განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
330100118002496980
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/2----18

№0-----------

 

01 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ----------------ი, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ს------–----------–-–------------------------–-------------------–------------–-----------–-----------------------–-------------------------

ადვოკატი - ე-–---------------------

თარჯიმანი - ჰ------–-------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის და 2018 წლის 2--------–-- ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

2017 წლის დ--------- თვიდან 2018 წლის 2---------- პერიოდში, ნ----------------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - კ------------------ მიმართ ქ. თბილისში, სო----–----------–-–--------------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც კ------------------ ტანჯვა გამოიწვია.

2018 წლის 2--------–-, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, სო----–----------–-–--------------–---------------ში ნ----------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - კ------------------ მიმართ განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 2--------–-, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, თ---------–---------- #---–- ნ----------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - კ------------------ მიმართ განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო კ------------------ არასრულწლოვანი შვილი ი-–-------–----.

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 2--------–-, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, სო----–----------–-–--------------–---------------ში ნ----------------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კ------------------ მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახეში ორჯერ გაარტყა ხელი, რითაც ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 02.05.2----–- მოქ. კ------------------ პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის მარცხენა ფრთაზე გარდამავალი ამავე ყვრიმალის მიდამოში ნაჭდევის სახით.

ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 2--------–-.

ამავე დასკვნის თანახმად, კ----------------- პირადი შემოწმების მომენტში ჩივილებს არ წარმოადგენდა. ცხვირის მარცხენა ფრთაზე გარდამავალი ამავე ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა განივ-ირიბად მდებარე, კანის დონიდან მაღლა მდებარე მუქი მოყავისფრო ფერის, ფუფხით დაფარული, უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 2X0,6 სმ. შესამოწმებელი პირის, კ------------------ განმარტებით, ზემოაღნიშნული დაზიანება 2018 წლის 2--------–- მიაყენა მეუღლემ, რომელმაც სახის მიდამოში ორჯერ დაარტყა ხელი.

 

მოწმე მ-------------–-------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი დაზარალებულ კ------------------ და ბრალდებულ ნ----------------ის მეზობელია. ყოველ დილით, 05:00 საათზე გადის სახლიდან. შემთხვევის დღეს სახლიდან გასვლისას ქუჩაში ჯერ გაიგონა ხმაური და მანქანის სიგნალის ხმა, შემდეგ კი დაინახა შავი კვამლი. იფიქრა, რომ მეზობლის სახლი იწვოდა, რის გამოც დაიწყო ყვირილი და გააღვიძა მეზობლები, თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცეცხლი სახლს კი არა, მეზობლის მანქანას ეკიდა. მანვე დარეკა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ მეხანძრეები, ექიმები და პოლიციის თანამშრომლები. იქვე შენიშნა ნ----------------ი და კ-----------------. კ----------------- ყვიროდა, რომ მანქანა ნ------- დაწვა, რა დროსაც თავად ნ----------------ი, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ჩვეულებრივ იდგა და ალმოდებულ მანქანას უყურებდა.

მოწმე რ----------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული მისი ბიძაშვილია. ერთ სახლში, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. 2018 წლის 0-------, დილით ადრე, გაიგონა აფეთქების ხმა. დაინახა, რომ ნ------ს ეზოში მისი მანქანა იწვოდა. ხანძრის შესახებ შესაბამის სამსახურს შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ მეზობლები, თავად ნ------ და მისი მეუღლე - კ------ კ-----მ იქვე თქვა, რომ მანქანა ოჯახური კონფლიქტის გამო ნ------- დაწვა. მოწმემ განმარტა, რომ მის მეზობლად მცხოვრებ ცოლ-ქმრის, ნ------სა და კ------ ჩხუბს არასდროს შესწრებია და აღნიშნულის თაობაზე არც სხვისგან შეუტყვია რაიმე.

მოწმე ჩ---–-------------მ, დაზარალებულ კ------------------ დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი ქალიშვილი და ბრალდებული ნ----------------ი დაახლოებით ორი წელია იმყოფებიან ქორწინებაში და ამ ხნის განმავლობაში კარგი ცოლ-ქმრული ურთიერთობა აქვთ. 2018 წლის 2--------–- კ------ დაბადების დღე იყო და იგი იმყოფებოდა მშობლების სახლში, რა დროსაც იქვე მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ------–. საკუთარ ოთახში მყოფს ესმოდა, როგორ ეჩხუბებოდა კ----- ნ------, რომ ახალი ნაოპერაციევი იყო და მისთვის ალკოჰოლის დალევა არ შეიძლებოდა, რაზედაც ცოლ-ქმარს მოუვიდა კონფლიქტი, სიტყვიერი შელაპარაკება. მეორე დღეს ქალიშვილს თვალთან დაზიანება შენიშნა. როცა მას ჰკითხა, თუ რა სჭირდა, კ-----მ უპასუხა - „-------- 100 ლარი მთხოვა, უარის მიღების შემდეგ, როცა უკვე სახლიდან გადიოდა, შემობრუნდა და შემთხვევით ხელი მომხვდა თვალშიო“. 2018 წლის 2--------–- ნ----------------ი კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მის სახლში და კ------ საკუთარ მობილურ ტელეფონს სთხოვდა. მან საძინებელი ოთახიდან დაუყვირა სიძეს, წასულიყო მისი სახლიდან და იგი დაემორჩილა. მოწმემ განმარტა, რომ მისი ქალიშვილის, კ------------------ ფიზიკური შეურაცხყოფის შემსწრე არასდროს ყოფილა და არც შვილისგან გაუგია რომ მასზე ქმარი ძალადობდა.

არასრულწლოვანი მოწმის, დაზარალებულ კ------------------ ქალიშვილის, ი-–-------–----ს ჩვენებით, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, ირკვევა, რომ ცხოვრობს დედასთან - კ------------------თან და მამინაცვალ ნ----------------თან ერთად. აპრილის ბოლოს მთელი ოჯახი იმყოფებოდა იმავე სოფელში, მისი ბებია-ბაბუის - ე------------------ და ჩ---–-------------ს სახლში. დედამისს და მამინაცვალს, ბოლო რამდენიმე თვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რადგან ნ----------------მა ალკოჰოლის სმას უმატა და სახლში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. 2018 წლის 28 და 2--------–- მამინაცვალის მხრიდან დედამისის ცემის ფაქტს პირადად არ შესწრებია, მხოლოდ ხმაური და მათი ჩხუბის ხმა ესმოდა. გადმოცემით, დედისგან იცის, რომ მამინაცვალმა, ნ----------------მა მას ხელი დაარტყა, დედას სახეზე მცირე დაზიანებაც ეტყობოდა. დედისგანვე იცის, რომ მორიგი კონფლიქტის დროს მისი ავტომანქანა ნ----------------მა დაწვა.

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, მოწმე ა-------------------ს ჩვენებით დგინდება, რომ ნ----------------ი მისი მამიდაშვილია, რომელიც თავის მეუღლესთან, კ------------------თან ერთად სოფელ ფ-------–-–--–---ვრობს. ბოლო პერიოდში ნ------ სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ამის გამო ცოლ-ქმარს ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი. მიუხედავად ნათესავების რჩევა-დარიგებისა, თავი დაენებებინა ალკოჰოლური სასმელისთვის, ნ------ განაგრძობდა სმას. კ------ და ნ------ საკუთრებაში ჰქონდათ „ნისან ტიდას“ მარკის ავტომანქანა. არაერთხელ უნახავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ------ როგორ მართავდა აღნიშნულ ავტომანქანას, რა დროსაც ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა. 2018 წლის 0-------- როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ნ------ კვლავ უნდოდა დამჯდარიყო ავტომანქანის საჭესთან, მან და კ-----მ ამის საშუალება არ მისცეს. კ-----მ მანქანის გასაღები წაართვა ნ------ და დროებით შესანახად მას გადასცა. გასაღების კ------თვის დაბრუნება დაავიწყდა და სახლში გაყვა. 2018 წლის 0-------, დილის საათებში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ნ------ ცეცხლი წაუკიდებია და საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაუწვავს ზემოხსენებული ავტომანქანა. მაშინ გაიგო პირველად კ------გან, რომ ნ------ ცუდად ექცეოდა და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მას.

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებით - დაზარალებულის ძმის, ზ----------------ის ჩვენებით ასევე დასტურდება ნ----------------ის მიერ ალკოჰოლის ხშირი მოხმარებისა და სიმთვრალის მდგომარეობაში მისი არაადეკვატურობის ფაქტი. ზ. გ----------ს ჩვენების თანახმად, მას შემჩნეული ჰქონდა დის სახეზე არსებული დაზიანება, თუმცა, ის, რომ მას ნ------ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მხოლოდ ნ------ს მიერ მანქანის დაწვის შემდეგ შეიტყო.

დაზარალებულმა კ-----------------მ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ნ----------------ს ჩადენილს პატიობს და იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას, არ მისცეს მეუღლის მამხილებელი ჩვენება.

ბრალდებულმა ნ----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებისათვის, რომ ნ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა (ძალადობის 2018 წლის 2--------–-- ეპიზოდი), ხოლო ბრალდებით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულთა ნ. გ----------ს მიერ ჩადენა კი საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ვერ იქნა. კერძოდ:

 

ა) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც

ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა კ-----------------მ შეცვალა თავისი პირვანდელი პოზიცია და სასამართლო განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით მეუღლის წინააღმდეგ არ მიეცა ჩვენება, - მაგრამ, ამავე დროს, დაზარალებულმა კ. გ----------მ აღნიშნა, რომ მეუღლეს, ნ----------------ს აპატია ძალადობა, რომელსაც მისი მხრიდან ჰქონდა ადგილი, რაც, სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების დადასტურებაა.

სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულ კ. გ----------- ზემოაღნიშნული განმარტება, რომელიც თავისთავად ამხელს ნ.------------ მის მიმართ ძალადობაში, ასევე, დაზარალებული კ------------------ დედის, ჩ---–-------------ს ჩვენება, რომ 2018 წლის 2--------–- მის შვილსა და სიძეს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, მეორე დღეს კი მის შვილს თვალზე აღენიშნებოდა დაზიანება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთობლიობაში, სადაც დაფიქსირებულია, რომ პირადი შემოწმების დროსაც კი, 2018 წლის 0-------, კ------------------ სახეზე ჰქონდა დაზიანება, რომლის ხანდაზმულობა ემთხვეოდა შემთხვევის თარიღს - ცალსახად ქმნის საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს, რომ 2018 წლის 2--------–-, ოჯახური კონფლიქტის დროს, ნ----------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კ------------------.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ძალადობრივი აქტის თვითმხილველ პირთა არარსებობის და კონფლიქტის უშუალო მონაწილეთა ჩვენებების არქონის პირობებში, სასამართლო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ექსპერტის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულ გარემოებას, იმასთან დაკავშირებით, რომ პირადი შემოწმებისას კ-----------------მ ექსპერტს განუცხადა, რომ მის სახეზე არსებული დაზიანება - ყვრიმალის მიდამოში ცხვირის ფრთაზე გარდამავალი ნაჭდევის სახით, 2018 წლის 2--------–-, სახეში ხელის ორჯერ დარტყმის შედეგად მეუღლემ მიაყენა. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის ზემოაღნიშნული ჩანაწერისგან განსხვავებით არასანდო მტკიცებულებად მიიჩნევს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჩ---–-------------ს ირიბ ჩვენებას, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მეორე დღეს კ------ სახეზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით ქალიშვილმა უთხრა, რომ იგი შემთხვევით მიიღო - „-------- 100 ლარი მთხოვა, უარის მიღების შემდეგ, როცა უკვე სახლიდან გადიოდა, შემობრუნდა და შემთხვევით ხელი მომხვდა თვალში“-ო. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმე ჩ. გ----------- ჩვენების ეს ნაწილი, როგორც მთლიანად მისი ჩვენება, მოკლებულია დამაჯერებლობასა და სარწმუნოობას და, მისი ქალიშვილის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე, განპირობებულია სიძის - ბრალდებული რ. გ----------ს დახმარების სურვილით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2018 წლის 2--------–- ბრალდებულმა ნ----------------მა ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა მეუღლის - კ------------------ მიმართ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლომ იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სამართლებრივი სტანდარტით, რაც გულისხმობს ეჭვის გამომრიცხავად იმის მიჩნევას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, საკმარისია ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობასა და უტყუარობაში ნებისმიერი ობიექტური პირის დასარწმუნებლად. ამავე დროს, დაზიანების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ნ. გ----------ს მიერ კ. გ-----------თვის მიყენებულმა დაზიანებამ დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დადასტურებული იქნა ნ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (2018 წლის 2--------–-- ეპიზოდი).

ბ) საქართველოს სსკ-ის1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

სსკ-ის1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები

 

იმავე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მათი შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის ნ----------------ის მხრიდან სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის და 2018 წლის 2--------–-- ფიზიკური ძალადობის ფაქტის (მითუფრო, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის - ი-–-------–----ს თანდასწრებით) დასადგენად.

ნ. გ----------ს მიერ კ. გ----------- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა ი-–------–----ს და ა-------------------ს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებები, სადაც მოწმეები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხანებში ნ----------------ი ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც მას და მის მეუღლეს - დაზარალებულ კ------------------ ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი. სასამართლო თვლის, რომ მოწმეთა განმარტებები ცოლ-ქმარს შორის კონფქლიტის არსებობის თაობაზე, ზოგადი ხასიათისაა და არ იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს, გამოიხატებოდა თუ არა იგი ძალადობაში, და დადებით შემთხვევაში, - კონკრეტულად ვინ და რა ფორმით სჩადიოდა მას.

რაც შეეხება 2018 წლის 2--------–- ბრალდებული ნ----------------ის მიერ კ------------------ ცემის ფაქტს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, -საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, არც თავად არასრულწლოვანი ი----–----- ჩვენება, ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს არ იძლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ნ----------------ის მიერ მისი მეუღლის - კ------------------ 2018 წლის 2--------–- ცემის და სისტემატურად მისი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. შესაბამისად, ნ. გ----------სათვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აფრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია, რომ ნ----------------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კ------------------ 2018 წლის 2--------–- სახეში ორჯერ გაარტყა ხელი და მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად კ-----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ნ------------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ამდენად, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----------------ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის 2018 წლის 2--------–-- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის 2018 წლის 2--------–-- ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში იგი უნდა გამართლდეს.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, ნ----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია სასჯელთა სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ვადით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნ----------------ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებული ნ----------------ის წარსული ცხოვრება, მისი პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა - დამახასიათებელია განმეორებადობის ტენდენცია, რაც ბრალდებულის ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ზრდის დანაშაულის ჩადენის რისკებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას და მომავალში ახალი ძალადობრივი ფაქტების პრევენციას. ამავე დროს, სასამართლო თვლის, რომ ნ.------------ თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი უნდა შეეფარდოს მინიმალური ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

ნ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2--------–-- ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ნ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 მაისიდან.

ნივთიერი მტკიცებულების, კერძოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამწვავის და ერთი ცალი დისკის ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი