განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N120100118002718004 -1/423-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
13 დეკემბერი 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი -ბელა მ---აბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - თ---------------–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ----------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--09.1---წელს, პ/ნ 1---------0 მცხ: ბ----------- რაიონი, სოფ. ყ-----ი.
ადვოკატი-კა--------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ----------------–---–ი,სისტემატიურად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ--ო ტა-------–---–ს, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ბ----------- რაიონის სოფელ ყ-----ში, თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, ორი არასრულწლოვანი შვილის 8 წლის რ---ო თ------–---–ის და წლინახევრის სა-–---- თ------–---–ის თანდასწრებით, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შერაცყოფა, უცენზურო სიტყვებით ლანძღა-აგინა, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, დარტყმის შემდეგ გაქცეულს, რათა განრიდებოდა მას გამოეკიდა და მუშტი დაარტყა ბეჭებში, რამაც ნ--ო ტა-------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ---------------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ----------------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების: დ---თ ბ-–----ს, რ---ო თ------–---–ის, გ------ლ კ-----------ს ჩვენებები, დაზარალებულ ნ--ო ტა-------–---–ის ჩვენება, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ნ--ო ტა-------–---–თან, გ----------------–---–ის დაკავების ოქმი, გ----------------–---–ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ქვითრი, ნ--ო ტა-------–---–ისა და გ----------------–---–ის ქორწინების მოწმობის ასლი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ნ--ო ტა-------–---–ის მიმართ, 2015 წლის 20 იანვრის განაჩენი გ----------------–---–-- მიმართ, რ---ო და სა-–---- თ------–---–ების დაბადების მოწმობის ასლები და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
მოწმე ნ--ო ტა-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ნ--ო ტა-------–---–ი ცხოვრობს ბ----------- რაიონ სოფელ ყ-----ში მეუღლესთან გ----------------–---–თან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში შვილებთან ერთად, 8 წლის რ---ო თ------–---–თან და წლინახევრის სა-–---- თ------–---–თან ერთად. დაახლოებით 17:20 საათზე სახლში მივიდა მისი მეუღლე გ----------------–---–ი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ და ეტყობოდა, რომ იყო გაღიზიანებული. ნ--ო აივანზე იყო გასული და ბავშვებს ყურადღებას აქცევდა, რა დროსაც მისმა მეუღლემ უმიზეზოდ გინება დაუწყო დედის მისამართით, რაზეც სთხოვა, რომ გაჩერებულიყო რადგან ბავშვებს ეშინოდათ, მაგრამ მისი მეუღლე უფრო აგრესიული ხდებოდა, უცბათ მიუახლოვდა და მარცხენა ხელის გაშლილი მტევანი მთელი ძალით შემოარტყა სახეში, კერძოდ მარცხენა ლოყაში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მისგან დარტყმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერც კი მოასწრო რომ უცბათ გასცლოდა, მან ზედიზედ კიდევ ორჯერ დაარტყა ისევ მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი მარჯვენა ლოყის არეში. გ-------- ცემა რომ დაუწყო ნ--ო ტახტზე იჯდა და მხოლოდ მესამე დარტყმის შემდეგ მოახერხა ადგომა და მისგან გაქცევა, რა დროსაც გ------- გაეკიდა, დაეწია და მუშტი დაარტყა ბეჭებში, რა დროსაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. ნ--ომ მაინც მოახერხა გასცლოდა და შეშინებულმა 112-ში დარეკა, გ-------- გაიგონა მისი საუბარი შველას, რომ ითხოვდა და ისევ გააგრძელა გინება და ნ--ოსკენ წავიდა, გაურბოდა მი მეუღლეს და მოახერხა სახლში შესვლა, საიდანაც განმეორებით დარეკა 112-ზე და სთხოვა სასწრაფოდ მისულიყო პოლიცია. გ-------- ისევ გაიგო ნ--ოს ხმა ტელეფონზე, რომ საუბრობდა და გინებით გასცილდა და გავიდა სახლის ეზოდან. გ------- ადრეც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, 2014 წელს ცემის დროს მიაყენა სხეულის დაზიანება, რის გამოც პასუხისგებაში იყო მიცემული, რის შედეგადაც გარკვეული დროის განმავლობაში ნორმალურად ექცეოდა, ხოლო ბოლო პერიოდში ისევ დაუწყო ძალადობა.
მოწმე რ---ო თ------–---–ის გამოკითხვის დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს აივანზე იყვნენ ის, დედამისი ნ--ო ტა-------–---–ი და მისი უმცროსი და ერთი წლის სა-–---- თ------–---–ი, რა დროსაც მთვრალი მივიდა მამამისი გ----------------–---–ი, რომელმაც დედამისს დაუწყო გინება, დედამისი კი ეუბნებოდა დაწყნარებულიყო და დაესვენა, მაგრამ მამამისი ისევ აგრძელებდა გინებას, შემდეგ მივიდა და დაარტყა სახეში, რა დროსაც მის დამ-სა-–----მ დაიწყო ტირილი, მომხდარის გამო მასაც შეეშინდა, აიყვანა სა-–---- და გაიყვანა გარეთ, ხოლო შიგნით რა მოხდა მან არ იცის, რადგან ვეღარ ხედავდა. მაგრამ ჩხუბის ხმა ესმოდა. ხოლო მამამის გ----------------–---–ს მისთვის და მისი დისთვის ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ სახეში გაარტყა დედამისს ნ--ო ტა-------–---–ს.
2018 წლის 10 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ------------- რაიონის სოფელ ყ-----ში და წარმოადგენს ნ--ო ტა-------–---–ის საცხოვრებელ, ერთსართულიან ე.წ ბელეტაჟის სტილით აშენებულ სახლს, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა ხეხილით გაშენებულ ეზოში. იქ ეზოს მხრიდან შევდივართ ერთფრთიანი რკინის კარებით. სახლს წინა მარჯვენა მხარეს მოწყობილი აქვს ნახევრად ღია აივანი, სადაც ეზოდან ავდივართ შვიდსაფეხურიანი ხის კიბით. აივანზე მარხენა კუთხეში განთავსებულია ტახტი, მოპირდაპირე კედლის გასწვრივ მაცივარი, მაგიდა სკამებით და სხვა ნივთებითაა განთავსებული. აივანზე არეულობის კვალი არ შეიმჩნევა და იქ არსებულ ავეჯს და ნივთებს დაზიანება არ აღენიშნებათ.
2018 წლის 10 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ადგილზე შემოწმდა ნ--ო ტა-------–---–ის ჩვენება. ნ--ო ტა-------–---–ის მითითებით მივიდნენ ბ----------- რაიონის სოფელ ყ-----ში მდებარე, პატარა ზომის ეზოში აშენებულ, მის საცხოვრებელ ერთსართულიან ე.წ ,,ბელეტაჟის’’ სტილის სახლის ნახევრად ღია აივანთან, სადაც ნ--ო ტა-------–---–მა მიუთითა აივნის მარცხენა კუთხეში მდგარ ტახტზე და განმარტა, რომ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მისმა მეუღლემ გ----------------–---–მა სწორედ აღნიშნულ ადგილზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ტახტზე მჯდომს სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ გაქცეულს, ტახტის წინ, ბეჭებში ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც თითოეული დარტყმის დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- N8--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ--ო ტა-------–---–ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე, ასევე ორივე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 21 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ--ო ტა-------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად 12- პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით.
სასამართლოს დასკვნა გ----------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
გ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ----------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარ---ოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ----------------–---–ი (პ/№1---------0) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 12-1 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 6--ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 (ერთი) წელი და 2 (ორი) თვე.
2. გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ელ---ჯა თ------–---–ის - პ/ნ-11--------5, თ---რ თ------–---–ის - პ/ნ-1---------1, მაია თ------–---–ის - პ/ნ-1--------14, მ----ნა გვ-------ის - პ/-----------86 და მ---ი თ------–---–ის - პ/ნ -1---------8, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელი ყ-----ი, საკადასტრო კოდით 6-.2-------- ( 2018 წლის 2- ნოემბრის N2----------------2--------18 განჩინება)
გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება, რომლითაც გ----------------–---–ს აეკრძალა დაზარალებულ ნ--ო ტა-------–---–თან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალ;ებული იმყოფება.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (2018 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.)
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია