განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330100115001087971
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ზ---- ქ------ის

ადვოკატ – დ---- გ--–---ის

მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გ-------- ს---------ის მონაწილეობის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე – გ-------- ე-------ის ძე ს---------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #------------, ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–-----–----–----–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----–----------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------- ს---------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;

მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

გ-------- ს---------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

გ-------- ს---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის „G-------------”-ის მოდელის №----- პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

მანვე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 0,000015598 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს (მარილები) შემცველი სითხე.

გ-------- ს---------ი მითითებულ ნარკოტიკულ საშუალებას და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–--–----–----------------------------------------ში, საიდანაც ამოღებულ იქნა 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

ე.ი. გ-------- ს---------მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საქმის განხილვის საწყის ეტაპზე გ-------- ს---------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოგვიანებით მან თავი აარიდა გამოძიებასა და სასამართლოს (სისხლის სამართლის №------------ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და იმყოფება ძებნაში), რის გამოც საქმის განხილვა გაგრძელდა ბრალდებულის დაუსწრებლად მისივე შეთანხმებით მოწვეული ადვოკატის მონაწილეობით, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია ბრალდებულის ამჟამინდელი პოზიციის შესახებ და აღნიშნა, რომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში თავს ცნობს დამნაშავედ, შესაბამისად, ბრალდებულთან შეთანხმებით, დაცვის მხარე უდავოდ მიიჩნევს საქმის ირგვლივ შეკრებილ მტკიცებულებებს.

სასამართლოს დასკვნა გ-------- ს---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გ-------- ს---------ის ბინის ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნივთიერებას და პისტოლეტს, ქიმიური ექსპერტიზის #------------ქრ და #-------- დასკვნებს, ბალისტიკური ექსპერტიზის #------ დასკვნას, მოწმეების დაკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-------- ს---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ-------- ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ გ-------- ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, გ-------- ს---------ი განსახილველი დანაშაულების ჩადენის დროს სამართლებრივად აღარ ითვლებოდა ნასამართლევად (შეწყალებულია საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის განკარგულებით), ხოლო მეორეს მხრივ ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს: მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გ-------- ს---------ის მიმართ წარსულში განხორციელებული შეღავათებისა, მან კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები, ხოლო აღნიშნულის შემდეგ იგი კვლავ იქნა მხილებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ბრალი წარედგინა 2016 წლის 30 აპრილს), ამასთან, იგი თავს არიდებს გამოძიებასა და სასამართლოს, რის გამოც მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. ასევე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ბრალდებულის მიმართ სხვა არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების თაობაზე, რამდენადაც ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით სასჯელის სახით უალტერნატივოდ არის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 6 ივნისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 26 ივნისს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისა და შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად ამ მუხლის მე-2 ნაწილისა, განისაზღვრა მე-3 ნაწილით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე, რითაც მოხდა სასჯელის გამკაცრება (ზემოაღნიშნულ ცვლილებამდე გათვალისწინებული იყო ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა), სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------- ს---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ასეთ უალტერნატივო სასჯელად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი აღარ ითვლება ნასამართლევად, გ-------- ს---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2----–-–--------------ს განჩინებით გ-------- ს---------ს შეეფარდა გირაო, რის შემდეგაც იგი მხილებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (სისხლის სამართლის №------------ საქმე, ბრალის წარდგენის თარიღი: 30.04.2016), აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და იმყოფება ძებნაში, შესაბამისად, იგი თავს არიდებს გამოძიებასა და სასამართლოს, რითაც მის მიერ დარღვეულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2----–-–--------------ს განჩინებით შეფარდებული გირაოს პირობები, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად (გამოძიებისა და სასამართლოსათვის თავის არიდებით და შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენით დარღვეულია გირაოს გამოყენების პირობა და კანონი), გირაოს თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. გ-------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------- ს---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. გ-------- ს---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2015 წლის 4 აგვისტოდან - 2----–-–--------------ს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

5. გ-------- ს---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულ გ-------- ს---------ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

6. გაუქმდეს გ-------- ს---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ს განჩინებით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. გ-------- ს---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ”მეთადონი”, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნ-----------------------------------------------–------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- გ-------- ს---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნ------------------------------------–-------------------–------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს.

- 1 (ერთი) ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

9. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

10. მსჯავრდებულ გ-------- ს---------ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი