განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
330100118002618416
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–- გ-------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ-------- ლ---------- ძე ხ------------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 2------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბ---–----- რაიონი, სოფელი კ------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ-------ის ქუჩა #1---–--

 

ადვოკატი - ნ---- ბ----–---–ი

 

თარჯიმანი - მ-----ა კ--–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 23 ივნისს, საღამოს საათებში, თ---–--–-- ვ---------–-ს 3, გ-------ის ქუჩა #1---–- არსებულ საცხოვრებელ სახლში დ-------- ხ------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვნის ქ--------- კ-----–-----ს თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ---------- კ-----–-----ს, კერძოდ შეაგინა, სამჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ვ---------- კ-----–-----მ განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

 

1.2.2018 წლის 1 ივლისს, საღამოს საათებში, თ---–--–-- ვ---------–-ს 3, გ-------ის ქუჩა #1---–-, არსებულ საცხოვრებელ სახლში დ-------- ხ------------მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ---------- კ-----–-----ს ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვნის ქ--------- კ-----–-----ს თანდასწრებით, გენდერული ნიშნით, რომ იგი იყო კაცი და ვ---------- კ-----–-----ს მისთვის უნდა შეესრულებინა ყველაფერი, თორემ დაისჯებოდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ---------- კ-----–-----ს, კერძოდ შეაგინა, ერთხელ დაარტყა სახის არეში გაშლილი ხელი, რის შედეგადაც ვ---------- კ-----–-----მ განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

 

1.3.2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ---–--–-- ვ---------–-ს 3, გ-------ის ქუჩა #1---–-, არსებულ საცხოვრებელ სახლში დ-------- ხ------------მა არასრულწლოვნის ქ--------- კ-----–-----ს თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ---------- კ-----–-----ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა, ერთხელ ჩაარტყა მუჭი სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც ვ---------- კ-----–-----მ განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

 

1.4.2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ---–--–-- ვ---------–-ს 3, გ-------ის ქუჩა #1---–-, არსებულ საცხოვრებელ სახლში დ-------- ხ------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ---------- კ-----–-----ს, თუ იგი როდესმე გაბედავდა პოლიციაში მიმართვას, დ-------- ხ------------ი მოკლავდა მას, რის შედეგადაც ვ---------- კ-----–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დაზარალებულმა - ვ---------- კ-----–-----მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ბრალდებულის დ-------- ხ------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. დაზარალებულის პოზიციის შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ-------- ხ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

უდავო მტკიცებულებები:

 

2.3. არასრულწლოვანი მოწმის ქ--------- კ-----–-----ს (დაბადებული 3--------- წ).გამოკითხვის ოქმით დადგინდა, დედასთან ვ---------- კ-----–-----სთან ერთად არის ლტოლვილი უკრაინიდან, კერძოდ დონეცკის რეგიონიდან და რამდენიმე წელია ცხოვრობს საქართველოში. დაახლოებით 2 წელია ვ---------- კ-----–----- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ-------- ხ------------თან. თანაცხოვრების დაწყებიდან რამდენიმე ხანში დ-------- ხ------------ი გახდა აგრესიული, განსაკურებით ნასვამ მდგომარეობაში იგი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ვ---------- კ-----–-----ს ქ--------- კ-----–-----ს თანდასწრებით. ჩხუბის მიზეზი იყო ვ---------- კ-----–-----ს სამსახური. დ-------- ხ------------ს ქ--------- კ-----–-----ს თადასწრებით არაერთხელ უცემია ვ---------- კ-----–-----, ურტყამდა ხან ხელს, ხან ფეხს, ასევე თავიც ჩაურტყამს. ისე ძლიერად უტყამდა, რომ ვ---------- კ-----–-----ს მუდმივად ეტყობოდა სახეზე ცემის კვალი. ძალადობის ფაქტების გამო ქ--------- კ-----–----- იყო ძალიან შეშინებული, ტიროდა და ცდილობდა ძალადობის დროს მათ შორის ჩამდგარიყო და ასე დაეცვა დედა. 2018 წლის 22 ივლისს, დ-------- ხ------------მა ქ--------- კ-----–-----ს თანდასწრებით, ვ---------- კ-----–-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.4.მოწმე ქ------- უ-–------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდან ვ---------- კ-----–-----სთან ერთად მუშაობს კვების ობიექტში ,,მ--–------აში“. ვ---------- კ-----–----- არის ლტოლვილი უკრაინიდან, კერძოდ დონეცკიდან და საქართველოში ცხოვრობს ლტოლვილის სტატუსით. ვ---------- კ-----–----- დაახლოებით 2 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ-------- ხ------------თან. 2018 წლის ივნისის თვის მესამე ნახევარში, ვ---------- კ-----–----- სამსახურში მივიდა სახე დასიებული, კითხვაზე თუ რა სჭირდა, დაზარალებულმა დაიწყო ტირილი და თანამშრომლებს ქ------- უ-–------–-–---–ს და ი-----–--ა ბ---------ს მოუყვა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს იგი სცემა დ-------- ხ------------მა ეჭვიანობის ნიადაგზე და სთხოვა მათ, რომ არ დაერეკათ პოლიციაში. 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში ვ---------- კ-----–----- ავადმყოფობის მიზეზით რამდენიმე დღე არ გამოცხადდა სამსახურში, ქ------- უ-–------–-–---–მა და ი-----–--ა ბ---------მა სახლში მიაკითხეს. ვ---------- კ-----–----- დახვდათ ნაცემი, დალურჯებულ თვალზე სილურჯის დასაფარად წასმული ჰქონდა სახის საცხი. ვ---------- კ-----–-----მ თანამშრომლებს უამბო, რომ 1 ივლისს დ-------- ხ------------მა ხელი დაარტყა სახეში. ვ---------- კ-----–----- ტიროდა და ეხვეწებოდა მათ, არ დაერეკათ პოლიციაში, რადგან დ-------- ხ------------ი დაემუქრა მოკვლით, თუკი ცემის ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა. ვ---------- კ-----–-----მ მოწმეებს განუცხადა, რომ მეუღლე მისგან მოითხოვდა მუშაობისთვის თავის დანებებას და ამის გამო სცემდა. 2018 წლის 22 ივლისს, ვ---------- კ-----–-----მ დაურეკა ქ------- უ-–------–-–---–ს და უთხრა, რომ სამსახურში ვერ მივიდოდა. მოწმე მივიდა დაზარალებულთან სახლში, ვ---------- კ-----–----- დახვდა კვლავ ნაცემი, მას მარცხენა ლოყა გასიებული, ხოლო თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. დაზარალებულმა მოწმეს უამბო, რომ 22 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე დ-------- ხ------------მა მუჭი დაარტყა სახეში. ქ. უ-–------–-–---–მა დაზარალებულის წინააღმდეგობის მიუხედავად დარეკა ,,112-ში“. მოწმე ქ------- უ-–------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ვ---------- კ-----–-----ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით ძალადობის სამივე ეპიზოდს შეესწრო არასრულწლოვანი ქ--------- კ-----–-----, რამაც მასზე ფსიქოლოგიურად ნეგატიურად იმოქმედა.

 

2.5. 2018 წლის 22 ივლისს, ,,112“-ში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების შინაარსი: ინიციატორი ქ------- უ-–------–-–---–ი იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ვ---------- კ-----–-----სთვის. განმცხადებლის ინფორმაციით ქმარი სცემდა ვ---------- კ-----–-----ს, რის გამოც მსხვერპლი იყო ცუდად, ჰქონდა სილურჯეები. შეტყობინების ინიციატორი აცხადებდა, რომ მსხვერპლს არ სურდა აღნიშნული ფაქტის გამჟღავნება.

 

2.6. მოწმე ი-----–--ა ბ---------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც ასევე არის ვ---------- კ-----–-----ს თანამშრომელი, დადგინდა, რომ დაზარალებული დაახლოებით 2 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ-------- ხ------------თან. 2018 წლის ივნისის მესამე ნახევარში ვ---------- კ-----–----- რამდენიმე დღე არ გამოცხადდა სამსახურში, ხოლო როცა მივიდა, სახეზე ეტყობოდა ფიზიკური დაზიანებები. დაზარალებულმა ქ------- უ-–------–-–---–ს და ი-----–--ა ბ---------ს განუცხადა, რომ 23 ივნისს, დ-------- ხ------------მა ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა, მაგრამ პოლიციის გამოძახებაზე უარს აცხადებდა. 2018 წლის ივლისის დასაწყისში ვ---------- კ-----–----- ისევ არ გამოცხადდა სამსახურში, ი. ბ---------მა და ქ. უ-–------–-–---–მა სახლში მიაკითხეს, ვ---------- კ-----–-----ს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული. დაზარალებულმა მათ უთხრა, რომ 1 ივლისს, იგი კვლავ სცემა დ-------- ხ------------მა. პოლიციის გამოძახების შეთავაზებაზე დაზარალებულმა კვლავ დაიწყო ტირილი და ხვეწნა, რომ არ დაერეკათ, ვინაიდან დ-------- ხ------------ი დაემუქრა მოკვლით, თუკი მიმართავდა პოლიციას. 22 ივლისს, ვ---------- კ-----–-----სგან ცნობილი გახდა, რომ ღამის 01:00 საათზე დ-------- ხ------------მა მუჭი დაარტყა სახეში, აღნიშნულის გამო მარცხენა ლოყა ჰქონდა დასიებული. მომხდარის გამო, ქ. უ-–------–-–---–მა დარეკა ,,112-ში“.

 

2.7. პაციენტის ვ---------- კ-----–-----ს #--- სამედიცინო ბარათით დადგინდა, რომ ფიზიკური ძალადობის ფონზე მიყენებული დაზიანების გამო, პაციენტს 2018 წლის 22 ივლისს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ჩარევა, მას გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, ტკივილი თავის არეში, მარცხენა თვალბუდის არეში დიდი ჰემატომა. პაციენტის გადმოცემით სცემა მეგობარმა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე.

 

2.8. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების - მოწმე თ-- გ----–---ს და ს--–---- უ----–--ას გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 22 ივლისს, ,,112-ის“ სადისპეჩეროდან მიღებული იქნა გამოძახება. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ითხოვდნენ თ---–--–-- გ-------ის ქუჩა #1---–-- გამოძახების ადგილზე ბრიგადას დახვდა ვ---------- კ-----–-----, რომელიც უჩიოდა ტკივილს თავის არეში. პაციენტს მარცხენა თვალბუდის არეში ჰქონდა მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა. პაციენტმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას განუცხადა, რომ ღამით, მეგობარმა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მასზე და მიაყენა აღნიშნული დაზიანება.

 

2.9. მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციისა და სიმძიმის დადგენის მიზნით ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა როგორც სამედიცინო დოკუმენტზე, ასევე პირადად შემოწმდა ვ---------- კ-----–-----. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შესამოწმებელ პირს დაუდგინდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება დაზიანების სიმრავლეს და ლოკალიზაციას, პირადი შემოწმების მონაცემებით დადგინდა, რომ შემოწმების მომენტში ვ. კ-----–----- უჩიოდა თავის ტკივილს, მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე აღენიშნებოდა მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 6X3სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის ზემო მესამედში შიგნითა ზედაპირზე ზომით 7X3,5სმ. მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე ზომით 8X1სმ. მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ზომით 2X05სმ. მარცხენა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე ზომით 6X2სმ. მარჯვენა წვივის ქვემო მესამედში წინა და შიგნით ზედაპირების საზღვარზე ზომით 6X3სმ. დასკვნა ასევე ასახავს კვლევის პროცესში უშუალოდ მსხვერპლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან მიმართებაში, ,,შესამოწმებლის გადმოცემით: 2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ესროლა რკინის ქილა.“

 

2.10. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ-------- ხ------------ი ეჭვიანობდა დაზარალებულ ვ---------- კ-----–-----ზე და აღნიშნულის გამო სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეუარაცხყოფას. ეჭვიანობის ფაქტები და ამის საფუძველზე დაზარალებულზე კონტროლი, თვალთვალი, აგრესია, შეურაცხყოფა და შეზღუდვები დასტურდება მოწმეების გამოკითხვის ოქმებით:

 

2.10.1.მოწმე ა------ ქ---------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, 2018 წლის 10 ივლისიდან ცხოვრობს ვ---------- კ-----–-----ს მეზობლად, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ-------- ხ------------თან. 22 ივლისს, ღამით, დაახლოებით 01:00 სათზე შემოესმა ყვირილის და გინების ხმა ვ---------- კ-----–-----ს ბინიდან, დ-------- ხ------------ი უყვიროდა და აგინებდა მეუღლეს. ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან ,,...2018 წლის 22 ივლისს, ღამის დაახლოებით 01:00 საათზე, მე მომესმა ყვირილის და გინების ხმა ვ---------- კ-----–-----ს ოთახიდან..., ...დ--------ი უყვიროდა და რუსულად აგინებდა ვ----------ს, ეუბნებოდა რომ არის ბოზი და მუშაობს ბორდელში, რომ გვიან მოდის სახლში ვინაიდან დაწანწალობს ,,კაცებში“. 22 ივლისის დილას, ა------ ქ---------მა ნახა ვ---------- კ-----–-----, რომელსაც მარცხენა ლოყა ჰქონდა გასიებული, ხოლო თვალი ჩალურჯებული. ვ---------- კ-----–----- მოწმეს მოუყვა, რომ ღამით იგი დ-------- ხ------------მა სცემა. მოწმე ა------ ქ---------ის გამოკითხვის ოქმით ასევე დადგინდა, რომ 22 ივლისამდე ხშირად ესმოდა ვ---------- კ-----–-----ს ბინიდან ხმამაღალი საუბრის ხმები, ძირითადად დ-------- ხ------------ი კიცხავდა ვ---------- კ-----–-----ს სამსახურის გამო, მას არ უნდოდა რომ მეუღლეს ემუშავა. მეზობლებს რამდენჯერმე უნახავთ ვ---------- კ-----–----- დასიებული სახითა და დალურჯებული თვალით.

 

2.10.2. მოწმე ქ--------- კ-----–-----ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ მისი თანდასწრებით დ-------- ხ------------ი ეჭვიანობის ნიადაგზე ვ---------- კ-----–-----ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და უკრძალავდა მუშაობას.

 

2.10.3.მოწმე ქ------- უ-–------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ დ-------- ხ------------ი ხშირად მიდიოდა ვ---------- კ-----–-----სთან სამსახურში და ელოდებოდა, აშკარა იყო რომ ეჭვიანობდა და ამიტომ აკონტროლებდა მას. გარდა ამისა, ვ---------- კ-----–-----ს აგრესიულად ელაპარაკებოდა და ეტყობოდა, რომ რაღაცით იყო ძალიან უკმაყოფილო. ვ---------- კ-----–-----მ მოწმეს უთხრა, რომ მეუღლე ეჭვიანობდა და ამის გამო უკრძალავდა მუშაობას.

 

2.10.4.მოწმე ი-----–--ა ბ---------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ დ-------- ხ------------ი ხშირად მიდიოდა ვ---------- კ-----–-----სთან სამსახურში, უბრალოდ იჯდა სანამ ვ---------- არ მორჩებოდა მუშაობას, აშკარა იყო რომ ეჭვიანობდა და ამიტომ აკონტროლებდა. დ-------- ხ------------ი ვ---------- კ-----–-----სთან საუბრის დროს იყო აგრესიული და ზოგჯერ აგინებდა კიდეც. ვ---------- კ-----–----- ადასტურებდა, რომ მეუღლე ეჭვიანობდა და ამის გამო უკრძალავდა მუშაობას.

 

2.11. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა დ-------- ხ------------მა რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია ბრალის აღიარება - უარყოფასთან მიმართებაში, თუმცა საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მისი მხრიდან სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, ხოლო უარყო მუქარის ჩადენა.

 

2.12.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებებით დამტკიცდა ცემის და სხვაგვარი ძალადობის მატერიალური ფაქტები და სისტემატურობა. ქმედების სისტემატურ ცემად და სხვაგვარ ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტანჯვას, ასევე მნიშვნელოვანია მისი სისტემატური ხასიათი. სასამართლო განსახილველი საქმის ფარგლებში მიმოიხილავს თითოეული კომპონენტს:

 

2.12.1. ქმედების ძალადობრივი ხასიათი და გამოწვეული შედეგი - ფიზიკური ტანჯვა დადასტურდა უდავო მტკიცებულებით - თვითმხილველი მოწმის ქ--------- კ-----–-----ს გამოკითხვის ოქმით, რომლის მიხედვით დ-------- ხ------------ი სისტემატურად ძალადობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე ვ---------- კ-----–-----ზე. დ-------- ხ------------ი იმდენად ძლიერად ურტყამდა ვ---------- კ-----–-----ს, რომ მსხვერპლს მუდმივად ეტყობოდა სახეზე დაზიანების კვალი. სახეზე დაზიანების კვალს და მისი წარმოშობის მექანიზმს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებაში ადასტურებს მოწმეების ქ------- უ-–------–-–---–ის და ი-----–--ა ბ---------ის გამოკითხვის ოქმები, რაც შეეხება ბოლო ეპიზოდს - 22 ივლისის ძალადობის ფაქტს, გარდა დასახელებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებისა, დანაშაული დადასტურდა მოწმე ა------ ქ---------ის და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმების თ-- გ----–-ას და ს--–---- უ----–--ას გამოკითხვის ოქმებით, ასევე პაციენტის სამედიცინო ბარათითა და ექსპერტიზის დასკვნით. რაც შეეხება ფიზიკურ ტანჯვას, ობიექტური დამკვირვებლისთვის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მსხვერპლის უმოწყალო ცემა სხეულის მგრძნობიარე არეში, როგორიც არის სახე (მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით ვ. კ-----–-----ს ძალადობის კვალი ძირითად შემთხვევაში აღენიშნებოდა სახის არეში), ძალადობის სიხშირიდან და მოძალადის ფიზიკური სიძლიერიდან გამომდინარე სუბიექტური და ობიექტური აღქმით იწვევს ტანჯვას.

 

2.12.2. სისტემატურობა: სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ცემის და სხვაგვარი ძალადობის სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი დროის მცირე ინტერვალში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ძალადობის მინიმუმ სამი ეპიზოდი დროის მოკლე პერიოდში (2018 წლის 23 ივნისი, 1 ივლისი, 22 ივლისი).

 

2.13. რაც შეეხება სისტემატური ძალადობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - ეს კომპონენტიც უტყუარად დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი პრეიუდიციული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ასევე დადგენილ იქნა რომ ძალადობა ჩადენილი იყო ოჯახის წევრის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ.

 

2.14.სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტური მხრივ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისთვის მოტივის და მიზნის გამოკვეთას არ აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისთვის, თუმცა ამ ელემენტების დადასტურების შემთხვევაში იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის ზომის განსაზღვრისას, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის მოტივი და მიზანი იყო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა, მოძალადის მიერ მამაკაცის სიძლიერის დემონსტრირება და ქალის დამორჩილების სურვილი, ჩაგვრა, უმწეო და მოწყვლად მდგომარეობაში ჩაყენება, გარკვეული აკრძალვების დაწესება, როგორიც არის სამსახურისთვის თავის დანებება, მხოლოდ იმის გამო, რომ დაზარალებული იყო ქალი.

მუქარა

უდავო მტკიცებულებები:

 

2.15. არასრულწლოვანი მოწმის ქ--------- კ-----–-----ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ დ-------- ხ------------ი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, ვ---------- კ-----–-----ს, ქ--------- კ-----–-----ს თანდასწრებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ამონარიდი ქ. კ-----–-----ს გამოკითხვის ოქმიდან ,,...დ--------ი დედას რამდენჯერმე დაემუქრა მოკვლით, დედას ეუბნებოდა, რომ თუ პოლიციაში უჩივლებდა მოკლავდა..., ...მე და დედას ძალიან გვეშინოდა, დ--------ი ისეთი აგრესიული იყო, განსაკუთრებით სიმთვრალეში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო და რეალურად აღვიქვამდი დ--------ის სიტყვებს - მუქარას. დედას და მე გვეშინოდა, რომ დ--------ი უარესს უზამდა დედას და მოკლავდა კიდეც, ამიტომ დედას ეშინოდა საავადმყოფოსთვის და პოლიციისთვის მიმართვის“. გამოკითხვის ოქმით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 22 ივლისს, დ-------- ხ------------ი ფიზიკური ძალადობის დროს, ვ---------- კ-----–-----ს დაემუქრა, თუ პოლიციაში უჩივლებდა მოკლავდა. არასრულწლოვანი ქ--------- კ-----–-----ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ სისტემატური ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებს მუდმივად ესწრებოდა, შედეგად მას მიადგა მორალური სახის ზიანი, რის გამოც იგი ვ---------- კ-----–-----სთან ერთად ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

2.16.მოწმე ა------ ქ---------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 22 ივლისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე მეზობლის ვ---------- კ-----–-----ს სახლიდან ესმოდა ჩხუბის და მუქარის ტექსტები. ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან, ,,... დ-------- ხ------------ი ემუქრებოდა ვ---------- კ-----–-----ს, რომ მოკლავს, რომ წაიყვანდა თბილისის ზღვაზე და დაახრჩობდა წყალში. საპასუხოდ მე გავიგონე ვ----------ს ხმა, რომელიც უყვიროდა, რომ განაცხადებდა პოლიციაში, რა დროსაც შემომესმა ბავშვის ქ---------ს კივილი, შემეშინდა მის გამო და მაშინვე შევედი მათ ოთახში. დ--------ი ჯიქურ იყო მისული ვ----------სთან და უყვიროდა, რომ მოკლავდა და აგინებდა... ქ--------- კ-----–----- შეშინებული იყო ოთახის სხვა მხარეს და კიოდა...“.

 

2.17.მოწმე ქ------- უ-–------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ვ---------- კ-----–-----ს ეშინოდა მეუღლის დ-------- ხ------------ის. მოწმემ არაერთხელ ნახა მეუღლისგან ნაცემი ვ---------- კ-----–-----, რის გამოც სცადა ძალადობის ფაქტები შეეტყობინებინა პოლიციისთვის, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევდა თავად დაზარალებული, რომელიც აცხადებდა, რომ დ-------- ხ------------ი ემუქრებოდა მოკვლით, თუკი ცემის ფაქტებს პოლიციას შეატყობინებდა. დაზარალებულს ეშინოდა მუქარის.

 

2.18.მოწმე ი-----–--ა ბ---------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ვ---------- კ-----–-----სგან მიწოდებული ინფორმაციით, მეუღლე დ-------- ხ------------ი ძალადობის შემდეგ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ ის მიმართავდა პოლიციას. დაზარალებულს ეშინოდა მეუღლის დ-------- ხ------------ის მუქარის.

 

2.19.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმე ქ--------- კ-----–-----ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მუქარა მსხვერპლმა რეალურად აღიქვა და დედა-შვილი შიშობდნენ, რომ შესაძლოა დ-------- ხ------------ს ნამდვილად მოეკლა ვ---------- კ-----–-----. მსხვერპლის აღქმაში მუქარის რეალურობა ასევე დადასტურდა მოწმეების ქ------- უ-–------–-–---–ის და ი-----–--ა ბ---------ის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა მიხედვითაც მოწმეები მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პოლიციაში არ რეკავდნენ მსხვერპლის თხოვნით, ეს უკანასკნელი ყოველი ასეთი შეთავაზების დროს ტიროდა და თანამშრომლებს ეხვეწებოდა არ დაერეკათ პოლიცაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დ-------- ხ------------ი მოკლავდა. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის შინაარსი, თუ ვ---------- კ-----–----- პოლიციაში უჩივლებდა დ-------- ხ------------ს, იგი დაზარალებულს მოკლავდა. მუქარა მსხვერპლის აღქმაში იყო იმდენად რეალური, რომ მან არ დარეკა პოლიციაში და თვითდინებით არც სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუმართავს. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, ამ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს ნამდვილად გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში, რასაც მოწმობს მისი მხრიდან დანაშაულის გაუმჟღავნებლობა - ლატენტურობა, რაც შესაძლოა მომავალშიც გაგრძელებულიყო, რომ არა მესამე პირის ქ------- უ-–------–-–---–ის აქტიურობა, სწორედ აღნიშნულმა მოწმემ შეატყობინა პოლიციას დანაშაულის შესახებ, გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და იქვე დასძინა შეტყობინებაში, რომ მსხვერპლი ფაქტის გამჯღავნებას ერიდებოდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა დ-------- ხ------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ-------- ხ------------ს პასუხისმგებლობის სრულად შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის მასშტაბი, დანაშაულის მოტივი - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და მსხვერპლის დაშინება, რათა ოჯახში ძალადობა დარჩეს ლატენტური.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას: დანაშაულის მოტივს - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობას და მსხვერპლის დაშინებას ლატენტური დარჩეს ოჯახში ძალადობა. ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სისტემატურმა ძალადობამ დააზარალა არა მხოლოდ პირდაპირი მსხვერპლი ვ---------- კ-----–-----, არამედ არასრულწლოვანი ქ--------- კ-----–-----ც, იგი იტანჯებოდა იმის გამო, რომ დ-------- ხ------------ი მისი თანდასწრებით ძალადობდა და ემუქრებოდა ოჯახის წევრს დედას - ვ---------- კ-----–-----ს, აღნიშნულიდან გამომდინარე გამოძიებამ სწორად შეაფასა არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მას მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. განსახილველ შემთხვევაში აშკარად გამოვლინდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალის ვ---------- კ-----–-----ს მიმართ, იგი მას განიხილავს, როგორც მოწყვლად პირს მისი სქესიდან გამომდინარე, რომელზეც შეუძლია იბატონოს, დაჩაგროს, დააშინოს, აუკრძალოს მუშაობა, განსაზღვროს მისი პრიორიტეტები და ცხოვრების წესი. დანაშაულის მოტივმა გამოავლინა მოძალადის მიდრეკილება დაჩაგროს მასზე სუსტი ფიზიკურად და მორალურად და ამით დაიმკვიდროს თავი ოჯახში.

 

5.5. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელ გარემოებას: ბრალის ნაწილობრივ აღიარებას, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რამაც დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი და დრო.

 

5.6. დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის დ-------- ხ------------ს უნდა განესაზღვროს სამართლიანი და თანაზომიერი სასჯელი. საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამო დ-------- ხ------------ს უნდა განესაზღვროს მინიმუმზე მკაცრი სასჯელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-------- ხ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. დ-------- ხ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ-------- ხ------------ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით დ-------- ხ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ივლისიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა