განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002667904
N1/292-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
11 დეკემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი--------------ე
ბრალდებული: გ--- ი------–---–ი
მამის სახელი: ა-–----------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში ყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 05 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ კ-------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ--- ი------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა მამას ა-–---------- ი------–---–ს. მის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად ა-–---------- ი------–---–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2. 2018 წლის 06 სექტემბერს N002314 შემაკავებელი ორდერით გ--- ი------–---–ს ერთი თვის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი - ა-–---------- ი------–---–ი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან კონფლიქტში შესვლა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.
3. 2018 წლის 08 სექტემბერს, თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებით გ--- ი------–---–ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელი სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა ექვსი დღე-ღამის ვადით.
4. 2018 წლის 19 სექტემბერს, შუადღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ კ-------ში, გ--- ი------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა მამის ა-–---------- ი------–---–ის საცხოვრებელ სახლში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
5. მოწმის შ--–---–--–----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ კ-------ში, ი------------–---–თან და გ--------------–---–თან ერთად დააკავა გ--- ი------–---–ი. გ--- ი------–---–ი დააკავეს ა-–---------- ი------–---–ის საცხოვრებელ სახლში. გ--- ი------–---–ის მამამ ა-–---------- ი------–---–მა დაურეკა გამომძიებელ ი------------–---–ს, უთხრა, რომ გ--- ი------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერი, მასთან სახლში მივიდა და სთხოვა დახმარება. ი------------–---–მა ამის თაობაზე აცნობა ხელმძღვანელობას. როდესაც მივიდნენ მისამართზე გ--- ი------–---–ი იმყოფებოდა ა-–---------- ი------–---–ის სახლის ერთ-ერთ ოთახში. სახლში ასევე იმყოფებოდა ა-–---------- ი------–---–ი და მ------------–---–ი. გ--- ი------–---–ი ნასვამი იყო, თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმი შეადგინა გამომძიებელმა ი------------–---–მა. დაკავებულს ჰქონდა დაზიანებები, რაზეც განმარტა, რომ წინა დღეს უკბინა ძაღლმა და თან წაიქცა.
6. მისივე განმარტებით, ბოლო დროს რამდენჯერაც ნახა გ--- ი------–---–ი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში.
7. მოწმის გ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც გამომძიებელ ი------------–---–ს სოფელი კ-------იდან დაუკავშირდა ა-–---------- ი------–---–ი და აცნობა, რომ მისმა შვილმა გ--- ი------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის ოქმი და დახმარება სთხოვა. მას რამდენიმე დღის წინაც ქონდა დარღვეული შემაკავებელი ორდერი და ამის გამო შეფარდებული ქონდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ოქმის მოქმედების ერთთვიანი ვადა არ იყო გასული. თვითონ ი------------–---–ი და შ--–---–--–----–-–---–ი წავიდნენ სოფელ კ-------ში, ა-–---------- ი------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ა-–---------- ი------–---–ი, მ------------–---–ი და გ--- ი------–---–ი. ი------------–---–ი იცნობდა მათ, იცოიდა, რომ შემაკავებელი ორდერის ვადა არ იყო გასული, ამიტომ გ--- ი------–---–ი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. დაკავების ოქმი ი------------–---–მა შეადგინა.
8. მისივე განმარტებით, როდესაც მივიდნენ გ--- ი------–---–ი იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. არც მშობლების მიმართ ყოფილა აგრესიული. გ--- ი------–---–ს დაზიანებები ჰქონდა, რაზეც განმარტა, რომ წინა დღეს ნასვამი იყო, ძაღლმა უკბინა, წაიქცა და მიიღო დაზიანებები. დაკავების შემდეგ გ--- ი------–---–ი თ--–---------------–--------------–ოს შენობაში გადაიყვანეს.
9. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ა-–---------- ი------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების მ------------–---–ის და ლ--–---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
10. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ გ--- ი------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.
11. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--- ი------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
გ--- ი------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. სასამართლოს ბრალდებულ გ--- ი------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
13. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
14. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ--- ი------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
15. სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის პოზიციას, რაც სასამართლოს ნოტარიული წესით დამოწმებული, წერილობით წარუდგინა, რომ შეურიგდა ბრალდებულს და ითხოვს ისეთი სასჯელის გამოყენებას, რაც არ უკავშირდება თავისუფლების შეზღუდვას, ვინაიდან, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გ--- ი------–---–ია.
16. სასამართლო ყურადღებას მიაქვცევს, რომ გ--- ი------–---–ი გასამართლებულია თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით და დაენიშნა ჯარიმა. განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით ძალაში დატოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი, თუმცა საქმე ჯერ არ არის დაბრუნებული პირველი ინსტანციის სასამართლოში. ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე გადაგზავნილია საკასაციო სასამართლოში და შესაბამისად, არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლო კი არ არის უფლებამოსილი სასჯელი დაადგინოს განაჩენთა ერთობლიობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
17. გ--- ი------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათი.
18. გ--- ი------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი.
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ი------–---–ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი.
20. გ--- ი------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ--- ი------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (84 ოთხმოცდაოთხი დღე, რაც იძლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 420 ოთხას ოც საათს) და გ--- ი------–---–ს დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240(ორას ორმოცი) საათი - ჩაეთვალოს მოხდილად.
22. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
23. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური