განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100117001894487
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1827-17

(002160317002)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ნოემბერი, 2018წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ თამარ მისაბიშვილის,ბრალდებულ უ---------ის,ადვოკატების გ-------------–---–ის და ტ------------ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე უ-----------–-------------------------------- - დაბადებულის 1--- წლის 0------------–-, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ---------------------–---–-------------- და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. კ. N63, ბინა N3-ში, - მიმართ, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

უ---------ეს ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

უ---------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

უ---------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების: ამინო-ფენილ-ეთანონის (Amino-Phenil-Ethanon) ნაერთთა კლასის კუთვნილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - aa-PVP, საერთო წონით 0,1592 გრამი, რომელსაც უკანონო ინახავდა 2017 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის N31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადად.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უ---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ე-----------–--–---–-----------------–----- და დ------------------ გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ უ---------ის გამოკითხვის ოქმი, თბილისის

საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა N589სქ-679ქრ და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა უ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავო და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ უ---------ემ სასამართლო სხდომაზე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, მტკიცებულებები კი გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთანავე, მართალია უ---------ე წარსულში ნასამართლევია, მაგრამ აღნიშნული ნასამართლობა მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ იქნება მიჩნეული, რადგან ის წარმოადგენს ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

უ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენით სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ უ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

უ---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 18 მარტამდე.

გაუქმდეს უ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 10000 (ათი ათასი) ლარი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მიქცეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ნივთიერი მტკიცებულებები:

უ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული მომწვანო-მოცისფრო ფხვნილისებრი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - aa-PVP, საერთო წონით 0,1592 გრამი (კვლევის შემდეგ დარჩა - 0,1473 გრამი), რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი