გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002566517 -3/120-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელი
17.12.2018 ქ. ახალციხე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ა--------------–---–-
-კ-------------------------–---–-
წარმომადგენელი - ხ------–------––---–-, თ-----------–--–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი.
წარმომადგენელი- ი------------–---–-
- მ------ გ--–-–---–-
- ვ-–-------- გ--–-–---–-
დავის საგანი -ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.0-.2018 წელს განხორციელებული რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება(განაცხადის რეგისტრაციის N--------------------. მიწის ნაკვეთზე ს/კ. N6-.---0-.5-- და შესაბამისი სარეგისტრაციო ჩანაწერი.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-----–- ს/კ. 6-.---0-.2-- მოსარჩელეების სახელზე ირიცხება 1121 კვმ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. მათ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ რეგისტრირებული ს/კ. 6-.---0-.5--. 373კვმ. მიწის ნაკვეთზე ვ-–-------- გ--–-–---–-სა და მ------ გ--–-–---–-ს საკუთრების უფლება. სკ. 6-.---0-.5-- რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოხვდა საერთო სარგებლობის გზა, რომელსაც იყენებდნენ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელად, რაც სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
2. მოპასუხის პირების პოზიცია
2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს სამცხ-ჯავახეთის რეგიონალური ოფისიდან სასამართლოში შესაგებელი არ შემოსულა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა ი------------–---–-ა სარჩელი არ ცნო.
2.2. მოპასუხე მ------ გ--–-–---–-სგან სასამართლოში შესაგებელი არ შემოსულა და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
2.3. მოპასუხევ-–-------- გ--–-–---–-სგან სასამართლოში შესაგებელი არ შემოსულა და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 22 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მ------ გ--–-–---–-ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ბ---------- სოფელი ყ-------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
------------–-–---–-ს განცხადება (იხ.სფ.165)
-2018წლის 26 მარტის განცხადების მიღების ბარათი N8-----------(იხ.სფ.16-)
3.2. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2016 წლის 29 აგვისტოს მიერ გაცემული N6--------ით ცნობით დადგენილია, რომ ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის ყ------- სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს სოფელი ყ------- 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში, კომლში, რომლის უფროსია ვ-–-------- ლ-------- ძე გ--–-–---–-, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. ვ-–-------- ლ-------- ძე გ--–-–---–-, ოჯახის უფროსი, გადახაზულია, გარდაიცვალა 1--- წ. 12/XII;
2. ვ---- მ-----–-ს ასული გ--–-–---–- - ცოლი;
3. თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–- - შვილი;;
4. მ------ ტ------–-- (დოკუმენტში ასეა) გ--–-–---–- - შვილიშვილი.
კომლს პირად საკუთრებაში 1986-1987 წლების ჩანაწერებით ერიცხება 120 კვ.მეტრი საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1965 წელს, 1986-1989 წლების ჩანაწერებით ერიცხება 0.10 ჰა მიწს ფართობი, 1990 წლის ჩანაწერით ერიცხება 0.15 ჰა.
სოფელი ყ------- 1996 - 2000 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში, კომლში, რომლის უფროსია ვ---- მ-----–-ს ას გ--–-–---–-, ირიცხება ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. ვ---- მ-----–-ს ასული გ--–-–---–- - ოჯახის უფროსი, მითითებულია გარდაიცვალა 1----–-----------------;
2. თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–-- შვილი;
3. მ------ ტ------–-- ასული გ--–-–---–- - რძალი ;
4. ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–- - შვილიშვილი;
კომლს პირად საკუთრებაში 1996-2000 წლებით ჩანაწერებით ერიცხება 120 კვ.მ მეტრი საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1965 წელს და 0,25 ჰა მიწის ფართობი.
სოფელი ყ------- 2001-200- წლებით დათარიღებულ (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში, კომლში, რომლის უფროსია თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–-, ირიცხება ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–-.
კომლს შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–- - ოჯახის უფროსი,2. მ------ ტ------–-- ას გ--–-–---–- - ცოლი;
3. ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–-- შვილი;
კომლს პირად საკუთრებაში 2001-2004 წლების ჩანაწერებით ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ. მეტრი, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 85 კვ.მეტრი, აშენებული 1950 წელს და სულ მიწა 0.25 ჰა, 2001-200- წლების ჩანაწერებით ერიცხება სახნავი - 0.25 ჰა მიწის ფართობი, სათიბი - 0.60 ჰა მიწის ფართობი.
ბ----------- რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ, სოფელი ყ------- 1995 წლის 16 თებერვლის N--- გადაწყვეტილებაზე, 1998 წლის 21 ოქტომბრის N--- დადგენილებაზე თანდართულ სარეფორმო და 1999 - 2006 წლეების მიწის გადასახადისაც გადამხდელთა სიებში ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–- არ ფიქსირდება.
სოფელი ყ------- 2007 წლის საკომლო წიგნები და 1998, 2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები ხ-–------ რეგიონულ არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ შემოსულა, რის გამოც არ აქვთ შესაძლებლობა აღნიშნული დოკუმენტებიდან დაუდასტურონ ინფორმაცია ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–-ს კომლის შემადგენლობის, მის სახელზე რიცხული ქონებისა და მიწის ფართის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2016 წლის 29 აგვისტოს მიერ გაცემული N6--------ით ცნობა(იხ.სფ.169-170).
3.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის N148692 წერილით სსიპ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსადმი დადგენილია, რომ სსიპ „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილია მ------ გ--–-–---–-ს N8----------- საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- რაიონი სოფელ ყ-----–-.
საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით ითხოვენ აცნობონ მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენი პირია რეგისტრირებული, რომლის სახელი და გვარია თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართვა სსიპ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსადმი (იხ.სფ.177).
3.4. სსიპ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 03 აპრილის N7-------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსადმი დადგენილია, რომ თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–-ს სახელით საქართველოს მაშტაბით ირიცხება ხუთზე მეტი პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 03 აპრილის N7-------- მიმართვა(იხ.სფ.178)
3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვით ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიისადმი დადგენილია, რომ სსიპ „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილია მ------ გ--–-–---–-ს N8----------- საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- რაიონი სოფელ ყ-----–-. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ეგზავნებათ მ------ გ--–-–---–-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დადასტურებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას (იხ.სფ.179).
3.6. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის N02/3524 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი დადგენილია, რომ მათი 30.03.2018 წლის წერილის პასუხად ეგზავნებათ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ შესწავლილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შესახებ ინფორმაციას.
ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის N02/3524 მიმართვა(იხ.სფ.180).
3.7. ბ----------- რაიონის სოფელ ყ------- ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 03 მაისის N78 მიმართვით დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30/მარტი/2018წ #148702 სარეგისტრაციო განაცხადდთან დაკავშირებით ადასტურებს მ------ გ--–-–---–-ს პ.ნ. 1---------- სახელზე შესრულებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის (საფუძველი: საქართველოს ეროვნული არქივი 69/32569 29/აგვისტო/2016წ.) იდენტურობას უფლების დამდგენ დოკუმენტთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ბ----------- რაიონის სოფელ ყ------- ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 03 მაისის N78 მიმართვა(იხ.სფ181)
3.8. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით N00218 დადგენილია, რომ დოკუმენტაციით წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ყ-----–- და მისი მოსაზღვრე მეზობელი ადასტურებს, რომ აღნიშნული ფართი ყოველთვის იყო მ------ გ--–-–---–-ს ოჯახის მფლობელობაში. მიწის ნაკვეთს ესაზღვრება: 1. კ----------–---–-ს ოჯახი, 2. ბილიკი, 3. ბილიკი. 4. გზა. მეზობლებს ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ.
დღეის მდგომარეობით დაინტერესებული პირისა და ოქმში ხელისმომწერი მეზობელის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი, რომელიც ასახულია საკადასტრო აზომვით ნახაზზე იდენტურია უფლების დამდგენ დოკუმენტთან.
ოქმს ხელს აწერს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრების/მართლზომიერი მფლობელი ხ----- შერგ--–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით N00218 (იხ.სფ.182-183).
3.9. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N8----------- გადაწყვეტილებით მ------ გ--–-–---–-ს N8----------- საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- რაიონი სოფელ ყ-----–- დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ზონა ბ---------- 6-, სექტორი სოფელ ყ------ 22, კვარტალი 0-, ნაკვეთი 5--, 373.00კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ყ------ დარეგისტრირდა ვ-–-------- გ--–-–---–-ს და მ------ გ--–-–---–-ს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N8----------- გადაწყვეტილება(იხ.სფ.172).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.174).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ",საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ".
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია"
6. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.0-.2018 წელს განხორციელებული რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება(განაცხადის რეგისტრაციის N------------- 373კვმ. მიწის ნაკვეთზე ს/კ. N6-.---0-.5-- წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს კანონის ,,საჯარო რესტრის შესახებ" მეორე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე მუხლის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო წარმოებაა – სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ამავე კანონის მეოთხე მუხლის საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
ამავე მუხლის ,,კ" და ,,ლ" პუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამავე მუხლის ,,ო" პუნქტის თანახმად მართლზომიერი მფლობელია დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" 11-ე მუხლის სარეგისტრაციო წარმოების მხარეებს წარმოადგენენ დაინტერესებული პირი და შესაბამისი ტერიტორიული სამსახური.
ამავე ინსტრუქციის 12-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურისათვის ან ავტორიზებული პირისათვის მიმართვით, პირადად, ელექტრონულად ან ფოსტით მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მ------ გ--–-–---–-ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ბ---------- სოფელი ყ-------
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2016 წლის 29 აგვისტოს მიერ გაცემული N6--------ით ცნობით დადგენილია, რომ ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის ყ------- სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს სოფელი ყ------- 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში, კომლში, რომლის უფროსია ვ-–-------- ლ-------- ძე გ--–-–---–-, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. ვ-–-------- ლ-------- ძე გ--–-–---–-, ოჯახის უფროსი, გადახაზულია, გარდაიცვალა 1--- წ. 12/XII;
2. ვ---- მ-----–-ს ასული გ--–-–---–- - ცოლი;
3. თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–- - შვილი;;
4. მ------ ტ------–-- (დოკუმენტში ასეა) გ--–-–---–- - შვილიშვილი.
კომლს პირად საკუთრებაში 1986-1987 წლების ჩანაწერებით ერიცხება 120 კვ.მეტრი საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1965 წელს, 1986-1989 წლების ჩანაწერებით ერიცხება 0.10 ჰა მიწის ფართობი, 1990 წლის ჩანაწერით ერიცხება 0.15 ჰა.
სოფელი ყ------- 1996 - 2000 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში, კომლში, რომლის უფროსია ვ---- მ-----–-ს ას გ--–-–---–-, ირიცხება ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. ვ---- მ-----–-ს ასული გ--–-–---–- - ოჯახის უფროსი, მითითებულია გარდაიცავლა 1----–-----------------;
2. თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–-- შვილი;
3. მ------ ტ------–-- ასული გ--–-–---–- - რძალი ;
4. ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–- - შვილიშვილი;
კომლს პირად საკუთრებაში 1996-2000 წლებით დათარიღებულ (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში, რომლის უფროსია თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–-, ირიცხება ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–-.
კომლს შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. თ------ ვ-–--------ის ძე გ--–-–---–- - ოჯახის უფროსი,2. მ------ ტ------–-- ას გ--–-–---–- - ცოლი;
3. ვ-–-------- თ------ის ძე გ--–-–---–-- შვილი;
კომლს პირად საკუთრებაში 2001-2004 წლების ჩანაწერებით ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ. მეტრი, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 85 კვ.მეტრი, აშენებული 1950 წელს და სულ მიწა 0.25 ჰა, 2001-200- წლების ჩანაწერებით ერიცხება სახნავი - 0.25 ჰა მიწის ფართობი, სათიბი - 0.60 ჰა მიწის ფართობი.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიისადმი დადგენილია, რომ სსიპ „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილია მ------ გ--–-–---–-ს N8----------- საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- რაიონი სოფელ ყ-----–-. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ეგზავნებათ მ------ გ--–-–---–-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დადასტურებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის.
ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის N02/3524 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი დადგენილია, რომ მათი 30.03.2018 წლის წერილის პასუხად ეგზავნებათ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მერ შესწავლილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
ბ----------- რაიონის სოფელ ყ------- ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 03 მაისის N78 მიმართვით დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30/მარტი/2018წ #148702 სარეგისტრაციო განაცხადდთან დაკავშირებით ადასტურებს მ------ გ--–-–---–-ს პ.ნ. 1---------- სახელზე შესრულებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის (საფუძველი: საქართველოს ეროვნული არქივი 69/32569 29/აგვისტო/2016წ.) იდენტურობას უფლების დამდგენ დოკუმენტთან.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით N00218 დადგენილია, რომ დოკუმენტაციით წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ყ-----–- და მისი მოსაზღვრე მეზობელი ადასტურებს, რომ აღნიშნული ფართი ყოველთვის იყო მ------ გ--–-–---–-ს ოჯახის მფლობელობაში. მიწის ნაკვეთს ესაზღვრება: 1. კ----------–---–-ს ოჯახი, 2. ბილიკი, 3. ბილიკი. 4. გზა. მეზობლებს ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ.
დღეის მდგომარეობით დაინტერესებული პირისა და ოქმში ხელისმომწერი მეზობელის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი, რომელიც ასახულია საკადასტრო აზომვით ნახაზზე იდენტურია უფლების დამდგენ დოკუმენტთან.
ოქმს ხელს აწერს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრების/მართლზომიერი მფლობელი ხ----- შერგ--–-–---–-.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N8----------- გადაწყვეტილებით მ------ გ--–-–---–-ს N8----------- საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- რაიონი სოფელ ყ-----–- დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ზონა ბ---------- 6-, სექტორი სოფელ ყ------ 22, კვარტალი 0-, ნაკვეთი 5--, 373.00კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ყ------ დარეგისტრირდა ვ-–-------- გ--–-–---–-ს და მ------ გ--–-–---–-ს საკუთრებად.
ამასთან სასამართლო ვერ იმსჯელებს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალ ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, რომლითაც დადგინდა მ------ გ--–-–---–-ს პ.ნ. 1---------- სახელზე შესრულებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის (საფუძველი: საქართველოს ეროვნული არქივი 69/32569 29/აგვისტო/2016წ.) იდენტურობას უფლების დამდგენ დოკუმენტთან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად მ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ამასთან მართალია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოთხოვნის ტრანსფორმირება, ამასთან მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული აქტი გასაჩივრებული აქვს ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს აზრით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და მისი გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.0-.2018 წელს განხორციელებული რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება(განაცხადის რეგისტრაციის N------------- 373კვმ. მიწის ნაკვეთი ს/კ. N6-.---0-.5-- დარეგისტრირდა ვ-–-------- გ--–-–---–-ს და მ------ გ--–-–---–-ს საკუთრებად გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობათა მოთხოვნათა დაცვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადგენილი იყო შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სახეზე არ არის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად არ არსებოს მისი ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ვ-–-------- გ--–-–---–- პ/ნ (1----------) და მ------ გ--–-–---–- პ/ნ (1----------) აეკრძალათ მათ სახელზე რეგისტრირებული ქონების ს/კ 6-.---0-.5-- გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ვ-–-------- გ--–-–---–- პ/ნ (1----------) და მ------ გ--–-–---–- პ/ნ (1----------) აეკრძალათ მათ სახელზე რეგისტრირებული ქონების ს/კ 6-.---0-.5-- გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია