გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 2/672-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - ს----------–----–-----------------------------ს ს----------
წარმომადგენელი - მ-----------------–-–---–-
მოპასუხე - რ--------------–---–ი
დავის საგანი: ფულადი თანხის დაკისრება. კეთილსინდისიერი მფლობელისთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხე რ--------------–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ „1--“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურება ავტომანქანის გაყვანის დღისთვის დარიცხული თანხის ოდენობით; 2018 წლის 6 ივნისის მდგომარეობით დარიცხული საფასური შეადგენს - 4336 ლარს.
1.2. სსიპ „1--“-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაეკისროს სსიპ „1--“-ის სპეციალური დაცული სადგომიდან (მის: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) ავტომანქანის ZAZ-1102 (სახ. ნომრით T------)საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება.
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ ,,1--’’-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250,08 ლარის ოდენობით;
სარჩელის საფუძვლები:
ს----------–----–-----------------------------ს სსიპ „1--“ 2014 წლის მაისის თვიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც, ს----------–----–-----------------------------ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.
2015 წლის 15 მაისს მოპასუხე რ--------------–---–ს ს----------–----–-----------------------------ს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება Z-------, სახ. ნომრით T-------, რომელიც სსიპ „1--“-ის მიერ გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში, დიღომში მდებარე სსიპ „1--“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე და ამავე მისამართზე იმყოფება დღემდე. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას, სსიპ „1---ის“ ევაკუატორით მისი ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება სსიპ „1---ის“ მომსახურების საფასური - 4336 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N4-- დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული სსიპ „1---ის“ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად. მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა სსიპ „1--“-ის მომსახურების საფასურის ანაზღაურება და შესაბამისად, ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანა. სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა, რის გამოც, არ არსებობს სპეციალურ დაცულ სადგომზე მისი დატოვების საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებისა და ორი კვირის ვადაში სპეციალური დაცული სადგომიდან მისი გაყვანის მოთხოვნის შესახებ მოპასუხეს ეცნობა სსიპ „1---ის“ 2018 წლის 12 აპრილის N8----- წერილით, რაც ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 17 აპრილს, თუმცა მოპასუხის მიერ არ მომხდარა სსიპ „1---ის“ მომსახურების საფასურის ანაზღაურება და შესაბამისად, ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; რ--------------–---–ი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ 2015 წლის 15 მაისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად მართლაც დაჯარიმდა 1000 ლარით, ამასთნ მიაჩნია, რომ თავად არ უნდა დაეკისროს ს-----------ს ავტოსადგომიდან ავტომანქანის გაყვანისა და სადგომზე დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან იგი არ არის მითითებული ავტომანქანის მესაკუთრე და არც მინდობილობით ჰქონდა მისი ფლობის თუ მართვის უფლება. დასახელებული მანქანის მესაკუთრეს არც იცნობს, იცის მხოლოდ სახელი (სავადაუდოდ გიორგი), ვინაიდან ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე მას შეხვდა მხოლოდ ერთხელ და მას შემდეგ არც უნახავს. მანქანის მესაკუთრისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ფაქტი და ეს უკანასკნელი მას დაპირდა, რომ მანქანას თავად მიხედავდა; ამასთან, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია;
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1 2015 წლის 15 მაისს მოპასუხე რ--------------–---–ი (პ/ნ 1----------) დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის (საჯარიმო ქვითარი #2-----) შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული საჯარიმო ქვითრის დამოწმებული ასლი (დანართი #2) ს.ფ 31;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2015 წლის 15 მაისს მოპასუხე - რ--------------–---–ს (პ/ნ 1----------) ს----------–----–-----------------------------ს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის (საჯარიმო ქვითარი N2-----) შესაბამისად ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - Z------- სახელმწიფო ნომრით T------ და გადაყვანილი იქნა სსიპ „1---ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებული ასლი ს.ფ. 32;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. სატრანსპორტო საშუალებას - Z------- სახელმწიფო ნომრით T------ სსიპ „1---ის“ ევაკუატორით ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება სსიპ „1---ის“ მომსახურების საფასური - 4336 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N4-- დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული სსიპ „1---ის“ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დარიცხული საფასურის შესახებ ს.ფ 33;
- ,,ს----------–----–-----------------------------ს საჯარო სამართლის იურიდიულო პირის ,,1--“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის 4-- დადგენილება ს.ფ 34-37;
- ს-----------ის 2018 წლის 12 აპრილის #8----- წერილის დამოწმებული ასლი და აღნიშნული წერილის მოპასუხისთვის ჩაბარების დასტური ს.ფ 38-40;
3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 155-ე, 161-ე და 172-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;
6.სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
დასახელებული მუხლების ანალიზის შედეგად სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხედ დასახელებული რ--------------–---–ი არ არის არც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და არც სხვა უფლებამოსილი პირი; აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ უკანასკნელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რ--------------–---–ს ეკისრებოდა ავტომანქანის სადგომის ხარჯის გადახდისა და მითუფრო ავტოსადგომიდან მანქანის გაყვანის ვალდებულება;
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმდება უშუალოდ დამრღვევი, მიუხედავად იმისა მანქანის მესაკუთრეა თუ არა ეს პირი; მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად რ--------------–---–ი დაჯარიმდა 1000 ლარით, რომლის მართვის ქვეშ იმყოფებოდა მოცემული მომენტისთვის ავტომანქანა Z-------, სახ. ნომრით T------- და სწორედ ამ უკანასკნელის ბრალეული ქმედების შედეგად მოხდა ავტომანქანის გადაყვანა ავტოსადგომზე; ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ირკვევა, რომ ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე მომსახურება ფასიანია და მისი ანაზღაურება ხდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ (იხ. ს.ფ. 32).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ნივთის ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება მფლობელობის კონსტიტუციური ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ეს ბატონობა უნდა ხორციელდებოდეს თავისთვის და არა სხვის სასარგებლოდ; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მხლის მე-2 ნაწილი ერთმანეთისაგან განასხვავებს ნივთის მფლობელს ნივთის მოსარგებლისაგან (ე.წ. მჭერი, მპყრობელი), როდესაც ამ უკანასკნელს ნივთის ფლობის უფლება გადაცემული აქვს მესაკუთრისგან; დასახელებული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ნივთის მოსარგებლე (მჭერი, მპყრობელი) არ ითვლება მფლობელად, ამ უკანასკნელს ნივთის ფლობასთან დაკავშირებით არ გააჩნია დამოუკიდებელი, პირადი ინტერესი. ამდენად, მას არ აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება არც თვით იმათ მიმართ, ვინც ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა მას და არც მესამე პირთა მიმართ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 2);
6.4. ზემოაღნიშნული განმარტებების საფუძველზე განსახილველ შემთხვევაში რ--------------–---–ი ვერ ჩაითვლება მოძრავი ნივთის მართზომიერ მფლობელად, იგი არის მხოლოდ ავტომანქანის მოსარგებლე. მართალია, რ--------------–---–ი სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში ახორციელებდა ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან და მხარის ახსნა-განმარტებიდან დადგინდა ავტომანქანა მას გადასცა მესაკუთრემ, ვინმე გიორგიმ, კონკრეტული მიზნით - ალკოჰოლური სასმელის მოსატანად, რა დროსაც დაჯარიმებულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამრომლების მიერ. რაც შეეხება სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე მანქანის ხარჯებსა და სადგომიდან მანქანის გაყვანის საკითხს, მოთხოვნის ამ ნაწილში რ--------------–---–ი ვერ ჩაითვლება სათანადო მოპასუხედ, ვინაიდან იგი არ არის არც დასახელებული ავტომანქანის მესაკუთრე და არც სხვა უფლებამოსილი პირი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
6.5. მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებთ, რომ სსიპ ,,1---ს’’ არ ევალებოდა ავტომანქანის მესაკუთრის მოძიება და დამრღვევისადმი შეტყობინება საჯარიმო თანხების გადახდის შესახებ, რაც ვერ იქნება საკმარისი საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით კეთილსინდისიერი მფლობელისათვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომიდან გაყვანილ უნდა იქნას დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განიხილება საზოგადოების ძირითადი საქმიანობისთვის ხელშემშლელ გარემოებად და რეალიზებულ იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამონაგები თანხა აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სსიპ ,,1--’’-ის მიმართ არსებული დავალიანების გამოკლებით გადაეცემა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს;
6.4. ზემოაღნიშნული დანაწესი ცალსახად მიანიშნებს, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სსიპ ,,1--’’-თან არის სწორედ ავტომანქანის მესაკუთრე, რომლის ვინაობის დადგენის ვალდებულება სწორედ რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ სადგომიდან მანქანის გაყვანა უნდა დაევალოს არამესაკუთრეს, ან არაუფლებამოსილ პირს, რაც შემდგომში შესაძლოა სხვა სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების ჩადენის საფუძველი გახდეს, ვინაიდან თუ ნივთის მოსარგებლე ყოველგვარი მინდობილობის ან მისთვის რაიმე ფორმით მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე იმოქმედებს, ეს აუცილებლად განიხილება არამართზომიერ ქმედებად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც რ--------------–---–ი არ იცნობს ავტომანქანის მესაკუთრეს და მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია შემთხვევის შემდეგ. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია;
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
დასახელებული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სასამართლოს მხრიდან მიეცა მითითება არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რაზეც მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------------–---–ი მოცემულ დავაში არ არის სათანადო მოპასუხე, რაც სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–-----------------------------ს ს-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა