გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411310018002519032
(3/4-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.12.2018 წ. ქ. აბაშა
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მომასამართლე
აბაშის მუნიციპალიტეტში - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა კვახაჯელიძე
მოსარჩელე - ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ა
წარმომადგენელი - ნ----ა ბა----------ა
მოპასუხე - ლ---ა მ-------–--ე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების (270 ლარი) უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ლ---ა მ-------–--ეს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 270 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.
მოსარჩელის განმარტებით, ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ის წარმოებაშია ლ---ა მ-------–--ის (პ/ნ 0---------9) ოჯახის საქმე, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას. განყოფილების სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის შედეგად, ზემოთხსენებულ ოჯახს 2017 წლის 13 მარტს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 34920, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი დახმარების მიღებას.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის № 04/2746 კორესპოდენციით და მასზე დართული სიით, ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ---ა მო-----–---ს ოჯახის წევრს - მ----ლ ტ-----ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი 2017 წლის ოქტომბრის თვიდან. ამავე კორესპოდენციით ირკვევა, რომ ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. აღნიშნული ოჯახი დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს. ლ---ა მ-------–--ეს 2018 წლის დეკემბრის თვეში აღებული აქვს ზედმეტად სოციალური დახმარება 270 ლარი. ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ის მიერ მოპასუხე ლ---ა მ-------–--ეს გაეგზავნა წერილები ზედმეტად მიღებული თანხის - 270 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ლ---ა მ-------–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მხარე გაფრთხილებული იყო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად (სასამართლო უწყება 2018 წლის 08 დეკემბერს ადრესატს ჩაბარდა პირადად).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ---ა მ-------–--ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ის გადაწყვეტილება.
3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის №04/2746 კორესპოდენციით და მასზე დართული სიით, ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ---ა მ-------–--ის ოჯახის წევრს მი----– ტ-----ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი 2017 წლის ოქტომბრის თვიდან. ამავე კორესპოდენციით ირკვევა, რომ ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. აღნიშნული ოჯახი დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს. ლ---ა მ-------–--ეს 2018 წლის დეკემბრის თვეში აღებული აქვს ზედმეტად სოციალური დახმარება 270 ლარი.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახნა-განმარტება;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის № 04/2746 წერილი;
3.1.3. 2018 წლის 30 მარტსა და 2018 წლის 25 მაისს, ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ის მიერ მოპასუხე ლ---ა მ-------–--ეს გაეგზავნა წერილები ზედმეტად მიღებული თანხის - 270 ლარის უკან დაბრუნების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ის 2018 წლის 30 მარტის წერილი #04----------;
- ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ის 2018 წლის 025 მაისის წერილი #04----------;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოცემულ საქმეზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი;
- საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,ე“ პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;
6.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციას, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, ხოლო ამავე ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
6.3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე დადგენილების მეორე მუხლის ,,ბ.დ.“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: ა) ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები; საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-10 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ---ა მ-------–--ის ოჯახის წევრს 2017 წლის ოქტომბრის თვიდან დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი (მი----– ტ----- 2017 წლის ოქტომბრის თვიდან დასაქმებულია შპს "ივერია"-ში). საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, მოპასუხეს ევალებოდა ერთი თვის ვადაში ეცნობებინა სააგენტოსთვის ამ ცვლილებების შესახებ.
6.4. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების პირველი მუხლის თანახამად, ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს. ამავე დადგენილების მეორე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში - საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
ასევე, ამავე დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.
6.5. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას; ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას; გ) სტატისტიკის წარმოებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად); არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის №04/2746 კორესპოდენციით და მასზე დართული სიით, ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ---ა მ-------–--ის ოჯახის წევრს მი----– ტ-----ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი 2017 წლის ოქტომბრის თვიდან. ამავე კორესპოდენციით ირკვევა, რომ ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. აღნიშნული ოჯახი დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს. ლ---ა მ-------–--ეს 2018 წლის დეკემბრის თვეში აღებული აქვს ზედმეტად სოციალური დახმარება 270 ლარი.
6.6. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.
2018 წლის 30 მარტსა და 2018 წლის 25 მაისს, ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ის მიერ მოპასუხე ლ---ა მ-------–--ეს გაეგზავნა წერილები ზედმეტად მიღებული თანხის - 270 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
განსახილველ შემთხვევაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრული სარჩელი რის გამოც მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სსასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე,364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს--პ სო–---–----ი მო-----------ს სა--------ს აბ-–-ს რა-------–ი გა--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ლ---ა მ-------–--ეს (პ/ნ 0---------9) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს - 270 (ორასსამოცდაათი) ლარის გადახდა;
3. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. N32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. აბაშა, ს.ცომაიას ქ. N6).
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე