გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310017001813592
N3/28-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2017 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი: ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე - ნუ---------------ი;
წარმომადგენელი - ნა----------–---–ი;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ;
წარმომადგენელი - კა----------------–-ძე;
მესამე პირები - ნუ---–----------ვა; (ასკ მე-16-ე მე-2 ნაწილი) ზა-----------ვა, ალ--------------ი; (ასკ მე-16-ე პირველი ნაწილი)
თარჯიმანი - სუ-------------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 ნოემბრის N882016----41-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.------ ნუ---–----------ვას თანასაკუთრების რეგისტრაციის ნაწილში;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის N882016----83-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.04.4-- ნუ---–----------ვას თანასაკუთრების რეგისტრაციის ნაწილში;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2008 წლიდან 18 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნუ---–----------ვასთან. 2010 წლის 5 აპრილს შეეძინათ შვილი - ზი-–----------ა, ხოლო 2012 წლის 23 მაისს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ შეწყდა მათ შორის ქორწინება.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მიუხედავად იმისა, რომ ნუ---–----------ვა არ წარმოადგენდა ნუ---------------ის კომლის წევრს, თანამესაკუთრედ აღრიცხა კომლის ქონებაზე, შესაბამისად, სურს ნუ---–----------ვას თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადაო ქონებაზე ნუ---–----------ვას საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ნუ---------------ის კომლის შემადგენლობის შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, ნუ---–----------ვა წარმოადგენს კომლის წევრს, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.------ და ს.კ. 83.03.04.4-- ნუ---–----------ვას თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი ნუ---–----------ვა არ მონაწილეობდა სასამართლოს სხდომაზე;
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2002 წლის 6 სექტემბერს უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.------ და ს.კ. 83.03.07.--- დარეგისტრირდა ალ--------------ის კომლის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღრიცხვო ბარათები 24355/2002, 24356/2002;
- საკადასტრო რუკები 83.03.------ და 83.03.07.--- ნაკვეთებზე;
- 21.09.2016 მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს N2/184-16 გადაწყვეტილება;
4.1.2. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.------ 2016 წლის 8 ნოემბერს დაზუსტდა რეგისტრირებული მონაცემები, მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ალ----ან, ზა---ა, ნუ------ნ და ნუ---–----------ვების საკუთრების უფლება, მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი 83.03.------ და საკადასტრო გეგმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება N882016----41-03;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 08.11.2016;
- საკადასტრო გეგმა;
4.1.3. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.07.--- 2016 წლის 2 დეკემბერს დაზუსტდა რეგისტრირებული მონაცემები, მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ალ----ან, ზა---ა, ნუ------ნ და ნუ---–----------ვების საკუთრების უფლება, მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი 83.03.04.4-- და საკადასტრო გეგმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება N882016----83-06;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 02.12.2016;
- საკადასტრო გეგმა;
4.1.4. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე ს.კ 83.03.04.4-- და 83.03.------ ალ----ან, ზა---ა, ნუ------ნ და ნუ---–----------ვების საკუთრების უფლების სარეგისტრაციო დოკუმენტად მიჩნეული იქნა საარქივო ცნობა ალ--------------ის კომლის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 08.11.2016;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 02.12.2016;
4.1.5. დადგენილია, რომ ნუ---–----------ვა ქორწინებამდე - ნუ---–-------–---ა დაიბადა 1991 წლის 14 ივნისს და რეგისტრირებულ ქორწინებაში ნუ---------------თან იმყოფება 2008 წლის 18 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა მნN371904;
4.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. დადგენილია, რომ ნუ---–----------ვა (ქორწინებამდე - ვალიევა) 1986-2011 წლების მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის საკომლო წიგნებში ირიცხება როგორც ალ--------------ის, ისე ფა---------–----ს კომლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქვემო ქართლის რეგიონული არქივის ცნობა N15/38346;
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2016 წლის 8 ნოემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის N882016----41-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის N882016----83-06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ნუ---–------------ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”.
7. სასამართლოს შეფასება:
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.
დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 ნოემბრის N882016----41-03 და 2016 წლის 2 დეკემბრის N882016----83-06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სადაო გადაწყვეტილებებით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავ ნივთზე ს.კ 83.03.------ და 83.03.07.--- რეგისტრირებულ მონაცემებში განახორციელა ცვლილების რეგისტრაცია და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთებს მიენიჭათ ახალი საკადასტრო კოდი - 83.03.04.4-- და 83.03.------ და კომლის სხვა წევრებთან ერთად მათზე აღრიცხა ნუ---–----------ვას თანასაკუთრება.
თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისას მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოიყენა საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით 1986-2011 წლის სოფელ ალგეთის საკომლო წიგნის მონაცემებით ნუ---–----------ვა ირიცხებოდა ალ--------------ის კომლში.
აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადაო ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში განახორციელა ცვლილების რეგისტრაცია განახორციელა, რაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სპორადულ რეგისტრაციას წარმოადგენს.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სპორადულ რეგისტრაციის პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის მე-11 მუხლით დადგენილია კომლის წევრთა საკუთრების რეგისტრაციის წესი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი). ხოლო მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.
აღნიშნული ნორმების ერთობლიობა ადგენს, რომ მიწის ნაკვეთზე უნდა დარეგისტრირდეს კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომლის კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება და იმავდროულად კომლის შესახებ საკომლო წიგნის მონაცემები უნდა მოიცავდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდს (2007 წლის 20 სექტემებრი).
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნუ---–----------ვას თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისას იხელმძღვანელა საარქივო ცნობით, რომელიც მოიცავდა კომლის შესახებ ინფორმაციას 1986-2011 წლის მონაცემებით, ხოლო რაიმე მითითება თუ რა პერიოდიდან ირიცხება ნუ---–----------ვა, ცნობაში არ არის მითითებული, ამასთან დადგენილია, რომ ნუ---–----------ვა მითითებულ პერიოდში ირიცხებოდა ასევე ფა---------–----ს კომლში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N882016----41-03 N882016----83-06 გადაწყვეტილებების მიღებისას, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოიკვლია და არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული N882016----41-03 N882016----83-06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დარჩეს ძალაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
9. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. რადგან მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნუ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2016 წლის 8 ნოემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის N882016----41-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის N882016----83-06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ნუ---–------------ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში;
3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
4. დაეკისროს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. N113) მეშვეობით.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე