გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20791-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - ეთე------------–---–ი
წარმომადგენელი - ელ-------------ზი
მოპასუხე - სსიპ სახელ-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მა-------–--–-–---–ი
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში მი----–-----–----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–--------–--–----.--–------------ ქუჩა----ში და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ეთ------------–---–ს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ. თ---–--–------–------------ ქ. N-- ტექბიუროს არქივში აღრიცხულია 1----–-–---------–--ს გარდაცვლილ მი----–-----–----–---–ზე, რომლისგანაც აღნიშნული ქონება ეთ------------–---–ის პაპამ - ალე--------------–---–---–მა შეიძინა 1940-იან წლებში. ამავე სახლში დაიბადა მოსარჩელის დედა ვალ-------------–---–ი და თავად ეთ------------–---–ი, რომლებიც დღემდე განაგრძობენ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრებას. ვალ-------------–---–ი თანხმაა, რომ საცხოვრებელი სახლი აღირიცხოს მისი შვილის - ეთ------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ, სსიპ სახელ-–-------------------------–----------ომ, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების მიხედვით დგინდება, რომ ქ. თ---–---------–------------ ქ.№---ში არსებული უძრავი ქონების (ლიტერი „ბ“, ფართით 100.65 კვ.მ., ლიტერი „ვ“ ფართით 66.43 კვ.მ და დამხმარე ფართი - ლიტერი „კ-ვც“, ფართით 20.00 კვ.მ.) მესაკუთრედ აღრიცხულია მი----–-----–----–---–ი (ს.ფ. 27). 3.2.2 საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, მი----–-----–----–---–ი გარდაიცვალა 1----–-–---------–--ს (ს.ფ. 16). სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20---–-–---------–--ს და 2----–-–----- დეკემბერს გაცემული ინფორმაციებით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში და ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 1----–-–---------–--ს გარდაცვლილ მი----–-----–----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ან მისი სახელით დამოწმებულ ანდერძზე (ს.ფ. 19-20). 3.2.3 სარჩელით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის კომუნალური გადახდის ქვითრებით, საგადასახადო ქვითრებით, რაისაბჭოს აღმასკომთან არსებული კომისიის საოქმო ამონაწერით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო ადგენს, რომ მი----–-----–----–---–სა და ალე--------------–---–---–ს შორის შედგა ფორმადაუცველი გარიგება სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. 3.2.4 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციებით დგინდება, რომ ქ. თ---–--–----–------------ N---ში საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 25). 3.2.5 ალე--------------–---–---–ი გარდაიცვალა 16.07.2----–--–ს, რომლის უფლებამონაცვლეა შვილი ვალ---------–---–---–ი (ქორწინების შემდგომი გვარი - ვ-------–---–-). მოსარჩელე ეთ------------–---–ი წარმოადგენს ვალ-------------–---–ის უფლებამონაცვლეს შვილს (ს.ფ. 21-24). 3.2.6 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით, ქ. თ---–--–-------–------------ ქ. N---ში ვალ-------------–---–ი რეგისტრირებულია 19.03.1961 წლიდან, ხოლო ეთე------------–---–ი 22.06.1991 წლიდან (ს.ფ. 31, 32). 3.2.7 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მოწმეების - ნა--------–---–----------------–----------–-–---–ის ჩვენებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის უფლებამონაცვლეს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-9 მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. 6.2 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარგებლე არის – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. 6.3 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე მი----–-----–----–---–ის გარდაცვალების თარიღია 1----–-–---------–--ი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ჩანაწერი მისი სამკვიდროს მიღების ან ანდერძის თაობაზე არ არის რეგისტრირებული. ამდენად, მის სახელზე საკუთრებად აღრიცხული და მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი მდებარე: ქ. თ---–---------–------------ ქ. N-- ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ. 6.5 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). 6.6 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით, მი----–-----–----–---–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე: ქ. თ---–--–-------–------------ ქ.1--–ი და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს მოსარჩელე ეთ------------–---–ს.
7. საპროცესო ხარჯები
ეთ------------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეთ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში მი----–-----–----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–--------–--–----.--–------------ ქუჩა----ში და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ეთ------------–---–ს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე