გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2010210118002425218
N2-1794/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - ზა---ა და------ე
წარმომადგენელი - პა---ა ნა----ე
მოპასუხე - ტე-----ა კრ--–---ა
წარმომადგენელი - ნუ----რ ჯი-------ე
დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე ტე-----ა კრ--–----ს მოსარჩელე ზა---ა და------ის სასარგებლოდ, მოპასუხის უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბა-----ი, ნო--–---–-ს ქ. N54, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები 14350 ლარის ოდენობით.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს:
2011 წლიდან ზა---ა და------ე და შოთა გ-------- დაქორწინდნენ და მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა შოთა გ--------ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბა-----ი, ნო--–---–-ს ქ. N54. ბინა რეგისტრირებული იყო ტე-----ა კრ--–----ზე, მაგრამ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ ბინის მესაკუთრეს მისი მეუღლე წარმოადგენდა. ბინა უვარგისი იყო საცხოვრებლად. ამიტომ, 2012 წელს საკუთარი დანაზოგით ჩაატარა ბინის კაპიტალური რემონტი, რისთვისაც დახარჯა 14350 ლარი. 2016 წელს ტეტიანა კრ--–----მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა შოთა გ--------ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი და ბინაში არსებული მოძრავი ქონების გამოთხოვა. 2017 წლის 13 მარტს სარჩელი დაკმაყოფილდა უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. იმის გათვალისწინებით, რომ ქონება უბრუნდება მესაკუთრეს, მოსარჩელე თვლის, რომ მის მიერ გაწეული სარემონტო ხარჯებით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არავითარი რემონტი ზა---ა და------ეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ბინაში არ ჩაუტარებია. ზა---ა და------ეს არავითარი სამართლებრივი კავშირი სადავო უძრავ ქონებასთან არ გააჩნია. პირიქით, მოპასუხეს მიადგა მატერიალური ზარალი იმის გამო, რომ 7 წლის განმავლობაში ვერ მიიღო საკუთარი ბინის გაქირავებით შემოსავალი, რაც ჯამში 25000 აშშ დოლარს შეადგენს. ამდენად, მისი აზრით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ. ბა-----ში, ნო--–---–-ს ქ. N54, ს/კ 0-.--.0-.0--.0-.0--, წარმოადგენს ტე-----ა კრ--–----ს საკუთრებას. საკუთრების უფლება ტე-----ა კრ--–---ამ მოიპოვა 2011 წლის 28 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად ტე-----ა კრ--–---ას მინდობილმა პირმა (მინდობილობა გაცემულია 2010 წლის 27 აგვისტოს) შოთა გ--------მ 20000 ლარად იყიდა აღნიშნული უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 16-17)
-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.14-15)
3.1.2. ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტე-----ა კრ--–---ას სარჩელი შოთა გ--------ს უკანონო მფლობელობიდან ტეტაინა კრ--–----ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბა-----ში, ნო--–---–-ს ქ. N54 გამოთხოვის და აღნიშნული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების შესახებ. გადაწყვეტილება შესული კანონიერ ძალაში.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ტე-----ა კრ--–---- ქ. ბა-----ში ბინის შეძენის შემდეგ ზაფხულის პერიოდში რამდენჯერმე იყო ჩამოსული ქ. ბა-----ში, რა დროსაც სადაო ბინაში ცხოვრობდა შოთა გ--------სთან ერთად. ბოლოს იგი საქართველოში ჩამოვიდა 2012 წელს, ხოლო მას შემდეგ აღარ ჩამოსულა და სადაო ბინით სარგებლობდა მხოლოდ შოთა გ-------- (პუნქტი 5.2.3).
ზა---ა და------ის მიერ სარჩელის აღძვრის და საქმის მიმდინარეობის მომენტისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-33)
3.1.3. შოთა გ-------- და ზა---ა და------ე 2012 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ამავე პერიოდიდან ზაიარა და------ე შოთა გ--------სთან ერთად ახორციელებდა ბინის არამართლზომიერ ფლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტება (სხდომის ოქმი 20.09.18წ)
-მოწმე შოთა გ--------ს ჩვენება (სხდომის ოქმი 29.10.18წ.)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოცემული სადავო სამართლებრივი ურთიერთობის განმსაზღვრელი წინაპირობაა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებლის დადგენა. სადავო საკითხს წარმოადგენს დანახარჯების კონდიქციის საფუძველზე სარემონტო ხარჯების მოთხოვნის მართლზომიერება, შესაბამისად გარემოება, რომელიც უნდა დაადგინოს სასამართლომ მდგომარეობს ობიექტურ შედეგში, მოხდა თუ არა ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმიდან გარკვეულ გამონაკლისს ადგენს ამავე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. რაც გულისხმობს შემთხვევას, რომლის დროსაც გარკვეული ფაქტების დადასტურების მტკიცება მხოლოდ კონკრეტული მტკიცებულებებით შეიძლება, მტკიცების ტვირთის გადანაწილების გარეშე. ეს შემთხვევები, როგორც წესი, გათვალისწინებულია კონკრეტული სამართალურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებში, რომლითაც დადგენილია აღნიშნული მტკიცებულების სახეც.
მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთი აწევს მას ვისთვისაც ობიექტურად ხელმისაწვდომია სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის პერიოდში ტე-----ა კრ--–---ა ჯერ კიდევ არ იყო დაუფლებული საკუთრებას, რაც მისი გამდიდრების ფაქტის დადასტურების ტვირთს მთლიანად მოსარჩელე მხარეს აკისრებს.
უზენაესი სასამართლო უსაფუძვლო გამდიდრებას უკავშირებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობას: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამიტომ, მას შემდეგ, რაც სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.(სუს. დიდი პალატა საქმე Nას-664-635-2016 02.03.16).
აღნიშნული პირობების კუმულატიურად არსებობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია დაადგნოს სწორედ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამ პირობების არსებობას.
3.2.2. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2012 წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში შოთა გ--------სთან და ამავე პერიოდიდან ცხოვრობს ქ. ბა-----ში, ნო--–---–-ს ქ. N54-ში. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემობას, რომ ზა---ა და------ე მითითებულ უძრავ ქონებას ფლობდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამასთან, დადგენილია, რომ ფართის ფლობას ის ახორციელებდა შოთა გ--------სთან ერთობლივი თანაცხოვრების დროს. ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და შოთა გ-------- არ წარმოადგენდა ფართის მესაკუთრეს. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის, რომ ზა---ა და------ემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ წარმოადგენდა ფართის არამართლზომიერ მფლობელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი)
3.2.3. სასამართლო, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სარემონტო სამუშაოები ზა---ა და------ის სახსრებით იქნა ჩატარებული. საქმეში არ არის წარმოდგენილი არავითარი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებდა. მოპასუხის მიერ ეს ფაქტი შეცილებული იქნა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ტე-----ა კრ--–---ა შოთა გ--------ს უ----ვნიდა ფულად სახსრებს რუსეთის ფედერაციიდან, მოპასუხის აზრით თუ რემონტი ჩატარებული იქნა, ეს სწორედ მის მიერ გამოგზავნილი და არა მოპასუხის ფულადი სახსრებით განხორციელდა.
სასამართლო ვერ მიიჩნევს სარწმუნო მტკიცებულებად საქმეზე მოწმედ დაკითხული შოთა გ--------ს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარემონტო სამუშაოები ზა---ა და------ის სახსრებით იქნა გაკეთებული ერთობლივი თანაცხოვრების დროს. საწინააღმდეგოა მითითებული თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში, რომლის თანახმად სარემონტო სამუშაოებზე შოთა გ--------ს დახარჯული და გაწეული აქვს 14350 ლარი.
ასევე, ვერ დადასტურდება ეს გარემოება მოწმე ჯემალ ფარტენაძის ჩვენებით, რომლის თანახმად სარემონტო სამუშაოებისათვის თანხას მოსარჩელისგან ღებულობდა, სხვა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო უთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე (პუნქტი 5.2.2), რომლის თანახმად სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი გზავნილებით, სს „ლიბერთი ბანკიდან“ წარმოდგენილი ფულადი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტაციითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ტე-----ა კრ--–---ა 2007 წლიდან 2013 წლამდე შოთა გ--------ს სახელზე რუსეთის ფედერაციიდან აგზავნიდა სხვადასხვა რაოდენობის ფულად სახსრებს პერიოდულად. სწორედ ამ პერიოდში ჩატარდა ტე-----ა კრ--–---ას კუთვნილ ფართში სარემონტო სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმე შოთა გ--------ს ჩვენება (სხდომის ოქმი 29.10.18წ.)
-მოწმე ჯემალ ფარტენაძის ჩვენება (სხდომის ოქმი 20.09.18წ)
-ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-33)
3.2.3. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2012 წელს იგი ცხოვრობდა მითითებულ ბინაში და საკუთარის სახსრებით განახორციელა მასში გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებით მოპასუხე გამდიდრდა, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს სადავო უძრავი ქონება.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოებით მოპასუხე გამდიდრდა. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა აუდიტის დასკვნაზე და მოწმეთა ჩვენებებზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების დაბრუნების მომენტისათვის, მოპასუხის გამდიდრების არსებობის ფაქტის დასადასტურებლად, მითითებული მტკიცებულებები ვერ მიიჩნევა ვარგის მტკიცებულებებად.
შპს „აუდიტსერვისის“ მიერ 2018 წლის 5 მარტის დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ. ბა-----ში, ნო--–---–-ს ქ. N 4-ში ჩატარებულია შემდეგი დასახელების სამუშაოები: შესასვლელი რკინის კარი 1 ც. -800 ლ, ფერადი მეტალოპლასმასის ფანჯარა 2 ც. – 700 ლარი, თეთრი მეტალოპლასმასის ფანჯარა 2 ც. – 600 ლარი, ძვირადღირებული ხის მასალისგან დამზადებული კარი თავისი შუშებით 9 ც. – 4500 ლარი, საძინებელში კედლის ამოშენება ბათქაში და შეღებვა - 800 ლარი, კიბის უჯრედში საძინებლის მოწყობა რემონტით, იატაკზე პარკეტის დაგებით - 1800 ლარი, ლოჯში სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეღებვით - 2000 ლარი, სამზარეულოში და სააბაზანოში წყალგაყვანილობისა და სანტექნიკის შეცვლა ტიტანის დაყენებით - 1200 ლარი, კედელში ჩასმული კარადების ღირებულება - 2 ც. – 1750 ლარი, კედელში ჩასმული უჯრა (პატარა) 2 ც. – 200 ლარი. ჯამში - 14350 ლარი.
წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, მითითებული ჩამონათვალი შეიცავს შოთა გ--------ს მიერ უძრავ ქონებაზე დახარჯულ და გაწეულ ხარჯებს. ამავე დროს, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს არა ის გარემოება რა ღირებულების სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა მოპასუხის ქონებას, არამედ ის მოჰყვა თუ არა ამ ქონებას მოპასუხის გამდიდრება, გაიზარდა თუ არა ამ სარემონტო სამუშაოებით მითითებული ქონების საბაზრო ღირებულება, მოხდა თუ არა მოპასუხის რეალური გამდიდრება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის დადგენის საშუალებას, ქონების დაბრუნების მომენტისათვის შესრულებული სარემონტო სამუშაოების შედეგად გაიზარდა თუ არა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. მოსარჩელის პროცესუალურ ვალდებულებას სწორედ ამ სახის მტკიცებულების წარმოდგენა წარმოადგენდა, რომლის თანახმად უტყუარად დადასტურდებოდა გაწეული სარემონტო ხარჯების შედეგად მოპასუხის ქონებრივი მატების ფაქტი. სასამართლო კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ ობიექტურად მოპასუხე ვერ შეძლებდა მოსარჩელის მტკიცების გაქარწყლებას იმის გამო, რომ საქმის მიმდინარეობისას არ იყო დაუფლებული სადავო ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს „აუდიტსერვისის“ 05.03.18წ აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 34-35)
3.2.4. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის დასადგენად ვარგის მტკიცებულებად სასამართლო ვერ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებას. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ჯემალ ფარტენაძემ განმარტა, რომ მან შეასრულა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები მითითებულ ბინაში, რისთვისაც ფულად ანაზღაურებას ღებულობდა მოსარჩელისაგან. ასევე ვერ დადასტურდება აღნიშნული გარემოება მოწმე მურმან ბერიძის ჩვენებით
პირველ რიგში სასამართლო კვლავ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გამდიდრების ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს არა მისი გაწევის მომენტისათვის, არამედ ქონების განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ ბინაში ჩატარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები 2012 წელს, რისი დადასტურებაც ამ სამართლებრივი დავის გადაწყვეტისათვის საკმარისი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმე ჯემალ ფარტენაძის ჩვენება (სხდომის ოქმი 20.09.18წ.)
-მოწმე მურმან ბერიძის ჩვენება (სხდომის ოქმი 20.09.18წ.)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა---ა და------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სხვადასხვაგვარი ფაქტობრივი გარემოებები ისახავს საერთო მიზნის მიღწევას, მიენიჭოს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კრედიტორს სხვა პირის მიერ მიღებული ქონებრივი სიკეთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება იმ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე – სამართლებრივი ლოგიკის საფუძვლებიდან ან სამართლებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა მართლწესრიგის საერთო შეხედულებით ვეღარ შენარჩუნდება. (ი. კროპჰოლერი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი გვ. 590).
ზემოაღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა, შეწყდა. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამდენად, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. (იხ. სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015). უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლების საერთო წინაპირობაა ის, რომ უსაფუძვლო გამდიდრებით მოვალემ მიიღო ქონებრივი სარგებელი ამ ცნების ფართო გაგებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
მოცემულ საქმეში სასამართლოს კვლევის საგანია სახეზეა თუ არა სამართალურთიერთობის სუბიექტი-უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორი, რომელიც საკუთარი „სამართლებრივ ლოგიკას“ დაუქვემდებარებელი ქმედებით გაღარიბდა, უსაფუძვლო გამდიდრების მოვალე-რომელმაც მიიღო ქონებრივი სარგებელი და სამართალურთიერთობის ობიექტი-რეალური გამდიდრების შედეგი, ანუ ფაქტობრივი სიკეთე, რომელიც სახეზეა ქონების უკან დაბრუნების მომენტისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ იმის დასადგენად, მოსარჩელის ქმედებამ გამოიწვია თუ არა ქონების ღირებულების გაზრდის საფუძველზე ზემოთაღნიშნული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის უსაფუძვლოდ გამდიდრება, უნდა დადასტურდეს უშუალოდ მოსარჩელე ზა---ა და------ის მიერ და მისი კუთვნილი ფულადი თანხით ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ასეთის დადასტურების შემდეგ, გამოკვლეულ უნდა იქნეს რა სახისა და ღირებულების სამუშაოები ჩაატარა მხარემ. გამდიდრების ფაქტის დასადგენად უნდა გაირკვეს, თუ რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება იგი, ანუ უნდა დადგინდეს გამდიდრების ხარისხი. ამ ფაქტის დადგენა აუცილებელია, რადგან გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად, ამასთან, კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა. ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად“ (სუსგ ას-303-285-2014, 30.10.15 წ.).
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლიდან მოსარჩელე ზა---ა და------ე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოპასუხე ტე-----ა კრ--–---ას უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბა-----ი ნო--–---–-ს ქ. N54, რაც მოცემულ დავას სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს უქვემდებარებს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ბინაში ჩატარებული სარემონტო ხარჯები ზაიარა და------ის მიერაა გაწეული (სახეზე არაა უსაფუძვლო გამდიდრების სუბიექტი); წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა უტყუარად, რომ ქონების უკან დაბრუნების მომენტისათვის ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით ტე-----ა კრ--–---ა გამდიდრდა (სახეზე არაა უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტი).
ზა---ა და------ე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა აუდიტის დასკვნაზე და მოწმეთა ჩვენებებზე. ამ მტკიცებულებებიდან აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა შოთა გ--------ს ფულადი სახსრებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნა შედგენილია თავად შოთა გ--------ს დაკვეთით და მისი უშუალო მონაწილეობით. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს თავად შოთა გ--------ს, როგორც მოწმის ჩვენებას, რომლითაც მან დაადასტურა, რომ სარემონტო სამუშაოები ზა---ა და------ის მიერ იქნა დაფინანსებული, უტყუარ მტკიცებულებად. სხვა სარწმუნო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უშუალოდ მოსარჩელის ქმედებას არ მოჰყოლია უძრავი ქონების ღირებულების გაზრდა, მოპასუხე მხარის გამდიდრება შესაბამისი საფუძვლის გარეშე, რის გამოც სახეზე არ გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.
6.3. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ბუნება დამყარებულია პრინციპზე, რომლის თანახმად გამდიდრების ფაქტი დგინდება იმ მომენტით, როცა მესაკუთრეს უბრუნდება ქონება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერც ამ შემთხვევაში შეძლო საკუთარი პროცესუალური ვალდებულების შესრულება და ვერ დაამტკიცა, რომ ჩატარებულ სამუშაოებს მოჰყვა მოპასუხის გამდიდრება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხე საერთოდ მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმოედგინა აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულებები. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ზა---ა და------ის მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანისა და საქმის წარმოების მიმდინარეობის პერიოდში, უძრავი ქონება არ იყო დაბრუნებული მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში. ასეთ პირობებში, მოსარჩელე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სარემონტო სამუშაოებით ქონების საბაზრო ღირებულება გაიზარდა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარის ახსნა განმარტებითა და მოწმის ჩვენებით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 6 წლის წინ. ამდენად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ ჩატარებულ სამუშაოებს, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით, აქვს უძრავი ქონების საბაზრო ფასზე გავლენა დღეის მდგომარეობით და იწვევს მოპასუხის გამდიდრებას. მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის უსაფუძვლო გამდიდრების მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი, გამდიდრების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 1 -ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ საქმეზე, ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 2 მაისი განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ტე-----ა კრ--–---ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბა-----ი, ნო--–---–-ს ქ. N54 ბ.22 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
მითითებული საპროცესო ნორმის საფუძველზე აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 430.5 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზა---ა და------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 2 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ტე-----ა კრ--–---ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბა-----ი, ნო--–---–-ს ქ. N54 ბ.22 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბა-----ის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბა-----ი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბა-----ის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბა-----ი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე