განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
120100118002721549
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1800272-549-1/424-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

12 დეკემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – მა------------–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ი---------------------------------, დაბადებული 19-- წლის 2--------–-, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მისამართი: ქ. ბო-------ი, სა-----ს ქ. N1-

 

ადვოკატი - ნო-------------–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-------------------, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს მა-----–------ს, როგორც ერთად ცხოვრების, ისე განქორწინების შემდეგ, 2018 წლის 04 ოქტომბერს დაახლოებით 19:40 საათზე, ქ. ბო-------ში, ერ---–-- ქ. N--ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ორი არასრულწლოვანი შვილის 12 წლის ზ--------------------ს და 6 წლის ლა–---–----------ის თანდასწრებით, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მა-----–------ს, უცენზურო სიტყვებით ლანძღა-აგინა, ითრია თმებიდან და რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის არეში, რამაც მა-----–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხა----ხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ი-------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

დაზარალებული მა-----–-----ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 04 ოქტომბერს ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაახლოებით 19:40 საათზე მობილურზე დაუკავშირდა რესტორან „მე----------–ის“ მე-------ი ქ-----------------, რომელმაც სცადა გაფრთხილება მა-----–-----ის, რადგან მისი ყოფილი მეუღლე იყო ნასვამ მდგომარეობაში. იგი მაშინვე გაემართა სახლის კარების დასაკეტად და დაინახა, რომ გარეთ ი------------------- იდგა. მასთან როდესაც მივიდა იო----ა მაშინვე დაუწყო ლანძღვა-გინება, ჩაავლო ხელი მა-----–------ს თმაში, მთელი ძალით მოქაჩა, დააგდო მუხლებით მიწაზე, თავში ჩაარტყა რამდენჯერმე მუშტი, რა დროსაც მა-----–------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მა-----–------ ი-------------------სგან თავის დაღწევის დროს, წაიქცა და სახე დაარტყა მიწას. მა-----–-----ის ყვირილზე მისი მეუღლე ლე-----------–--ე და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი გავიდნენ გარეთ, რის შედეგადაც ი-------------------მ დაუწყო გინება ლე-----------–--ეს, მაგრამ მათ შორის შეკამათება და ჩხუბი არ მომხდარა და არც ბავშვებისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

იხ. ს.ფ. 5-8;

 

ლ----------------ს ჩვენება რომლის თანახმად 2018 წლის 04 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 19:30 საათზე მის მეუღლეს მა-----–------ს დაურეკა ქ-----------------მ და გააფრთხილა რომ ი------------------- იყო ნასვამ მდგომარეობაში. საუბრის დასრულების შემდეგ მაშინათვე წავიდა მ---- სახლის კარებისკენ რათა ჩაეკეტა, მაგრამ მალევე შემოესმა ლე-----------–--ეს იო---ის ყვირილი, რომელიც უცენზურო სიტყვას ეძახდა, რის გაგონებაზე ლე---- მაშინათვე გავიდა გარეთ, რომელსაც ბავშვებიც გაჰყვნენ. გარეთ გასულმა ლ------ დაინახა თუ როგორ ითრევდა თმებიდან ი------------------- მა---- და თავის არეში ურტყამდა ხელს, რა დროსაც მ---- წაიქცა ძირს და ი-------– თავი ვერ შეიკავა და ისიც წაიქცა. მა-----–-----ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ვეღარ მოითმინა ლ------ და მივარდა ი-------------------ს, რომელსაც მუშტი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში ძლიერად, მაგრამ მისგან საპასუხო დარტყმა არ მიმიღია.

იხ. ს.ფ. 29-31;

 

ზ--------------------ს ჩვენება რომლის თანახმად 2018 წლის 04 ოქტომბერს დაახლოებით 19:30 წუთზე მა-----–------ს დაურეკა ქ-----------------მ, რომელსაც დედამისის თქმით გაურფთხილებია. მალევე ეზოდან მოესმა ზ------ს გინების ხმა, რა დროსაც მიირბინა ფანჯარასთან და დაინახა, რომ დედამისს ხელს ურტყამდა თავში ი-------------------. გარეთ გასვლის შემდეგ დაინახა რომ ზ-------ს დედას თავში ურტყამდა მუშტებს ი-------------------, შემდეგ თმებში ჩაავლო ხელი და დაუწყო გინება.

 

იხ. ს.ფ. 34-36;

 

2018 წლის 05 ოქტომბრის №7--------3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად მა-----–-----ის სხეულზე არსებული ნაჭდევი და სისხლსაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხა----ხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

იხ. ს.ფ. 54-56;

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხა---- მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ი-------------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ი-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------------ს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ი------------------- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი.

 

2. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ი-------------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. ი-------------------ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 04 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით;

 

4. ი-------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 15 000 ლა---- ფარგლებში დაყადაღებულ ვა-–---------–------ს (პ/ნ 1----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, ფართობი 980.00 კვ.მ. მდებარე ზე----------ს რაიონი, სოფელი არ------ ს.კ.3------------

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე