განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-----------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ვა---–----------ის,ბრალდებულების გ-----------------ისა და ნ----------------------------–ის,ადვოკატების თ-------–---–-----------–--------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------------------------------------------------–--------–-–---------------------------------------–-------------------------–----------------------------------–-------------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
ნ----------------------------–ის (------------------------------–--------–-–-----------------------------–-----------------–-----------–-----------------------–--------------------------------------------–--------------–----------------------------–---------------------------------–-----------------------–---------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
გ-----------------ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 29 სექტემბერს შპს ,,--------------“ წარმომადგენელ გ-----------------ესა და შპს ,----------- წარმომადგენელ ა---–------------------------ შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით შპს ,---------- მიაწვდიდა შპს ,--------------- საგზაო ბიტუმს, რის სანაცვლოდაც მას უნდა მიეღო 240 145 ლარი.
გ-----------------ე წინასწარ შეუთანხმდა შპს ,----------- შუამავალ მ---------------------–-------ს და ერთად 2017 წლის 29 სექტემბერს მოტყუებით დაეუფლნენ შპს ,----------- კუთვნილ საგზაო ბიტუმს, ღირებულს 240 145 ლარად, რითაც შპს ,----------- მიიღო დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
ნ----------------------------–ს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ----------------------------–ი კისრულობდა შუამავლობას შპს ,---------------- და შპს ,----------- შორის დადებული შეთანხმების დროს, რომლის მიხედვით შპს ,---------- მიაწვდიდა შპს ,--------------- საგზაო ბიტუმს, რის სანაცვლოდაც მას უნდა მიეღო 240 145 ლარი.
2017 წლის 29 სექტემბერს შპს ,----------- წარმომადგენელი ა---–--------ა ს----- რ---ა და შპს ,,--------------“ წარმომადგენელი გ-----------------ე შეთანხმდნენ აღნიშნულ ფაქტზე. ნ----------------------------–ი წინასწარ შეუთანხმდა გ-----------------ეს, ისარგებლა შპს ,----------- წარმომადგენლის ა---–------------------------ ნდობით და მოტყუებით გ-----------------ესთან ერთად 2017 წლის 29 სექტემბერს დაეუფლა შპს ,----------- კუთვნილ საგზაო ბიტუმს ღირებულს 240 145 ლარად, რითაც შპს ,----------- მიიღო დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ----------------------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გ-----------------ის მიმართ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, უტყუარ, რელ----ტურ და ავთენტიკურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
რაც შეეხება ნ----------------------------–ს, მის მიმართ ასევე ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ მან დანაშაული ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით სხვა პირთან ერთად, რისი გათვალისწინებითაც იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტის ნაწილში. ხოლო საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტის ნაწილში, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება ნ--------------–-- მიერ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ:
დაზარალებულ ს-------------------–------დამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შპს „---------- წარმომადგენელი, რომელიც 2017 წლის 16 მაისს დაფუძნდა, დამფუძნებელი იყო ა-------------. კომპანია დაკავებული იყო ბიტუმის შემოტანით. მოწმე ბრალდებულებს იცნობს საქმიანი ურთიერთობებიდან. მას გ-----------------ესთან და ნ---------------------------–თან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰქონდა საქმიანი კავშირი. გ-----------------ე მას გააცნო ნ---------------------------–მა და უთხრა, რომ იგი ნაღდ ფულს იხდიდა და იყო კარგი კლიენტი. გ-----------------ე იყო შპს „მ-------------- წარმომადგენელი. ამ კომპანიას უნდოდა ბიტუმის შეძენა ანგარიშსწორების მიწოდების შემდეგ განხორციელების პირობით. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი კომპანია ნაღდ ფულს არ იღებდა. 2017 წლის სექტემბრის ბოლოს შპს „--------- და შპს „-------------- შეთანხმდნენ 9 მანქანა ბიტუმის მიწოდებაზე. 1 ტონის შეთანხმებული ღირებულება შეადგენდა 435 აშშ დოლარს. მოწმის კომპანიის მოლოდინით, თანხა უნდა გადაეხადა შპს „--------------, მას შემდეგ რაც მანქანები მივიდოდნენ ადგილზე და სანამ დაცლიდნენ. მოწმე შაბათ დილით დაუკავშირდა ნ-------------- ყ-----------–ს, რათა მას გადაერიცხა თანხა. ნ---------------- ტელეფონით გაუგზავნა გ------ის ტელეფონის ნომერი, რათა მას დაკავშირებოდნენ. ს-------------------–------დამ დაურეკა გ-----------------ეს და უთხრა, რომ სწრაფად გადაერიცხა შეთანხმებული თანხა. გ-----------------ემ მას უთხრა, რომ თანხას მანქანების ჩამოტვირთვის შემდეგ, საღამოს ჩაურიცხავდნენ ანგარიშზე; საღამოს თუ არა, კვირას დილით აუცილებლად უნდა ყოფილიყო ანგარიშზე თანხა. ს------------------–---------- თარჯიმნის მეშვეობით სამჯერ უთხრა კ---------ს, რომ სანამ თანხა არ დაჯდებოდა ანგარიშზე, მანქანები არ დაიცლებოდა. რამდენიმე საათში მოწმეს დაუკავშირდნენ მანქანის მძღოლები, რომლებმაც უთხრეს, რომ მათზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ჩამოეცალათ ბიტუმი. ამის გამო ს-----------------–------და წავიდა ნ---------------------------–ის სახლთან რ---------–---, სადაც იგი არ დახვდა. ყ-----------–მა მოწმეს უთხრა, რომ ორთაჭალაში იმყოფებოდა საქმეზე და იქ მისულიყო, მაგრამ მან ამის შემდეგ ტელეფონი გამორთო. მოწმე ვერ ახერხებდა ვერც გ-----------------ესთან დაკავშირებას. ს-----------------–------და მძღოლებს აფრთხილებდა, რომ ბიტუმი არ ჩამოეცალათ. ერთ-ერთმა მძღოლმა მოწმეს უთხრა, რომ ადგილზე მყოფი ერთი ადამიანი აცხადებდა, რომ კომპანიას გადახდილი ჰქონდა თანხა და ტვირთი უნდა ჩამოეცალათ. ამის შემდეგ, დაახლოებით, ღამის 11-12 საათზე მოწმე მივიდა პოლიციაში, სადაც მოუწია ლოდინი, შემდეგ კი პოლიციელებს აუხსნა, თუ რაში იყო საქმე. ამ დროს მძღოლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისული იყო პოლიცია და უნდა ჩამოეცალათ ტვირთი. მოწმის განმარტებით, რამდენიმე საათში მიხვდა, რომ ის ტვირთი, რომელიც ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით „მ-------------- სახელზე იყო გაფორმებული, უკვე სხვა კომპანიაზე ჰქონდათ გადაცემული. ამ დროს, უკვე შპს „--------- გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებდა. პოლიციელებმა მოწმეს უთხრეს, რომ თუ შეეწინააღმდეგებოდნენ ტვირთის ჩამოზიდვაში, ამ შემთხვევაში ისინი იქნებოდნენ დამნაშავეები, ამიტომ იძულებული გახდნენ, ტვირთი ჩამოეცალათ. 29 სექტემბერს შპს „---------- გაცემული აქვს 9 ანგარიშ-ფაქტურა, რომელთა მიხედვით, საქონელი გადაცემული აქვს შპს „----------------, ხოლო თანხა საბანკო ანგარიშზე არ ჩარიცხულა, როგორც შეთანხმებული იყო გ-----------------ესთან. მოწმის ჩვენებით, ხსენებული 9 მანქანის ბიტუმი განბაჟდა თბილისში, რაკი მანქანები თბილისის გარეთ უნდა ჩამოცლილიყო, საჭირო ოყო ანგარიშ-ფაქტურები. მას ნ---------------------------–მა უთხრა, რომ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, საჭირო იყო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. ამის შესახებ მოწმემ უთხრა თავის პ----------------–--------ს, რომელმაც დაურეკა ბუღალტერს, რათა გამოეწერა ფაქტურები. მეორე დღეს საღამოს გაიგეს, რომ ეს ტვირთი სხვა კომპანიის სახელზე იყო. კვირას ან ორშაბათს, რაკი საერთოდ გამორთული ჰქონდა ტელეფონი, ნ---------------------------–ს ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა და ესაუბრა ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მან უარყო, რომ რაიმე თანხა ჰქონდა აღებული. იგი კვირას დაუკავშირდა გ-----------------ესაც, რომელმაც დაუდასტურა, რომ მიიღო ტვირთი, თანხას კი მთლიანად გადაიხდიდა მეორე დღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ 3 საათზე უნდა შეხვედროდნენ. 30 სექტემბერს, რესტორან „-------–-–-- შეხვედრაზე, ს-----------------–------დას თან ახლდნენ ბუღალტერი და მოწილე - ს---–--------ი და ჯ----–--–---–ი. შეხვედრის დროს გ-----------------ემ ს-----------------–------დას უთხრა, რომ თანხა გადახდილი ჰქონდა ნ---------------------------–ისთან, ნაღდი ანგარიშსწორებიით. ამაზე მოწმემ ჰკითხა, თუ რატომ მისცა თანხა ხელზე, რაზეც გ------იმ უპასუხა, რომ როგორც იცოდა, ყ----------–ი მათი მეგობარი და თანამშრომელი იყო. ს-----------------–------დამ მოითხოვა ქვითარი ან მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ გ-----------------ემ ვიდეო-კადრები აჩვენა, სადაც ასახული იყო თანხის გადაცემის პროცესი. ვიდეოში ჩანდა, რომ გადაცემული იყო 120 000 ლარი. მოწმის ჩვენებით, სულ გადასახდელი იყო 96 696 აშშ დოლარი, რაც ლარში დაახლოებით 250 000 ლარს შეადგენდა. ა---–--------ამ კ---------ს უთხრა, რომ ეს თანხის ნახევარი იყო, კითხვაზე, თუ სად იყო დანარჩენი თანხა, კ---------მ უპასუხა, რომ ვიდეოში არ ჩანდა დანარჩენი თანხის გადაცემა, მაგრამ თანხა სრულად ჰქონდა გადაცემული ყ-----------–-----ის. ამ შეხვედრის შემდეგ ს-----------------–------და დაუკავშირდა ნ---------------------------–ს, მან უთხრა, რომ თანხა არ მიუღია; ასევე უარყო, რომ გასული იყო საქართველოდან. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაუმონტაჟეს ფარული კამერა, რათა გადაეღო გ-----------------ესთან შეხვედრა. მოწმეს კ---------სთან შეხვედრაზე თან ახლდა ს---–--------ი, ხოლო კ---------ს - მოწმისთვის უცნობი ერთი პირი. შეხვედრაზე საუბარი იყო იმ 9 მანქანა ტვირთზე, რაც გადაეცათ მათ და გადასახდელ ფულზე. გ------ი ამბობდა, რომ მან ფული გადასცა ყ-----------–ს. შემდგომში ა---–--------ამ ყ-----------–ს მოსთხოვა ფული, უთხრა, რომ კადრები ჰქონდა ნანახი, როგორ იღებდა იგი თანხას, მაგრამ მან ეს უარყო და თქვა, რომ ეს თანხა იყო კ--------ის ვალი - 40 000 ლარი. მან ასევე უარყო, რომ 40 000 ლარზე მეტის გადაცემა მოხდა, როგორც კადრებში ჩანდა. ა---–--------ას ჩვენებით, კადრებში ჩანდა, რომ დაახლოებით 120 000 ლარი გადასცა გ-----------------ემ ნ---------------------------–ს. მოწმემ უარყო, რომ იცნობდა ვინმე თ-----ს.
მოწმე ი------ ს---–--------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი საქმიანობიდან გამომდინარე იცნობს როგორც გ-----------------ეს, ასევე ნ---------------------------–ს. მოწმეს შპს „----------სთან 2 წლის განმავლობაში აკავშირებდა პარტნიორული ურთიერთობა, იგი იყო ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერი. 2 წლის წინ, 29 სექტემბერს, მოწმეს დაურეკა შპს „----------ს წარმომადგენელმა რ---ა ა---–--------ამ და უთხრა, რომ დაერეკა ბუღალტერ გ------ი ჯ----–--–---–ისთვის, რათა ამ უკანასკნელს 9 მანქანა ბიტუმი გადაეცა შპს „--------------------, რომლის დამფუძნებელია გ-----------------ე. მოწმემ რ---ას უთხრა, რომ დალოდებოდნენ თანხის ჩარიცხვას, მაგრამ ამაზე უარი მიიღო. ს---–--------მა დაურეკა ჯ----–--–---–ს, რომელმაც ტვირთი „გადააწერა“ შპს „--------------, რადგან 29 სექტემბერი მოწმისთვის რელიგიური დღესასწაული იყო, იგი დარჩა მეჩეთში და ტელეფონი მეორე დღის 3 საათამდე გამორთული ჰქონდა. როდესაც გაეღვიძა, ტელეფონზე მიიღო შეტყობინებები, რ---ა ა---–--------ა წერდა, რომ რაღაც პრობლემები შეექმნათ. ი------ ს---–--------მა დაურეკა რ---ას, რომელმაც უთხრა, რომ პრობლემა ეხებოდა იმ ბიტუმს, რაც შპს „-------------- ნ---------------------------–ის მეშვეობით გადასცეს და რომ ყ-----------–ი ტელეფონს არ პასუხობდა. ამაზე ი------ ს---–--------მა უპასუხა, რომ ცოტა ხანში ყველაფერს გაარკვევდა. მან დაურეკა ნ---------------------------–ს, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მძღოლები პასუხობდნენ, რომ იყვნენ „---------- დასახლებაში და აპირებდნენ ტვირთის დაცლას. ს---–--------მა დაურეკა ქარხნის დირექტორს - ი-----–-- და ჰკითხა, თუ ს----ან მოხვდა ეს ბიტუმი მასთან, რაზეც მან უპასუხა, რომ მან ის შეიძინა შპს „------------------ და რომ თანხაც გადახდილი ჰქონდა. ფასიც დაუსახელა, 400 აშშ დოლარი, რადგან თვითონ უფრო ძვირად (დაასახელა სხვადასხვა თანხები: 900, 435, 400 აშშ დოლარი) ჰქონდათ გადაცემული კ--------ისთვის, იგი მიხვდა, რომ რაღაც პრობლემა იყო. ი------ ს---–--------მა მიაკითხა ნ---------------------------–ს რუსთაველის გამზირზე, სადაც იმ დროისათვის ცხოვრობდა, მაგრამ ადგილზე არ დახვდა, ტელეფონი ისევ გათიშული ჰქონდა, ამიტომ დაურეკა გ-----------------ეს, რომელიც შეპირდა, რომ მეორე დღეს, შეხვედრისას გადაუხდიდა თანხას. მერე დღეს „--------–----- რესტორან „-------–-–-- ი----თ ს---–--------ი, მისი კომპანიის ბუღალტერი და რ---ა შეხვდნენ გ-----------------ეს. კ---------მ უთხრა, რომ 120 000 ლარი მისცა ყ-----------–ს და აჩვენა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ასახული იყო ფულის გადაცემის ფაქტი. ამაზე მოწმემ კ---------ს უთხრა: „გ------ი, შენ ხომ იცი, რომ ეს თანხა ანგარიშზე უნდა ჩაგერიცხა“. ვიდეო-ჩანაწერზე ასახული იყო მხოლოდ ფულის ნაწილის გადაცემა, თუმცა გ------იმ ი------ს უთხრა, რომ მთლიანი თანხა ჰქონდა გადაცემული. ი------ ს---–--------ის ჩვენებით, იგი 30 სექტემბერს ესაუბრა კ---------ს და შეხვდა 1 ოქტომბერს, შესაბამისად, ვიდეოც 1 ოქტომბერს ნახა. ს---–--------მა ჰკითხა კ---------ს, თუ რატომ გაყიდა უფრო იაფად. ეს კ---------მ იმით ახსნა, რომ სახელმწიფოს წინაშე რაღაც ვალდებულებები ჰქონდა.
მოწმე თ------–------ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი იცნობს როგორც გ-----------------ეს, ისე ნ---------------------------–ს. მათთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, რადგან მუშაობდა ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტზე. მოწმეს დაუკავშირდა გ-----------------ე და მისგან შეიძინა 5-6 მანქანა, დაახლოებით 120 ტონა ბიტუმი. მოწმემ აჩვენა, რომ გ-----------------ე, ნ---------------------------–ი და თვითონ ერთმანეთს შეხვდნენ მოწმის სასტუმროში, რომელიც მდებარეობს ა----–-----–-- გამზირზე. შეხვედრაზე კ--------- და ყ----------–ი ერთად მივიდნენ, წ-----ს მხოლოდ კ--------- ესაუბრებოდა, კ--------ის წინადადება მისთვის მისაღები იყო. შეთანხმების მიხედვით, ბიტუმის ტრანსპორტირება ვაზიანიდან უნდა მომხდარიყო, მანქანებს წინ წ-----ს მძღოლი ჩაუდგებოდა და აცნობებდა, რომ ბიტუმი მასთან იყო. თანხა, ნაღდი ანგარიშსწორებით, გადაუხადა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შემდეგ, მაგრამ მოწმემ ზუსტად ვერ გაიხსენა თანხის გადაცემის მომენტი: წინასწარ, სასტუმროში, თუ როდესაც ბიტუმით დატვირთული მანქანების დანიშნულების ადგილისკენ დაძვრისას. წ-----სთვის ცნობილი იყო, რომ ბიტუმი ირანელ პირს ეკუთვნოდა, რომელიც მას ქართული საწარმოს მეშვეობით ყიდიდა. მოწმის ჩვენებით, ბიტუმის დაცლისას მოხდა ინციდენტი, კერძოდ, ბიტუმის გაცხელების შემდეგ, რასაც 24 საათი სჭირდება, მძღოლებმა არ დაცალეს ბიტუმი, რასაც იმით ხსნიდნენ, რომ ფული არ იყო გადახდილი. წ-----მ, როგორც ტვირთის მესაკუთრემ, რომელსაც მასში თანხა ჰქონდა გადახდილი, მოითხოვა ბიტუმის დაცლა. დიდი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ფინანსური პოლიციის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების ჩარევის შედეგად, ბიტუმი დაიცალა. ამის შემდეგ მოწმე გ-----------------ეს შეხვდა პოლიციაში, რომელმაც უთხრა, რომ თანხა, რომელიც თ----- წ-----სგან აიღო, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა და იმ მიზეზით იყო მისული პოლიციაში, რომ შუამავალ პირს არ გადაესწრო საზღვარზე.
მოწმე გ------ი ჯ----–--–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის შპს „---------- მთავარი ბუღალტერი. დაახლოებით ერთი წლის წინ შპს „---------- 9 ერთეულ მანქანაში მოთავსებული ნავთობის ბიტუმი ბუღალტრულად, მკაცრი აღრიცხვის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, გადასცა შპს „--------------, თუმცა მოვალეს შესაბამისი თანხა არ ჩაურიცხავს. მოწმემ აღწერა პროცედურა, რომ როდესაც პროდუქცია შემოდის საზღვარზე, საქონლის გაყიდვის შემთხვევაში, მას უკავშირდება გაყიდვების მენეჯერი და მკაცრი აღრიცხვის ანგარიშ-ფაქტურა ეგზავნება მყიდველს. ამ შემთხვევაშიც შევსებული ნავთობპროდუქტების ანგარიშ-ფაქტურა, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით, გაუგზავნა შპს „მ-------------- ბუღალტერს, რომელმაც დაადასტურა მიღება. როგორც მოწმემ გაიხსენა, ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა 240 145 ლარის ღირებულების საქონელზე. მანვე განმარტა, რომ მას, როგორც ბუღალტერს კომპანიის საბანკო ანგარიშებთან წვდომა არ ჰქონია, საბანკო ანგარიშებთან წვდომა ჰქონდა ფინანსურ დირექტორს, ან დირექტორს. მოწმის ჩვენებით, იგი შპს „----------ს გაყიდვების მენეჯერთან ერთად მივიდა ფინანსურ პოლიციაში, შაბათს ან კვირას, სადაც გადაამოწმეს დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ საქონელი გადაყიდული იყო უფრო დაბალ ფასად, ვიდრე თვითონ შპს „---------- მიჰყიდა შპს „-------------- (ერთეული 400 აშშ დოლარად, ან უფრო იაფად, მაშინ როდესაც თვითონ 435 აშშ დოლარად ყიდიდნენ), ამან მაშინვე გაუჩინა კომპანიას ეჭვი. მოწმის ჩვენებით, იგი რესტორანში შეხვდა გ-----------------ეს, სადაც მან უთხრა, რომ ბიტუმის საფასური გადასცა ნ-------------- ყ-----------–ს, რის დასადასტურებლადაც ვიდეოც აჩვენა, რომელზეც ჩანდა, რომ 130 000 თუ 140 000 ხელზე გადასცა ყ-----------–ს.
მოწმე ნ-----–-----------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი იცნობს ორივე ბრალდებულს. ნ-----–----------------- გ-----------------ეს დაეხმარა 6 ერთეულ მანქანაში მოთავსებული ბიტუმის მისთვის ნაცნობ კომპანიაზე გაყიდვაში. საქონლის ღირებულების თანხის გადაცემა მოხდა თ----- წ-----ს სასტუმროში, ა----–-----–-- გამზირზე, სადაც იმყოფებოდნენ ნ-----–-----------------, როგორც თ----- წ-----ს წარმომადგენელი, გ-----------------ე და ნ-------------- ყ-----------–ი. თ------–------ გ-----------------ეს გადასცა 6 მანქანა ბიტუმის საფასური, გ-----------------ემ კი თ----- წ-----ს გადასცა ზედნადები. შემდეგ მანქანაში, ნ-----–----------------ის თანდასწრებით, გ-----------------ემ მიღებული თანხა გადასცა ნ-------------- ყ-----------–ს. გ-----------------ემ ნ-----–-----------------ს სთხოვა თანხის გადაცემა ტელეფონით დაეფიქსირებინა, რადგან ყ-----------–ს რაიმე დოკუმენტი უნდა გადაეცა თანხის მიღების დასადასტურებლად, რაც არ ჰქონდა. შემდეგ ეს ვიდეოჩანაწერი გადასცა გ-----------------ეს. ჩანაწერში ჩანდა, რომ თანხას ითვლის გ-----------------ე. მოწმის ჩვენებით, 1 ტონა ბიტუმის ფასი იყო დაახლოებით 400-450 აშშ დოლარი. გზაში, როდესაც ნ-----–----------------- და გ-----------------ე მიდიოდნენ ლ--–--- ტერმინალზე, დარეკა თ------–------ და შეატყობინა, რომ მძღოლები ბიტუმს არ ცლიდნენ. ამის შემდეგ გ-----------------ე ცდილობდა ნ---------------------------–თან დაკავშირებას, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გარდა ამისა, გ-----------------ე ნ----- ყ-----------–ისგან ელოდებოდა ჩეკს. ამის გამო გ-----------------ემ მიმართა ი--------------- პოლიციას, ს----ანაც გადაამისამართეს ძველი თ---–---------------–---–-- მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ნ-------------- ყ-----------–მა საქართველო დატოვა ფულის გადაცემის შემდეგ.
მოწმე გ------ი გ-------–-ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი იცნობს გ-----------------ეს, ხოლო ნ---------------------------–ს - არა. მოწმეს გ-----------------ესთან აკავშირებდა ბიზნეს საქმიანობა, კერძოდ, მისგან შეიძინა 2 მანქანა ბიტუმი, დაახლოებით 50 ტონა; 1 ტონა - 400 აშშ დოლარად. გ-----------------ემ ელექტრონულად გადაუგზავნა ანგარიშ-ფაქტურა, თანხა კი - 50 000 ლარამდე ხელზე გადასცა. თანხის გადაცემისას გამოიწერა ჩგდ. ტვირთი დაიცალა ქ-----------------–-. რაიმე ინციდენტს ჩამოცლის დროს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ს-----------–-----ი, რომელმაც დაადასტურას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და ავთენტურობა და დაეთანხმა მათ.
2018 წლის 29 იანვრის ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაჩხრეკილ იქნა ნ---------------------------–ის ბინა, მდებარე ქ. თბილისში, გ--------–----------------------, რის შედეგადაც ამოღებული იქნა დოკუმენტაცია, ირანის რესპუბლიკის მიერ ნ---------------------------–ის სახელზე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი და ორი ცალი შპს ბეჭედი (ტომი II, ს.ფ. 117-122).
2018 წლის 17 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ------–------ ამოიცნო ნ---------------------------–ი, რომელიც მან 2017 წლის 30 სექტემბერს დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, ა----–-----–-- ქ---------–- მდებარე სასტუმროს კაფეში გ-----------------ეს ახლდა. იგი არის ირანელი პიროვნება, დაახლოებით 45 წლის ასაკის, დამახასიათებელი თვალით. აღნიშნული პირი თანხის მიცემის შემდეგ ეხმარებოდა გ-----------------ეს თანხის პოიეთილენის პარკში ჩაყრაში (ს.ფ. 51-54).
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ნ----- ა------– ყ-----------–ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით ჩადენილ ქმედებას უტყუარად ადასტურებს, კერძოდ, - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული დოკუმენტაცია, ა---–------------------------გან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერი, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტაცია და დათვალიერების ოქმები.
ბრალდებულმა გ-----------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი წარმოადგენს შპს „--------------, რომელიც აწარმოებდა ბიტუმის რეალიზაციას. მას წარსულში ერთხელ ჰქონდა საქმიანი შეხება ნ---------------------------–თან, იმ შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდა ჩვეულებრივად. ამ საქმეზე ნ---------------------------–ი დაუკავშირდა მის ორგანიზაციას და შესთავაზა 9 მანქანა ბიტუმი, ნაღდი ანგარიშსწორების პირობით. მისთვის ნაღდი ანგარიშსწორება არ იყო ხელსაყრელი, რადგან ასეთ შემთხვევაში მას ნაკლები სარგებელი დარჩებოდა. ამის გამო ნ---------------------------–მა შესთავაზა, რომ იმ 10 აშშ დოლარს, რაც გ-----------------ისთვის უნდა გადაეხადა შემძენს (ქარხანას), თვითონ მისცემდა, თუკი ნაღდი ფულით გაყიდიდა. შეთანხმდნენ, რომ ბიტუმის გაყიდვის შემთხვევაში გ-----------------ე მიიღებდა თავის ანაზღაურებას - 2000 აშშ დოლარს, რაც მიიღო კიდეც ნ---------------------------–ისგან. ბრალდებულმა განმარტა, რომ ერთეული ბიტუმი აიღო 440 აშშ დოლარად და გაყიდა 400 აშშ დოლარად, რაც იმით ახსნა, რომ განბაჟების შემდეგ, იმავე დღეს თუ არ მოხდა ამ ნავთობპროდუქტის რეალიზაცია, გადასახდელია ფრახტი, 100 აშშ დოლარი ერთ მანქანაზე. ანუ თუ ვერ გაყიდიდა, ყოველდღე მეპატრონეს მოუწევდა 900 აშშ დოლარის გადახდა. ამიტომაც, რეალიზატორებს ურჩევნიათ გაყიდონ უფრო იაფად, რომ არ დაზარალდნენ. ასევე შესაძლებელია, ღირებულებაზე უფრო იაფად გაყიდოს რეალიზატორმა, თუკი კონკრეტული პარტიის განბაჟებისას დღგ არ გადაუხდია, რადგან ეს გადასახადი წინასწარ ჰქონდა გადახდილი და განბაჟებისას დღგ ჩაითვალა. შპს „--------------–- ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, რომ ძვირად ნაყიდი პროდუქტი უფრო იაფად გაუყიდია. ბრალდებულის განმარტებით, როდესაც პირი აცხადებს, რომ ტვირთი მისია, ამის დადასტურება ძალიან იოლად ხდება. ბიტუმის ბიზნესში მესაკუთრის დადგენა შეიძლება ერთი, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შემოწმებით, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, და მეორე, - „კანონით“, რომ მძღოლი მხოლოდ მეპატრონეს ემორჩილება. გ-----------------ის ჩვენებით, ნ---------------------------–მა მას უთხრა, რომ შპს „---------------- გამოწერდა ანგარიშ-ფაქტურას. გ-----------------ემ მას მისცა კომპანიის რეკვიზიტები და ნახევარ საათში ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები ატვირთული იყო. აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ ნ---------------------------–ი ტვირთის მეპატრონე იყო. გ-----------------ემ ნ---------------------------–ის უთხრა, რომ მანქანები თბილისში შემოეყვანა, რაზეც მარტივად დათანხმდა, მეორე დილას კი დაურეკა და ტვირთის მიღება სთხოვა. გ-----------------ის ჩვენებით, იგი, როგორც წესი, ფულს საბანკო ანგარიშზე რიცხავდა და თანხის ხელზე მიცემას ერიდებოდა, თუმცა, თუ მხარეებს საერთო ბანკში არ აქვთ ანგარიშები გახსნილი, შეიძლება ჩარიცხული ფული გამყიდველმა ორშაბათამდე ვერ აიღოს, ასეთ შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორებით სწორდებოდნენ. კ---------მ 130 000 ლარი გადასცა ყ-----------–ს და მოითხოვა ჩგდ-ს, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გადაცემა, რომლითაც პირი ადასტურებს ფულის მიღებას. ყ-----------–მა უთხრა, რომ რაკი ფულს მთლიანად არ აძლევდა, მხოლოდ ერთ ჩგდ-ს გამოუწერდა, მთლიანი ფულის დაფარვის შემდეგ კი, საბოლოო ჩგდ-ს მისცემდა. ვინაიდან მანქანები ჯერ კიდევ არ იყვნენ შესული ქარხანაში, გ-----------------ემ, თავის დაზღვევის მიზნით, ფულის მიცემის ფაქტი გადაიღო. იმ დღეს მანქანების ყველა მძღოლი დაემორჩილა ნ---------------------------–ს. შემდეგ, კვირა დღეს, როდესაც მანქანები მზად იყვნენ დასაცლელად, გ-----------------ეს დაუკავშირდნენ ქარხნებიდან და შეატყობინეს, რომ ტვირთს არ ცლიდნენ. ეს მისთვის საგანგაშო არ ყოფილა, ვინაიდან ფული არ ჰქონდა ბოლომდე გადახდილი, გადასახდელი ჰქონდა თანხის მესამე ნაწილი. ბრალდებულმა აჩვენა, რომ თანხის მეორე ნაწილის სახით 215 000 ლარი უნდა გადაეცა ნ---------------------------–ისთვის, კურსთა შორის სხვაობის გამო, მცირე უთანხმოება მოუვიდათ, საბოლოოდ, კი დაახლოებით 215 700 ლარის გადახდაზე შეთანხმდნენ. ამ თანხის გადაცემის შემდეგ გ-----------------ე ელოდებოდა მანქანების დაცლას. ნ---------------------------–მა მას უთხრა, რომ ერთ ადამიანს ნახავდა, თვითონ კი ქარხანაში წასულიყო და ისიც მივიდოდა. არც ეს ყოფილა გ. კ--------ისთვის საეჭვო, რადგან ქარხნებში დარეკილი ჰქონდა, ყველაფერი ოფიციალურად იყო დადასტურებული და ვერსად გაექცეოდნენ. კ--------- მივიდა ორხევში მდებარე ქარხანაში ხ--------------ან ერთად, რათა შეეტყობინებინა, რომ მანქანები დაიცლებოდა. გზიდან დაურეკა ყ-----------–ს, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამის გამო, მაშინვე წავიდა აეროპორტში, რომ გაეგო უახლოესი ნახევარი საათში ხომ არ იყო დანიშნული ფრენა, ასეთ შემთხვევაში, მისი მოლოდინით, ყ-----------–ი იქ იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ რეისი დანიშნული იყო ღამის 12-ის ნახევარზე, 5 საათში. აეროპორტში რომ მიდიოდა, დაურეკა უცხო პიროვნებამ, რომელიც გაეცნო, როგორც ვინმე რ---ა და იკითხა, თუ სად იყო ყ-----------–ი. უცხო პირმა უთხრა, რომ ტვირთი მისი იყო, ყ-----------–ს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ჰკითხა, ფულს როდის მისცემდა. მას გ-----------------ემ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა გადახდილი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ნ---------------------------–ი მის გვერდით იყო და იმ დროს ერთად მოქმედებდნენ. რ---ას უთხრა, რომ მეორე დღეს მისცემდა ფულს. მივიდა ქარხანაში, სადაც მხოლოდ ყ-----------–ს კითხულობდნენ და არა რ---ას. ამის შემდეგ კი წავიდა პოლიციაში მ------------------------, სადაც ითხოვა, რომ ადამიანისთვის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა არ მიეცათ. პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ წასულიყო იმ რაიონის პოლიციაში, სადაც ფული გადასცა. წავიდა პოლიციის მითითებულ განყოფილებაში და გამომძიებელი მიიყვანა იმ ადგილას, სადაც ფულის გადაცემა მოხდა. შემდეგ გააგრძელა განცხადების დაწერა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, რადგან ქარხნებიდან ურეკავდნენ; მასთან ურთიერთობისას არ იყვნენ მიჩვეულები, რომ რაიმე პრობლემა შეჰქმნოდათ და უხერხულად გრძნობდა თავს. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. შემდეგ, ჩვენების მიცემის დროს დაურეკეს ქარხნიდან და უთხრეს, რომ ტვირთი დაიცალა. გამომძიებელმა აუხსნა, რომ ვინაიდან ტვირთი დაიცალა, თუკი ამ წუთამდე დაზარალებულად უნდა ჩათვლილიყო, ასეთი უკვე აღარ იყო. მანაც გადაწყვიტა, აღარ ეჩივლა. იმ ღამეს დაურეკა რ---ას და შეუთანხმდა მეორე დღეს, 12:00 საათზე, რესტორან „-------–-–-- შეხვედრაზე. ადგილზე მივიდნენ რ---ა და ი----თი, რომელმაც ქართულიც იცის. მათ უთხრეს, რომ იყვნენ ტვირთის მეპატრონეები, ნ---------------------------–ი კი მათი წარმომადგენელი იყო. გ-----------------ემ ყველაფერი მოუყვა და ვიდეოც ანახა, რომელზეც ჩანდა, რომ ფული გადახდილი ჰქონდა. ჰკითხეს, თუ რატომ არ გადაიღო დარჩენილი ფულის გადაცემის პროცესი, რაზეც გ-----------------ემ უპასუხა, რომ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, როდესაც სამნი იყვნენ, შემდეგი ანგარიშსწორებისას მხოლოდ ის და ნ---------------------------–ი იყვნენ და ფულის გადაცემასთან ერთად ვიდეოს გადაღება არ გამოდიოდა, თან მანქანები უკვე ქარხნებში იყო და აღარ სჭირდებოდა თავის დაზღვევა. მათ უთხრეს, რომ ნ---------------------------–ის ვერ პოულობდნენ. შეთანხმდნენ, რომ ისინიც მოძებნიდნენ და თვითონაც მოძებნიდა ყ-----------–ს. ბრალდებულმა რ---ას უთხრა, რომ ტელეფონი 24 საათის განმავლობაში ჩართული ექნებოდა და როგორც კი ნახავდა ყ-----------–ს, შეეტყობინებინა. შემდგომში რ---ამ უთხრა, რომ ნ---------------------------–ი ნახა და როგორც მან უთხრა, ფული არ აუღია. სთხოვა რ---ას, რომ შეეხვედრებინა ყ-----------–ი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ როდესაც შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ყ-----------–ი ვერ მოიტყუებდა. მისივე ჩვენებით, იზათა სეითი რ---ასთან ერთად ნახა რ---ასთან შეხვედრიდან მეორე დღეს.
ბრალდებულმა ნ---------------------------–იმ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი გ-----------------ეს არ იცნობდა. მას დაურეკა ს---- რ---ამ და უთხრა, რომ ვალეს საზღვარზე 9 მანქანა ბიტუმი ჰქონდა გასაყიდად გაჩერებული და შესთავაზა გაყიდვა. ბრალდებული ნ---- ხ----------ეს შეეხმიანა, რომელმაც უთხრა, რომ 10 მანაქანა სჭირდებოდა. ს---- რ---ას შეუთანხმდა, რომ 410 აშშ დოლარად თუ გაყიდიდა, 10 აშშ დოლარი მისთვის უნდა მიეცა. ყ-----------–ი, ს---- რ---ა და ნ---- ხ----------ე ნაღდი ფულით 410 დოლარის გადახდაზე შეთანხმდნენ. ფული წინასწარ უნდა გადაეხადათ, რის შემდეგაც დაიცლებოდა მანქანები. მანქანები საბაჟოდან გამოვიდნენ, ნაწილი ხაშურში გაჩერდა, ორი მანქანა „--------–-- და ერთი - ოზურგეთში. ნ---------------------------–ს ირანიდან დაურეკეს, რომ ნათესავი ავარიაში მოყვა და რაც შეიძლება სწრაფად ჩასულიყო ირანში. მან ემზათს უთხრა, რომ სწრაფად მისულიყო ტვირთთან და სანამ არ გადაიხდიდნენ, არ ჩამოეტვირთათ. შეხვდა ს---- რ---ასაც, რომელმაც უთხრა, რომ წასულიყო ირანში და თვითონ ჩამოტვირთავდა. ირანში ყოფნისას დაუკავშირდა ვინმე იმ კომპანიის ხელმძღვანელი და უთხრა, რომ თბილისში მას აღებული ჰქონდა მისი კომპანიის ფული. ნ---------------------------–მა მას უჩვენა 20 000 ლარი და უთხრა, რომ რაც აიღო, მისი ფული იყო. შემდეგ ს---- რ---ას უთხრა, რომ ძმები ხ----------ეებისთვის და გ-----------------ისთვის ეჩივლა და თვითონ ჩვენებას მიცემდა. როდესაც გამომძიებელმა დაიბარა, ბრალდებულმა მას ყველაფერი აუხსნა. 2 თვის შემდეგ მეჩეთში იმყოფებოდა, როდესაც პოლიციელებმა დააკავეს. ყ-----------–ის თქმით, მას გ-----------------ე ორჯერ ჰყავს ნანახი, პირველად, როდესაც ფულს უხდიდნენ და მეორედ - სასამართლოში. კომპანიის ს----ენტიფიკაციო კოდი ნ---- ხ----------ემ გაუგზავნა ტელეფონით, რაც შემდეგ, როგორც კლიენტს, გადაუგზავნა ს---- რ---ას. სხვა არაფერი იცის, თუ ვინ გადაიხადა და ვინ არ გადაიხადა თანხა. ფული, რაც აიღო, ლ---- ხ----------ის ვალი იყო, რაც 3 წლის წინ მისცა და ის ფული გადაუხადა. ნაწილი კიდევ დარჩა, 214 000 ლარი ჰქონდა გადასახდელი, 120 000 ლარი მისცა, დანარჩენი კი გადასახდელი დარჩა. ბრალდებულმა უარყო, რომ რესტორან „----------–-------“, ან ლილოში შეხვდა გ-----------------ეს, ასევე, რომ საბუთის მისაღებად შეხვდნენ ერთმანეთს „--------–----- და რომ 700 ლართან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდათ. აჩვენა, რომ მეორედ ფული ნ----- მისცა და არ დაუნახავს მანქანაში გ-----------------ე იჯდა თუ არა. ბრალდებულმა უარყო, თითქოს ტელეფონი გათიშა და გ-----------------ეს უთხრა: რაკი ფული მთლიანად გადამიხადე, წავალ, საბუთს ავიღებ და ქარხანასთან მოვალო. ტელეფონი მხოლოდ მას შემდეგ გათიშა, რაც სომხეთში წავიდა, 10 დღის შემდეგ. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ 8-10 დღით ადრე იყვნენ წ-----სთან და მისცეს ფული. ბრალდებულმა ფარულ ჩანაწერში რ---ასთვის ნათქვამი სიტყვები, რომ 40 000 ლარი აიღო, ახსნა იმით, რომ უნდოდა, მისთვის ასე ეთქვა, რეალურად კი 120 000 ლარი ჰქონდა აღებული. აღნიშნული 120 000 ლარი კი მისი კუთვნილი ფული იყო.
წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ქმედების გ-----------------ის მიერ ჩადენა. არც ერთი დაკითხული მოწმის ჩვენებით უტყუარად არ დადასტურებულა თუ ვინ მონაწილეობდა თაღლითობაში ნ----- ყ-----------–თან ერთად. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობაში გ-----------------ის მონაწილეობაზე საუბრობს მხოლოდ დაზარალებული ს-----------------–------და, რომლის პოზიციაც წარმოადგენს მის ვარაუდს და ცალსახად იმის თქმა, რომ ნ----- ყ-----------–ი და გ-----------------ე შეთანხმებულად მოქმედებდნენ, არ შეუძლია. მხედველობაშია მისაღები ბრალდებულ გ. კ--------ის მოქმედებაც, რომელიც მან შემთხვევის შემდეგ გააკეთა, კერძოდ, ის ცდილობდა ტელეფონის მეშვეობით ნ----- ყ-----------–თან დაკავშირებას, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა ტელეფონი გამორთო, კ--------- მივიდა აეროპორტში, ხოლო შემდეგ მიმართა პოლიციას და სთხოვა, რომ ყ-----------–-----ის საზღვრის კვეთის საშუალება არ მიეცათ. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ გ. კ--------- წინასწარ შეთანხმებული იქნებოდა ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაზე, იგი ამგვარ ქმედებებს არ განახორციელებდა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში დასმულ საკითხებს, რომელიც თითქოს გ-----------------ის ბრალეულობას ადასტურებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით თავად გ-----------------ემ განმარტა თითოეული თავისი ქმედება და ახსნა, თუ რატომ გადაუხადა თახა ნ----- ყ-----------–ს 30 სექტემბერს ხელზე, რატომ გაყიდა ბიტუმი უფრო იაფად და რატომ გადაიხადა თანხის ნაწილი. მისი ჩვენებით, მან ერთეული ბიტუმი აიღო 440 აშშ დოლარად და გაყიდა 400 აშშ დოლარად, რაც იმით ახსნა, რომ განბაჟების შემდეგ, იმავე დღეს თუ არ მოხდებოდა ამ ნავთობპროდუქტის რეალიზაცია, გადასახდელი იქნებოდა ფრახტი, - 100 აშშ დოლარი ერთ მანქანაზე. ანუ თუ ვერ გაყიდიდა, ყოველდღე მეპატრონეს მოუწევდა 900 აშშ დოლარის გადახდა. ამიტომაც, რეალიზატორებს ერჩივნათ გაეყიდათ უფრო იაფად, რომ არ დაზარალებულიყვნენ; გ-----------------ემ ასევე განმარტა, რომ იგი, როგორც წესი, ფულს საბანკო ანგარიშზე რიცხავდა და თანხის ხელზე მიცემას ერიდებოდა, თუმცა, თუ მხარეებს საერთო ბანკში არ ჰქონდათ ანგარიშები გახსნილი, შეიძლებოდა პარასკევს ჩარიცხული ფული გამყიდველს ორშაბათამდე ვერ აეღო, ასეთ შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორებით სწორდებოდნენ. კ---------მ 130 000 ლარი გადასცა ყ-----------–ს და მოითხოვა ჩგდ-ს, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გადაცემა, რომლითაც პირი ადასტურებდა ფულის მიღებას. ყ-----------–მა მას უთხრა, რომ რაკი ფულს მთლიანად არ აძლევდა, მხოლოდ ერთ ჩგდ-ს გამოუწერდა, მთლიანი ფულის დაფარვის შემდეგ კი, საბოლოო ჩგდ-ს მისცემდა. ვინაიდან მანქანები ჯერ კიდევ არ იყვნენ შესული ქარხანაში, გ-----------------ემ, თავის დაზღვევის მიზნით, ფულის მიცემის ფაქტი გადაიღო. შემდეგ, კვირა დღეს, როდესაც მანქანები მზად იყვნენ დასაცლელად, გ-----------------ეს დაუკავშირდნენ ქარხნებიდან და შეატყობინეს, რომ ტვირთს არ ცლიდნენ. ეს მისთვის საგანგაშო არ ყოფილა, ვინაიდან ფული არ ჰქონდა ბოლომდე გადახდილი, გადასახდელი ჰქონდა თანხის მესამე ნაწილი. ბრალდებულმა აჩვენა, რომ თანხის მეორე ნაწილის სახით 215 000 ლარი უნდა გადაეცა ნ---------------------------–ისთვის, კურსთა შორის სხვაობის გამო მათ ამასთან დაკავშირებით მცირე უთანხმოება მოუვიდათ, საბოლოოდ კი დაახლოებით 215 700 ლარის გადახდაზე შეთანხმდნენ. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ როდესაც მას რ---ამ დაურეკა, უთხრა, რომ ტვირთი მისი იყო და თანხაც მისთვის უნდა გადაეხადა, კ---------მ მას ჰკითხა ყ-----------–ი საქმეში მასთან იყო თუ არა, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო, ამის გამო კ---------მ რ---ას უთხრა, რომ ბიტუმის თანხას მას მისცემდა (მიუხედავად იმისა, რომ თანხა ყ-----------–-----ის ჰქონდა გადახდილი), რადგან ფიქრობდა, რომ შეხვედრისას უკეთ გაერკვეოდნენ ვითარებაში და ვარაუდობდა, რომ რ---ა და ყ-----------–ი შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ამდენად, მხოლოდ ეჭვის და გაურკვეველი დასკვნების საფუძველზე, რომელსაც აკეთებს ბრალდების მხარე, სასამართლო გ-----------------ის მიმართ ვერ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ეს იქნება, როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა უდანაშაულობის პრ---უმფციის თაობაზე, რომლის თანახმადაც მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ-----------------ემ ნ----- ყ-----------–ს ნაღდი ანგარიშსწორების სახით გადასცა გარკვეული ფულადი თანხა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ გარემოებად.
სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმეში არ არის საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ გ-----------------ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოქმედებდა თაღლითობის ჩადენაში ნ----- ყ-----------–თან ერთად. შესაბამისად, მისი ბრალდებისას სახეზე არ გვაქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რის გამოც გ. კ--------- მიჩნეულ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო ნ----- ყ-----------–ი უნდა გამართლდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას, - ქმედებას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
რაც შეეხება ნ---------------------------–ს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან თანმხვედრი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი მოვლენების თანმიმდევრულობა, მათი ერთიანობაში შეფასებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. დანაშაულებრივი განზრახვის წარმატებით განსახორციელებლად ნ---------------------------–მა ისარგებლა შპს ,----------- წარმომადგენლის ა---–------------------------ ნდობით და მოტყუებით, 2017 წლის 29 სექტემბერს დაეუფლა შპს ,----------- კუთვნილ საგზაო ბიტუმს ღირებულს 240 145 ლარად, რითაც შპს ,----------- მიიღო დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ---------------------------–ი დაეუფლა შპს ,----------- კუთვნილ საგზაო ბიტუმს ღირებულს 240 145 ლარად, რითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მისი შეხედულებისამებრ ესარგებლა აღნიშნული ნივთით და შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტს, როგორც დამთავრებულ დანაშაულს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი ინფორმაცია, დოკუმენტი, ხელშეკრულება, იმეილ-შეტყობინება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებს, რომ ნ---------------------------–მა ისარგებლა შპს ,----------- წარმომადგენლის ა---–------------------------ ნდობით და მისი მოტყუებით, 2017 წლის 29 სექტემბერს დაეუფლა შპს ,----------- კუთვნილ საგზაო ბიტუმს ღირებულს 240 145 ლარად, რითაც შპს ,----------- მიიღო დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. დაზარალებულს ეჭვი არ შეპარვია ყ-----------–ის სანდოობაში, რადგან ეს უკანასკნელი კისრულობდა შუამავლობას ორ კომპანიას შორის დადებული შეთანხმების დროს.
ბრალდებულ ნ---------------------------–ის ჩვენების სანდოობასა და უტყუარობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტიც, რომ მისი ჩვენებით, იგი გ-----------------ეს არ იცნობდა, თუმცა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ იგი გ-----------------ეს იცნობდა და მასთან ჰქონდა გარკვეული ურთიერთობა. აღნიშნული ფაქტი კი მეტყველებს ყ-----------–ის პიროვნებაზე, რომ იგი ატყუებს სასამართლოსაც.
რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, კოდექსის ამ თავში, რომელშიც ასევე შედის 180-ე მუხლი, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ა---–------------------------ ზიანი წარმოადგენს 240 145 ლარს.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი და ნ---------------------------–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ნ---------------------------–ის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-----------------ე გამართლდეს საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გ-----------------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნ---------------------------–ი გამართლდეს საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ნ---------------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
ნ---------------------------–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
1) კომპაქტ-დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
2) ნ---------------------------–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტაცია, ირანის რესპუბლიკის მიერ ნ---------------------------–ის სახელზე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი და ორი ცალი შპს ბეჭედი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი