გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N240210018002587493
(2/709-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.1-.2018 წელი ქ.სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ელ------------ა
წარმომადგენელი - ლა–-----–------ა
მოპასუხეები - ჯუ-------–--------ა
მე-------------ა
წარმომადგენელი - ლე------------ა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ჯუ-------–--------ასა და მე-------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ნივთი, მდებარე ქ. სე----, რუ-------–-ს ქუჩა N1--, შპს ,,ც--------–-------------ს“ შიდა ტერიტორია.
მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.1--.0-.5--, მისამართი: ქ. სე----, რუ-------–-ს ქ. #1--, შპს ,,ვე-------–-------------ს“ შიდა ტერიტორია, რომელსაც თვითნებურად სარგებლობენ მოპასუხეები. ისინი არ იხდიან სარგებლობის ქირას და მოსარჩელეს არ აძლევენ უფლებას ისარგებლოს მისი ნივთით. უფრო მეტიც, მოთხოვნაზე გამოათავისუფლონ ქონება, აგრესიაზე გადადიან, რის გამოც ურთიერთობა გადაიზარდა კონფლიქტში, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მას აეკრძალა მოპასუხეებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. მოპასუხეები უკვე წლებია უკანონოდ ფლობენ მოსარჩელის საკუთრებას, წელიწადზე მეტია მოსარჩელე მათ კატეგორიულად თხოვს ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, ან ქირის გადახდას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი უპასუხისმგებლოდ თვითნებურად ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - კომერციულ ფართს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ 2--- წელს ჯუ------–---------მ და მე-------------ამ მუ–----------–----–-–---–თან ერთად, საკუთარი ფინანსებით კერძო პირებისაგან შეიძინეს უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.1--, ქ. ს----–-, შ. რუ-------–-ს ქ. N1---ში, შპს ,,ც--------–-------------ს“ შიდა ტერიტორიაზე. ტერიტორია გაათავისუფლეს ნარჩენებისაგან და მათივე სახსრებით ააშენეს შენობა, რომელიც ამჟამად არსებობს. აღნიშნული შენობა კაპიტალურად გაიყო ორ ნაწილად. ერთ ნაწილში საქმიანობდა მუ–----------–----–-–---–ი, რომელმაც შემდგომ გაასხვისა ქონება და მეორე ნაწილში საქმიანობდნენ და ამჯერადაც საქმიანობენ მოპასუხეები. სადაო ქონება აშენებულია ჯუ-------–--------ას მიერ მუ–----------–----–-–---–თან ერთად. ელ------------ას ფინანსური მონაწილეობა არ მიუღია არც ხსენებულ მიწის ნაკვეთის შეძენაში და არც მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის მშენებლობაში. ელ------------ას სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა მისივე მოთხოვნით, დაჟინებული თხოვნით, იმ საფუძვლით, რომ თითქოს ყველაფერი მოპასუხეების სახელზე იყო რეგისტრირებული, ის კი მათი სიძე იყო, რაც ამჟამად მან გამოიყენა მოპასუხეების წინააღმდეგ. ელ------------ას სახელზე განხორციელდა მიწის ნაკვეთი რეგისტრაცია, მაღაზიის მშენებლობაში ელ------------ას მონაწილეობა არ მიუღია. ნაგებობამ კი მნიშვნელოვნად გაზარდა უძრავი ქონების ფასი. ელ------------ას მაღაზიიდან მე-------------ასა და ჯუ------–---------ს გამოყრა წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული, იგი მუდამ ფულს ითხოვდა, ცუდად ექცეოდა მოპასუხეებსა და ბავშვებს, რის გამოც მის მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ როგორც უძრავი ქონება, ასევე მაღაზიაში არსებული საქონელიც არის მათი საკუთრება. დაახლოებით ორი წლის წინ, ელ------------ას თბ--–--ში, ცო--------------ს ქუჩაზე მდებარე ბინის შესაძენად ბანკიდან სესხად გამოუტანეს თანხა 45000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად, 20-6 წლის 1-------ს იპოთეკით დაიტვირთა ქალაქ ს----–-, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ორი საცხოვრებელი სახლი. ბინა ელ------------ამ 20-8 წლის 24 მაისს საკუთარი მიზნებისთვის უფლებრივად დატვირთა საკრედიტო ვალდებულებებით; თანხა ელ------------ამ გაანიავა უმისამართოდ. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ელ------------ას ეხმარებიან ფინანსურად, ზრდიან მის სამ შვილს, შვილიშვილებს. უკვე ხანში შესულები არიან და აკეთებენ მაქსიმალურს მის დასახმარებლად. რაც შეეხება ქირის მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნა არის უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო, რამეთუ ქონების მესაკუთრედ ელ------------ა დარეგისტრირდა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ოჯახის სიძეა. ამონაწერში ელ------------ას მესაკუთრედ მითითება ფორმალური ხასიათის მატარებელია, რამეთუ ელ------------ას ქონების შეძენასა და მაღაზიის მშენებლობაში წვლილი არ შეუტანია. რაც შეეხება მოთხოვნას მაღაზიიდან გამოყვანის თაობაზე, მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული არის ყოველგვარ ზღვარს გადასული, უპასუხისმგებლო, უმადურობის გამოხატულობა, რამეთუ მაღაზიიდან მათი გამოყვანა გამოიწვევს იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლების ბანკის საკუთრებაში გადასვლას, მოსარჩელე თავს ვერ, ან არ გაართმევს სათანადო პასუხი გასცეს მის და მოპასუხეების შვილიშვილების ბინის საყიდლად გამოტანილ საბანკო კრედიტის დაფარვის ვალდებულებას. შესაბამისად, მოპასუხეებმა მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს ელ------------ას სასარჩელო მოთხოვნა, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი შედეგი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 20-8 წლის 0-----------ს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქალაქ ს----–-, რუ-------–-ს ქუჩა N1--, ც--------–-------------ს შიდა ტერიტორია, საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.1--.0-/5-- მესაკუთრეა ელ------------ა,პ/ნ 5----------; რეგისტრაციის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ქონების წილის დადგენის ხელშეკრულება, დამოწმებული 2---------წ.,აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- N8----------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.2. 20-6 წლის 1-------ს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქალაქ ს----–-, ზ. გა------------ს ქუჩა N8--ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 4-.0-.3-.1-- მესაკუთრეა ჯუ------–---------, პ/ნ 1----------. ქონება უფლებრივად დატვირთულია 15.06.20-6წელს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულებით. იპოთეკარი არის სააქციო საზოგადოება თ----------ი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- N8----------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.3. 20-6 წლის 05------ს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მე-------------ას, პ/ნ 3----------, საკუთრებაშია ქალაქ ს----–-, გა------------ს N8--ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.4--. ქონებაზე რეგისტრირებულია სანივთო უფლება იპოთეკა, იპოთეკარია სს ,,თ----------ი“.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- N8----------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.4. 20-8 წლის 3- მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ელ------------ას, პ/ნ 5----------, საკუთრებაშია ქალაქ თბ--–--ში, ცო--------------ს ქუჩა N1--ში მდებარე უძრავი ქონება. ქონებაზე რეგისტრირებულია სანივთო უფლება - იპოთეკა, სს ,,ლი-------------ს“ მიერ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- N8----------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.5. 15.06.20-8წ. სს ,,თ----------ის“ N38------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართის მიხედვით, ინდმეწარმე ჯუ-------–--------ა ხელშეკრულების ძალით ვალდებულეია ბანკის სასარგებლოდ განახორციელოს გადახდა 20-6 წლის 15 ივლისიდან, 2023 წლის 14 ივნისამდე, თვეში 70-.49 აშშ დოლარის ოდენობით, 2023 წლის 14 ივნისს კი 700.93 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი;
3.2.6. 20-6 წლის 1-------ს დადებული #1------------ თავდებობის ხელშეკრულებით, მე-------------ა სოლიდარულად პასუხისმგებელია ინდმეწარმე ჯუ------–---------ს მიერ ძირითადი ხელშეკრულებისგან წარმოშობილი ვალდებულების. მე-------------ას, როგორც თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობის თანხა განსაზღვრულია 47250 აშშ დოლარის, ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში, ფარგლებში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- #1------------ თავდებობის ხელშეკრულება;
3.2.7. N0----- შემაკავებელი ორდერის მიხედვით, 20-8 წლის 20 ივლისს, ქალაქ ს----–-, გა------------ს ქუჩა N8--ში ელ------------ამ მე-------------ას და ჯუ------–---------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათზე განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა, რის შემდეგაც ელ------------ას მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- N0----- შემაკავებელი ორდერი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 3-1-ე, 3-2-ე, 170-ე, 172-ე, 168-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 3-1-ე მუხლების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 3-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით ქალაქ ს----–-, რუ-------–-ს ქუჩა N1--, ც--------–-------------ს შიდა ტერიტორია, საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.1--.0-/5-- წარმოადგენს ელ------------ას, პ/ნ 5---------- საკუთრებას. მხარეთა შორის დავას არ იწვევს საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერება, რამეთუ მხარს სადაოდ არ გაუხდია 20-8 წლის 0-----------ს მომზადებული N8----------- ამონაწერის კანონიერება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა.
მითითებული ნორმების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა, თუ მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე, ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი ანუ მფლობელობა არამართლზომიერია.
მფლობელობის მართლზომიერების, ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. მოპასუხეებმა კი ვერ დაადასტურეს რომ მათ გააჩნიათ ამ ნაკვეთის, ან მისი ნაწილის ფლობის უფლება.
მოპასუხეები სადავო ფართის მფლობელობის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებენ უძრავი ქონების მათ მიერ შეძენისა და მშენებლობის ფაქტზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის შეძენა, გასუფთავება განხორციელდა მათ მიერ, ასევე მათი ფინანსური სახსრებით მოხდა მიწაზე მშენებლობის განხორციელება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა უძრავი ქონების ფასი. თუმცა, აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ რომც იქნეს გაზიარებული, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის სადაო არ არის ელ------------ას საკუთრებაში საკადასტრო კოდის 4-.0-.3-.1--.0-/5-- რეგისტრაციის კანონიერება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-2-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა, რომ მოპასუხეების მიერ სათანადო მტკიცებულებებით სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ მოპასუხეები უძრავ ქონებას კანონიერად ფლობენ.
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 3-2-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან განთავისუფლებას და მოსარჩელისათვის მის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის მიწის ნაკვეთის მფლობელობის არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო საფუძვლები, მოსარჩელე არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში, რაც მოპასუხეებს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის და მისი ფლობის უფლებას მიანიჭებდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი უკანონო მფლობელობიდან და მოითხოვოს მოპასუხეებს აეკრძლოთ ხელშეშლა საკუთრებით სარგებლობისას.
მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი საკუთრების უფლების შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების კანონით გათვალისწინებული უფლებები - თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ. მოპასუხეები მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ არამართლზომიერად ახორციელებენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მფლობელობასა და სარგებლობას, ამით კი ხელყოფენ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ ელ------------ას საკუთრებაში უძრავი ქონება აღირიცხა თავად ჯუ-------–--------ასა და მე-------------ას თანხმობით, მხარეთა შორის ნების გამოვლენის საფუძველზე, ვინაიდან სკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სასარჩელო მოთხვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძლვად მიუთითებს საბანკო ვალდებულებების თაობაზე, რასაც ქმნის შესაბამის რისკს უძრავი ქონებების დაკარგვის საშიშროებას, ბანკის ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობის გამო. ის გარემოება, რომ ელ------------ამ შესაძლოა არ განახორციელოს მე-------------ასა და ჯუ-------–--------ას მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არ მიიჩნევა დასაბუთებულ პრეტენზიად სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევისთვის.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ის თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 24--ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ელ------------ას სარჩელი მოპასუხეების ჯუ-------–--------ასა და მე-------------ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
1.1. ჯუ------–---------სა (პ/ნ 1----------) და მე-------------ას (პ/ნ 3----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ელ------------ას (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. სე----, რუ-------–-ს ქუჩა N1--, ც--------–-------------ს შიდა ტერიტორია, საკადასტრო კოდი 4-.0-.3-.1--.0-/5-- .
1.2. აეკრძალოს ჯუ------–---------სა (პ/ნ 1----------) და მე-------------ას (პ/ნ 3----------) ელ------------ას (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული - ქ. სე----, რუ-------–-ს ქუჩა N1--, ც--------–-------------ს შიდა ტერიტორია, საკადასტრო კოდი 4-.0-.3-.1--.0-/5-- უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეშლა.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე