განაჩენი

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
330100117001921861
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების ლ-----------–---ის და თ---------------–---–ის,ბრალდებულების კ------- შ-----–---–ის, კ-----–-----–---–ის, ი----------–--ისა და კ------- მ-----–-–---–ის,ადვოკატების ლ--------------------------------- - მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე კ------- ი---------- შ-----–---–ის (---------------- - დაბადებულის 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო;

კ---- ი---------- შ-----–---–ის (---------------- - დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;

ი-----------–-----------–---------------------) - დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-------------–------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო;

კ------- გ------- მ-----–-–---–ის (---------------- - დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონი, მე-2 რიგი, კორპუსი #15, ბინა #5 - მიმართ, საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

კ------- შ-----–---–ს, ი----------–--ეს და კ------- მ-----–-–---–ს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ხოლო კ-----–-----–---–ს ბრალად ედება ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 28 მარტს, ქ-------–-------–----–----–-----------------–- მდებარე სილამაზის სალონ ,,მ----------ში“ კ-----–-----–---–მა, კ------- შ-----–---–მა, ი----------–--ემ და კ------- მ-----–-–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ე--------------ს და იქ მყოფ პირებს. კერძოდ, კ-----–-----–---–ი ხელებისა და ფეხების თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმებით, ხოლო კ------- შ-----–---–ი, ი----------–--ე და კ------- მ-----–-–---–ი თანნაქონი ხელკეტების გამოყენებით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ე--------------ს, რითაც გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიადგათ ე--------------ს, ვ----------------სა და თ-------–----–---–ს, ხოლო სილამაზის სალონმა შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კ------- შ-----–---–მა, ი----------–--ემ და კ------- მ-----–-–---–მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით, ხოლო კ-----–-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა კ------- შ-----–---–ის, კ-----–-----–---–ის, ი----------–--ის და კ------- მ-----–-–---–ის მიერ ხულიგნობის ჩადენა; თუმცა, აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მათ მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი.

დაზარალებულმა ე--------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ბრალდებულებთან წარსულში მეგობრობდა, უბნელები იყვნენ და ოჯახებით მეგობრობდნენ. კ------- მ-----–-–---–ი და ი----------–--ე კ--- შ-----–---–ისგან გაიცნო და მათთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. კ--- და კ-----–-----–---–ებმა იცოდნენ, რომ ე--------------ს სილამაზის სალონი ,,მ----------ი“ ჰქონდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ისინი ხშირად სტუმრობდნენ სალონს. მათ მიმართ რაიმე ფინანსური დავალიანება არ ჰქონია. მათ ჰქონდათ ს------ის ვალი, კერძოდ, სასწრაფოდ დასჭირდათ ფული 5000 აშშ დოლარი და კ-----–-----–---–ს ასესხა 2015 წლის დეკემბერში, ან იანვარში (ზუსტად ვერ გაიხსენა). ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით მათ რამდენჯერმე ჰქონდათ საუბარი, რა დროსაც ს------- შეპირდნენ ვალის დაბრუნებას, მაგრამ არ დაუბრუნებიათ და მასთან კონტაქტსაც ერიდებოდნენ. 2017 წლის 28 მარტს ე--------------ი შემთხვევით ქუჩაში შეხვდა კ--- შ-----–---–სა და კ--- მ-----–-–---–ს, ისინი ერთმანეთს მანქანების ფანჯრებიდან მიესალმნენ. ბრალდებულები ს------- მიესალმნენ არა როგორც მეგობრები, არამედ როგორც უცხოები და გზა გააგრძელეს. ამის გამო ს------ი დაეწია მათ და შუქნიშანთან კიდევ ისაუბრეს. ს------მა მათ ჰკითხა, თუ სად და რატომ დაიკარგნენ. ამ დროს მას თანხის დაბრუნებაზე ჰქონდა თუ არა საუბარი, ვერ გაიხსენა. საუბრისას ე--------------ი მანქანიდან არ გადასულა და მან ვერც მანქანებს შორის შეჯახების ფაქტი გაიხსენა. კ--- შ-----–---–ი და კ--- მ-----–-–---–ი მას უხეშად ესაუბრებოდნენ. ს------- მეუღლე - ვ---------------- ახლდა თან. ამის შემდეგ ე--------------ი მეუღლესთან ერთად წავიდა სალონის მიმართულებით, შემდეგ კი – სასადილოდ. დაახლოებით 13:00 საათზე სასადილოდან გამოსულ ე--------------ს შავი ჯიპიდან გადმოსული ოთხი პიროვნება - კ------- შ-----–---–ი, კ-----–-----–---–ი, ი----------–--ე და კ------- მ-----–-–---–ი დაესხნენ თავს. თავდასხმამდე ბრალდებულებს ს------ისთვის არაფერი უთქვამთ, ისინი შეიარაღებულები იყვნენ ბეიზბოლის ჯოხებით (ე.წ. ,,ბიტებით) და ჩაქუჩით. ბეიზბოლის ჯოხები ეკავათ ი----------–--ეს და კ------- მ-----–-–---–ს, ხოლო ჩაქუჩი - კ------- შ-----–---–ს. თითოეული მათგანი ურტყამდა ს-------, ხოლო თავად ხელებით იცავდა თავს. მან ქუჩაში ტანის არეში მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც მოახერხა თავის დაღწევა და სილამაზის სალონში შევიდა. ბრალდებულები ს------- სილამაზის სალონშიც შეყვნენ და იქაც მიაყენეს დაზიანება. იმ დროს სალონში კლიენტები იყვნენ და იქაურობა პანიკამ მოიცვა. სალონში ცემა დაახლოებით 3-4 წუთს გაგრძელდა. სალონში ვიდეო სათვალთვალო კამერებიც არის, რომლის ჩანაწერები სამართალდამცავებმა ამოიღეს. ცემის შედეგად ს------მა დაზიანებები მიიღო ხელებზე და ფეხებზე, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის შემდეგ ს------- უკავშირდებოდნენ ბრალდებულები და მასზე ახდენდნენ ზეწოლას, რომ ჩვენება არ მიეცა. ისინი დაუკავშირდნენ დაზარალებულის მშობლებსაც რუსეთში, რომლებსაც აჩვენეს ვიდეოჩანაწერები და დედამისს უთხრეს, რომ ს------- ჩვენება არ მიეცა მათ წინააღმდეგ. დაზარალებულმა ვერ ახსნა ბრალდებულების მხრიდან მის მიმართ ჩადენილი საქციელის მიზეზი და განმარტა, რომ თავდაპირველად მისი ქცევა არ ყოფილა მათ მიმართ შეურაცხმყოფელი. ს------ის თქმით, გამოძიების ეტაპზე იგი ბრალდებულების მხრიდან ზეწოლის გამო იძულებული გახდა, ნოტარიუსთან მისულიყო და დაეწერა ხელწერილი, რომ პრეტენზია არ გააჩნდა, ხოლო მოგვიანებით პოზიციის შეცვლა ახსნა იმით, რომ მოახერხა და სხვა ქალაქში გაგზავნით ოჯახს უსაფრთხო გარემო შეუქმნა.

დაზარალებულ ვ----------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი იცნობს ბრალდებულებს, თუმცა განსახილველი ფაქტის შემდეგ მათთან არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონია. მოწმეს თბილისში, ვ-–----–----–-------–- გახსნილი აქვს სილამაზის სალონი, სადაც თავადაც მუშაობს. 2017 წლის 28 მარტს, მოწმე მეუღლესთან - ე--------------თან ერთად სამსახურში მანქანით მიდიოდა, გზად შეხვდნენ კ------- მ-----–-–---–ი და კ------- შ-----–---–ი, რომლებიც ასევე მანქანით იყვნენ. გარკვეული დროით მანქანები გვერდი-გვერდ მოძრაობდნენ და ე--------------ი ბრალდებულებს ფანჯრიდან ესაუბრებოდა. ბრალდებულებს კ------- და კ-----–-----–---–ებს ვ-----------------ა და მისი მეუღლის თანხა 5000 აშშ დოლარი ემართათ, რის თაობაზეც ე--------------მა მათ ჰკითხა: „სად დაიკარგეთ, რატომ არ მპასუხობთო“. ამაზე კ------- შ-----–---–ი, რომელიც საჭესთან იჯდა, განერვიულდა, დაიწყო კამათი და უთხრა, რომ ერთი საათის შემდეგ შეხვდებოდნენ. შემდეგ ვ---------------- მეუღლესთან ერთად მივიდა სილამაზის სალონში, საიდანაც გადავიდნენ სასადილოში. როგორც კი სასადილოდან გამოვიდნენ, მაშინვე მათთან გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა კ------- შ-----–---–ი, მხარზე ხელი დაადო ე--------------ს და ხსენებული მანქანისკენ წაიყვანა. ამ დროს მანქანიდან გადმოვიდნენ კ------- მ-----–-–---–ი, ი----------–--ე და კ-----–-----–---–ი, რომლებმაც ბეიზბოლის ჯოხითა და ჩაქუჩით დაუწყეს ცემა ე--------------ს. ამ უკანასკნელს ბრალდებულებმა მაისური შემოახიეს, ს------ი მიწაზე დაეცა, რის შემდეგაც წამოდგა და გაიქცა, მას გაეკიდნენ ბრალდებულებიც. ს------მა სილამაზის სალონში მოახერხა შესვლა, თუმცა ბრალდებულები იქაც შეყვნენ და გააგრძელეს მისი ცემა. ვ---------------- სალონში რომ შევიდა, დაინახა, რომ იქ იყო ჩხუბი, კერძოდ ბრალდებულები ჩაქუჩსა და ხელკეტს თავში და ხელებში ურტყამდნენ ე--------------ს, სალონის კლიენტები და თანამშრომლები კაბინეტებში მიმოიფანტნენ. სალონში ყოფნისას კ-----–-----–---–ს ხელკეტი აღარ ჰქონდა და ხელებს ურტყამდა ს-------, ხელკეტები ჰქონდათ კ--- შ-----–---–სა და ი----------–--ეს, ხოლო ჩაქუჩი – კ--- მ-----–-–---–ს. ჩხუბისას ბრალდებულები ყვიროდნენ, იმუქრებოდნენ და იძახდნენ: ახლა არ მოვკლათო. ისინი იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ უცენზურო სიტყვებით. ჩხუბი ქუჩაში დაახლოებით 1-2 წუთს გაგრძელდა, ხოლო სილამაზის სალონში – 3-4 წუთს. ინციდენტის დროს ე--------------ს თავი გაუტეხეს, ხოლო ვ----------------მ დაზიანება მიიღო მხარზე, რადგან ი----------–--ემ გაშლილი ხელი დაარტყა მხარში. შემთხვევის ადგილას ასევე იმყოფებოდა ავტოსადგომის თანამშრომელი, რომელსაც ბრალდებულებმა სილამაზის სალონში ხელი ჰკრეს, დაარტყეს და ძირს დააგდეს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ პოლიციამ სილამაზის სალონიდან ამოიღო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რაც შემდეგ თვითონაც დაათვალიერა. იმავე საღამოს ე--------------ის მშობლებმა რუსეთში ნახეს ეს ვიდეოჩანაწერები. როგორ მოხვდა მათთან, მოწმე ვერ ხსნის. მოწმეს და მის მეუღლეს არ სურდათ, ეს ამბავი ს------ის მშობლებს გაეგოთ, რომ არ ენერვიულათ. ვ----------------მ უარყო, რომ მანქანებს შორის რაიმე შეჯახებას ჰქონდა ადგილი. მოწმემ აღნიშნა, რომ 28 მარტამდე ე--------------სა და ბრალდებულებს შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

დაზარალებულმა თ-------–----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს „ირაოს“ ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირთან, ყოფილ ამბროლაურის ქუჩაზე. სილამაზის სალონ „მ----------–ი“ მოწმე ინახავს თავის ხალათს, ჯოხსა და სკამს. ვ----------------ს და ე--------------ს იცნობს სახეზე, ასევე სახით იცნობს კ--- და კ-----–-----–---–ებს. 2017 წლის 28 მარტს ე------ი და თავისი მეუღლე იმყოფებოდნენ საკვებ ობიექტ „ლ---–ი“. იქიდან რომ გამოვიდნენ, მოულოდნელად ავტომანქანა გაჩერდა მათ სიახლოვეს, საიდანაც გადმოხტა 4 მამაკაცი, რომელთაგან ერთს ბეიზბოლის ჯოხი ეჭირა, მეორეს – ხის ჩაქუჩი. აღნიშნულმა ფაქტმა მიიქცია მოწმის ყურადღება. ეს პირები ე--------------ისკენ გაიქცნენ. ე------ი ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა სილამაზის სალონისკენ. თ-------–----–---–ი მათ გასაშველებლად შეყვა სალონში, სადაც ქაოსი იყო და ვერაფერი მოახერხა, გაშველებისას ვიღაცამ „გაქაჩა“ მოწმე, რის შედეგადაც იგი წაიქცა და მოჩხუბართა გაშველება ვეღარ შეძლო. წაქცევის შედეგად ლოხიშვილს რაიმე დაზიანება არ მიუღია, რაც ექსპერტიზითაც დადასტურდა. ავტომანქანიდან გადმოსულ 4 პიროვნებას შორის იყვნენ კ---- და კ--- შ-----–---–ები, მათ შორის მაღალს სავარაუდოდ კ----ს, ეკავა ბეიზბოლის ჯოხი, ხოლო მეორეს, კ---ს, – ხის ჩაქუჩი. მოწმემ დაინახა, როგორ წამოდგა ასფალტზე წაქცეული ე--------------ი და გავარდა. წაქცევის დროს ოთხივე მამაკაცი მის გარშემო იყო. ბოლოს შენიშნა, რომ ე--------------ს თავი ჰქონდა გატეხილი და სისხლი მოსდიოდა, ადგილზე სისხლის გუბეც იდგა. მოწმემ ასევე გაიგონა ბიჭების ხმა: ,,წავიდეთ, ეყოფაო“. ინციდენტის მომენტში მოწმემ არ იცოდა კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ მოგვიანებით გაიგო, რომ ეს თანხის გამო მოხდა.

მოწმე ლ-----------–-–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ იგი 2017 წლის 28 მარტს მუშაობდა სილამაზის სალონ „მონ ამორ“-ში. ხსენებულ დღეს მოწმე სამსახურში მივიდა დაახლოებით 14:30 საათზე, რა დროსაც სალონში შევარდა სალონის უფროსი ე--------------ი, რომელსაც შეჰყვა მოწმისთვის უცნობი დაახლოებით 4 პიროვნება, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბეისბოლის ჯოხები და ჩაქუჩი. მოწმემ ვერ გაიხსენა, აღნიშნული პირები იყენებდნენ თუ არა მათ; არც მათი გარეგნობა დამახსოვრებია. ამ მომენტისათვის მოწმე სალონის სავარძელში იჯდა, შესასვლელიდან მარჯვნივ. უცხო პირები ყვიროდნენ და აგინებდნენ ე--------------ს. ლ-----------–-–---–მა თავისი კლიენტი გარეთ გაიყვანა. სილამაზის სალონში პანიკა იყო და სამუშაო პროცესი აღარ გაგრძელებულა. როგორც მოწმემ შემდეგ თავისი თანამშრომლებისგან შეიტყო, ის პირები იყვნენ კ--- და კ-----–-----–---–ები.

მოწმე კ------–-----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მეგობრობს კ--- და კ-----–-----–---–ებთან. მას დაზარალებულ ედმუნ ს------თანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ასევე ერთმანეთთან მეგობრობდნენ შ-----–---–ები და ს------ი. 2017 წლის მარტის თვის ბოლოს მოწმე ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა კ--- შ-----–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ედმუნ ს------მა მის მანქანას შემთხვევით ან სპეციალურად გაუსვა და დააზიანა, რის გამოც სურდა ავტომანქანის მღებავთან მიყვანა. ამ საუბრის დროს ადგილზე მივიდა კ-----–-----–---–იც. ლაპარაკის პროცესში კ--- შ-----–---–მა დააფიქსირა, რომ ტროტუარზე მიდიოდნენ ედმუნ ს------ი და მისი მეუღლე. კ---მ თქვა, წავალ დაველაპარაკები ს------- და ვკითხავ სპეციალურად დამაზიანა თუ შემთხვევითო. კ--- მივიდა ს------თან და ხელი გადახვია მას, უცაბედად ს------მა ხელი ჩამოაწევინა და სახეში დაარტყა, რის შედეგადაც კ--- ძირს დაეცა და გონება დაკარდა. მოწმე და კ-----–-----–---–ი მივიდნენ მათთან, მოწმე კ---ს წამოსაყენებლად მივიდა, ხოლო კ---- ს------- მიმართავდა თუ რატომ დაარტყა მის ძმას. ამ დროს ს------მა მასაც მოუქნია ხელი, დაარტყა და ძირს დააგდო. კ----ს ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ე--------------ი გაიქცა, ხოლო მოწმემ შ-----–---–ები წამოაყენა, მანქანასთან მიიყვანა და თავის მოწესრიგებაში დაეხმარა, რის შემდეგაც მოწმე წავიდა თავის საქმეებზე და ხსენებულ ინციდენტს რა გაგრძელება მოჰყვა მისთვის უცნობია. იმავე დღეს მოწმემ ნახა, რომ შ-----–---–ების სახლში სასწრაფო იყო გამოძახებული, რომლებიც ძმებს სინჯავდნენ და სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

მოწმე ქ-------------–-----მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 28 მარტს იგი მუშაობდა დამლაგებლად ვაჟა-ფშაველას #14-ში მდებარე სალონ „მ----------–ი“. შესაბამისად, იცნობს სალონის მფლობელებს ვ----------------ს და ე--------------ს, რომლებთანაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. მოწმე სილამაზის სალონში ასევე შეხვედრია ძმებს - კ--- და კ-----–-----–---–ებს, რომლებიც მოდიოდნენ ე--------------თან. მოწმემ გაიხსენა, რომ შ-----–---–ებს აღნიშნულ სალონში თმაც შეუჭრიათ და ყავაც დაულევიათ. მოწმის შთაბეჭდილებით, შ-----–---–ებსა და ე--------------ს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 2017 წლის 28 მარტს მოწმემ სალონი 09:30 საათზე გააღო და მას შემდეგ იქ იმყოფებოდა. შუადღის საათები იქნებოდა, როდესაც ე--------------ი და მისი მეუღლე მივიდნენ სალონში, ცოტა ხანში ისინი სალონის გვერდით სასადილოში გადავიდნენ, სადაც სადილობდნენ ხოლმე. 10-15 წუთის შემდეგ ე--------------ი სირბილით შევარდა სალონში, მას მაისური ჩამოხეული ჰქონდა, ს------- უკან კ--- შ-----–---–ი მისდევდა, მოგვიანებით შემოყვათ მესამე პირი და ბოლოს შევიდა კ-----–-----–---–იც, სალონში სულ ოთხი პირი შეყვა ს-------. მოწმის ვარაუდით, ე--------------ი მაგიდაზე არსებულ საგანგაშო ღილაკზე დასაჭერად დაიხარა, რა დროსაც ხსენებული ოთხი მამაკაცი მას ურტყამდა, კერძოდ, კ--- შ-----–---–ი და კიდევ ერთი პირი ჯოხს ურტყამდა. მათგან ყველაზე ნაკლებად კ-----–-----–---–ი ურტყამდა ს-------. ასევე იმ ოთხი პირიდან ერთერთი ჩაქუჩს ურტყამდა ე--------------ს. ისინი დარბაზის შუაში სვეტის გარშემო დასდევდნენ დაზარალებულს, რის შემდეგაც ს------ი დავარდა. მოწმის აღწერით, იმ დროისათვის, როცა ინციდენტი მოხდა, შესასვლელში იჯდა ტანსაცმლის გამყიდველ ქალბატონთან ერთად, სალონში ასევე იმყოფებოდნენ ორი სტილისტი და ერთი მანიკურის სპეციალისტი, ხოლო მეექვსე იყო კლიენტი. ე--------------ს ცემა რომ დაუწყეს, მოწმემ მათ დაუყვირა, რაზეც რეაქცია არ ჰქონიათ, გაშველებას მხოლოდ „სტაიანშიკი“ ცდილობდა. ამ პირებს შეჰყვა ვ----------------ც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიულები არ ყოფილან, არც სხვა პირების მიმართ გამოუხატავთ აგრესია. ამ მოვლენების გამო სალონში მუშაობა შეწყდა, ვ----------------მ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ს------ი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმისთვის ინციდენტის მიზეზი უცნობია.

მოწმე ა-–------------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის კერძო დაცვის თანამშრომელი და სილამაზის სალონი „მონ ამორი“ არის მისი დაცვის ობიექტი. 2017 წლის 28 მარტს მის სამსახურში შევიდა სიგნალი ,,მონ ამორი“-დან, რის საფუძველზეც დაახლოებით 10-15 წუთში გამოცხადდა ხსენებულ ობიექტზე, სადაც დახვდა არეულობა და სისხლის გუბეები. სალონის თანამშრომლები პანიკაში იყვნენ და ზოგი მათგანი ტიროდა. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. მოწმემ როგორც ვიდეოკამერების წვდომაზე უფლებამოსილმა პირმა, დაათვალიერა კამერების ჩანაწერები. სალონში მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე არ ყოფილა და არ იცის რა მოხდა იქ.

მოწმე ლ--–--------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ვარკეთილის მე-4 მ/რაიონის მე-2 რიგში, კორპუსი #14, ბინა #7-ში. მასთან ერთად ცხოვრობენ მისი შვილები კ--- და კ-----–-----–---–ები. მოწმე ძალიან კარგად იცნობს და ახლო ურთიერთობაშია ვ----------------სა და ე--------------თან. 2017 წლის 28 მარტს, დღის 14:30 საათზე მოწმე სახლში იმყოფებოდა. ხსენებულ დღეს იგი დილით გავიდა და როდესაც შუადღისთვის სახლში დაბრუნდა, კ--- და კ-----–-----–---–ები შინ არ დახვდნენ. ისინი სახლში სისხლიანები დაბრუნდნენ, კ---მ მიიყვანა კ----, რომელსაც დაჟეჟილობა ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციელებმა სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ე--------------ს ჰქონდა მისი შვილის - კ----ს ვალი, რაც ნელ-ნელა დაუგროვდა, სულ 10 000 აშშ დოლარი. მანამდე, როდესაც ე--------------ის სიმამრი დაიჭირეს, მას წასასვლელი არსად ჰქონდა და ღამეს თითქმის სულ მის ოჯახში ათენებდნენ; ე------ს ეშინოდა ვ----------------ც არ დაეკავებინათ, რადგან მამამისის დაკავების შემდეგ მის ცოლსაც დევნიდნენ. მოწმემ გაიხსენა, რომ ერთხელ გამთენიისას მივიდა მასთან ე--------------ი და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ფული სთხოვა, რომლის დაბრუნებასაც მოგვიანებით შეპირდა. კ-----–-----–---–მა მას 60 000 რუბლი მისცა. საზღვარზე ე--------------ი და ბავშვი გაატარეს, მაგრამ ვ---------------- არ გაუშვეს, რადგან მის მიმართ საქმე იყო აღძრული. ის ფული არ დაუბრუნებიათ, თუმცა კვლავაც მეგობრებად დარჩნენ. ს------ის ვალი მის შვილებს არ ჰქონიათ, რადგან მას ფული არ ჰქონდა. ბ-----ემ აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებულმა შვილებმა მას უთხრეს, რომ ე------მა მათ მანქანა დაარტყა. კ-----–-----–---–ი სისხლიანი იყო, სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ამ დროს იგი პოლიციამ დააკავა.

მოწმეებმა თ----------------–---–------------–---–---–------–----------------–---–----------------------------------------------–---–----------------------------------------------------------------------------------–---–-----------------------------------------–--–---–--------------------–---–-- სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

2017 წლის 28 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ-------–-------–----–----–-----------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული სილამაზის სალონი ,,---------“, რომელსაც გააჩნია მინის ერთფრთიანი კარი. სალონის ასასვლელი კიბის მეორე საფეხურზე აღინიშნება სისხლის ლაქები. ასევე უშუალოდ სალონში, მეტლახის ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად; მოწითალო ფერის ლაქების ანაფხეკები და ხელის კვლები დ/ფირზე (ტომი I ს.ფ. 4-14).

2017 წლის 29 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------–----–---–მა ამოიცნო კ-----–-----–---–ი, რომელიც 2017 წლის 28 მარტს სამ მამაკაცთან ერთად სცემდა ე--------------ს, სალონ ,,მონ ამორის“ დარბაზში (ს.ფ. 63-68).

2017 წლის 30 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნონნა ბოროდინამ ამოიცნო კ------- შ-----–---–ი (ტომი I, ს.ფ. 254-259).

2017 წლის 30 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ------------–-–---–მა ამოიცნო კ------- მ-----–-–---–ი (ტომი I, ს.ფ. 262-267).

2017 წლის 30 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ------------–-–---–მა ამოიცნო ი----------–--ე (ტომი I, ს.ფ. 270-276).

2017 წლის 31 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------–----–---–მა ამოიცნო ი----------–--ე (ტომი II, ს.ფ. 7-13).

2017 წლის 31 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------–----–---–მა ამოიცნო კ------- მ-----–-–---–ი (ტომი II, ს.ფ. 27-32).

2017 წლის 31 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------–----–---–მა ამოიცნო კ------- შ-----–---–ი (ტომი II, ს.ფ. 45-50).

2017 წლის 30 მარტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #------ დასკვნით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვლებიდან კვალი #1 იდენტურია კ------- შ-----–---–ის მარჯვენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდის; კვლები #2, #3 და #4 იდენტურია კ------- მ-----–-–---–ის ხელის თითის ანაბეჭდის (ტომი I, ს.ფ. 201-108).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ხ-----------------ძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2017 წლის 26 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ ,,როგორც ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----დან ირკვევა, ე--------------ს, 28.03.2017 წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული კლინიკისთვის მიუმართავს 2017 წლის 28 მარტს, სადაც დაესვა დიაგნოზი: სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: თხემის არეში ნახეთქი ჭრილობა და ჭრილობა შუბლის არეში მარცხნივ;

ე--------------ის პირადი შემოწმების მონაცემებით, მარჯვნივ თხემის არეში და მარცხნივ შუბლის მიდამოში აღინიშნებოდა ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები;

დაზიანება თხემის არეში არსებული ნახეთქი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით;

პირადი შემოწმებისას შედარებით უსწორონაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად;

დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს“ (ტომი II, ს.ფ. 228-229).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ე-------–--–---–-, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2017 წლის 12 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა: - პაკეტში წარწერით: ,,...1 (ერთი) ც დოლბანდზე მოწითალო ლაქის ანაწმენდი...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ე--------------ის გენეტიკური პროფილისგან; პაკეტში წარწერით: ,,...ობი.#2, #3, #4, მოწითალო ლაქების ანაფხეკები, აღებული სალონის მეტლახიანი იატაკიდან...“ მოთავსებულ სამ ცალ კონვერტში არსებული მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფხვნილისებრი მასა (ობ. #2-4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე--------------ს (ობ. #5).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი შ-----------–-----ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2017 წლის 30 მარტის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ვ----------------- მონაწილეობით დათვალიერდა სილამაზის სალონ ,,მ----------“-ის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურის მეშვეობით გადაღებული ვიდეოინფორმაცია. ჩანაწერი იწყება 2017 წლის 28 მარტის 14:40:04 საათზე და მთავრდება 14:45:00 საათზე. ფირში ასახულია ვაჟა-ფშაველას გამზირი, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი, სადაც არის პარკირებული ავტომანქანები, ვიდეოჩანაწერში ჩანს საშუალო ზომის სტენდი წარწერით, რაზედაც ვ---------------- განმარტავს, რომ აღნიშნული არის მისი სალონის. ვ------- ასევე განმარტავს, რომ სტენდი განთავსებულია მისი სილამაზის სალონის შესასვლელ კართან. ტროტუარზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება, 14:41:16 საათზე სალონიდან გამოდის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გაივლის რამოდენიმე მეტრს თუ არა, ვიდეოკამერის თვალთახედვის არეალში მარჯვენა მხარეს ტროტუარზე, სალონის მეთოდებით ჩქარი ნაბიჯით მორბის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც სწრაფად შერბის სალონში. ხსენებულ მამაკაცზე ვ---------------- აცხადებს, რომ მამაკაცი არის მისი მეუღლე ე--------------ი, მას უკან მისდევს 30 წლამდე ასაკის, საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალო აგებულების მამაკაცი, რომელსაც აქვს გრძელი შავი ფერის თმები და შავი ფერის მოზრდილი წვერი, მას ტანთ აცვია თეთრი და შავი ფერის ზოლებში გაწყობილი გრძელსახელოიანი მაისური, მასზე ვ---------------- განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მისი და მისი მეუღლის მეგობარი კ------- შ-----–---–ი. მას უკან მოყვება დაახლოებით 40-45 წლის ასაკის მამაკაცი, მსუქანი, საშუალოზე მაღალი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი მუქი ფერის თმით, თეთრი სახით და საშუალო ზომის ცხვირით. საშუალო ზომის ყურებით, რომელსაც თვალებზე ეკეთა შავი ფერის სათვალე, ტანთ ეცვა თეთრი და შავი ფერის ზოლებში გაწყობილი გრძელმკლავიანი მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი. მასზე ვ---------------- განმარტავს რომ აღნიშნული მამაკაცი არის მისი და მისი მეუღლის მეგობარი ი----------–--ე, რომელსაც ასევე ეძახიან ვ----ს. მას ხელში უჭირავს ხელკეტი, რაც სალონის შესასვლელ კართან გადააწოდა კ------- შ-----–---–ს, ისინი შედიან სალონში და იკარგებიან აღნიშნული კამერის თვალთახედვის არეალიდან, რა დროსაც ტროტუარზე ისევ ჩნდება დაახლოებით 47-50 წლამდე ასაკის მამაკაცი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალო აგებულების, კეხიანი ცხვირითა და წინ წამოწეული ნიკაპით, რომელსაც თავზე აფარია ღია ფერის კეპიანი ქუდი და ტანთ აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი. მას ხელში უჭირავს მოზრდილი ჩაქუჩი. მასზე ვ---------------- განმარტავს, რომ აღნიშნულ მამაკაცს ის იცნობს, ხსენებული მამაკაცი არის კ---, რომლის გვარი არ ახსოვს. კ--- არის ი----ს და კ-------ის საერთო მეგობარი. კ---ს უკან მისდევს ავტოსადგომის თანამშრომლის სპეც. ფორმაში შემოსილი მამაკაცი, რომელზეც ვ---------------- განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის თ-------–----–---–ი, რომელიც ვაჟა-ფშაველას #14-ის მიმდებარედ ავტოსადგომზე მუშაობს, თამაზი შედის სალონში, რომელსაც ფეხდაფეხ მიყვება დაახლოებით 31 წლის ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალო აგებულების, შავი ფერის გრძელი თმებით და მოზრდილი წვერით, მას ტანთ აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, კაპიშონიანი ქურთუკი და შავი ფერის შარვალი. ვ---------------- განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მისი და მისი მეუღლის მეგობარი კ-----–-----–---–ი, რის შემდგომაც სალონში შედის შავი ფერის ტანსაცმელში შემოსილი ახალგაზრდა გოგონა, რომელზეც ვ---------------- აცხადებს, რომ არის თავად. სალონის წინ ტროტუართან შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება, რომლებიც იხედებიან სალონის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერში 14:41:59 საათზე ჩანს, რომ სალონიდან სწრაფად გამოდიან ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებზეც ვ---------------- განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მისი სტილისტი ლ-----------–-–---–ი, ხოლო ქალბატონი არის მათი ერთ ერთი კლიენტი. ჩანაწერში ჩანს ისინი ჩქარი ნაბიჯებით როგორ სცილდებიან მიმდებარე ტერიტორიას. ვიდეოჩანაწერში 14:42:27 საათზე ჩანს თუ როგორ გამოდიან სალონიდან ზემოაღნიშნული ოთხი მამაკაცი, რომლებზეც ვ---------------- განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცები არიან კ-------ი და კ-----–-----–---–ები, ი----------–--ე და მათი საერთო მეგობარი კ---, რომლის გვარი არ ახსოვს. ოთხივე მამაკაცი სალონიდან გამოდიან თუ არა მარჯვენა მხრით, საიდანაც მოვიდნენ ფეხით გადაადგილდებიან ტროტუარზე, რის შემდგომაც მალევე იკარგებიან ვიდეოკამერების თვალთახედვის არეალიდან 14:42:31 საათზე, 14:45:00 საათზე ვიდეოფაილი მთავრდება.

#2 ფაილის ჩანაწერი იწყება 2017 წლის 28 მარტის 14:40:01 საათზე და მთავრდება 14:45:00 საათზე. ვიდეოჩანაწერში ასახულია სალონის შიდა ინტერიერი, სადაც 14:41:45 საათზე შეინიშნება, თუ როგორ დარბიან სალონში სალონის თანამშრომლები, ასევე ჩანს, რომ ე--------------ს კ------- შ-----–---–ი სალონში ხელკეტით დასდევს.

#3 ფაილის ჩანაწერი იწყება 2017 წლის 28 მარტის 14:40:01 საათზე და მთავრდება 14:45:00 საათზე. ჩანაწერში ჩანს სალონის შიდა ინტერიერი, სადაც განთავსებულია სამუშაო მაგიდა, მაგიდაზე დევს სხვადასხვა სალონის ინვენტარი, მაგიდასთან სკამზე ზის ახალგაზრდა გოგონა, რომელზეც ვ----------------მ განმარტა, რომ არის სალონის თანამშრომელი მ--------------–--ე. სალონში არის ჩვეულებრივი სამუშაო გარემო, შეინიშნება სალონის პერსონალისა და კლიენტთა მოძრაობა, რა დროსაც სალონში 14:41:24 საათზე შემორბის ვ----------------- განმარტებით მისი მეუღლე ე--------------ი, რომელიც სალონში არეულად მოძრაობს. ის ეგრევე მირბის მაგიდასთან და მაგიდის კუთხეში მარჯვენა ხელით რაღაც საგანს აწვება, რაზედაც ვ---------------- აცხადებს, რომ მაგიდის კუთხეში აქვთ დაყენებული დაცვის სიგნალი, მას ეგრევე თავზე ადგება. ზემოთ აღნიშნული მამაკაცები, მამაკაცი, რომელიც ვ----------------მ კ------- შ-----–---–ის სახელით მოიხსენია, მას ხელში უჭირავს ხელკეტი და გამეტებით ურტყამს ე------ს. ასევე ე------ს ხელ-ფეხს ურტყამს სათვალიანი მამაკაცი, რომელიც ვ----------------მ ი----------–--ედ მოიხსენია. ე------ს ასევე რამდენიმეჯერ დაარტყა მოზრდილი ჩაქუჩი მამაკაცმა, რომელიც ვ----------------მ უწოდა ,,კ---". ე------ი ცდილობს მათგან თავის დაცვას და გარბის უკანა ოთახში. ასევე სალონში შემოდიან ავტოსადგომის თანამშრომელი თ-------–----–---–ი და კ-----–-----–---–ი, რომლებიც ასევე გადიან დარბაზში. სალონში შეინიშნება ქაოსი და არეულობა, მაგიდაზე ინვენტარი აირია, სალონში ასევე შემოდის ვ----------------, რომელიც ასევე გადის დარბაზში, სადაც გადაინაცვლეს მამაკაცებმა. კამერაში ჩნდება თუ როგორ გამოდიან დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯებით ქალი და მამაკაცი. ვ----------------- განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის მისი სტილისტი ლ-----------–-–---–ი, ხოლო ქალბატონი არის კლიენტი. ისინი სწრაფად ტოვებენ სალონს, 14:42:12 საათზე ვიდეოჩანაწერში ჩნდებიან ზემოთ აღნიშნული მამაკაცები, რომლებიც გამოდიან დარბაზიდან, რა დროსაც ვიდეოჩანაწერში ჩანს თუ როგორ იშორებენ ხელის კვრით და ურტყამენ, მოცემულ მომენტში ვ----------------ს, რომელსაც მიაგდებენ სალონში განთავსებულ მაგიდასთან და ტოვებენ სალონს, ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ იღებს მაგიდიდან ვ---------------- მობილურს და საუბრობს მობილურზე.

#4 ფაილის ჩანაწერი იწყება 2017 წლის 28 მარტის 14:40:01 საათზე და მთავრდება 14:45:00 საათზე. ვიდეოჩანაწერში ჩანს სალონის შიდა ინტერიერი, დარბაზში კედლებთან განთავსებულია სარკეები, სარკეების წინ დგას სპეციალური სკამები, რაზედაც ვ---------------- განმარტავს, რომ აღნიშნული სკამები განკუთვნილია კლიენტებისათვის, დარბაზში ასევე დგას სავარძელი, სადაც ზის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელზეც ვ---------------- აცხადებს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მათი სტილისტი ლ-----------–-–---–ი. სალონში არის მუშა პროცესი, სალონის ერთ-ერთ თანამშრომელს ჰყავს კლიენტი, რომელსაც თმას ჭრის. ვ---------------- აცხადებს, რომ კლიენტს ემსახურება მათი თანამშრომელი ნ------------–-–---–ი. 14:41:36 საათზე ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ დარბაზში მყოფნი სწრაფად იხედებიან სალონის შემოსასვლელის მიმართულებით და სალონში შეინიშნება ქაოსი. 14:41:40 საათზე სალონში შემორბის ე--------------ი, რომელსაც ფეხდაფეხ შემოყვებიან ვ-------ს განმარტებით, ძმები კ------- და კ-----–-----–---–ები, ი----------–--ე და ვინმე კ---, რომლებიც დარბაზში ე------ს ურტყამენ. ისინი ეგრევე მივარდნენ ე------ს, რომელიც ცდილობდა მათგან თავის დაღწევას, დარბოდა დარბაზში, მაგრამ უშედეგოდ. მათ ე------ი დაადგეს შუა დარბაზში, კ-------ი, ე------ს ძლიერად ურტყამდა ხელჯოხს, ხოლო კ---- და ვ---- ე------ს აკავებდნენ. ამ დროს ვ----მ კ-------ს გამოართვა ხელკეტი და მანაც ძლიერად რამოდენიმეჯერ დაარტყა ე------ს ხელკეტი სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ე------ს ასევე ჩაქუჩს ურტყამდა ვ-------ს განმარტებით კ---. ისინი ე------ს ასევე ძლიერად ურტყამდნენ ხელ-ფეხს, მათ ასევე სალონში შემოყვა თ-------–----–---–ი. თამაზი შეეცადა ე------ის დახმარებას, ცდილობდა მათ გაშველებას, მაგრამ ხსენებულმა მამაკაცებმა, კონკრეტულად კი ი----მ, მას ხელი მოჰკიდა სპეც. ფორმაზე და იქვე კუთხეში სავარძელთან დააგდო, რომელსაც ასევე ფეხს ურტყამს კ---, რომელსაც ხელში უჭირავს მოზრდილი ზომის ჩაქუჩი. სალონის პერსონალი ცდილობს მათ გაშველებას, მაგრამ უშედეგოდ. 14:42:18 საათზე ხსენებული მამაკაცები სწრაფად ტოვებენ სალონს. სალონის დარბაზის იატაკზე შეინიშნება მუქი ფერის ლაქები, რაზედაც ვ------- აცხადებს, რომ აღნიშნული ლაქები არის მისი მეუღლის ე--------------ის სისხლი. ე------ი დგება ფეხზე მიდის სალონის გასასვლელის მხარეს, შემდეგ ეგრევე ბრუნდება უკან დარბაზში და იმუხლება, მას სახეზე აღენიშნება დაზიანების კვალი, მას ხელი უკიდია თავზე და იატაკის მიმართულებით იხედება. დარბაზი არის არეული. დარბაზში მოძრაობენ სალონის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ ე------ის დახმარებას, მას აწვენენ იატაკზე და უწევენ სამედიცინო დახმარებას. ე------ს მატერიით უხვევენ თავს, რის შემდგომაც 14:44:14 საათზე ე------ი დგება და მოძრაობს დარბაზში. 14:44:40 საათზე იგი ისევ ჯდება იატაკზე, მას სახეზე და სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რის შემდგომაც 14:45:00 საათზე ვიდეოფაილი მთავრდება (ტომი I, ს.ფ. 213-217).

აღნიშნული ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზეც, მხარეთა უშუალო მონაწილეობით.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ა------------------–ის, დ-----------------------------------------------–-–---–-----------------------------------------–--------------–----------------–---------------–---–---------------–-----------------------------–---–-- ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

გამოკვლეულ და მხარეთა შორის არასადაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლო დაუდასტურებლად მიიჩნევს კ------- შ-----–---–ის, კ-----–-----–---–ის, ი----------–--ისა და კ------- მ-----–-–---–ის მიერ ხულიგნობის ჩადენას, ვინაიდან აღნიშნულ დანაშაულს ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი (შედეგი); 2. ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხულიგნობისათვის დამახასიათებელ მეორე ნიშანზე - საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვაზე და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი (სუბიექტური და ობიექტური): 1. ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა ისე, როგორც სურს (სუბიექტური მომენტი); 2. მისი ამ განწყობის დემონსტრირებისათვის პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს (ობიექტური მომენტი).

სწორედ ამიტომ, როგორც წესი ხულიგნობას სჩადიან თავშეუკავებელი, უკიდურესად ეგოისტი პირები, რომლებიც ხშირად დაბალი ინტელექტითაც გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, არ ჩაითვლება ხულიგნობად ნაცნობებს შორის პირადი მოტივით ჩხუბის ატეხვა, რასაც ახლდა ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და ცხოვრების ნორმალური რიტმი. ამ დროს პირს ამოძრავებს პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაამტკიცოს თავისი ყოვლისშემძლეობა, ე.ი. ეს პირი ამ შემთხვევაში არ გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი (თუმცა სახეზეა საზოგადოებისადმი გარკვეული უპატივცემულობის გამოხატვა);

სუბიექტური მხრივ ხულიგნობის მოტივს და მიზანს წარმოადგენს პირის მისწრაფება, დაუპირისპირდეს საზოგადოებას, დაუმტკიცოს მას აგრესიული ქმედების ჩადენით, რომ არაფრად თვლის გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რაც მისი აზრით, მის უპირატესობას ადასტურებს საზოგადოების სხვა წევრების მიმართ. თუ პირის მოტივი და მიზანი არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას რომც მოჰყვეს შედეგად საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, ხულიგნობას ადგილი არ ექნება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და სასამართლოში დაკითხულმა არაერთმა მოწმემაც დაადასტურა, რომ კ------- და კ-----–-----–---–ები და დაზარალებული ე--------------ი ერთმანეთს იცნობდნენ, ერთმანეთთან ჰქონდათ გარკვეული მეგობრული და ფინანსური ურთიერთობა, რომელთან დაკავშირებითაც იყო პრობლემები. ე--------------ისა და ვ----------------- ჩვენების მიხედვით, შ-----–---–ებს მათი ვალი ჰქონდათ - 5000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც არ აბრუნებდნენ, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას ს------მა კ------- შ-----–---–ს ჰკითხა თუ სად დაიკარგა და რატომ არ ჩანდა, რასაც შემდეგ მოჰყვა კონფლიქტი, ხოლო დაცვის მხარის პოზიციის მიხედვით, ე--------------ს ემართა შ-----–---–ების 10 000 აშშ დოლარი, რასაც არ აბრუნებდა და კონფლიქტი ფულის მოთხოვნას მოჰყვა, რაც პროვოცირებული იყო თავად დაზარალებულის მიერ, მანქანის განზრახ დაზიანებით, ხელის გარტყმით და ა.შ.

შ-----–---–ებსა და ს------- შორის არსებული პირადი ურთიერთობა და ფიზიკური დაპირისპირება დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–--------ემაც, რომელიც კ---- და კ------- შ-----–---–ების დედაა და შ-----–---–ების მეგობარმა კ------–-----ემ. კ---- ბალავაძის განცხადებით, იგი პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც ე--------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კ---- და კ------- შ-----–---–ებს, კერძოდ მან ხელი დაარტყა მათ, რის შედეგადაც შ-----–---–ებმა დაზიანება მიაყენეს. ლ--–--------ემ კი განაცხადა, რომ 2017 წლის 28 მარტს, შუადღეს კ---- და კ--- შ-----–---–ები სახლში სისხლიანები დაბრუნდნენ, კ-------მა მიიყვანა კ----, რომელსაც დაჟეჟილობა ჰქონდა. კ------- და კ-----–-----–---–ების 2017 წლის 28 მარტს ფიზიკური დაზიანების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათებით, რომელიც შედგენილი იქნა სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ. სამედიცინო ექსპერტიზის #003170617 დასკვნით დასტურდება, რომ ,,2017 წლის 30 მარტის პირადი გასინჯვით, კ-----–-----–---–ს აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა ზედა ტუჩზე მარცხნივ, გარდამავალი ტუჩის ლორწოვანზე; ასევე ნაჭდევები ორივე მტევნის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს“. ყოველივე აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ს-------ა და შ-----–---–ებს შემთხვევამდე ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ გარკვეული პირადი ინტერესი და უთანხმოება.

რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, აღნიშნული დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, რომელიც ამოღებული იქნა სილამაზის სალონ ,,მონ ამორ“-ის გარე და შიდა პერიმეტრის სამეთვალყურეო ვიდეოკამერებიდან, ასევე აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით. ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ უარყოფს თავად დაცვის მხარეც, თუმცა აპელირებს, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იქნა ე--------------ის მიერ, რომელმაც პირველმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა შ-----–---–ებს, რასაც მათი სხეულის დაზიანება მოჰყვა შედეგად.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ქმედება ნაკარნახევი და მიმართული იყო მკაფიოდ გამოკვეთილი პირადი მოტივით კონკრეტული პირის - დაზარალებულ ე--------------ის პიროვნების მიმართ და ისინი სხვა პირების მიმართ აგრესიას არ გამოხატავდნენ. ბრალდებულთა ქმედება მიზნად არ ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და შინაგანად მათი შეგნება არ იყო საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების მოტივის გამომხატველი, რომლის გარეშე ხულიგნური ქმედება არ არსებობს, რის გამოც მათ მიერ ჩადენილი აღნიშნული ქმედება სამართლებრივად არ უნდა შეფასდეს საქართველოს სსკ 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად.

ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნებს უდანაშაულობის პრეზუმციის თაობაზე და თვლის, რომ ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოიშვა ეჭვი იმის თაობაზე, რამდენად სათანადოდ და საკმარისი მტკიცებულებებითაა დადასტურებული კ------- შ-----–---–ის, კ-----–-----–---–ის, ი----------–--ისა და კ------- მ-----–-–---–ის მიერ ხულიგნობის ჩადენა - ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულთა სასარგებლოდ.

ამასთან, სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულების, მოწმეების ჩვენებებიდან, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებიდან (არასადაოდ მიჩნეული დაკითხვის ოქმებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით) დასტურდება კ------- შ-----–---–ის, კ-----–-----–---–ის, ი----------–--ისა და კ------- მ-----–-–---–ის მხრიდან ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მათ მსჯავრი უნდა დაედოთ საქართველოს სსკ 120-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ობიექტური მხრივ გამოიხატება 1) როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში; 2) შედეგში და 3) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, კერძოდ, ქმედებამ უნდა გამოიწვიოს შემდეგი შედეგები: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 მარტს, ქ-------–-------–----–----–-----------------–- მდებარე სილამაზის სალონ ,,მ----------ში“ კ-----–-----–---–მა, კ------- შ-----–---–მა, ი----------–--ემ და კ------- მ-----–-–---–მა პირადი უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ე--------------ს. კერძოდ, კ-----–-----–---–ი ხელებისა და ფეხების თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმებით, ხოლო კ------- შ-----–---–ი, ი----------–--ე და კ------- მ-----–-–---–ი თანნაქონი ხელკეტების გამოყენებით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ე--------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება.

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულთა პიროვნებებს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობებს. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულები ფაქტობრივად აღიარებენ ჩადენილ ქმედებას, ხოლო დაზარალებულ ე--------------ს ბრალდებულების მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია, მათ შეურიგდა და სასამართლოს სთხოვს ლოიალურ სასჯელს, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სანოტარო აქტით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, კ------- შ-----–---–ის, კ-----–-----–---–ის, ი----------–--ისა და კ------- მ-----–-–---–ის რესოციალიზაციისათვის,სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------- შ-----–---–ის ქმედება საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 120-ე მუხლზე.

კ------- შ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ კ------- შ-----–---–ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

კ------- შ-----–---–ს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსსკ 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩამორთმეული პასპორტი.

კ-----–-----–---–ის ქმედება საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 120-ე მუხლზე.

კ-----–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ კ-----–-----–---–ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 29 მარტიდან 2017 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

კ-----–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

კ-----–-----–---–ს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსსკ 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩამორთმეული პასპორტი.

ი----------–--ის ქმედება საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 120-ე მუხლზე.

ი----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ ი----------–--ე პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

ი----------–--ეს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსსკ 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩამორთმეული პასპორტი.

კ------- მ-----–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 120-ე მუხლზე.

კ------- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ კ------- მ-----–-–---–ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

კ------- მ-----–-–---–ს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსსკ 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩამორთმეული პასპორტი.

ნივთიერი მტკიცებულებები:

1) ი----------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული კანაფის თესლი, წონით 1,97 გრამი, სისხლის ნიმუში, ანაწმენდები, ანაფხეკები და ლაქ-საღებავის ნიმუშები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ;

2) კომპაქტ-დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი