გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.11.2018
საქმის ნომერი
820310017001934731
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017001934731 ( 3-105/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუსდან სანიკიძე

მოსარჩელე: ნა------ შვ--–--ე, სა---- ს----ძე

წარმომადგენელი: რე-----–----ე

მოპასუხე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ჯ---- გო-----–--ე, ლე---------ძე

მესამე პირი: შპს ,, ა--------------2007“

წარმომადგენელი: ან----------–-ძე, გვ--–---------ძე

მესამე პირები: ნ------- ს----ძე, ნ----- ს----ძე

წარმომადგენელი: ბა------ ს----ძე, ტო-------–-ძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შექმნილი კომისიის შპს ,,ა------------- 2007“-ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მა----–----რი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 ოქმი ნ------- და ნ----- ს----ძეების ნაწილში.

 

1.2. მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს მოცემულ სარჩელზე გადახდილი სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

ხელვაჩაურიში სოფელ ხე------სში სა---- და ნა------ შვ--–--ე ფლობდნენ და სარგებლობდნენ 7590კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

2017 წლის 05 მაისს მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ მათ მფლობელობაში და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შექმნილმა კომისიამ შპს ,,ა------------- 2007“-ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მა----–----რი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიამ 2015 წლის 12 აგვისტოს N4 ოქმით არასწორად დაადგინა და გამოავლინა ნ------- და ნ----- ს----ძეები მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებად, რადგანაც ამ მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ და სარგებლობდნენ სა---- ს----ძე და ნა------ შვ--–--ე და არა ნ----- და ნ------- ს----ძეები.

ფაქტობრივად შპს ,,ა------------- 2007“-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მა----–----რი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 ოქმით დაირღვა სა---- ს----ძის და ნა------ შვ--–--ის უფლება, რადგანაც მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დაუდგინა მფლობელობა და სარგებლობა ნ----- და ნ------- ს----ძეებს, ისე, რომ კომისიის სხდომაში არ მოუწვევია დაინტერესებული მხარეები სა---- ს----ძე და ნა------ შვ--–--ე. ასევე აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია შპს ,,ა------------- 2007“-ს, რომელიც დღეის მდგომარეობით რეალურად ფლობს და სარგებლობს სა---- ს----ძის და ნა------ შვ--–--ის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.

გარდა აღნიშნულისა შპს ,,ა------------- 2007“-ის, მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მა----–----რი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისია არ იყო უფლებამოსილი 2015 წლის 12 აგვისტოს N4 ოქმის მიღების დროს, როდესაც მოსარგებლეობა და მფლობელობა დაუდგინა ნ----- და ნ------- ს----ძეებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც რეალურად გახლდათ სა---- ს----ძის და ნა------ შვ--–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი კანონის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. საკითხის სრულყოფილად გამოსაკვლევად კომისიამ ჩაატარა დიდი მოცულობის სამუშაოები, გამოიკითხა სოფლის მოსახლეობა, ყველა ფართი ადგილზე მისვლით იქნა შესწავლილი და დადგინდა ფაქტობრივი მოსარგებლეები. მოსარჩელეები იმთავითვე იყვნენ ინფორმირებული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რადგანაც ადგილზე გასული კომისია ხვდებოდა ყველა მოსახლეს და აზუსტებდა მოსარგებლეებს. კომისის შემადგენლობაში შედიოდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ხელმძღვანელები. თუ ვინმე მოითხოვდა სხვის სარგებლობაში არსებული ან შეუსაბამოდ დიდი ფართის მოსარგებლედ ცნობას, კომისია აზუსტებდა სოფლის მოსახლეობის გამოკითხვით. შესაბამისად კომისიამ საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ცნო მოპასუხეები მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მოსარგებლეებად.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეზე მესამე პირად ჩართულმა ნ------- ს----ძემ და ნ----- სავნიძემ, მათმა წარმომადგენლებმა ბა------ ს----ძემ და ტო-------–-ძემ წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს, მიიჩნევენ რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე:

სადავო მიწის ნაკვეთს მოსარჩელეები არასოდეს არ ფლობდნენ და სარგებლობდნენ. სარჩელში უთითებენ თითქოს ისინი ფლობდნენ და სარგებლობდნენ 7590 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, როგორც სარჩელიდან ჩანს, საუბარია ნაკვეთის თანამფლობელობაზე და თანასარგებლობაზე, რაც ასევე გაუგებარია, რადგან მოსარჩელეები არ წარმოადგენენ ერთმანეთის ოჯახის წევრებს და როგორც წესი აჭარის რაიონის სოფლებში ერთი ოჯახი ამუშავებს ერთ ნაკვეთს. ასევე გაუგებარია საიდან მოიტანეს ეს ფართობი, რა საზღვრებშია მოქცეული, არ არის წარმოდგენილი არანაირი ნახაზი, საზღვრები და ა.შ. ვერ უთითებენ თუ ნ----- და ნ------- ს----ძეების რომელ ნაკვეთებთან არის გადაფარვა ან ზედდება. ფაქტობრივად მათ მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელეების მიერ ფლობის ფაქტი. ნ------- ს----ძე და ნ----- ს----ძე ოდითგანვე ამუშავებდნენ მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, ხოლო 2012 წლიდან მოახდინეს მათი შემოღობვა და ინტენსიურად იღებდნენ სხვადასხვა მოსავალს. მიწის ნაკვეთი მუშავდებოდა ტრაქტორით, ხდებოდა მორწყვა, მოსავლის მოწევა და ა.შ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით აბსოლიტურად სწორად დაადგინა ნ------- და ნ----- ს----ძეები მიწის ნაკვეთის მოსარგებლეებად. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეებმა შეიტყვეს მხოლოდ და მხოლოდ 2017 წლის 05 მაისს, არის აბსოლიტური სიცრუე. მოსარჩელეებისათვის ჯერ კიდევ 2015 წლიდან იყო ცნობილი აღნიშნული ფაქტის შესახებ. კომისიას გამსვლელი სხდომა ჰქონდა სოფ. ხე------სში და აჭ-----–---–ში, სადაც ყველა მოსახლე ესწრებოდა, ვის ნაკვეთებზეც დაინტერესებას გამოთქვამდა შპს ,,აჭ----------ი 2007“, შესაბამისად მოარჩელეებისათვის იმთავითვე, 2015 წლიდან უკვე ცნობილი იყო თუ რა ხდებოდა ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. კომისია მუშაობდა ერთი წლის განმავლობაში, მთელი მიმდებარე სოფლების მოსახლეობა იყო ჩართული ამ საკითხში, ყველამ იცოდა, რომ საუბარი ეხებოდა კომპენსაციების გაცემას, გარდა ამისა 2017 წლის იანვარში კომპანიამ განახორციელა სადაო მიწის ნაკვეთების დატბორვა. საინტერესოა თუ ასე ინტენსიურად ფლობდნენ და სარგებლობდნენ სადაო მიწის ნაკვეთებით, რატომ ერთხელაც არ მოიკითხეს რა ბედი ეწიათ მათი მიწის ნაკვეთებს. მოსარჩელის სა---- ს----ძის შვილი რ---- ს----ძე, რომელსაც ჰყავდა ავტომანქანა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში დაყვებოდა თავის ავტომანქანით ნ------- ს----ძესა და ნ----- ს----ძეს როდესაც ისინი ამზადებდნენ შესაბამის დოკუმენტებს მუნიციპალიტეტში წარსადგენად. აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ 2016 წლის მიწურულს რ---- ს----ძეს გადაუხადა 2000 ლარი, რაც ეცოტავათ და აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდათ სა---- ს----ძის მთელ ოჯახს, ხოლო ნა------ შვ--–--ის მოტივი საერთოდ გაუგებარია. მოსარჩელეებს მთელი ორი წლის განმავლობაში არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვიათ ამ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, ან ფართთან ან ზედდებასთან, ან გადაფარვასთან დაკავშირებით, მათ პრეტენზია ჰქონდათ მხოლოდ ეთადერთზე, ითხოვდნენ რაც შეიძლება მეტ თანხას დახმარების სანაცვლოდ. ასევე ადგილი ქონდა შანტაჟსაც, რომ თუ არ გადაუხდნენ გარკვეულ თანხას , იჩივლებდნენ და შეაჩერებდნენ კომპენსაციის გადახდას, რაც შეასრულეს კიდეც და სწორედ ეს არის მიზანი, რომ გაახანგრძლივონ პროცესი და აიძულონ თანხის გადხდა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე, კომისიის წევრების უმეტესობა არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები და ძალიან კარგად იცოდნენ თუ ვინ რა ნაკვეთს ფლობდა. ასევე გამოკითხული იქნა სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც, დადგენილი იქნა საკადასტრო საზღვრები და ა.შ. მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2. მესამე პირის შპს ,,ა------------- 2007“ -ის წარმოამადგენელმა სასამრთლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლედ დადგენის საკითხზე ხანგრძლივად მუშაობდა სპეციალური კომისია და ადგენდა მოსარგებლეებს მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გადაცემული იყო კომპანიაზე და წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, მაგრამ კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და სახელმწიფოსთან შეთანხმებით, კომისიის დადგენილების საფუძველზე გასცემენ კომპენსაციას, მათთვის ცნობილია, რომ კომისია სრულყოფილად იკვლევდა საკითხს, თუ ფაქტობრივად ვის სარგებლობაში იყო კომპანიის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი. მიაჩნიათ რომ კომისიის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. გარკვეული ნაწილი კომპენსაციებისა გაცემული აქვთ, ისინი კომპენსაციას გასცემენ იმ პირებს, ვისაც დაადგენს კომისია ან სასამართლო.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს ,,ა------------- 2007“-ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მა----–----რი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ 2015 წლის 12 აგვისტოს N4 ოქმით განხილული იქნა მოქალქე ნ------- სავ----ის მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხე------სში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი N1ა, ფართობი 5789 კვ. მეტრი, კომისიის ადგიზე გასვლით და დათვალიერების შედეგად გამოვლინდა რომ დასახელებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ასევე გამოკითხვის და ინფორმაციის მოპოვების შედეგად გამოვლინდა ნ------- ს----ძე ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიას სპეციალისტების დახმარებით განხორციელდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, საზღვრებისა და ფართობის შემოწმება და კორექტირების შედეგად დაზუსტდა მისი ფართობი 5483 კვ. მეტრი. ნ------- ს----ძე გამოვლინდა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად.

 

აღნიშნული ოქმით დადგენილი იქნა ასევე მოქალქე ნ----- ს----ძის მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხე------სში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი N1, ფართობი 5597 კვ. მეტრი. კომისიის ადგილზე გასვლით და დათვალიერების შედეგად გამოვლინდა რომ დასახელებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ასევე გამოკითხვის და ინფორმაციის მოპოვების შედეგად გამოვლინდა ნ----- ს----ძე ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიას" სპეციალისტების დახმარებით განხორციელდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, საზღვრებისა და ფართობის შემოწმება და კორექტირების შედეგად დაზუსტდა მისი ფართობი 5597 კვ. მეტრი. ნ----- ს----ძე გამოვლინდა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 ოქმი.

 

4.1.2. უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელეებს ნა------ შვ--–--ესა და სა---- ს----ძეს იმ პერიოდისათვის კომისიისათვის განცხადებით არ მიუმართავთ და არ წარუდგენიათ სათანადო ნახაზები მიწის სარგებლობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტებები

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ნ------- ს----ძისა და ნ----- ს----ძის მიერ იმ მიწის ნაკვეთის ნაწილის 7590 კვ.მეტრი ფართის ფლობის ფაქტს, რომელზეც ნ------- ს----ძე და ნ----- ს----ძე კომისიის მიერ მოსარგებლედ იქნენ ცნობილი. შესაბამისად სადავოა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება. მოსარჩელის წარმომადგენელი გასაჩივრებულ აქტს იმ მოტივითაც მიიჩნევს უკანონოდ, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი შეექმნა კომისია, რომელიც დაადგენდა ამა თუ ინ პირის მიერ მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტს.

 

მოსარჩელე მხარე სარჩელში და სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებებში მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილს, რომელიც აღიარებული იქნა ნ------- ს----ძისა და ნ----- ს----ძის ფაქტობრივ მფობელობაში არსებულ ნაკვეთად, ფლობდნენ და სარგებლობდნენ ნა------ შვ--–--ე და სა---- ს----ძე და კომისიამ უკანონოდ ცნო ნ------- ს----ძე და ნ----- ს----ძე ფაქტობრივ მოსარგებლედ.

 

მოპასუხე მხარე და საქმეზე მესამე პირად ჩართული ზემო დასახელებული პირები არ ეთანხმებიან და საპირისპიროს განმარტავენ. აცხადებენ, რომ კომისიამ დეტალურად შეისწავლა საკითხი და აზომვითი ნახაზების მიხედვით ზუსტად დაუდგინდათ მოსარგებლეებს ის ნაკვეთები, რომლებიც მათ სარგებლობაში იმყოფებოდა. მოპასუხე მხარის მტკიცებით მოსარჩელეს ნახაზიც კი არ აქვს წარმომდგენელი და გაუგებარია რომელ ფართს მიიჩნევს მის მფლობელობსში არსებულად, სადავო ფართიდან რამდენია თითოეული მოსარჩელის წილი.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელები ნამდვილად ფლობდნენ და სარგებლობდნენ იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც კომისიამ ნ----- და ნ------- ს----ძეები ცნო ფაქტობრივ მფლობელად და მოსარგებლედ.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა 2013 წელს გაცემული ამონაწერები საჯარო რეესტრიდან რითაც დგინდება, რომ 3002 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ რეგისტრირებული იყვნენ ბა------ ს----ძე, ნ----- ს----ძე და ნ------- ს----ძე. 2601 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეებად რეგისტრირებული არიან მე----------ძე, ნა------ შვ--–--ე, ნუ-------------ე, ო----- ბ------, ჟუ–---------–-ძე და უშ---------–-ძე. 3014 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეებად რეგისტრირებული იყვნენ ვლ-----------------ძე და რ------ დიასამიძე, 2775 კვ მეტრ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებული არიან ამ----- ლო-----------ძე, ზე---- ლო-----------ძე, ი-----–- ლო-----------ძე, მე-–---- ლო-----------ძე. 1347 კვ მეტრზე მესაკუთრეები არიან ავ--------– ცი------ძე, მა---–- ცი------ძე, მერაბ ცი------ძე, ტარიელ ცი------ძე, ფრიდონ ცი------ძე. მიწის ნაკვეთების მისამართია ხელვაჩაური, სოფ. აჭ-----–---–ი. ყველა ნაკვეთზე საჯარო რეესტრის მიერ საკუთრება გაუქმებულია 10.02.2015 წელს. დასახელებული მტკიცებულებით მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა ცალკეულ პირთა საკუთრებას და არ შეიძლება ყოფილიყო მოპასუხეთა საკუთრებაში.

 

ასევე მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხული იქნა მოწმე მა--------------ძე, რომელმაც აჩვენა, რომ ნ----- ს----ძის ოჯახს მდინარე ჭოროხის ნაპირზე მდებარე მიწის ნაკვეთის შემოღობვისას ეხმარებოდა სა---- ს----ძის შვილი, ასევე ერთხელ შეესწრო რომ აღნიშნული ნაკვეთის შემოსაღობად ავტობუსს გამოატანა ეკლიანი მავთული. შემდგომში მოსარგებლედ ცნობისას კომისია ეყრდნობოდა სოფლის წარმომადგენელ კომისიის წევრს, სადაც მათი სოფლიდან იყო ვა–-------------ძე, რომელმაც არასწორად ცნო მოსარგებლეები, მასაც შესთვაზა, რომ თუ წილს მისცემდა დაუდგენდა მის სარგებლობაში ნაკვეთს.

 

მოპასუხე მხარიდან მესამე პირის წარმომადგენელმა ბა------ ს----ძემ წარმოდგენილ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა საკომლო ჩანაწერების მიხედვით, კომლზე რიცხული ნაკვეთის ნაცვლად წარდგენილი იქნა სხვა ნაკვეთების ნახაზები, რაც შემდგომში ადმინისტრაციული წარმოებისა და მოკვლევის შედეგად დადგენილი იქნა საჯარო რეესტრის მიერ და გაუქმდა საკუთრება. მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ ადრე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები არ არის შემხებლობაში სარგებლობაში არსებულ ნაკვეთთან. სხვადასხვა პირების საკუთრებაში რეგისტრირებული იყო სოფ. აჭ-----–---–ში არსებული ნაკვეთები, ხოლო ნ----- ს----ძე და ნ------- ს----ძე მოსარგებლეებად ცნობილი არიან სოფ. ხე------სში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

გარდა თავისი განმარტებისა ბა------ ს----ძის მიერ წარმოდგენილი იქნა საკომლო ამონაწერები, აზომვითი ნახაზები და ადგილის ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ მდინარის პირას ადგილი არის შემოღობილი. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ადგილის იდენტურობა, ასევე დადაგენილია, რომ აღნიშნული ადგილი 2016 წლიდან დატბორილია შპს ,,ა------------- 2007“ მიერ.

 

მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა მ---- ბ------მ და გი---------ძემ დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სარგებლობა დაუდგინდათ ნ------- ს----ძეს და ნ----- ს----ძეს, ნამდვილად სარგებლობდნენ აღნიშნული პირები, ნაკვეთი ტრაქტორით იხნებოდა და მოყავდათ სიმინდი, კომისია დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა საკითხს, რამდენჯერმე ადგილზე მისვლით იქნა შემოწმებული სარგებლობის ფაქტი, კომისიის მიერ ხდებოდა წარდგენილი ნახაზების კორექტირება. ყველა ამ პროცესს ესწრებოდნენ და ცნობილი იყო მოსარჩელეებისათვის, რომლებსაც არ აქვთ შემხებლობა კომისიის მიერ ნ------- და ნ----- ს----ძის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთთან.

 

მხარეთა განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მიერ მიერ სადაოდ ქცეულ გარემოებაზე

მხოლოდ მითითება, არ განაპირობებს მის უტყუარობას და სისწორეს. სასამართლო მიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უკანონობა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი შეექმნა კომისია, რომელიც დაადგენდა ამა თუ ინ პირის მიერ მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერება და შესაბამისად, სასამართლო არ იმსჯელებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და მისი ბრძანებით შექმნილი კომისიის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, აზომვითი ნახაზები, საკომლო ამონაწერები, ფოტომასალა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის ე.ე. ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის გამგებელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 09 მარტის N01-08/145 ბრძანებით შპს ,,ა------------- 2007“-ს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდრელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შეიქმნა კომისია.

 

7.2. 7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული საოქმო გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

7.3. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ის, რომ . ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შპს ,,ა-------------- 2007“- ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მარადიდი კირნათი ) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილებით კომისიამ სათანადო გამკვლევისა და შესწავლის გარეშე, ნ------- ს----ძე და ნ----- ს----ძე უკანონოდ ცნო მათ მფლობელობაში არსებულ 5483 კვ. მეტრი და 5597 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე ფაქტობრივ მოსარგებლეებად.

 

სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უკვე ჩამოაყალიბებული იქნა მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარის ეს მტკიცება არ იქნა გაზიარებული, რამდენადაც სათანადო მტკიცებულებებით არ არის გამყარებული.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, კომისიის 2015წ. 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელებს და მოსარგებლეებს წარმოადგენდნენ თუ არა საქმეში მესამე პირად ჩართული ნ------- ს----ძე და ნ----- ს----ძე. გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიას“ სპეციალისტების ერთად, მათ მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მარადიდი კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ამსახველი საერთო სიტუაციური რუკის მიხედვით ჩაატარა საველე სამუშაოები, განხორციელდა თითოეული მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება და კორექტირება, მოსახლეობასთან გასაუბრების გზით განხორციელდა ინფორმაციის მოძიება ფაქტობრივ მოსარგებლეებზე და ამ გზით დადგინდა ფაქტობრივ მოსარგებლეთა ვინაობა. სწორედ ამ ღონისძიებათა განსახორციელებლად შეიქმნა აღნიშნული კომისია, რომელმაც სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. დადგნელია, რომ მოსარჩელეებისათვის იმტავითვე იყო ცნობილი კომისიის მუშაობის სესახებ, თუმცა მათ კომისიისათვის სადავო მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ ცნობაზე არ მიუმართავთ.

 

7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შპს ,,აჭარ ენერჯი - 2007” ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭ-----–---–ი, მი------ი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილება სანდრო ჭანიძის ნაწილში კანონის შესაბამისობით არის მიღებული და ამ აქტით მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და მოსარჩელეთა მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.

 

8. საპროცესო ხარჯები

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%, არანაკლებ 100 ლარისა. სარჩელის არ დაკმაყოფილების პირობებში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ეკისრება მოსარჩელე მხარეს. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის (საქმე Nს/უზრ-11/2017) განჩინებითა და 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ნ----- ს----ძესა (პ/ნ 6----------) და ნ------- სავ----ეზე (პ/ნ 6----------) გაიცეს შპს „აჭ----------------07“-ს (ს/ნ 2--------) მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ( აჭ-----–---–ი, მი------ი, მა----–----რი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხები, რომელიც შეტანილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე. (სს ,,თიბისი ბანკი. ანგარიშის ნომერი GE07TB7563236020100006).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე და 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნა------ შვ--–--ისა და სა---- ს----ძის სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) მიმართ, ადმინსტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ.

 

3. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის (საქმე Nს/უზრ-11/2017) განჩინებითა და 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ნ----- ს----ძესა (პ/ნ 6----------) და ნ------- სავ----ეზე (პ/ნ 6----------) გაიცეს შპს „აჭ----------------07“-ს (ს/ნ 2--------) მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ( აჭ-----–---–ი, მი------ი, მა----–----რი, მარადიდი, კირნათი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხები, რომელიც შეტანილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე. (სს ,,თიბისი ბანკი. ანგარიშის ნომერი GE07TB7563236020100006).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358/.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე