განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
180100118002632421
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1------- 19 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მ--ა ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- მი------–---–ი;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ--–- ჭა--------ე

 

ბრალდებული - იო--- დუ----–----ს ძე ირ---–---–ი, დაბადებული 1--- წლის 20 მ--სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ სა------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017-2018 წლებში, მცხეთის რაიონის სოფელ სა------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი იო--- ირ---–---–ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამას დუ----–--- ირ---–---–ს და ამცირებდა, რის გამოც დუ----–--- ირ---–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

1.2. 2018 წლის 21 აპრილს, საღამოს საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ სა------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა იო--- ირ---–---–მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა მამის დუ----–--- ირ---–---–ის მიმართ. კერძოდ, მივიდა მის სახლთან უყვიროდა, აგინებდა და მოითხოვდა კარების გაღებას, როდესაც დუ----–--- ირ---–---–მა არ გაუღო კარი, მან თავად გააღო და შევიდა, რა დროსაც სახეში და თავის არეში ძლიერად დაარტყა ხელი რამდენჯერმე. შემდეგ, საწოლიდან გადმოაგდო იატაკზე და ხელებით და ფეხებით სცემა სახის, თავის და გულმკერდის არეში. ძალადობის დროს დუ----–--- ირ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

1.3. ბრალდებულმა იო--- ირ---–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ითხოვა პატიება და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტიცებულებები გახადა უდავოდ.

 

1.4. მოწმე მა----ა რო–---–---–ის და ი-–-- ქუ-------ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ისინი მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებად. 2018 წლის 22 აპრილს მცხეთის რაიონის სოფელ სა------ში, დუ----–--- ირ---–---–ის საცხოვრებელ სახლში მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რასაც ატარებდა გამომძიებელი და---- შა------ე, დათვალიერება ჩატარდა მშვიდ გარემოში. ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგრაფირება, შედგენილი იქნა ოქმი, რაზეც მათ მიერ მოხდა ხელმოწერა.

1.5. მოწმე და---- გო-----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად, 2018 წლის 21 აპრილს ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა იო--- ირ---–---–ი, რა დროსაც და---- გო-----–---–ის მიერ მოხდა პირადი ჩხრეკის ჩატარება, გამომძიებელ და---- შა------ესთან ერთად, პირადი ჩხრეკის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. დაკავებულს დაზიანება აღენიშნებოდა მარჯვენა ყურის ბიბილოზე ჭრილობა.

1.6. მოწმე ზ---- ჩუ----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად, 2017 წლის 12 დეკემბერს შეტყობინების საფუძველზე, სოფელ სა------ში გავიდა, სადაც დახვდა დუ----–--- ირ---–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მისი შვილი იო--- ირ---–---–ი სისტემატურად იღებს ალკოჰოლურ სასმელს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, სადაც იო--- ირ---–---–ს აეკრძალა ერთი თვის ვადით მიახლოება დუ----–--- ირ---–---–თან.

1.7. მოწმე და---- თო-----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს მცხეთის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, 2017 წლის სექტემბერში, სამმართველოს შენობაში გამოცხადდა დუ----–--- ირ---–---–ი, რომელიც იყო განერვიულებული და განაცხადა, რომ მისმა შვილმა იო--- ირ---–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ითხოვა დახმარება. აღნიშნულის შემდეგ, მოწმის მიერ მოხდა გასაუბრება იო--- ირ---–---–თან, რომელმაც დაადასტურა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, გაფრთხილებული იქნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი აღარ ექნებოდა.

1.8. მოწმე ვა------ ტა---–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს მცხეთის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად, 2018 წლის 12 სექტემბერს მიერ მიერ მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, დუ----–--- ირ---–---–ის მონაწილეობით, მცხეთის რაიონის სოფელ სა------ში. დუ----–--- ირ---–---–ის განმარტებით, მან მიუთითა ის ადგილი, სადაც მისმა შვილმა იო--- ირ---–---–მა მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ მიუთითა ის ადგილი, სადაც მოხდა მისი საწოლიდან გადმოგდება, რის შემდეგადაც იო--- ირ---–---–ი განაგრძობდა ცემას. საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდა ასევე გარეშე პირი და გამომძიებელი და---- შა------ე. შემდეგ მოხდა ფოტოგრაფირება, შედგენილი იქნა ოქმი, რაზეც მათ მიერ მოხდა ხელმოწერა.

1.9. მოწმე ნ---- ლო----ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს ქ. მცხეთა, ღვინჯი-–--ს ქ. N--–- მდებარე ,,ჯეოჰოსპიტალსის“ ს------–-----–------–-. 2018 წლის 10 მ--სს მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებლის მიერ მისგან ამოღებული იქნა დუ----–--- ირ---–---–ის სამედიცინო ისტორია, რაზეც შედგა ამოღების ოქმი.

1.10. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, დუ----–--- ირ---–---–მა იო--- ირ---–---–ის ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

1.11. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, დუ----–--- ირ---–---–ის მიმართ მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

1.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

 

2.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (დაზარალებულ დუ----–--- ირ---–---–ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: ნ---- და-----–---–ის და იო--- მჭ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნაჭერი; ნიმუშის აღების ოქმი, ოქმები გასაუბრების შესახებ, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი; ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ალკოტესტის ქვითარი; შეტყობინებები, რეაგირების მასალები, შემაკავებელი ორდერი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფსიქიატრიული და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული იო--- ირ---–---–ი 2017-2018 წლებში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამას, დუ----–--- ირ---–---–ს და ამცირებდა, რის გამოც დუ----–--- ირ---–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ასევე 2018 წლის 21 აპრილს, იო--- ირ---–---–მა მამას, დუ----–--- ირ---–---–ს თავის არეში ძლიერად დაარტყა ხელი რამდენჯერმე, შემდეგ, საწოლიდან გადმოაგდო იატაკზე და ხელებით და ფეხებით სცემა სახის, თავის და გულმკერდის არეში. ძალადობის დროს დუ----–--- ირ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

2.2. შესაბამისად, იო--- ირ---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. ბრალდებულ იო--- ირ---–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ იგი პირველად არის სამართალში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, მას შერყეული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, იგი წლების განმავლობაში იმყოფებოდა დისპანსერულ აღიცხვაზე ფსიქიატრიულ კაბინეტში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ასევე იმ ფაქტების, რომ ბრალდებული 7 თვემდე იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და იო--- ირ---–---–ის დის, მარიამ და-----–---–ის განცხადების თანახმად, იო--- ირ---–---–ი იცხოვრებს მასთან სხვა მისამართზე, რითაც ნაკლებია საფრთხე ბრალდებულის და დაზარალებულის შემდგომი უთანხმოების, სასამართლოს მიაჩნია, რომ იო--- ირ---–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. იო--- ირ---–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

2. იო--- ირ---–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, იო--- ირ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

4. იო--- ირ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

5. იო--- ირ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 აპრილიდან 2018 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.

6. იო--- ირ---–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: სისხლის ნიმუშები განადგურდეს, საბნის ჩასადები კონვერტი დაუბრუნდეს დუ----–--- ირ---–---–ს, ხოლო რენტგენოგრამები სამ ცალ სდ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი