განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002726057
საქმე №1/476-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - ქ------- გ------ის,ბრალდებულ -კ--- ი-----–-–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028131018001 საქმე კ--- ა-–----------- ი-----–-–---–ის მიმართ (პირადი №2-----------, დაბადებულის 1--- წლის 25 მ------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: კასპის რაიონის სოფელ ხ----–-–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით,-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
კ--- ი-----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ხ----–-–- მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ გამავალ საუბნო გზაზე, შელაპარაკებისას მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ--- ი-----–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას - ე------- კ--–---ს, კერძოდ, ხელი მოუჭირა მარცხენა მკვლავზე და წააქცია ძირს, ხოლო ყოფილ მეუღლეს - ნ---- კ--–---ს ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხის არეში. კ--- ი-----–-–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ე------- კ--–---მ და ნ---- კ--–---მ განიცადეს ფიკური ტკივილი. ამავე დროს, კ--- ი-----–-–---–ი ყოფილ მეუღლეს - ნ---- კ--–---ს და ყოფილი მეუღლის დედას - ე------- კ--–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ---- კ--–---ს და ე------- კ--–---ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა კ--- ი-----–-–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
კ--- ი-----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოილუსტრაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, შემაკავებელი ორდერის ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო კ--- ი-----–-–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კ--- ი-----–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, კ--- ი-----–-–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ--- ი-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კ--- ი-----–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
კ--- ი-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კ--- ი-----–-–---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ოქტომბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ე------- კ--–-------- ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე