქტომბრის ფულადი გზავნილის ქვითარი, გადარიცხვის საკონტროლო რიცხვი 9---------- (ს.ფ. 187).

3.2.8. მოპასუხე ბ------ ჭ-------- აქვს საკრედიტო ვალდებულებები შესასრულებელი. სს ,,ს----------–--------–-“ საკადასტრო კოდებზე: 0---------------------- და 0------------------------- წარმოდგენილი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია შემდეგი სესხები: N1------ გაცემის თარიღი: 10.09.2013წ. სესხის თანხის ოდენობა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი, N2------ გაცემის თარიღი 03.11.2014წ. სესხის თანხის ოდენობა 1215 (ათას ორას თხუთმეტი) აშშ დოლარი, N2------ გაცემის თარიღი 30.01.2015წ. სესხის თანხის ოდენობა 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, N2------ გაცემის თარიღი 20.05.2015 წ. სესხის თანხის ოდენობა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი;

ბ------ ჭ-------- საკრედიტო დავალიანება 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს: N1------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 260.42 (ორას სამოცი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) ლარს, N1------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 299.20 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარს, N1------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 272.40 (ორას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს და ,,P---------”-ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2999 (ორიათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს;

აღნიშნული სასესხო ვალდებულებათა შესასრულებლად, მოპასუხე მხარე ყოველთვიურად იხდის დაახლოებით 6000 (ექვსი ათასი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ------------“ მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს გაცემული დავალიანების ცნობა N8--------- (ს.ფ. 84);

_სს ,,ს----------–----------“ მიერ 30.08.12018 წელს გაცემული განვრცობილი საკრედიტო რეპორტი, სესხის გრაფიკი (ს.ფ. 77-79);

_სს ,,ს----------–----------“ მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს გაცემული ცნობა N2------, სესხების დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 180-185).

3.2.9. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ნ-----–---- ჭ-------- და მ------ ჭ-------- საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით;

მოსარჩელე ნ-------------------–---- განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად საჭირო თანხა შეადგენს თითოეულისათვის 1500 (ათას ხუთასი) ლარს, სადაც მოიაზრება კვების, სამოსის, ტრანსპორტირების და სამედიცინო მომსახურების ხარჯი. ხოლო დამატებით სასკოლო საგნებში მომზადებისთვის და ასევე სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობისათვის თითოეულს ესაჭიროება თვეში 400 (ოთხასი) აშშ დოლარი;

მოპასუხე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანისათვის ყოველთვიურად კვების, სამოსის, ტრანსპორტირების და სამედიცინო მომსახურებისათვის აუცილებელი თანხა თითოეული არასრულწლოვანისათვის შეადგენს საშუალოდ 500 (ხუთასი) ლარს. ხოლო დამატებით საგნებში მოსამზადებლად თუ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად საკმარისი იქნება მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხაზე ნაკლები ოდენობაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. – 4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით თითოეული არასრულწლოვანისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს თვეში 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. – 6.2. მოსარჩელე ნ---- ჭ-------------–---მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: ნ-----–---- ჭ------- (დაბადებული 2002 წლის 1-------ს) და მ------ ჭ------- (დაბადებული 2004 წლის 2--------–ს).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ნ-------------------–---- შუამდგომლობა და განუხილველი დარჩა ნ-------------------–---- სარჩელი მოპასუხე ბ------- ჭ-------- მიმართ 2000 წლის 2-----–--ს დაბადებული გ------- ჭ-------- ალიმენტის სახით 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ ნ---- ჭ-------------–--- (ქორწინებამდელი გვარი ,,თ---–---“) და ბ------ ჭ------- დაქორწინდნენ 2000 წლის 1-------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2000 წლის 2-----–--ს გ------- ჭ-------, 2002 წლის 1-------ს ნ-----–---- ჭ------- და 2004 წლის 2--------–ს მ------ ჭ-------. გ------- ჭ------- სრულწლოვანია. მხარეები ერთ ოჯახად 2016 წლის ა--------- თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, ნ---- ჭ-------------–--- გ------- ჭ------------, არასრულწლოვან ნ-----–---- ჭ------------ და მ------ ჭ------------ ერთად ცხოვრობს დედის საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თბილისი, ა-------------–-------------. მოსარჩელის დედა არის ასაკით პენსიის მიმღები პირი (3.1.1., 3.2.1., 3.1.2). როგორც მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, ისე ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი ნ-----–---- ჭ------- ირიცხება კერძო სკოლაში, ხოლო მ------ ჭ------- სწავლობს სსიპ თბილისის N---- საჯარო სკოლაში (3.1.3).

 

ნ---- ჭ-------------–--- ამჟამად არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, ნ-------------------–---- მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 992.5 ლარს, მარტის თვეში - 918.75 ლარს, მაისის თვეში - 915 ლარს, ივნისის თვეში - 903.31 ლარს, ივლისის თვეში - 901.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 750 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 750 ლარს, მარტის თვეში - 1375 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს და მაისის თვეში - 185.2 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,პ-----–----------------“ და შპს ,,ს----------------–---“ (3.1.4., 3.2.4). საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მხარეთა შორის მიმდინარეობდა ქონებრივი დავა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარების თაობაზე (3.2.3).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით და ბავშვისათვის აუცილებელი საჭიროებებით. დადგენილია, რომ მოპასუხე ბ------ ჭ------- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მ------ მ-------------. მოპასუხე მხარე დასაქმებულია შპს ,,ალ--------------–---ში“ პ---------------------- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში, ასევე, ბ------ ჭ------- მუშაობს შპს ,---–----ში“ პ---------------------- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში. თუმცა შემოსავლის განსხვავებული ოდენობაა მითითებული სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილ მონაცემებში. კერძოდ, 2017 წლიდან ბ------ ჭ-------- უფიქსირდება სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. 2018 წლის იანვრის მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 18.75 ლარს და 10 752.87 ლარს, თებერვლის თვეში - 10793.56 ლარს და 18.75 ლარს, მარტის თვეში - 18.75 ლარს, 10 596.31 ლარს და 6114 ლარს, აპრილის თვეში - 10 761.25 ლარს, 18.75 ლარს და 3080 ლარს. მაისის თვეში - 10790.06 ლარს, 18.75 ლარს და 3082.88 ლარს, ივნისის თვეში - 8.89 ლარს, 10741.94 ლარს და 3069.13 ლარს, ივლისის თვეში - 10730.13 ლარს, 3065.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 6411.25 ლარს, 18.75 ლარს და 6430 ლარს, სექტემბრის თვეში - 7405.96 ლარს და 7368.46 ლარს (3.2.5., 3.2.6). სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებისგან განსხვავებული, უფრო მეტი ოდენობით მოპასუხე ბ------ ჭ-------- მიერ შემოსავლების მიღების შესახებ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალია მათი საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ბ------ ჭ-------- ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2011 წლის 1------------ დაბადებული ი-----–- ჭ------- (3.2.2). შესაბამისად, ყურადსაღებია მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი ი-----–- ჭ-------- კანონით დაცული უფლებებიც - მიიღოს მშობლისაგან რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

მოპასუხე მხარე ასევე აპელირებს საბანკო დავალიანებებზე. დადგენილია, რომ მოპასუხე ბ------ ჭ-------- აქვს რამდენიმე საკრედიტო ვალდებულება შესასრულებელი. სს ,,ს----------–--------–-“ საკადასტრო კოდებზე: 0---------------------- და 0------------------------- წარმოდგენილი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია შემდეგი სესხები: N1------ გაცემის თარიღი: 10.09.2013წ. სესხის თანხის ოდენობა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი, N2------ გაცემის თარიღი 03.11.2014წ. სესხის თანხის ოდენობა 1215 (ათას ორას თხუთმეტი) აშშ დოლარი, N2------ გაცემის თარიღი 30.01.2015წ. სესხის თანხის ოდენობა 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, N2------ გაცემის თარიღი 20.05.2015 წ. სესხის თანხის ოდენობა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი. მოპასუხეს ერიცხება დავალიანება სს ,,თ------------“ წინაშეც. აღნიშნული სასესხო ვალდებულებათა შესასრულებლად, მოპასუხე მხარე ყოველთვიურად იხდის დაახლოებით 6000 (ექვსი ათასი) ლარს (3.2.8). საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

მოპასუხე ბ------ ჭ------- თანახმაა, არასრულწლოვანი ნ-----–---- ჭ-------- და მ------ ჭ-------- ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად თითოეულისათვის 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი, რაც მოპასუხის მოსაზრებით საკმარისია არასრულწლოვანთა საჭირო ხარჯების დასაფარად. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, თითოეული შვილის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება 1500 (ათას ხუთასი) ლარი, სადაც მოიაზრება კვების, სამოსის, ტრანსპორტირების და სამედიცინო მომსახურების ხარჯი. მისივე განმარტებით, დამატებით სასკოლო საგნებში მომზადებისთვის ნ-----–----- ესაჭიროება 400 (ოთხასი) აშშ დოლარი (ოთხ საგანში მომზადების მიზნით თითოეული კურსი 100 აშშ დოლარის ღირებულებით თვიური გადასახდელის სახით), ხოლო მ------- მეცადინეობს ინგლისური ენის მასწავლებელთან და ანაზღაურება სწავლებისა შეადგენს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს. მოპასუხე მხარე დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ არასრუწლოვანს სჭირდება მეცადინეობა დამატებით საგნებში, რაც მოსარჩელემ მიუთითა, მაგრამ არ დაეთანხმა სწავლების ღირებულებას. მოპასუხის განმარტებით უფრო ნაკლებ ფასადაც შესაძლებელია სასწავლო კურსების გავლა.

 

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მატერიალურად ეხმარება თავის შვილებს, რაც გამოიხატება სხვადასხვა ოდენობით თანხების გადმორიცხვაში მოსარჩელისათვის. აღნიშნულ გარემოებას არც მოსარჩელე ნ---- ჭ-------------–--- უარყოფს (3.2.7). მხარეთა განმარტებით, ამ ეტაპზე მოპასუხე მხარეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან ნ-----–---- ჭ------------ და მ------ ჭ------------, თუმცა მამა გამოთქვამს ბავშვებთან ურთიერთობის სურვილს.

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 27.11.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის მაისის თვისათვის - , 157.5 ლარს, ივნისის თვისათვის - 153.2 ლარს, ივლისის თვისათვის - 151.9 ლარს, აგვისტოს თვისათვის - 151.8 ლარს, სექტემბრის თვისათვის - 150.7 ლარს და ოქტომბრის თვისათვის - 153.9 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მოცემულ საქმეზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საშუალოდ ესაჭიროება თვეში 1500 (ათასი) ხუთასი) ლარი (სადაც ასევე მოიაზრება სკოლაში სწავლის საფასურიც). საქმეზე დადგენილ გარემოებების საფუძველზე, არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ნ-----–---- ჭ---------თვისათვის ჩვეულ სასწავლო გარემოს შეცვლის აუცილებლობა. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ იგი იმ სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით იხდის ყოველთვიურად თანხას, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დატვირთულია ქონება, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა აღნიშნული სესხის მიღების მიზნობრიობა და კავშირი არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებთან. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად, მათ შორის თანაბრად უზრუნველყონ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ზემოთ აღნიშნული თანხის (1500 ლარის) ყოველთვიურად გადახდა, რასაც უნდა დაემატოს არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის გარეშე განათლების მიღების მიზნით კონკრეტულ საგნებში მომზადებისა თუ მათი ნორმალურად აღზრდა-განვითარებისათვის აქტივობებში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები. მართალია, არასრუწლოვან მ------- ამ ეტაპისათვის არ ემზადება უმაღლესი განათლების დაწესებულებებში მისაღები გამოცდებისათვის და არ საჭიროებს დამატებით მეცადინეობას (თვიური 400 აშშ დოლარის ხარჯი დღეისათვის მ-------------- არ არის სახეზე), მაგრამ მისი განათლებისათვის, სასამართლოს მიერ, ამ ეტაპზე შესაძლოა, ხარჯი იყოს გათვალისწინებული მშობელთა შემოსავლებისა და მ-------ს ასაკის გათვალისწინებით (ორი წელია ასაკობრივი სხვაობა მ------სა და გ-------ს შორის).

 

მშობლის სტაბილური მაღალი შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვებს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მათ განვითარების ფართო წინაპირობებს. შესაბამისად, მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განისაზღვროს 1300 (ათას სამასი) ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. – 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ---- ჭ-------------–--- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ბ------ ჭ-------- ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 396 (სამას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ-------------------–---- (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ბ------- ჭ-------- (პირადი №0----------- მიმართ:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ბ------- ჭ-------- (პირადი №0----------- არასრულწლოვანი ნ-----–---- ჭ-------- (დაბადებული 2002 წლის 1-------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 01 მაისიდან) ყოველთვიურად 1300 (ათას სამასი) ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ბ------- ჭ-------- (პირადი №0----------- არასრულწლოვანი მ------ ჭ-------- (დაბადებული 2004 წლის 2--------–ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 01 მაისიდან) ყოველთვიურად 1300 (ათას სამასი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ბ------- ჭ-------- (პირადი №0----------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 396 (სამას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე