გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.10.2018
საქმის ნომერი
330310018002516699
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №3/4049-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,მ------------’’

წარმომადგენელი - ბ-------------- (დირექტორი)

 

მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - მ------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება შპს ,,მ------------“-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შპს ,,მ------------“-ის 2018 წლის 15 მაისის №1---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქუთაისში, წ-------–--------/ქუთაისი, წ-------–--------, ნაკვეთი №2, მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0-----------, 2008 წლის 3 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,მ------------’’-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 710.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0-----------, 0----------0, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01/1, №02/1.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28.09.2016 (ს.ფ. 165-167).

 

3.1.2. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 იანვრის №3- ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–--------/ა. წ-------–---------ში (ნაკვეთი №2) მდებარე, შპს ,,მ------------’’-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და სასტუმროს მოწყობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 მარტის №7-- ბრძანებით შეთანხმდა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–--------/ა. წ-------–---------ში (ნაკვეთი №2) მდებარე, შპს ,,მ------------’’-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და სასტუმროს მოწყობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და გაიცა №0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 იანვრის №3- ბრძანება (ს.ფ. 149-150);

- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 მარტის №7-- ბრძანება (ს.ფ. 145-146);

- 2017 წლის 21 მარტის №0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ს.ფ. 147).

 

3.1.3. 2017 წლის 9 ნოემბერს შპს ,,მ------------’’-ის დირექტორმა ბ--------------მ №2-------- განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–--------/ა. წ-------–---------ში (ნაკვეთი №2) მდებარე, შპს ,,მ------------’’-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების დამტკიცება.

 

აღნიშნული განცხადება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 13 ნოემბრის №1---------- მიმართვის საფუძველზე განხილულ იქნა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2017 წლის 15 ნოემბრის №4- სხდომაზე და სექციის წევრების მიერ მიეცა უარყოფითი შეფასება.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ წერილით (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს ეცნობა, რომ ქ. ქუთაისში, ა. წ-------–--------/ა. წ-------–---------ში (ნაკვეთი №2), შპს ,,მ------------’’-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და სასტუმროს მოწყობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხი განხილულ იქნა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე. განხილვისას აღინიშნა, რომ შეთანხმებული პროექტის სივრცით-არქიტექტურული პარამეტრები ოპტიმალურია ჩამოყალიბებული გარემოსა და მის გარშემო არსებული ძეგლების მიმართ. ობიექტმა მაქსიმალურად ამოავსო საკადასტრო ერთეულის ტერიტორია და მისი ერთი სართულით კვლავ გაზრდა გამოიწვევს, როგორც საპროექტო ობიეტის, ასევე გარემოს გადატვირთვას. ამდენად, მისი განვითარება სართულის დამატებით არ იყო მიზანშეწონილი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 13 ნოემბრის №1---------- წერილი (ს.ფ. 129);

- სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2017 წლის 15 ნოემბრის №4- სხდომის ოქმი (ს.ფ. 130);

- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ წერილი (ს.ფ. 131).

 

3.1.4. 2018 წლის 10 აპრილს შპს ,,მ------------’’-ის დირექტორმა ბ--------------მ №2-------- განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა, რომლითაც უარი ეთქვა შპს ,,მ------------’’-ს სასტუმროს მშენებლობის პროექტში განხორციელებული ცვლილებების შეთანხმებაზე.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №1------ წერილით, შპს ,,მ------------’’-ის დირექტორს 2018 წლის 10 აპრილის №2-------- განცხადების პასუხად გაეგზავნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ წერილის ასლი, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 19 აპრილს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,მ------------’’-ის დირექტორის 2018 წლის 10 აპრილის №2-------- განცხადება (ს.ფ. 87);

- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №1------ წერილი (ს.ფ. 90).

 

3.1.5. 2018 წლის 15 მაისს შპს ,,მ------------’’-ის დირექტორმა ბ--------------მ №1---- ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2018 წლის 24 მაისს №1---- დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ კორესპონდენციის ბათილად ცნობა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 29 მაისის №0----- ბრძანებით, შპს ,,მ------------’’-ის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 12 ივნისი 15:00 საათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,მ------------’’-ის დირექტორის ბ--------------ს 2018 წლის 15 მაისის №1---- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 75-83);

- შპს ,,მ------------’’-ის დირექტორის ბ--------------ს 2018 წლის 24 მაისის№1---- დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 115-117);

- საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 29 მაისის №0----- ბრძანება (ს.ფ. 34).

 

3.1.6. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №0------- წერილით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ეცნობა, რომ შპს ,,მ------------’’-ის დირექტორს - ბ--------------ს, 2017 წლის 20 ნოემბერს №2-------- წერილთან ერთად დანართის სახით ასევე გაეგზავნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ კორესპონდენციის ასლი ელექტრონულად, ხოლო გაცნობის თარიღად დაფიქსირდა 2017 წლის 27 ნოემბერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №0------- წერილი (ს.ფ. 226);

- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 ნოემბრის №2-------- წერილი (ს.ფ. 227-228).

 

3.1.7. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანებით შპს ,,მ------------’’-ის 2018 წლის 15 მაისის №1---- ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება შპს ,,მ------------’’-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 20-23).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,მ------------’’-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება შპს ,,მ------------’’-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,მ------------’’-ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.

 

თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი განმარტავს, თუ რა იგულისხმება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობაში. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ როდის გადაეცა და როდის გაეცნო შპს ,,მ------------’’ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, ვადაში იყო თუ არა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რამდენად სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ წერილით (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს ეცნობა, რომ ქ. ქუთაისში, ა. წ-------–--------/ა. წ-------–---------ში (ნაკვეთი №2), შპს ,,მ------------’’-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და სასტუმროს მოწყობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხი განხილულ იქნა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე. განხილვისას აღინიშნა, რომ შეთანხმებული პროექტის სივრცით-არქიტექტურული პარამეტრები ოპტიმალურია ჩამოყალიბებული გარემოსა და მის გარშემო არსებული ძეგლების მიმართ. ობიექტმა მაქსიმალურად ამოავსო საკადასტრო ერთეულის ტერიტორია და მისი ერთი სართულით კვლავ გაზრდა გამოიწვევს, როგორც საპროექტო ობიეტის, ასევე გარემოს გადატვირთვას. ამდენად, მისი განვითარება სართულის დამატებით არ იყო მიზანშეწონილი.

 

დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 10 აპრილს შპს ,,მ------------’’-ის დირექტორმა ბ--------------მ №2-------- განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა, რომლითაც უარი ეთქვა შპს ,,მ------------’’-ს სასტუმროს მშენებლობის პროექტში განხორციელებული ცვლილებების შეთანხმებაზე, ხოლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №1------ წერილით, შპს ,,მ------------’’-ის დირექტორს 2018 წლის 10 აპრილის №2-------- განცხადების პასუხად გაეგზავნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ წერილის ასლი, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 19 აპრილს.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,მ------------’’-ის დირექტორს - ბ--------------ს 2017 წლის 20 ნოემბრის №2-------- წერილთან ერთად დანართის სახით ასევე გაეგზავნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ კორესპონდენციის ასლი ელექტრონულად, ხოლო გაცნობის თარიღად დაფიქსირდა 2017 წლის 27 ნოემბერი.

 

სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე აპელირებს მოპასუხე მხარე და განმარტავს, რომ ვინაიდან შპს ,,მ------------’’ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ელექტრონულად გაგზავნილ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 ნოემბრის №2-------- წერილზე თანდართულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ელექტრონულად 2017 წლის 27 ნოემბერს გაეცნო, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 15 მაისს სააგენტოს №1------ აქტის გასაჩივრების მომენტისთვის უკვე გასული იყო ამ აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. ამასთან, მოპასუხე მხარე უთითებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №154 დადგენილებაზე, რომლის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მის პირად გვერდზე განთავსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირველივე ნახვა, ელექტრონული დოკუმენტის განსნის მეშვეობით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ან/და მატერიალური საშუალებით პირველივე გაცნობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ის გარემოება, თუ რამდენად ნიშნავს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 ნოემბრის №2-------- წერილის და მასზე თანდართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შპს ,,მ------------’’-სთვის ელექტრონულად გაგზავნა იმას, რომ შპს ,,მ------------’’-ს გადაეცა და გაეცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ აქტს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისთვის აღნიშნული აქტის შინაარსი ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალურად გადაეცა და გაეცნო 2018 წლის 19 აპრილს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც, კერძოდ, მან უნდა შეითანხმოს ყველა იმ მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ხორციელდება, თუმცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემის შესახებ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სამშენებლო პროექტის შემთანხმებასთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე აღებულ ადამიანისტრაციულ აქტებს წარმოადგენენ. შესაბამისად, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №154 დადგენილება, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი აქტი ოფიციალურად გაცნობილად მისი ელექტრონულად პირველივე ნახვის შემთხვევაში ჩაითვალოს, ვრცელდება მხოლოდ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებულ აქტებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრონულად გაგზავნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ აქტი რომც ენახა მოსარჩელეს ელექტრონულად 2017 წლის 27 ნოემბერს, ელექტრუნული ნახვა ამ აქტის ოფიციალურ გაცნობად მაინც ვერ ჩაითვლებოდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ აქტი, როგორც უკვე აღინიშნა, არ წარმოადგენს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ აქტს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ აქტში არ არის მითითებული გასაჩივრების წესი და ვადა, რის გამოც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის N815-807(კ-14) გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ: „სასკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს განემარტება გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანოს ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული საპროცესო-სამართლებრივი დანაწესი თავისი შინაარსით ვრცელდება არა მხოლოდ სასამართლო წარმოების, არამედ აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების პროცესზე“. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი თუ დადგინდებოდა რომ შპს „მ------------“-ს გასაჩივრებული აქტი ჩაბარდა 2017 წლის 27 ნოემბერს, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №1------ აქტში არ იყო მითითებული გასაჩივრების წესი და ვადა, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა დაეტოვებინა იგი განუხილველად.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება შპს ,,მ------------’’-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას. შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა დაევალოს შპს ,,მ------------’’-ის 2018 წლის 15 მაისის №1---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მოსარჩელე შპს ,,მ------------’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 24--ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-7-ე და 3-9-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება შპს „მ------------“-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

 

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს შპს „მ------------“-ის 2018 წლის 15 მაისის №1---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა;

 

4. მოპასუხეს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მოსარჩელე - შპს ,,მ------------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი