განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/382-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
10 დეკემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – ე-–------------------–-–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – მ------------------, პასპორტის ნომერი P--------, დაბადებული 1--- წლის 1------ს, ა-------------ს რესპუბლიკის მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:: ა--------------------------------------------. (მონაწილეობის გარეშე);
ადვოკატი - ო-------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-25-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ მ------------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება.
1.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა-------------ს მოქალაქემ მ------------------მა განიზრახა ბ----–----–-ს მოქალაქეების მ-------–--------------------------–----–------------------------- დახმარება თურქეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2018 წლის 0------- მ------------------მა ბ----–----–-ს მოქალაქეები მ-------–-------------------------–----–----------------------- მიიყვანა შსს სასაზღვრო პოლიციის N--------------–------------------------------------------------------–------------------------------------------–-----------–----------------------------------- გამავალ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან და უთითებდა გზას, საიდანაც შეიძლებოდა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლა უკანონოდ, რის შემდეგადაც თურქეთის მიმართულებით ფეხით მიმავალი მ------------------ი და ხსენებული მოქალაქეები შემჩნეულ იქნენ იქ მომსახურე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომლებმაც მოახდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის აღკვეთა.
2. წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 0------- მ------------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19-25-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ.
3. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
მ------------------ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 0-------, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 0-------- განჩინებით მ------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 7 000 ლარის ოდენობით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2--------------- განჩინებით ბრალდებულ მ------------------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 0-------- განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეეცვალა პატიმრობით.
4.მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ზ---------------ის ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 0------- შსს სასაზღვრო პოლიციის N--------------–------------------------------------------------------–------------------------------------------–-----------–---------------------------------- სექტორის ოპერატორის დ------------–---–-ს მიერ დაფიქსირდა 4 პიროვნება, რომლებმაც 03:05 საათზე დაიწყეს მოძრაობა სახელმწიფო საზღვრის ხაზისკენ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, რა დროსაც სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ იქნენ, მათგან ერთმა მამაკაცმა საუბარი დაიწყო რუსულ ენაზე და განმარტა, რომ იყო ა-------------ს რესპუბლიკის მოქალაქე მ------------------ი.
დ------------–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 0------- იმყოფებოდა სექტორზე, დაახლოებით 02:58 საათზე მის მიერ (------------------------------- მოძრავი სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ იქნა 4 პიროვნება, რომლებმაც 03:05 საათზე დაიწყეს მოძრაობა სახელმწიფო საზღვრის ხაზისკენ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, რა დროსაც სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ იქნენ.
ფ-------–----–---ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 02 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში, თბილისში ყოფნის დროს გაიცნო ბ----–----–-ს მოქალაქ ს-------, რომელიც ორი თვის წინ წავიდა თურქეთში. თურქეთი წასვლამდე კი უთხრა, რომ შეეძლო დახმარება თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრებაში, რაზედაც მან თანხმობა განუცხადა. მას სოციალურ ქსელ „იმოთი“ დაუკავშირდა თურქეთის რესპუბლიკიდან ბ----–----–-ს მოქალაქე ვინმე „მ--------“, რომელმაც უთხრა, რომ დაეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე, რაზეც მოითხოვა თანხა 1500 აშშ დოლარი. მასთან ერთად სახლში ასევე ცხოვრობდნენ ს------------- და მ-------–--------------, რომლებიც ასევე აპირებდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას. ისინი „მ---------ს“ მიერ გამოგზავნილ პიროვნებებმა ჩასვეს ავტომანქანებში და მიიყვანეს საზღვრთან, რა დროსაც შეჩერებულ იქნენ მესაზღვრეების მიერ.
ს-------------ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობდა თ---–--–-- მაგრამ სურდა თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა. მან გაიცნო ბ----–----–-ს მოქალაქ ს-------, რომელიც ორი თვის წინ წავიდა თურქეთში. თურქეთი წასვლამდე კი უთხრა, რომ შეეძლო დახმარება თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრებაში, რაზედაც მან თანხმობა განუცხადა. მას სოციალურ ქსელ „იმოთი“ დაუკავშირდა თურქეთის რესპუბლიკიდან ბ----–----–-ს მოქალაქე ვინმე „მ--------“, რომელმაც უთხრა, რომ დაეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე, რაზეც მოითხოვა თანხა 1500 აშშ დოლარი. მასთან ერთად სახლში ასევე ცხოვრობდნენ ფ-------–----–--- და მ-------–--------------, რომლებიც ასევე აპირებდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას. ისინი „მ---------ს“ მიერ გამოგზავნილ პიროვნებებმა ჩასვეს ავტომანქანებში და მიიყვანეს საზღვრთან, რა დროსაც შეჩერებულ იქნენ მესაზღვრეების მიერ.
მ-------–--------------- ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 11 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში სასწავლებლად, თბილისში ყოფნის დროს გაიცნო ბ----–----–-ს მოქალაქ ს-------, რომელიც ორი თვის წინ წავიდა თურქეთში. თურქეთი წასვლამდე კი უთხრა, რომ შეეძლო დახმარება თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრებაში, რაზედაც მან თანხმობა განუცხადა. მას სოციალურ ქსელ „იმოთი“ დაუკავშირდა თურქეთის რესპუბლიკიდან ბ----–----–-ს მოქალაქე ვინმე „მ--------“, რომელმაც უთხრა, რომ დაეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე, რაზეც მოითხოვა თანხა 1500 აშშ დოლარი. მასთან ერთად სახლში ასევე ცხოვრობდნენ ს------------- და ფ-------–----–---, რომლებიც ასევე აპირებდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას. ისინი „მ---------ს“ მიერ გამოგზავნილ პიროვნებებმა ჩასვეს ავტომანქანებში და მიიყვანეს საზღვრთან, რა დროსაც შეჩერებულ იქნენ მესაზღვრეების მიერ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2-------------- განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ფ-------–----–-------------–---------------------------–------------- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მ------------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ადასტურებენ ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა N1; ლ-–------------–-ს პატაკი; მოწმეების მ--–--------------ს, ზ---------------ის, ლ-–------------–-ს, დ------------–---–-ს, ჯ-------------------ს გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულებ ფ-------–----–---ს, მ-------–---------------,ს-------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები;შუამდგომლობები ბრალდებულების პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, მიმართვიოს წერილი საკონსულო დეპარტამენტის სახელზე; მიმართვის წერილი შსსსაინფორმაციო ცენტრის სახელზე;ბრალდებულების ფ-------–----–---ს, მ-------–--------------- და ს-------------ის საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემები; ცნობა ფ-------–----–---ს, მ-------–--------------- და ს-------------ის მიმართ ნასამართლობის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი-ფოტოსურათი, მიმართვის წერილი სსიპ ს--–-----------------------იული დახმარების ბიუროს სახელზე, მიმართვის წერილი შსს ს-----------------–-–---------ზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს სახელზე და პასუხი კოორდინატების რუკაზე დატანის თაობაზე, პასუხით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ------------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ მ------------------მა ჩაიდინა ჯგუფურად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება, ანუ ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19-25-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
მ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მიემალა სასამართლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------------------ს საქართველოს 19-25-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით. რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ------------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.მ-------------------- (პასპორტის ნომერი P-------- ) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-25-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
2.მ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, მას სასაჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
მ------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1---------- 2018 წლის 1---------------–-------------ე.
3. მ------------------ის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ------–---------- მიერ 2018 წლის 1------- გადახდილი თანხა 7000 ლარი მიქცეულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებად.
4.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - მ------------------ისაგან ამოღებული ფულადი თანხა 104 (ასოთხი) აზერბაიჯანული მანათი, რომელიც ინახება ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
-სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3------------------------------–----------------------------------------------------–---------------------------------------–-----–-------------------- სახელზე, რომელიც ინახება შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6.მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე
7.განემარტოს მსჯავრდებულს, რომ უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი