განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე(1/37–2018) 090100118002714845
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2018 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - ლ---------------
ადვოკატის – ნ--------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ ლ--------------- მიმართ
მამის სახელი: ნ-----–------
დაბადებული: 2--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ცაგერი;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება:ა---------–-----–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--
პირადი ნომერი: 4-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–---------------–---------------–-------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–---------------–---------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ლ-------------მა, 2018 წლის ივლისში(ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა ძალადობა მეუღლის, შ------------------–---- მიმართ. კერძოდ, მასზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა მარჯვენა ფეხზე დაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც შ------------------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ლ-------------მა, 2018 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში, მეზობლად მცხოვრები თ-------------- საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში უმიზეზოდ განაწყენებულმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თმებში ხელის ჩავლების გზით საწოლიდან გადმოაგდო მეუღლე – შ------------------–---, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.114–120).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5.ლ-------------მა სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე– გამომძიებლის, ს--–--------–------ მიერ, 2018 წლის 9 სექტემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ლ-------------მა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა მეუღლის, შ------------------–---- მიმართ, რის გამოც აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე იარაღით სარგებლობა.(ს.ფ. 6–9).
7.დაზარალებულ შ------------------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ თანაცხოვრების 22 წლის მანძილზე ლ-------------ი ხშირად აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. შედგენილია მის მიმართ არაერთი შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 8 სექტემბერს, ლ-------------ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, მიიტანა ლუდი, ისიც დალია და დაწვა. მალევე დაიწყო ყვირილი, აგინებდა დედის მისამართთ და ეძახდა მასთან მისულიყო. როცა მივიდა დარტყმა დაუპირა, რის გამოც შვილთან, ნ-----–--------------- ერთად განერიდა და მეზობელს სთხოვა ღამე მასთან გაეთენებინათ. იქაც მივიდა. პირველ ჯერზე დამალვა მოახერხეს, ხოლო შემდეგ დაახლოებით ღამის 3 საათისათვის მიაკითხათ. საწოლიდან თმებით გადმოათრია, რის გამოც ძლიერი ტკივილი განიცადა. ანალოგიურად მოექცა 2018 წლის ივლისში, თარიღი არ ახსოვს. იყო ნასვამი, აგინა დედის მისამართით, აიღო ჯოხი და ერთხელ დაარტყა მარჯვენა ფეხზე, რაც ძალიან ეტკინა. აქვს ცუდი სიმთვრალე და ხშირად იმყოფება ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ. (ს.ფ.37 –38; );
8.მოწმის სახით დაკითხული ნ-----–------------ს (ბრალდებულის შვილი), წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 8 სექტემბერს, მამა ლ-------------ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, დამატებით მიირთვა ლუდი და დაწვა. მალევე დაიწყო ყვირილი, აგინებდა და ეძახდა დედას მასთან მისულიყო. როცა დედა მივიდა დარტყმა დაუპირა. განერიდენ მამას და გადავიდნენ მეზობლად მცხოვრებ მ----------------ნ, სადაც მამამ მიაკითხათ. მამას აქვს ცუდი სიმთვრალე, ის და დედა დაიმალენ ეზოში, რომ არ შეხვედროდნენ. ვინაიდან ისინი ვერ ნახა მამა სახლში წავიდა. დედა და პირადად დაწვნენ დასაძინებლად. დაახლოებით იქნებიდა 03 საათი, გააღვიძა მამის ხმამ. შუქი აანთო და დაინახა, რომ მამა მივიდა დედასთან, თმებით გადმოათრია საწოლიდან, აგინებდა, უყვიროდა, რომ სახლში წასულიყო. დედა ტიროდა, სთხოვდა ხელი გაეშვა. დაუკავშირდა დას, რ------------------ს, რომელმაც დარეკა 112–ზე. მ-------------- დაეხმარა დედასთვის ხელი გაეშვა, შემდეგ გაიქცენ და დაიმალენ ეზოში. მალევე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება(ს.ფ.11–12);
9.მოწმის სახით დაკითხული თ--------------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 8 სექტემბერს შ------------------–--- და მისი შვილი ნ-----–------------ მივიდნენ მასთან ღამის გასათევად. მიხვდა რომ ლ--------------- საშინელი სიმთვრალის გამო განერიდნენ მას. დედა–შვილმა დაისვენა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ხოლო პირადად მეორე ,,კუხნა–სახლში“. დაახლოებით 02:30 საათზე გააღვიძა ხმაურმა. ლ-------------ი, შ------------------–--- და ნ-----–------------ იდგნენ ეზოში და კამათობდნენ. ლ-------------მა თმებში მოქაჩავს შ-------------ს და გადმოუთრევია საწოლიდან. ეზოში გააშველა ისინი(ს.ფ.13–15).
10.2018 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ლ-------------მა, 2018 წლის ივლისში ფეხზე ჯოხის დარტყმითა და 2018 წლის 9 სექტემბერს თმებში ხელის ჩავლების გზით, იძალადა მეუღლეზე, შ------------------–---ზე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.43–45);
11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის N006340718 დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე შ------------------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით.
დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ. 29–32);
12. ლ--------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 25 სექტემბრის მოწმე მ---------------- გამოკითხვის ოქმით. 2018 წლის 10 სექტემბრის ბრალდებულ ლ--------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 9 სექტემბრის ლ--------------- დაკავების ოქმით, დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შ------------------–---- მიმართ; ინფორმაციით ლ--------------- შესახებ, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინების რეგისტრაციით, ოქმით უფასო სამედეიცინო შემოწმების უფლებაზე უარის თქმის შესახებ, ოქმით ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ, ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინების შესახებ, მიმართვით დროებითი მოთავსების იზოლიატორისადმი, მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, მიმართვით ცაგერის რაიონული სამმართველოსადმი, შემაკავებელი ორდერებით და შემაკავებელი ორდერების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ასლებით, დადგენილებით შ------------------–---- დაზარალებულად ცნობის შესახებ და დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
13.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
14.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ლ-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(ორი ეპიზოდი)
სამართლებრივი შეფასება:
15.სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
16. ლ--------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენა.
17.ლ--------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული)არის დაოჯახებული, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
18. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-------------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ--------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური მდგომარეობა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის ზომის გამოყენების დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ლ-------------ი საპატიმრო დაწერსებულებაში იმყოფებოდა 2018 წლის 09 სექტემბრიდან, 2018 წლის 2 ნოემბამდე, რამაც სასამართლოს მოსაზრებით გარკვეული როლი შეასრულა ლ--------------- რესოციალიზაციის საქმეში.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ლ--------------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ლ-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-------------ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
2.ლ-------------ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 09 სექტემბრის 04 საათისა და 30 წუთიდან, 2018 წლის 2 ნოემბამდე.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ლ---------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ ლ--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი