გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
051210018002601270
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 051210018002601270

საქმე №2/130-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.12.2018 წ. ქ. დედოფლისწყარო

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი თეონა ოზბეთელაშვილი

მოსარჩელე - ლე-–----------–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ელ------------------ი

მოპასუხე - და-------------ე

მოპასუხის წარმომადგენელი - და--------------ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.მოსარჩელე ლე-–----------–ი ითხოვს მოპასუხე და-------------ეს არასრულწლოვანი შვილების 2--------- წელს დაბადებული სა-–------------ის და 0--------- წელს დაბადებული ლა------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა.( მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. იხ. სხდომის ოქმი).

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ლე-–----------–ი და და-------------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2--------- წელს დაბადებული სა-–------------ე და 0--------- წელს დაბადებული ლა------------ე. ოჯახური უკმაყოფილების გამო 2017 წელს მოსარჩელე შვილეთან ერთად საცხოვრებლად წამოვიდა მამასთან დედოფლისწყარო ბა-----------ს ქ. N2-ში. ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი ქორწინება შეწყვეტილია. მოსარჩელე მუშაობს გამყიდველად მაღაზიაში, აქვს მცირე ხელფასი 150 ლარი, რომელიც არ არის საკმარისი შვილების უზრუნველსაყოფად. ბავშვები დადიან სკოლაში, სჭირდებათ კვება, ჩაცმა, სასკოლო ნივთები. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას შვილების რჩენასა და აღზრდაში. იგი ასრულებს გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს და და აქვს გარკვეული შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა და--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი მოპასუხე და-------------ის დღევანდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. მას დაზიანებული აქვს მარცხენა ხელი, გადის მკურნალობის კურსს, უჭირს მუშაობა და ამ ეტაპზე გაუჭირდება მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის გადახდა. მისი განმარტებით, მოპასუხეს დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია გადაიხადოს 150 ლარი ორივე შვილის სასარგებლოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ლე-–----------–ი და და-------------ე 2004 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2--------- წელს დაბადებული სა-–------------ე და 0--------- წელს დაბადებული ლა------------ე. დღეის მდგომარეობით მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან დედოფლისწყარო ბა-----------ს ქ. N2ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;(იხ.სხდომის ოქმი)

- დაბადების მოწმობების ასლები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა, არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.2. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ალიმენტის დაკისრებას მაგრამ ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ და-------------ე ამჟამად არსად არ მუშაობს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (240 ლარის) დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტი 100 ლარის ოდენობით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ. აღნიშნული ოდენობა შეესაბამება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3,მე-4 მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლე-–----------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე და-------------ეს (პ/ნ 0----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------- დაბადებული სა-–------------ის (პ/ნ 0----------- და 2----–-–------------- დაბადებული ლა------------ის (პ/ნ 0----------- რჩენა-აღზრდისათვის, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, სულ 200 (ორასი) ლარი. ალიმენტის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე და-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ქ. დედოფლისწყარო ჰ. გონაშვილის ქ. N2) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი