გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
240310018002585388
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 24----------------

(3/55-2---)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13.12.2--- წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - სა---------–-----------–---------------ო

წარმომადგენელი - ჯე---–------------–ი

მოპასუხე - გი-----------–--ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

გი-----------–--ას სა---------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 3000 ლარის ოდენობით.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოპასუხეს შო--ის 1-.0-.2--- წელს გაფო--მდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

 

1-.0-.2--- წლის ხელშეკრულების (კონტრაქტის) თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამავე კონტრაქტის მე-3 მუხლით (4 წლით) განსაზღვრული ვადით (1-.0-.2--- წლამდე), თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 1-.0-.2--- წლის N3--- ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევით, გი-----------–--ას გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი, კონტრაქტის გაფო--მებიდან გი-----------–--ას ნამსახურები აქვს ო-- წელზე ნაკლები, კერძოდ 1- თვე და 2- დღე. 1-.0-.2--- წელს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, მოპასუხეს საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სასარგებლოდ წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდის ვალდებულება ამავე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს გი-----------–--ს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს ჯარიმის თანხა 3000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 და 251 მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე მუხლებსა და 1-.0-.2--- წლის კონტრაქტის 7.3. პუნქტებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი-----------–--ა პროცესზე არ გამოცხადებულა, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა შესაგებელი, სადაც ცნო სარჩელი და დაეთანხმა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. (ითხოვს გრაფიკის მეშვეობით თანხის განწილვადებას)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები მიცემულ საქმეზე არ გამოვლენილა.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სა---------–-----------–---------------ოს და მოპასუხეს შორის 1-.0-.2--- წელს გაფორმდა N2------ ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, 1-.0-.2--- წლის ხელშეკრულების თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს შეიარაღებული ძალებში ამავე კონტრაქტის მე-3 მუხლით (4 წლით) განსაზღვრული ვადით (1-.0-.2--- წლამდე), თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 1-.0-.2--- წლის N3--- ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

1-.0-.2--- წლის N2------ ხელშეკრულება

1-.0-.2--- წლის N3---- ბრძანება

გი-----------–--ას 0-.0-.2--- წლის N5----- პატაკი

 

3.2.2. 1-.0-.2--- წლის ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ო--ი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ვალდებულია, კონტრაქტის შეწყვეტიდან 1- დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3000 ლარი, კონტრაქტის გაფორმებიდან გი-----------–--ას ნამსახურები აქვს ო-- წელზე ნაკლები, კერძოდ 1- თვე და 2- დღე. 1-.0-.2--- წელს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, მოპასუხეს სა---------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

1-.0-.2--- წლის N2------ ხელშეკრულება;

1-.0-.2--- წლის N3--- ბრძანება;

21.0-.2--- წლის N6----- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ;

ფინანსების მართვის დეპარტამენტის 1-.0-.2---წლის N6----- წერილი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, სა---------–-----------–---------------ოსა და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის 2--- წლის 1- ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული N2------ კონტრაქტის დარღვევის შედეგად წარმოშობილი ჯარიმის ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით. სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, სა---------–-----------–---------------ოს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ, ამ შემთხვევაში სა---------–-----------–---------------ო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სა---------–-----------–---------------ოსა და მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის დამტკიცებული N2------ კონტრაქტის ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დასადგენია დაარღვია თუ არა გი-----------–--ამ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის ჯარიმის დაკისრებას;

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 0- ივნისს გი-----------–--ამ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად, სხვა, უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში გადასვლის გამო. სწორედ აღნიშნული პატაკის საფუძველზე გი-----------–--ა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--- წლის 1- ივნისის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა; ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე და გი-----------–--ას კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლზე მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ო--ი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას). ამდენად, გი-----------–--ასთან მიმართებაში კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

ჯარიმის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ხოლო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა- 3 000 ლარი - ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში არის გონივრული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა კანონშესაბამისია, რითაც მოპასუხესთან მიმართებაში დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც უნდა იყოს არანაკლებ 50 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, 3 000 ლარის 3%-ი 90 ლარია, თუმცა დასახელებული კოდექსის 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-9, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი მოპასუხე გი-----------–--ას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხე გი-----------–--ას (პ/ნ 3----------) სა---------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე გი-----------–--ას (პ/ნ 3----------) სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ( ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სენაკის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. 247) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე