განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
120100118002438972
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/192-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული – დ-------- ა--------–---–ი დაბ.23.07.1--- წელს, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ტექნიკური განათლების მქონე, მცხოვრები ქ.ახალციხე ი---- ა---––----–ის ქ. N1--/ა;

ადვოკატი - ი--------------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ-------- ა--------–---–ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 26 მარტს დაახლოებით 16:00 საათზე ქ.ახალციხეში ი---- ა---––----–ის ქუჩა N1--/ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ცოლ-ქმარ გ--- და დ-------- ა--------–---–ებს მოუვიდათ სიტყვიერი შეკამათება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის აივანზე მყოფმა დ-------- ა--------–---–მა ეზოში მდგარ მეუღლეს გ--- ა--------–---–ს ესროლა შეშის ნაპობი, რომელიც მოარტყა თავში, რის შედეგადაც გ--- ა--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი

 

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული დ-------- ა--------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო სახის მტკიცებულებებად. ორივე მხარე სრულად დაეთანხმა უდავო სახის მტკიცებულებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის გ-----------------ის მიერ გაცემული 2018 წლის 3--------ის N 7-/ს საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.ახალციხეში ი---- ა---––----–ის ქუჩა 1--/ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინის ზომით 160სმX60 სმ, ანუ ფართით - 0.96მ3, მინის სისქით 4 მმ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორენტაციო ოდენობა შეესაბამება 27 ლარს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

რაც შეეხება დაზარალებულის გ--- ა--------–---–ის ჩვენებას მან გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - მეუღლეს დ-------- ა--------–---–ს.

ბრალდებულმა დ-------- ა--------–---–ა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე.

2018 წლის 26 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის გ-------------–--ს მიერ, ექსპერტის გ-----------------–---–ის და რ--------------ის მონაწილეობით, ქ.ახალციხეში ი---- ა---––----–ის N1--/ა-ში მდებარე გ--- ა--------–---–ის საცხოვრებელ სახლში 2018 წლის 26 მარტის 18:35 საათიდან 2018 წლის 26 მარტის 19:05 საათამდე პერიოდში მოხდა საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერების დროს აღწერილ იქნა საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის აღწერა და ამოღებული იქნა შეშის ნაპობი, შუშის ნამტვრევები და ქვა.

გამომძიებელმა გ-------------–--მ და ექსპერტებმა რ--------------ემ და გ-----------------–---–მა ჩვენებებით დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

2018 წლის 28 მარტის N3--/05/9-2 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, გ--- ა--------–---–ის კეფის მარცხენა არეში არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე კმკვირი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტიზა ჩატარდა გამომძიებლის ა-–--------------–-–---–ის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა დ-------------–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ასევე მოწმე ა-–--------------–-–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

2018 წლის 3--------ის დაკავების ოქმით დადგენილია რომ, ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგენილია შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის თ------------–-–---–ის მიერ, ოქმის შედგენა დაიწყო 2018 წლის 3--------ს 22:52 საათზე და დასრულდა 23:00 საათზე. შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ------------–-–---–ის მიერ 22:31 საათზე ქალაქ ახალციხეში რ---------–ის ქ.N105/ა-ში ყოველგვარი წინააღმდეგობისა და იძულების გარეშე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ-------- ა--------–---–ი.

მოწმე თ------------–-–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით 2018 წლის 01 აპრილს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გ--- ა--------–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

კონკრეტულ შემთხვევაში დ-------- ა--------–---–ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ დ-------- ა--------–---–მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის გ--- ა--------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. ამასთან, განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური შეურაცხყოფის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ბრალდებულს ბრალი ედებოდა მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება დაზიანების ობიექტური ნიშნები მაგრამ ეს თავისთავად არ მიუთითებს, რომ დაზიანება მიაყენა დ-------- ა--------–---–მა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთმტკიცებების ბრალად წარდგენილ დანაშაულთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება თუ სასამართლოს არ მიეწოდება ინფორმაცია მათი წარმოშობის შესახებ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში (რომელსაც თავად გ--- ა--------–---–იც ესწრებოდა) არ არის მითითებული თუ რა გარემოების დასადასტურებლად იქნა ამოღებული ეს საგნები შემთხვევის ადგილიდან. ამის თაობაზე არ განუცხადებია არც გამომძიებელს მისი დაკითხვის დროს. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მთავარი მტკიცებულებები, რომლითაც სავარაუდოდ დადგინდებოდა შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, ბრალდებასთან მიმართებაში არაინფორმაციული ხასიათისაა.

ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას დ-------- ა--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ხოლო ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, დ-------- ა--------–---–ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ-------- ა--------–---–ი (პ/№4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. დ-------- ა--------–---–ის (პ/№4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ზ------ი ა--------–---–ს (პ/ნ 4----------) განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, მიმღების ანგარიშის ნომერი - GE27BG00000000999999999, მიმღები ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22, 2018 წლის 02 აპრილს გირაოს სახით შეტანილი თანხა 5000 ლარის ოდენობით.

3. ნივთიერი მტკიცებულებები: შეშის ნაპობი, მინის ნამსხვრევები და ქვა, რომლებიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი