გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002647905
საქმე №2/1852-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელეები - რ-----------–-–---–ი /მონაწილოების გარეშე/
დ--------------–---–ი /მონაწილეობის გარეშე/
წარმომადგენლები - ნ-------------ე
ნ---------------ე
მოპასუხე - ქ---------------–---–ი
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ---------------–---–ს მოსარჩელე რ-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 205 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. ქ---------------–---–ს მოსარჩელე დ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 12 მარტს დაფუძნდა შ--------------- (ს/კ: 4--------) იურიდიული მისამართი ქ. გ----------------------------. დაფუძნების დღიდან საწარმოს საქმიანობას წარმართავდა ქ---------------–---–ი და შ----------------ის სახელით ახორციელებდა ფიზიკური პირებისაგან ფულადი თანხების მიღებას ძირითადი თანხის სრულად დაბრუნების პირობით.
რ-----------–-–---–მა და დ--------------–---–მა შპს-ს ანგარიშზე სესხის სახით შეიტანეს თანხა და გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებებიც. 2016 წლის 19 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით რ-----------–-–---–მა შ----------------ს გადასცა 205 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 13 იანვრის სესხის ხელშეკრულებით დ--------------–---–მა - 5000 ლარი. ძირითადი თანხა შ----------------ს არ დაუბრუნებია, რადგან მისმა დირექტორმა ქ---------------–---–მა ზემოთ ხსენებული ფულადი თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სამსახურებრვი მდგომარეობის გამოყენებით.
2018 წლის 04 აპრილის დადგენილებით რ-----------–-–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად 205 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო დ---------------–---–ი - 5000 ლარის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ქ---------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქ---------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ იგი, როგორც ფიზიკური პირი არ ცნობს სარჩელს, რადგან პირადად სესხის სახით არ მიუღია სესხის თანხა, სესხის თანხა მოსარჩელეებმა შეიტანეს შ----------------ში და კომპანიას დაეკისრა გარკეული ვალდებულებები, რაც ხელშეკრულებაშიც არის მითითებული, შესაბამისად, როგორც შ----------------ის დირექტორი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან მან აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა (იხ. შესაგებელი და 29.11.2018 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ-----------–-–---–სა და შ----------------ს შორის (დირექტორი ქეთევან ყაყიტტაშვილი) 2016 წლის 19 დეკემბერს, თორმეტი თვის ვადით, დაიდო სესხის ხელშეკრულება (გაგრძელდა ვადა) 205 000 აშშ დოლარზე, ხელშეკრულებას ხელს აწერს ქ---------------–---–ი.
მტკიცებულება:
- 19.12.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ვადის გაგრძელება)
3.1.2. დ--------------–---–სა და შ----------------ს შორის 2017 წლის 13 იანვარს, თორმეტი თვის ვადით, დაიდო სესხის ხელშეკრულება 5 000 ლარზე, ხელშეკრულებას ხელს აწერს ქ---------------–---–ი.
მტკიცებულება:
- 13.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულება
3.1.3. 2017 წლის 28 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელვან საქმეთა სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №092280617001 საქმეზე შ----------------ის ხელმძღვანელ პირთა მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით, ე.ი. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა პირებთან ერთად, დაზარალებულად ცნობილი იქნენ რ-----------–-–---–ი 205 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო დ---------------–---–ი - 5000 ლარის ფარგლებში.
მტკიცებულება:
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ქ---------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მტკიცებულება:
- 29..08.2018 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
აღნიშნული განაჩენით, ქ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმის განხილვისას გატობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ქ---------------–---–მა მიითვისა რა, შ----------------ის სახელით ფიზიკური პირებისაგან სესხის სახით მიღებული თანხები, ზიანი მიაყენა დაზარალებულებს, განსახილველ შემთხვევაში რ-----------–-–---–სა და დ---------------–---–ს, რომელიც უნდა აანაზღაურონ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე 992-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი მოცემულ შემთხვევაში საქმეში მოპასუხედ ჩართულია, როგორც ფიზიკური პირი, რაც არასწორია, ვინაიდან იგი სესხის ხელშეკრულების მხარედ წარმოდგენილი იყო, როგორც იურიდიული პირი, შესაბამისად მან როგორც ფიზიკურმა პირმა არ უნდა აგოს პასუხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შ----------------სა და მოსარჩელეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელეები არიან კრედიტორები, შ--------------- კი - მსესხებელი და მათ მიმართ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო მათ მიერ გასესხებული თანხის დაბრუნებით.
გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ქ---------------–---–მა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით, მიითვისა მოსარჩელეების მიერ შ----------------სთვის სესხის სახით გადაცემული თანხა. ე.ი. მხარეთა შორის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშეკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვინმესთვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ქმედება იყოს 1) მართლსაწინააღმდეგო, 2) სახეზე იყოს დამდგარი შედეგი _ ზიანი, 3) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ბრალი და 4) არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ ქ---------------–---–მა ჩაიდინა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც გარდა უტყუარი მტკიცებულებებისა, თავადაც აღიარა, ამ დანაშაულებრივი ქედებით მიითვისა მოპასუხეთა კუთვნილი თანხები, რითაც ზიანი მიადგათ კრედიტორებს. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები და ქ---------------–---–ს რ-----------–-–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 205 500 აშშ დოლარი, ხოლო დ---------------–---–ის სასარგებლოდ - 5000 ლარი.
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას, როგორც ფიზიკურ პირს არ გაუფორებია ხელშეკრულებები და შესაბამისად, ვალდებული პირს შ--------------- წარმოადგენს და არა ფიზიკური პირი ქ---------------–---–ი, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსარჩელეები მოპასუხეს ედავებიან არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, არამედ ისინი დავობენ მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირს, რომლის ბრალეული ქმედებითაც, მათი კუთვნილი ფულადი თანხების მითვისებით მიადგათ ზიანი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე ქ---------------–---–ს. რაც შეეხება ბაჟის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს, ხოლო ამავე კოდესის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
განსახილველ შემთხვევაში დაყენებულია ორი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, ორივე სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 3150 ლარს, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელეების: რ-----------–-–---–ის და დ--------------–---–ის სარჩელები ქ---------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ქ---------------–---–ს მოსარჩელე რ-----------–-–---–ის სასაგებლოდ დაეკისროს 205 000 აშშ დოლარის გადახდა;
3. მოპასუხე ქ---------------–---–ს მოსარჩელე დ--------------–---–ის სასაგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე ქ---------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3150 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი