განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1619-18
(004150218004)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის - ანა სიგუას,ბრალდებულის - თ-------------–---–ის,მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ---------------------–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე თ---------------------------–---–-------------------- - დაბადებულის 1----–-–----------------- მცხოვრების მისამართზე: დ--------–--–-------------------------–----------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თ-------------–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 09:20 საათზე, ქ. თბ--–--–----–-------------------------------------–--–ის კვეთაზე მდებარე შპს ,,ს---------სის“ კუთვნილ მაღაზიაში თ-------------–---–მა და ლ------------, ჯგუფურად, ამავე მაღაზიის თანამშრომელ ნ-----–-------–------ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს ,,ს---------სის“ კუთვნილი თანხა 845 ლარის ოდენობით.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში თ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
სასამართლოში მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა დაზარალებულ ნ-----–-------–---ს 2018 წლის 15 თებერვლის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც იგი განმარტავს, რომ 2018 წლის 17 იანვრიდან მუშაობს ქ. თბ--–--–----–-------------------------------------–--–ის გადაკვეთაზე მდებარე შპს ,,ს---------“-ში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. აღნიშნული მარკეტი განთავსებულია ,,ს------“-ის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე და ხსენებული მარკეტი არის ,,სოკარ ჯ------------------–----“-ის შვილობილი კომპანია. აღნიშნული მაღაზია არის 24 საათიანი და ყოველთვის მაღაზიაში მუშაობს ერთი პიროვნება. ხსენებულ მაღაზიაში ნ-----–-------–--ე მუშაობს ყოველ მესამე დღეს, დილის 10:00 საათიდან მეორე დღის დილის 10:00 საათამდე. 2018 წლის 14 თებერვალს დილით 10:00 საათზე მ----–--ე გამოცხადდა მაღაზიაში და სმენა გადაიბარა თ----------–--ისაგან, რის შემდეგაც ჩვეულებრივად, მარტო შეუდგა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. მაღაზიაში დამონტაჟებული არის ერთი ვიდეო კამერა, რომელიც აკონტროლებს მხოლოდ მაღაზიის შიდა პერიმეტრს, გარე პერიმეტრზე მაღაზიას კამერები დამონტაჟებული არ აქვს. ვიდეო კამერები გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული აქვს შპს ,,ს------ ჯ------------------–----“-ს, რომელიც არის ბენზინგასამართი სადგური. მაღაზიის ვიდეო კამერების ჩანაწერი ინახება შპს ,,ს------ ჯ------------------–----“-ის სათაო ოფისში. მაღაზიაში სალარო მაგიდის გვერდით თაროზე ჩამოკიდებული არის განგაშის სიგნალის ღილაკი, რომლის მეშვეობითაც ხდება ობიექტის დაცვის სამსახურის გამოძახება. 2018 წლის 14 თებერვალს დილით, როდესაც მ----–--ემ მოლარე ოპერატორ თ----------–--ისაგან გადაიბარა სმენა, მისგან გადაიბარა ნავაჭრი თანხა - 200 ლარი. სმენის გადაბარების შემდეგ ნ-----–-------–--ემ და თ----------–--ემ მაღაზიაში ერთად დაიწყეს აღწერა, რომელსაც ესწრებოდა მაღაზიის მენეჯერი. აღწერა იმიტომ მოხდა, რომ თ----------–--ეს განცხადება ჰქონდა დაწერილი სამსახურიდან წასვლის შესახებ. 2018 წლის 14 თებერვალს მაღაზიაში აღწერას მორჩა დაახლოებით 18:00 საათზე და ამის შემდეგ შეუდგა მაღაზიაში მუშაობას. 2018 წლის 15 თებერვალს დილით, დაახლოებით 09:20 საათზე მაღაზიაში შევიდა ერთი პიროვნება, რომელმაც შეიძინა ერთი კოლოფი სიგარეტი, როდესაც აღნიშნული პიროვნება გავიდა მაღაზიიდან გარეთ, მ----–--ემ მაღაზიის ფანჯარაში დაინახა, რომ გარეთ იდგა პიროვნება, რომელსაც სახეზე ეკეთა ლურჯი ფერის სამედიცინო პირბადე. აღნიშნული პიროვნების მაღაზიიდან გასვლის შემდეგ რამოდენიმე წამში მაღაზიაში შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, პირველად მაღაზიაში შემოვიდა მომწვანო ფერის ქურთუკიანი პიროვნება, რომელსაც თავზე ეფარა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი და სახეზე გაკეთებული ჰქონდა ლურჯი ფერის სამედიცინო პირბადე, ხოლო აღნიშნულ პიროვნებას უკან ფეხდაფეხ შემოყვა მეორე თანმხლები პიროვნება და ამ დროს მაღაზიის შემოსასვლელში კარებთან ნ. მ----–--ემ დაინახა, რომ მეორე პიროვნებას რომელსაც ეცვა შავი ფერის ფერის ქურთუკი და თავზე ეფარა კაპიშონი, პირზე ცხვირამდე აფარებული ჰქონდა სვიტერის საყელო, რომელიც მაღაზიაში შემოსვლამდე ჩამოეწია სახიდან და სრულად გამოუჩნდა სახე, რის შემდეგაც ხსენებულმა პიროვნებამ გაისწორა სვიტერის საყელო და აიფარა ისევ პირზე. ამის შემდეგ სალაროსთან მოვიდა მომწვანო ფერის ქურთუკიანი პიროვნება, რომელმაც ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო პისტოლეტის მაგვარი საგანი და მომართა ნ-----–-------–---სკენ, გადატენა და წყნარად და აუღელვებლად უთხრა, რომ მისთვის გადაეცა ფულადი თანხა სრულად რაც კი ჰქონდა სალაროში. ამ დროს აღნიშნულმა პიროვნებამ ნ-----–-------–--ეს უთხრა, რომ თუკი გადასცემდა ფულად თანხას, იგი მას არ მოკლავდა. ამის შემდეგ სალაროსთან მივიდა თანმხლები კაპიშონიანი პიროვნება, რომელსაც პირზე აფარებული ჰქონდა სვიტერის საყელო, მან ამოიღო მოთეთრო ფერის ცელოფნის პარკი, რის შემდეგაც გაუწოდა ორივე ხელებით, რათა პარკში ჩაეყარა მოთხოვნილი ფულადი თანხა. შეშინებულმა ნ-----–-------–--ემ დაიწყო სალაროდან თანხის ამოღება და ცელოფნის პარკში ფულის ჩაყრა. ფულის ცელოფნის პარკში ჩაყრის დროს პისტოლეტიანი პიროვნება იარაღ მომართული მ----–--ეს ეუბნებოდა, რომ რაც ჰქონდა სულ ჩაეყარა ფული ცელოფანში. როდესაც სალაროში გათავდა ქაღალდის კუპიურები, მ----–--ემ მას უთხრა, რომ თანხა აღარ იყო, რის შემდეგაც კაპიშონიანმა პიროვნებამ თანმხლებ პიროვნებას უთხრა, რომ წასულიყვნენ მაღაზიიდან. ამის შემდეგ ორივე პიროვნება გავიდა მარკეტიდან და იმწამსვე ნ-----–-------–--ემ ხელი დააჭირა საგანგაშო ღილაკს და გამოიძახა ადგილზე დაცვის სამსახური.
მომწვანო ფერის ქურთუკიან პიროვნებას ჰქონდა მუქი ფერის თვალები, მოგრძო პირისახე, შავგრემანი კანისფერი, ეცვა რუხი ფერის შარვალი, იყო დაახლოებით 19-25 წლის, გამხდარი, დაახლოებით 1,80 სანტიმეტრის, საუბრობდა გამართული ქართულით. მას მ----–--ისკენ პისტოლეტი ჰქონდა მომართული და ითხოვდა ფულადი თანხის გადაცემას, ამ დროს მ----–--ე შეშინებული უყურებდა მას სახეში და კარგად აკვირდებოდა, რის გამოც დაამახსოვრდა მისი აღწერილობა და შეუძლია მისი და მისი ტანსაცმლის ამოცნობა.
აღნიშნული ყაჩაღობის შედეგად მაღაზიიდან გატაცებული იქნა 845 (რვაას ორმცდახუთი) ლარი, კერძოდ - ორი ცალი იყო 100 ლარიანი კუპიურა, რვა ცალი 50 ლარიანი კუპიურა, ორი ცალი 10 ლარიანი კუპიურა, რამოდენიმე 20 ლარიანი კუპიურა და დანარჩენი 5 ლარიანი კუპიურები. მაღაზიიდან გატაცებული ფულადი თანხა 845 ლარი სრულად იყო შპს ,,ს---------“-ის საკუთრება.
დაზარალებულ „ს------ ჯ------------------–----“-ის წარმომადგენლის თ-------------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ შპს ,,ს სმარკეტსი“ წარმოადგენს შპს შპს „ს------ ჯ------------------–----“-ის შვილობილ კომპანიას. 2018 წლის 15 თებერვალს---------ის დაყაჩაღების შედეგად თავდამსხმელებმა წაიღეს 845 ლარი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ს------ ჯ------------------–----ი“-დან საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოთხოვილ იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი. კომპანიისათვის მიყენებული ზიანი სრულად აანაზღაურა ლ----------ის ძმამ - ოთარ პაპიძემ.
მოწმე ლ------------ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი თ-------------–---–ს იცნობს დიდი ხანია. მას თ-------------–---–თან და ზ--------------თან აქვს კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 15 თებერვალს მან და თ-------------–---–მა გადაწყვიტეს დაეყაჩაღებინათ მაღაზია, ხოლო დანაშაულის ჩადენის ადგილამდე ის და თ-------------–---–ი მივიდნენ ზ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, რომელმაც არაფერი იცოდა მათი განზრახვის შესახებ. დაყაჩაღებისას თ-------------–---–ს თან ჰქონდა იარაღი, რომელიც არ იყო მუშა მდგომარეობაში. აღნიშნული იარაღი, მაღაზიაში შესვლისას თ-------------–---–მა მიმართა მოლარე გოგონასაკენ და ორივე მათგანმა იარაღის მუქარით მოითხოვეს ფულადი თანხის გადაცემა. თავდასხმის შემდგომ მოლარემ პოლიეთილენის პარკში, რომელიც ეჭირა ლ----------ეს ჩაყარა თანხა, ქაღალდის კუპიურები, მაღაზიიდან წამოიღეს დაახლოებით 850 ლარამდე თანხა. მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ უკან დაბრუნდნენ ზ--------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და განუცხადეს მას, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა და მაღაზიიდან წამოიღეს ფულადი თანხა. მაღაზიიდან წამოღებული თანხა გადასცეს ზ--------------ს, რაც დახარჯეს საწვავში, საჭმელში, თამბაქოში და ავტომანქანის ქირის საფასურში. ყაჩაღობისას თ-------------–---–ი პირბადით ინიღბავდა სახეს, ხოლო თავად სახეს სვიტრის გამოყენებით მალავდა, რათა ისინი შემდგომ ვერ ამოეცნოთ და დაემალათ მათი ვინაობა. ლ------------ აღიარა დანაშაული, მოინანია ჩადენილი ქმედება, დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, რის შედეგადაც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 18 აპრილს მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამატყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სსკ-ის 179 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მოწმე ზ--------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ თ-------------–---–ი და ლ----------ე არიან მისი ნათესავის მეგობრები, მან ორივე მათგანი გაიცნო ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. 2018 წლის 14 თებერვალს იგი შეხვდა ლ----------ეს, ხოლო შემდეგ ერთად შეხვდნენ თ-------------–--–ს და იმ ღამით დარჩნენ მის საცხოვრებელ სახლში. მეორე დღეს (15 თებერვალს) თ-------------–---–მა და ლ------------ მას თხოვეს, რომ წაეყვანათ ისნის მეტროს მიმართულებით. ისინი გადაადგილდებოდნენ შავი ფერის ,,ბმვ“-ს მარკის ავტომობილით. როდესაც მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, ლ----------ე და თ-------------–---–ი გადავიდნენ ავტომანქანიდან. გადასვლიდან დაახლოებით 20-25 წუთში ზ--------------მა შენიშნა, რომ ისინი უკან მორბოდნენ, ხელში ეჭირათ პოლიეთილენის პარკი და ჩაჯდომისთანავე უთხრეს, რომ სასწრაფოდ დაეძრა ავტომანქანა და წასულიყვნენ. თ-------------–---–მა და ლ------------ მას გზაში უთხრეს, რომ ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააყაჩაღეს „ს------ის“ მაღაზია, პოლიეთილენის პარკში კი მოთავსებული ჰქონდათ ფულადი თანხა, რომელსაც დაეუფლნენ ყაჩაღობის შედეგად. თანხის ნაწილი დახარჯეს პნევმატური იარაღის შეძენისათვის, ასევე შეიძინეს საწვავი და თამბაქო, თანხის ნაწილი ასევე გადაურიცხა ავტომანქანის მეპატრონეს, ლ-------------–---–ს, რომლისგანაც მანქანა ჰქონდა ნაქირავები. ზ--------------ი, თ-------------–---–ი და ლ----------ე ყაჩაღობის შემდგომ წავიდნენ აფრიკის დასახლების მიმართულებით, გაემართნენ ლ----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც გამოიცვალეს ტანსაცმელი, ისინი 15 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში მოძრაობდნენ ერთად, ხოლო იმ საღამოსვე გაემგზავრნენ ზ--------------ის დეიდის საცხოვრებელ სახლში, ქ-----–--------------------–-------ში, სადაც გაათენეს ღამე. მეორე დილით, თბილისში დაბრუნებისას, ისინი გზაზე გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და ჩაუტარეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, მას პირადი ჩხრეკისას ამოუღეს მობილური ტელეფონი და თანხა 125 ლარის ოდენობით, რომელიც იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, რაც მას გადასცა თ-------------–---–მა და ლ------------. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო ოქმის სისწორე.
მოწმე ლ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ საკუთრებაში ჰყავს შავი ფერის ავტომანქანა ,,BMW 530“, რომლის სახელმწიფო ნომერია M--------, აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებულია მის სახელზე. იგი ხსენებულ ავტომანქანას აქირავებს ყოველდღიურად, დღეში 150 ლარად. 2018 წლის 12 თებერვალს მას ტელეფონზე დაუკაშირდა ზ--------------ი, რომელმაც აღნიშნული ავტომანქანის ქირაობს სურვილი გამოხატა, 2018 წლის 12 თებერვალს მასთან, პ---------------ე მივიდა ზ--------------ი, რომელმაც მისგან წაიყვანა აღნიშნული ავტომანქანა, თუმცა წინასწარ მისთვის თანხა არ გადაუხდია. ზ--------------მა ავტომანქანის წაყვანისას მოწმეს უთხრა, რომ რამოდენიმე დღეში ერთიანად ჩაურიცხავდა ქირის თანხას. 2018 წლის 15 თებერვალს მას ტელეფონზე დაუკავშირდა ზ--------------ი და მოთხოვა მისი პირადი ნომერი, რომ მისთვის ,,საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ჩაერიცხა ავტომანქანის ქირის თანხა. თვაურმა მოწმეს 2018 წლის 12 თებერვლის საღამოს ჩაურიცხა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით.
მოწმეებმა გ-----------------------------–---–--–---–------–-----------------------------------–-–---–---------------------------------------–---–----------–--------------------------------------------------–-–---–----------------------------–-----–--–---–-----------------------------------–-–------–-------------–-----------–-- სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერების თაობაზე და დაადასტურეს მათი ავთენტურობა.
2018 წლის 15 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბ--–--–----–-------------------------------------–--–ის კვეთაზე მდებარე მაღაზია ,,ს---------სი“, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ორი ცალი სუნის კვალის ნიმუში (ტომი I, ს.ფ. 4-11).
2018 წლის 16 თებერვლის ინფორმაციული პატაკით დასტურდება, რომ გამომძიებელმა ი-----–---------ამ მიიღო ოპერატიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „2018 წლის 15 თებერვალს ა–-------------------------------------–--–ის კვეთაზე მდებარე „ს------ის“ ბენზინგასამართ სადგურზე არსებული „ს---------ზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი უნდა იყოს დ--------–--–-------------------------–---------------–---–---------------–-–-----------------------------–-------------------------------–---–-სა და ამჟამად გამოძიებით ერთი დაუდგენელი პირის მიერ. ამავე ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თ-------------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან და 1----–-–------------–ს დაბადებულ ზ-----------------------------ნ ერთად 2018 წლის 15 თებერვლის ღამე გაათენეს ქ-----–--------------------–--------–ი, ზ--------------ის ნათესავის საცხოვრებელ ბინაში, სადაც შესაძლებელია გადაემალათ დანაშაულის ჩადენის იარაღი და დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხა. ხოლო ამჟამად თ-------------–---–ი ქ-----–--------------------–-------ში უნდა გადაადგილდებოდეს ზ-----------------------------ნ ერთად, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით „BMW“, სახელმწიფო ნომრით M-------- (ტომი I, ს.ფ. 27).
2018 წლის 16 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ-----–--------------------–-------ში გადაუდებელი აუცილებლობისას განხორციელდა თ-------------–---–ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ერთი ცალი პისტოლეტი, ერთი ცალი მჭიდი და ერთი ცალი ნაქსოვი ქუდი (ტომი I, ს.ფ. 31-37).
2018 წლის 16 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ-----–--------------------–-------ში გადაუდებელი აუცილებლობისას განხორციელდა ზ--------------ის პირადი ჩრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ერთი ცალი პისტოლეტი, ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ოთხი ცალი სიმ ბართი და თანხა 125 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 39-43).
2018 წლის 16 თებერვლის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ-----–--------------------–-------ში გადაუდებელი აუცილებლობისას განხორციელდა ზ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით M--------) ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ერთი ცალი პნევმატური პისტოლეტი, ერთი ცალი ჭურვი და 6 ცალი ვაზნა, ნაქსოვი ქუდი, მუყაოს ყუთი, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რუსეთის ფედერაციის პასპორტი, მართვის მოწმობა, სადაზღვევო ბარათი და ლითონის ბურთულები, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ზ--------------ის პირადობის მოწმობა, პსპ-ს სადაზღვევო ბარათი, მეტრომანის სადაზღვევო ბარათი და ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 45-52).
2018 წლის 16 თებერვლის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ-----–-------–--ემ ამოიცნო ლ----------ე, რომელმაც 2018 წლის 15 თებერვალს სხვა პირთან ერთად მასზე განახორციელა თავდასხმა და მაღაზიიდან წაიღო თანხა (ტომი I, ს.ფ. 84-93).
დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 16 თებერვალს, 20:46 საათზე, ნ-----–-------–---ს მიერ ლ----------ის ამოცნობის შემდგომ დაკავებული იქნა ლ----------ე (ტომი I. ს.ფ. 94-99).
2018 წლის 16 თებერვლის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ-----–-------–--ემ ამოიცნო თ-------------–---–ი, რომელმაც 2018 წლის 15 თებერვალს სხვა პირთან ერთად მასზე განახორციელა თავდასხმა და მაღაზიიდან წაიღო თანხა (ტომი I, ს.ფ. 100-104).
დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 16 თებერვალს, 21:26 საათზე ნ-----–-------–---ს მიერ თ-------------–---–ის ამოცნობის შემდგომ დაკავებული იქნა თ-------------–---–ი (ტომი I, ს.ფ. 105-110).
2018 წლის 16 თებერვლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაჩხრეკილ იქნა ლ----------ის საცხოვრებელი ბინა, რომლის შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი კაპიშონიანი ქურთუკი და ერთი ცალი მუქი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ეცვა ლ----------ეს დანაშაულის ჩადენისას (ტომი I, ს.ფ. 113-120).
2018 წლის 17 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ბრალდებულმა თ-------------–---–მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გადაადგილდებოდა 2018 წლის 15 თებერვალს, ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 127-131).
2018 წლის 17 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ლ------------ მიუთითა იმ ადგილის შესახებ, სადაც გადაადგილდებოდა 2018 წლის 15 თებერვალს, ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 181-185).
2018 წლის 17 თებერვლის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ-----–-------–--ემ ამოიცნო ბრალდებულ ლ----------ის კუთვნილი კაპიშონიანი ქურთუკი, რომელიც მას ეცვა დანაშაულის ჩადენის დროსა და ადგილას (ტომი I, ს.ფ. 191-194).
2018 წლის 17 თებერვლის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ-----–-------–--ემ ამოიცნო ბრალდებულ ლ----------ის კუთვნილი ლურჯი ფერის ჯინშის შარვალი, რომელიც მას ეცვა დანაშაულის ჩადენის დროსა და ადგილას (ტომი I, ს.ფ. 195-198).
2018 წლის 17 თებერვლის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ-----–-------–--ემ ამოიცნო ბრალდებულ თ-------------–---–ის კუთვნილი შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელიც მას ეხურა დანაშაულის ჩადენის დროსა და ადგილას (ტომი I, ს.ფ. 200-203).
2018 წლის 23 თებერვლის ბალისტიკური ექსპერტიზის No1320/ბ დასკვნით დასტურდება, რომ თ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და ზ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტები არ მიუკუთვნებიან საბრძოლო იარაღთა კატეგორიას (ტომი I, ს.ფ. 346-354).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი პ---------------- რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2018 წლის 27 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის No46/22-141 დასკვნით დასტურდება, რომ თ-------------–---–ისაგან და ლ----------ისაგან აღებული სუნის კვლების ნიმუშები იდენტურია შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ ბენზინგასამართ სადგურ „ს------ზე“ არსებულ მაღაზიაში, სალაროს დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და მაღაზიაში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს მაცივრის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან აღებული სუნის კვლის ნიმუშების (ტომი I, ს.ფ. 379-382).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ------------------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილობით გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს ბრალდებულ თ-------------–---–ისა და ლ----------ის გადაადგილების მარშუტი. ამასთანავე 2018 წლის 18 მარტის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებულ იქნა მაღაზიის შიდა პერიმეტრის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 15 თებერვლით. მაღაზიაში იმყოფება მხოლოდ ერთი მოლარე ოპერატორი, რომელიც დგას სალაროს მაგიდასთან, ამ დროს მაღაზიაში შემოდის პირველი მომწვანო ფერის ქურთუკიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე აფარია შავი ფერის ქუდი და სახეზე უკეთია ლურჯი ფერის სამედიცინო პირბადე, აღნიშნული პიროვნება არის თ-------------–---–ი, მას უკან ფეხდაფეხ მაღაზიაში მოყვება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის ქურთუკი და თავზე აფარია შავი ფერის კაპიშონი, აღნიშნული პიროვნება არის ლ----------ე. მაღაზიაში თ--------------–---–ი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან იღებს პისტოლეტის მაგვარ საგანს და მიმართავს მოლარე ოპერატორისაკენ, ხოლო გვერდით მდგომი ლ----------ე ჯიბიდან იღებს ცელოფნის პარკს და გაუწოდებს მოლარე ოპერატორს ფულადი თანხის მოთავსების მიზნით. ამ დროს მოლარე ოპერატორი ლ----------ეს ცელოფნის პარკში ათავსებს ფულად თანხას, რის შემდეგაც ჯერ თ-------------–---–ი, ხოლო შემდეგ ლ----------ე ტოვებენ მაღაზიის ტერიტორიას და გადიან გარეთ. ამის შემდეგ რამოდენიმე წამში მაღაზიიდან გარეთ ქუჩაში გადის მოლარე ოპერატორიც (ტომი I, ს.ფ. 54-55).
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თ-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარდგენილი ბრალდება არის დასაბუთებული, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული თ-------------–---–ი ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად მიიჩნევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებებით, გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 09:20 საათზე, ქ. თბ--–--–----–-------------------------------------–--–ის კვეთაზე მდებარე შპს ,,ს---------სის“ კუთვნილ მაღაზიაში თ-------------–---–მა და ლ------------, ჯგუფურად, ამავე მაღაზიის თანამშრომელ ნ-----–-------–------ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს ,,ს---------სის“ კუთვნილი თანხა 845 ლარის ოდენობით.
სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებზე აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა გამოკვლევისას უტყუარად დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თ-------------–---–ის მიერ ბრალადშერაცხულ დანაშაულთა ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, მან შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.
ამასთან, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულების შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.
მოცემულ შემთხვევაში ყაჩაღობის ჩადენისას თ-------------–---–მა მოახდინა ცეცხლასროლი იარაღის მაგვარი ნივთის დემონსტრირება და ნ-----–-------–--ეს უთხრა, რომ თუ ფულს სრულად მისცემდა, იგი მას არ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა ნ-----–-------–--ემ აღიქვა რეალურად, რითაც თ-------------–---–მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ლ----------ესთან ერთად განახორციელა თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს ,,ს---------სის“ კუთვნილი თანხა 845 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ლ----------ის, ზაზა თვაურის და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ექსპერტიზის დასკვნებით), სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ-------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად (დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით) - და სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ-------------–---–მა გამოძიების ეტაპზე აღიარა ჩადენილი ქმედება (მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა დანაშაულის ჩადენაში მისი თანამონაწილე, ამასთანავე სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მართალია მან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ისარგებლა დუმილის უფლებით და არ მისცა ჩვენება, თუმცა საბოლოო სიტყვისას სრულად აღიარა და მოინანია ბრალადშერაცხული ქმედება. ასევე სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები თ-------------–---–ს არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თ-------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: 2 ცალი სუნის ნიმუში და 5 ცალი ხელის კვალი და ანაწმენდები; თ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ხმოვანი პისტოლეტი, 1 ცალი მჭიდი და 1 ცალი ნაქსოვი ქუდი; ზ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: პნევმატური პისტოლეტი, ერთი ცალი ჭურვი და 6 ცალი ვაზნა და ნაქსოვი ქუდი; ლ----------ისგან და თ-------------–---–ისგან აღებული სუნის ნიმუში; ლ----------ისგან და თ-------------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები; ლ----------ისგან და თ-------------–---–ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2. ზ--------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, 4 ცალი სიმ-ბარათი და 125 ლარი; ზ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: მუყაოს ყუთი, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რუსეთის ფედერაციის პასპორტი, მართვის მოწმობა, სადაზღვევო ბარათი და ლითონის ბურთულები, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, ზ--------------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პსპ სადაზღვევო ბარათი, მეტრომანის სამგზავრო ბარათი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი და ხელშეკრულება; ავტომანქანა (სახ.#M--------) და ავტომანქანის გასაღები; ლ----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმელი (1 ცალი კაპიშონიანი ქურთუკი და 1 ცალი მუქი ფერის ჯინსის შარვალი) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
3. კომპაქტ დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე
ლ. ორკოდაშვილი