გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
020210018002258965
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210018002258965 (2/85-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუ-------------------–-------------–--

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ძაბ---–-------ია

წარმომადგენლები: ვა--------------ვა, ბა------------–---–ი

 

მოპასუხე - რე-----------ია

წარმომადგენელი - არვ--–---------აია

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სა------------------------------–-----------------------–---------------–---------

წარმომადგენელი - რო------------–-–-ია

 

დავის საგანი: ვალდებულების შეწყვეტის აღიარება და საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ზუ-------------------–-------------–--ს 08.02.2----–-–------------ს 1.2. და 1.3. პუნქტებით გათვალისწინებული მოსარჩელის ვალდებულების შეწყვეტა და საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება აღრიცხვა №43.--.4-.0-- და №43.--.4-.--- საკადასტრო კოდით უძრავ ქონებაზე აღნიშნული ვალდებულების გარეშე (დ-------------–------------------------------–-–--------------–------------------ი).

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ და მესამე პირმა წერილობით შესაგებლებში და სასამართლო სხდომაზე არ ცნეს სარჩელი და ითხოვეს მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.ზუ-------------------–-------------–--ს 08.02.2----–-–------------თ დამტკიცდა მოსარჩელე ძაბ---–-------იას (პ/ნ 193--------) და მოპასუხე ბე-–----–--–---ს (პ/ნ.: 1900------8) შორის 08.02.2----–--–- მიღწეული მორიგება, რომლის პირობები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

 

,,1.1. გაუქმდეს 2----–-–----------არს ძაბ---–-------იას და ბე-–----–--–---ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ზუგ------------------------– კო--–---–ი, საკადასტრო კოდი: 43.--.4-.0-- და 43.--.4-.--- აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს ძაბ---–-------იას (პ/ნ.: 193-------74) საკუთრებად;

 

1.2. უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: 43.--.4-.0-- და 43.--.4-.--- ძაბ---–-------იას საკუთრებაში დარეგისტრირების შემდეგ, ძაბ---–-------ია იღებს ვალდებულებას აძღნიშნული უძრავი ნივთები, მასში მოთავსებული მოძრავი ნივთებით (საკარმიდამო ნაკვეთები, მასზე განთავსებული დამხმარე უძრავ-მოძრავი ქონება) უანდერძოს თავის შვილიშვილს რე-----------რიას (პ/ნ.:1900-------), რომლის უზრუნველსაყოფადაც ძაბ---–-------ია (პ/ნ.: 193-------74) ზემოთ მითითებულ უძრავ ნივთებზე მესაკუთრედ აღრიცხვის დღესვე სანოტარო წესით, კანონით დადგენილი წესის დაცვით გააფორმებს ანდერძს რე-----------იაზე (პ/ნ 1900-------);

 

1.3. ძაბ---–-------იას მიერ საანდერძო განკარგულების შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში ამ მორიგების აქტის 1.1. პუნქტში აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცეს რე-----------იას (პ/ნ.: 1900-------). ამასთან ძაბ---–-------ია (პ/ნ.: 193-------74) ვალდებულებას იღებს არ მოახდინოს დასახელებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: 43.--.4-.0-- და 43.--.4-.--- გასხვისება, ჩუქება, გაყიდვა, გაცვლა და არ დატვირთოს იპოთეკით;

 

1.4. ძაბ---–-------იას აქვს უფლება გააუქმოს ანდერძი, თუ რე-----------ია ძაბ---–-------იას მიმართ გამოიჩენს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას, თუ ჩაიდენს განზრახ დანაშაულს ან სხვა ამორალურ საქციელს მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმულ უკანასკნელი ნება სურვილის საწინააღმდეგოდ (თუ აღმოჩნდება უღირსი მემკვიდრე), ასევე მოანდერძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, თუ აღმოჩნდა, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა და ანდერძით მემკვიდრე არ გამოიჩენს მზრუნველობას და თანადგომას, რაც უნდა დადასტურდეს კანონით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში, უძრავი ქონება დარჩება ძაბ---–-------იას საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.--------–ლის და 21.11.2----–-–--------------–--------------------

 

3.1.2. 0----------–-–-----------------------------------–--------------- წელს წინამდებარე განჩინების 1.2. და 1.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებითურთ №43.--.4-.0-- და №43.--.4-.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა ძაბ---–-------ია.

 

აგრეთვე, იმავე განჩინების 1.2. პუნქტის შესაბამისად, 24.--.2----–--–- ძაბ---–-------იამ №43.--.4-.0-- და №43.--.4-.--- საკადასტრო კოდით თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება სანოტარო წესით შედგენილი ანდერძით უანდერძა თავის შვილიშვილს, მოპასუხე რე-----------იას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 19);

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-26);

-ანდერძი (ს.ფ. 22);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.--------–ლის და 21.11.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20.07.2----–--–- გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელის ჯანმრთელობის თაობაზე მიღებულია შემდეგი დასკვნა:

 

გ.ი.დ დაძაბვის სტენოკარდია; შაქრიანი დიაბეტი ტ II; დისცირკულარული ენცეფალოპათია; მწვავე ცისტიტი; დიაბეტური რეტინოპათია; ქრ. ხოლესტიტი; ცხიმოვანი ჰეპატოზი, ბეტეორიზმი, საშვილოსნოს მიომა.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 28.09.2--- წელს გაცემული ცნობის მიხედვით კი მიღებულია დასკვნა მასზედ, რომ ძაბ---–-------ია დაავადებულია:

 

შაქრიანი დიაბეტით; არტერიული დაავადებით გ.ი.დ.; პარკისონის დაავადებით; 1.81.0 სინდრომით.

 

მოსარჩელის მოკლე ანამნეზი გამოხატულია იმგვარად, რომ ძაბ---–-------ია ავად არის რამდენიმე წელია სხვადასხვა ჩივილებით და დაავადებებით. ხშირი კრიზები აქვს არტერიული წნევის მხრივ, შაქრის დიაბეტი თამაშობს, აქვს თავბრუხვევები, წონასწორობას ვერ ინარჩუნებს, მკურნალობდა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში, იკეთებდა ინსულინს, სხვადასხვა სახელწოდების წნევის მედიკამენტებს და საგულე საშუალებებს.

 

კონკრეტულად, 28.09.2--- წელს თავბრუხვევის გამო მოსარჩელე იყო მწოლიარე მდგომარეობაში. მსგავს მდგომარეობაში მარტო მცხოვრები მოსარჩელე არაერთხელ აღმოჩენილა, თუმცა მის გვერდით არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მისი შვილიშვილი, მოპასუხე - რე-----------ია და მოსარჩელეს უვლიდა მეზობელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ს.ფ. 29, 30);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 10.--------–ლის და 21.11.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.2. 2----–-–----------სტოს ძაბ---–-------იამ სანოტარო წესით გააუქმა მის მიერ მოპასუხე რე-----------იას სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-სანოტარო აქტი ანდერძი გაუქმების შესახებ (ს.ფ. 34);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 10.--------–ლის და 21.11.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.3. 2--- წლის 23 ოქტომბერს ძაბ---–-------იამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა №43.--.4-.0-- და №43.--.4-.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე 08.02.2--- წლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ასახული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდგომ შეწყდა იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ საჯარო რეესტრში ვერ წარადგინა მხარეთა მიერ დადებული ორმხრივი გარიგება გაფორმებული საჯარო აქტის სახით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-სარეგისტრაციო წარმოების მასალები (ს.ფ. 41-52);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 10.--------–ლის და 21.11.2----–-–--------------–--------------------

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზუ-------------------–-------------–-- განავითარებს მსჯელობას მხოლოდ სადავო საკითხის არსებით მხარის შესახებ. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო განმარტავს, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს გარიგებას (ხელშეკრულებას), რასაც ამტკიცებს სასამართლო განჩინებით, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა სამომავლო ურთიერთობებში. მორიგების აქტით მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები, რაც გაგებულ უნდა იქნეს, როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლისა, რომლითაც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. დადგენილია, რომ ზუ-------------------–-------------–--ს 08.02.2----–-–------------თ ძაბ---–-------იას წარმოეშვა რამდენიმე ვალდებულება უძრავ ქონებაზე, რაც აისახა საჯარო რეესტრში. ამ ვალდებულებებიდან ძაბ---–-------იამ მოპასუხის სასარგებლოდ ანდერძის შედგენის ვალდებულება შეასრულა, თუმცა განჩინების 1.4. პუნქტის მიხედვით, დაურჩა უფლება გააუქმოს ანდერძი და უარი თქვას 1.3. პუნქტით თავის საკუთრებაში არსებული ქონებების რე-----------იასათვის გადაცემის ვალდებულების შესრულებაზე, შემდეგი წინაპირობების არსებობისას: 1) თუ მოანდერძის - ძაბ---–-------იას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, რის გამოც აღმოჩნდა, რომ მას არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა და 2) ანდერძით მემკვიდრე არ გამოიჩენს მზრუნველობას და თანადგომას, რაც უნდა დადასტურდეს კანონით გათვალისწინებული წესით. ამრიგად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, განსახილველ საქმეზე დასადგენია განჩინების 1.4. პუნქტით გათვალისწინებული, ერთდროულად ორი გარემოების არსებობა, რაც დადასტურდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები ცხადყოფენ, რომ მოსარჩელე ძაბ---–-------ია ავად არის რამდენიმე წელია სხვადასხვა ჩივილებით და დაავადებებით. ხშირი კრიზები აქვს არტერიული წნევის მხრივ, აწუხებს შაქრის დიაბეტი, აქვს თავბრუხვევები, წონასწორობას ვერ ინარჩუნებს, მკურნალობდა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში, იკეთებდა ინსულინს, სხვადასხვა სახელწოდების წნევის მედიკამენტებს და საგულე საშუალებებს. ეს გარემოებები ერთობლიობაში არის საფუძველი იმ დასკვნისა, რომ მოსარჩელეს მარტო ცხოვრება არ შეუძლია და მას სჭირდება მუდმივი თანადგომა. სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის მიზანი სწორედ ის იყო, რომ მოპასუხეს ეზრუნა მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ ანდერძის შედგენის სანაცვლოდ, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სათანადო მზრუნველობა არ გამოუჩენია. სასამართლოს სხდომაზე დაიკითხა მოწმე ას-----------ა, რომელმაც აღნიშნა, რომ არის მოსარჩელის მეზობელი, 2015 წლიდან დღემდე მოწმე კვირაში ერთხელ დადის მოსარჩელესთან, რა დროსაც საცხოვრებელ სახლში არ დახვედრია მოპასუხე. იგი არ იცნობს მოპასუხეს. მოწმის ჩვენებით, მას არავისგან სმენია იმის შესახებ, რომ მოპასუხე დახმარებია მოსარჩელეს. მოწმემ განმარტა, რომ იგი შეესწრო ფაქტს, როცა მოსარჩელეს აწუხებდა წნევები და იწვა, რა დროსაც მას უვლიდა მეზობელი, ხოლო მოპასუხე რე-----------ია ამ ვითარებაში მოწმეს არ უნახია. მოსარჩელე მოწმის წინაშე გამოხატავდა წუხილს, რომ სჭირდებოდა მომვლელი და რომ რე-----------ია მასთან არ დადიოდა. ასევე მოწმე შესწრებია შემთხვევას, როცა მოსარჩელესთან საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ მეზობლები კ-–------------------------------–----------–-------–-–---- მსგავსი ჩვენება მისცეს სასამართლოს მოსარჩელის მეზობელმა მოწმეებმა კლ-------------------------------–-----------–-------–-–----- სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნო--------------მ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით. მოსარჩელესთან მოწმეს არა აქვს კარგი ურთიერთობა. მოწმემ ვერ გასცა შეკითხვაზე პასუხი, 2015 წლის შემდგომ დღემდე მოპასუხე რე-----------ია დადიოდა თუ არა ბებიის - ძაბ---–-------იას საცხოვრებელ სახლში მის მოსავლელად. მოწმე ლო-------------მ განმარტა, რომ იცნობს მხარეებს. 14 წელია მოსარჩელესთან ურთიერთობა არ ჰქონია და უშუალოდ მას ის ფაქტი, რომ მოპასუხე ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში მოსარჩელეს, არ უნახავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა 08.02.2----–-–------------ს 1.4. პუნქტის შემადგენლობა, რადგან დადგინდა, რომ განჩინების მიღების შემდგომ, მოსარჩელე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებდა ყურადღებას, რაც არ მიუღია მოპასუხისაგან, რის გამოც მოსარჩელემ სავსებით მართებულად გააუქმა ანდერძი და ამ მოცემულობამ მას მიანიჭა უფლება უარი თქვას მოპასუხისათვის საკუთრებაში უძრავი ქონებების გადაცემაზე, წინამდებარე სარჩელით ამ უფლების რეალიზაციის შედეგად კი მითითებული ქონებები უნდა დარჩეს ძაბ---–-------იას საკუთრებაში მოპასუხის მიმართ არსებული ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 200 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ძაბ---–-------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.შეწყდეს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ზუ-------------------–-------------–--ს 08.02.2----–-–------------ს 1.2. და 1.3. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება და საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება №43.--.4-.0-- და №43.--.4-.--- საკადასტრო კოდით უძრავ ქონებაზე აისახოს აღნიშნული ვალდებულების გარეშე;

 

3.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის ანაზღაურება;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა