შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2116
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2116

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 2 3 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №213 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი – 2007“-ს შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „აჭარ ენერჯი – 2007“-ს (ს/კ: 245591426) მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №22.31.01.801, №22.31.01.798, №22.28.11.062, №22.28.11.061, №22.31.03.327, №22.31.03.328, №22.31.03.329, №22.31.03.330, №22.31.03.331, №22.31.03.332, №22.31.03.333, №22.31.03.334, №22.31.03.335, №22.32.02.894) მდებარე, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 139 ინდივიდი;

ბ) უთხოვარი (Taxus baccata L.) – 10 ინდივიდი;

გ) კაკლის ხე  (Juglans regia L.) – 23 ინდივიდი;

დ) კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.) – 1 კბ.მ.

2. შპს „აჭარ ენერჯი – 2007“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული,  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი