განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002616781
№1/190-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ამ----- ხა-–--–---ის
ადვოკატ - მა----–- ღვ--–--ის
თარჯიმან - რა----- მე-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ამ----- ხა-–--–---ი
მამის სახელი: რა–---
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლა----–--
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუ--–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 -ე მუხლის 12 ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
კვალიფიკაცია: ამ----- ხა-–--–---ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის აგვისტოდან, ამ----- ხა-–--–---ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ზა--- სა---–---–ის კუთვნილ საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ადგილას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მი------ ახ-------ას. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ როგორც მამაკაცი, აღმატებული იყო ქალზე, უფლება ჰქონდა მოქცეოდა მას საკუთარი შეხედულებისამებრ, ხოლო მი------ ახ-------ა ვალდებული იყო დამორჩილებოდა მის ნებისმიერ მოთხოვნას. მითითებული მოტივით, 2018 წლის 2 აგვისტოს, ამ----- ხა-–--–---მა, დაახლოებით 19:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ზა--- სა---–---–ის კუთვნილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახეში ხელი ორჯერ გაარტყა მი------ ახ-------ას. აღნიშნული შემდეგ, მორიგი კონფლიქტისას, 2018 წლის 6 აგვისტოს, ამავე ტერიტორიაზე, ამ----- ხა-–--–---მა სახეში ერთხელ გაარტყა ხელი მი------ ახ-------ას, რომელსაც 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, კვლავ ერთხელ გაარტყა და სახეში მოუჭირა ხელი. აღნიშნული ქმედებების შედეგად, მი------ ახ-------ამ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2. ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ამ----- ხა-–--–---ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ზა--- სა---–---–ის კუთვნილ საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა---- ახ-------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ამ----- ხა-–--–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალური კალიბრის “ARAL 1071” მოდელის N1605-1261 პისტოლეტი და ამავე კალიბრის კუსტარულად დამუხტული 77 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ზა--- სა---–---–ის საგუშაგო შენობაში, რაშიც მხილებული იქნა 2018 წლის 8 აგვისტოს.
ამ----- ხა-–--–---ი 2018 წლის 9 აგვისტოს, 04:50 საათზე დააკავეს და 2018 წლის 10 აგვისტოს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ ვერ დაადგინა:
ამ----- ხა-–--–---ის მიერ მი------ ახ-------ას მიმართ ძალადობის ჩადენა სქესობრივი შეუწყნარებლობის მოტივით.
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის აგვისტოდან, ამ----- ხა-–--–---ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ზა--- სა---–---–ის კუთვნილ საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ადგილას, სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მი------ ახ-------ას. 2018 წლის 2 აგვისტოს, ამ----- ხა-–--–---მა, დაახლოებით 19:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ზა--- სა---–---–ის კუთვნილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახეში ხელი ორჯერ გაარტყა მი------ ახ-------ას. 2018 წლის 6 აგვისტოს, განმეორებით ამავე ტერიტორიაზე, ამ----- ხა-–--–---მა სახეში ერთხელ გაარტყა ხელი მი------ ახ-------ას. იგივე ქმედება ამ----- ხა-–--–---მა ჩაიდინა 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე. მან მი------ა ახ-------ას კვლავ ერთხელ გაარტყა და სახეში მოუჭირა ხელი. აღნიშნული ქმედებების შედეგად, მი------ ახ-------ამ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2. 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ამ----- ხა-–--–---ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ზა--- სა---–---–ის კუთვნილ საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა---- ახ-------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ამ----- ხა-–--–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალური კალიბრის “ARAL 1071” მოდელის N1605-1261 პისტოლეტი და ამავე კალიბრის კუსტარულად დამუხტული 77 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ზა--- სა---–---–ის საგუშაგო შენობაში, რაშიც მხილებული იქნა 2018 წლის 8 აგვისტოს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ
1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გუ-–---- ახ-------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ ამ----- ხა-–--–---ი მისი შვილის - მი------ ახ-------ას ქმარია. 2018 წლის აგვისტოს თვეში სტუმრად წავიდა შვილთან - მი------ ახ-------ასთან. 2018 წლის 2 აგვისტოს საღამოს საათებში დაინახა, რომ ამ----- ხა-–--–---ი მი------ ახ-------ას ეჩხუბებოდა, შეურაცხყოფას აყენებდა. ამის შემდეგ ამ----- ხა-–--–---მა ორჯერ დაარტყა ხელი მი------ ახ-------ას. იგივე შემთხვევა განმეორდა 2018 წლის 6 აგვისტოს, როდესაც ამ----- ხა-–--–---მა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა მი------ ახ-------ას და დაარტყა სახეში ხელი. 2018 წლის 8 აგვისტოს ამ----- ხა-–--–---მა კვლავ აგინა მი------ ახ-------ას და დაარტყა ხელი სახეში. გუ-–---- ახ-------ას განმარტებით მი------ ახ-------ა განიცდიდა მომხდარს იტანჯებოდა და ეკითხებოდა მის ქმარს თუ რატომ ექცეოდა ასე.
2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მა---- ახ-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ამ----- ხა-–--–---ი მისი დის - მი------ ახ-------ას ქმარია. 2018 წლის 8 აგვისტოს დედამ გუ-–---- ახ-------ამ დაურეკა და უთხრა, რომ ამ----- ხა-–--–---ი მი------ ახ-------ას სცემდა და მიეხედა. რომ მივიდა ამ----- ხა-–--–---ს და მას ჩხუბი მოუვიდათ. ემუქრებოდა შენც მოგკლავ, გუ-–---- ახ-------ასაც და მი------ ახ-------ასაცო. გადმოცემით იცის, რომ ამ----- ხა-–--–---ი მი------ ახ-------ას თითქმის ყოველდღე აგინებდა და რამდენჯერმე სცემა.
3. გარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - მა------ შა--------ის, მუ-------- ნი----–-–---–ის, ზა--- სა---–---–ის, ბრალდებულ ამ----- ხა-–--–---ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მი------ ახ-------ას მიმართ და სხვა დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის აგვისტოდან, ამ----- ხა-–--–---ი, სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მი------ ახ-------ას. 2018 წლის 2 აგვისტოს, ამ----- ხა-–--–---მა, დაახლოებით 19:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ზა--- სა---–---–ის კუთვნილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახეში ხელი ორჯერ გაარტყა მი------ ახ-------ას. აღნიშნული შემდეგ, მორიგი კონფლიქტისას, 2018 წლის 6 აგვისტოს, ამავე ტერიტორიაზე, ამირხან ხა-–--–---მა სახეში ერთხელ გაარტყა ხელი მი------ ახ-------ას, რომელსაც 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, კვლავ ერთხელ გაარტყა და სახეში მოუჭირა ხელი. აღნიშნული ქმედებების შედეგად, მი------ ახ-------ამ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვაგვარ ძალადობაში შესაძლოა მოიაზრებოდეს ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური. ფიზიკური ძალადობა შესაძლოა იყოს ერთჯერადი დარტყმა სხეულის რომელიმე მიდამოში, თმების წიწკვნა, ჩქმეტა და ა. შ. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, მასში იგულისხმება ნებისმიერი სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, გინება და ა.შ.
რაც შეეხება ცემას, ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს პირის სხეულზე ერთობლივად რამდენიმე დარტყმის განხორციელებას.
იმისათვის, რომ ძალადობრივმა ქმედებამ შექმნას დანაშაულის ნიშნები აუცილებელია, რომ ფიზიკურმა ძალადობამ - ტკივილი, ხოლო ფსიქოლოგიურმა ძალადობამ დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვიოს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს და---რალებულის გაურკვეველ ვითარებაში ჩაგდებით, მისი დაშინებით, მასში შფოთისა და უბედურების შეგრძნების გაღვივებაში. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ ცემას/ძალადობას (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური) ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი, ანუ დროის მცირე მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა განმეორდეს.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ამ----- ხა-–--–---მა 2, 6 და 8 აგვისტოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, მი------ ახ-------ას. მოწმე გულნაზ ახ-------ას განმარტებით "მი------ ახ-------ა განიცდიდა მომხდარს, იტანჯებოდა და ეკითხებოდა მის ქმარს თუ რატომ ექცეოდა ასე" მი------ ახ-------ამ აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ამ----- ხა-–--–---მა მი------ ახ-------ის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ მა---- ახ-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ამ----- ხა-–--–---ი მისი დის - მი------ ახ-------ას ქმარია. 2018 წლის 8 აგვისტოს დედამ გუ-–---- ახ-------ამ დაურეკა და უთხრა, რომ ამ----- ხა-–--–---ი მი------ ახ-------ას სცემდა და მიეხედა. რომ მივიდა ამ----- ხა-–--–---ს და მას ჩხუბი მოუვიდათ. ამ----- ხა-–--–---მა ყელში ხელი მოუჭირა და დაემუქრა შენც მოგკლავ, გუ-–---- ახ-------ასაც და მი------ ახ-------ასაცო. ამ----- ხა-–--–---ი იმ ადგილისკენ წავიდა სადაც იარაღს ინახავდა. ამ----- ხა-–--–---ი და მი------ ახ-------ა შეშინდნენ და ოთახში შევიდნენ. ამ----- ხა-–--–---მა იარაღი მოიტანა, მა---- ახ-------ს დაუმიზნა და უთხრა უნდა მოგკლაო. ერთხელ სცადა გასროლა, მაგრამ იარაღმა არ გაისროლა. ამ----- ხა-–--–---ი კიდევ ცდილობდა გაესროლა და თან იმუქრებოდა. იარაღმა რომ არ გაისროლა ამ----- ხა-–--–---ი მინდვრებისაკენ გაიქცა. შეშინებულმა მა---- ახ-------მა მი------ ახ-------ა და გუ-–---- ახ-------ა წაიყვანა და წავიდა.
2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გუ-–---- ახ-------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს, მისმა შვილმა მი------ ახ-------ამ და სიძემ ამ----- ხა-–--–---მა იჩხუბეს. საშველად მა---- ახ-------ს დაურეკა. მა---- ახ-------ი რომ მივიდა ამ----- ხა-–--–---მა ჩხუბი დაუწყო. ყელში ხელი წაუჭირა და ემუქრებოდა, მოგკლავო. შემდეგ იარაღი მოიტანა და მა---- ახ-------ს უმიზნებდა, თან მოკვლით ემუქრებოდა. მა---- ახ-------ი ძალიან შეშინებული იყო და დასთან ერთად ცდილობდა დამალულიყო.
3. გარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - მა------ შა--------ის, მუ-------- ნი----–-–---–ის, ზა--- სა---–---–ის, ბრალდებულ ამ----- ხა-–--–---ის გამოკითხვის ოქმებით, ტრასოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს, ამ----- ხა-–--–---ი, იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა---- ახ-------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების დანაშაულად დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ ბრალდებული დაზარალებულს ემუქრებოდეს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით. მუქარა აუცილებლად იმწუთიერი და რეალური უნდა იყოს, რამაც დაზარალებულს უნდა გაუჩინოს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, ამ----- ხა-–--–---ი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა---- ახ-------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
ამდენად, ამ----- ხა-–--–---მა იარაღის გამოყენებით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა
1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გუ-–---- ახ-------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ ამ----- ხა-–--–---ი მისი შვილის - მი------ ახ-------ას ქმარია. 2018 წლის აგვისტოს თვეში სტუმრად იმყოფებოდა მათთან. მისი სტუმრად ყოფნის პერიოდში, ამ----- ხა-–--–---ი იარაღის დემონსტრირებით ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მი------ ახ-------ას.
2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მა---- ახ-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ამ----- ხა-–--–---მა მას იარაღი დაუმიზნა და მოკვლით ემუქრებოდა.
3. გარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - მა------ შა--------ის, მუ-------- ნი----–-–---–ის, ზა--- სა---–---–ის, ბრალდებულ ამ----- ხა-–--–---ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ ამ----- ხა-–--–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალური კალიბრის “ARAL 1071” მოდელის N1605-1261 პისტოლეტი და ამავე კალიბრის კუსტარულად დამუხტული 77 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ზა--- სა---–---–ის საგუშაგო შენობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა.
ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღი არ უნდა იყოს სპორტული ან სანადირო. ხოლო საბრძოლო მასალა არ უნდა წარმოადგენდეს სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ მასალას.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
ამავე კანონის მიხედვით, საბრძოლო მასალა არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერების და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
ზემოაღნიშნული მუხლის მიზნებისათვის, იარაღის შეძენაში შესაძლოა იგულისხმებოდეს მისი ნებისმიერი სახით ფლობა ან/და დასაკუთრება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ. ხოლო შენახვაში იგულისხმება მისი განთავსება კონკრეტულ, მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
იმისათვის, რომ დანაშაულის შემადგენლობა შექმნას ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის როგორც შეძენა, ისე შენახვა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. შეძენა/შენახვა მართლსაწინააღმდეგოა იმ შემთხვევაში, როდესაც პირს არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვის ან სარგებლობის უფლება, აგრეთვე თუ მას სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად დროებით სარგებლობისათვის არ აქვს გადაცემული იარაღი.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ამ----- ხა-–--–---მა დაუდგენელ დროს და ვითარებაში შეიძინა და ინახავდა 9 მმ ნომინალური კალიბრის “ARAL 1071” მოდელის N1605-1261 პისტოლეტს და ამავე კალიბრის კუსტარულად დამუხტულ 77 ვაზნას, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ამ----- ხა-–--–---მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ამ----- ხა-–--–---მა ჩაიდინა:
1. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით.
2. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ამ----- ხა-–--–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ამ----- ხა-–--–---ის მიერ ჩადენილია დანაშაულის სამი ეპიზოდი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სასჯელი ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ----- ხა-–--–---ის მიერ დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. რომელსაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე აქვს სისტემატიური ხასიათი.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამ----- ხა-–--–---მა აღიარა ჩადენილი დანაშაული. იგი არ არის ნასამართლევი.
ამრიგად, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ----- ხა-–--–---ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ამ----- ხა-–--–---ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული მა---- ახ-------ის მაისური, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ნივთიერი მტკიცებულება - პისტოლეტი „ARAL 1071”, ორი ყუთი, ერთი მჭიდი და 77 ცალი ვაზნა, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებას. ნივთიერი მტკიცებულება - სანადირო თოფი „EXSPRESS“, რომელიც უვარგისია გამოყენებისათვის და რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ამ----- ხა-–--–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 მუხლის 12 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
ამ----- ხა-–--–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
ამ----- ხა-–--–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ამ----- ხა-–--–---ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ამ----- ხა-–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 აგვისტოს 04:50 საათიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - მა---- ახ-------ის მაისური, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - პისტოლეტი „ARAL 1071”, ორი ყუთი, ერთი მჭიდი და 77 ცალი ვაზნა, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებას.
ნივთიერი მტკიცებულება - სანადირო თოფი „EXSPRESS“, რომელიც უვარგისია გამოყენებისათვის და რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი