განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------------------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ გ----------------ის,ბრალდებულ კ--–----–------ის,ადვოკატ ი------------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--–-----------------–-------------------------) - დაბადებულის 1--- წლის 1--------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–-----–-----–---–------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
კ--–----–------ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 10:13 საათზე, ქ თბილისში, ჭ-------------------------ში განთავსებული შვეიცარიის საელჩოს (რუსეთის ინტერესების სექცია) შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ--–----–------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა--------------ის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას 120 (ას ოცი) ლარისა და 100 (ასი) აშშ დოლარის ოდენობით. კ--–----–------ის ქმედებით ა--------------ს მიადგა 365 (სამას სამოცდახუთი) ლარისა და 53 (ორმოცდაცამეტი) თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კ--–----–------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (პატაკი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ნივთმტკიცებები, ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, დაზარალებულ ა--------------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეთა: ნოდარ ფარჯველიანის, ზურაბ ხიზანიშვილის, მახალ მამედოვისა და ნიკოლოზ უთაროვის გამოკითხვის ოქმები) ერთობლიობა კ--–----–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავო და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ--–----–------ემ სასამართლო სხდომაზე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, მტკიცებულებები კი გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს იმას, რომ მოპარული ფულადი თანხა ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული და განაჩენის გამოტანის შემდგომ დაუბრუნდება დაზარალებულს, რითაც ფაქტობრივად ანაზღაურდება მისთვის მიყენებული ზიანი. სხვა რაიმე დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოება ბრალდებულს არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ--–----–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი.
გაუქმდეს კ--–----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
კ--–----–------ე გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზში.
კ--–----–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 09 ნოემბრამდე.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კ--–----–------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
კ--–----–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 120 (ას ოცი) ლარისა და 100 (ასი) აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ ერთი ახალი დიზაინის 100 ლარიანი კუპიურა ნომრით AA01296254, ერთი ახალი დიზაინის 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა ნომრით AA01610910 და ერთი 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა ნომრით JK10410479A, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
კ--–----–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი 100 (ასი) ლარიანი ახალი დიზაინის კუპიურა AA06212969, ერთი ცალი 500 რუბლის კუპიურა (нэ9948267), ავტომობილის გასაღები, „აიფონის“ მობილური ტელეფონი იმეი კოდით 0--------------, კ--–----–------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის მოწმობა, საფულე, მართვის მოწმობა, მამაკაცის ფოტო, „ავერსის“ მტრედი ბარათი, „ლიდერბეთის“ ბილეთი, მეტრომანი, „რომპეტროლის“ ბარათი, ხატი, ექიმ ნ----------–---–-- სავიზიტო ბარათი, უნიქარდი და ფულადი თანხა 60 ლარის ოდენობით, კერძოდ 50 ლარიანი კუპიურა და ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დ----------------------------------------------------–--–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
კ--–----–------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.
ა--------------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი