გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
411210018002676089
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210018002676089

(2/220-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.12.2018 წელი ქ. აბაშა

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

აბაშის მუნციიპალიტეტში- ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი- ფატიმა კვახაჯელიძე

მოსარჩელე - მი------- კა-------

წარმომადგენელი - ლე--- სტ-------

მოპასუხე - რა---- პი-------ა

წარმომადგენლები - ნ-----–-ა ქ-----–--

მ---ი ჩე-–-----

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რა---- პი-------ათან განქორწინება;

1.2. მოპასუხე რა---- პი-------ასათვის შვილის ა------ა პი-------ას სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 120 ლარის დაკისრება. (თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ნაწილში- ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება)

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში 2012 წლის 20 სექტემბრიდან, ერთად ცხოვრების პერიოდში - 2--- წლის 0- დ--------ს შეეძინათ შვილი - ა------ა პი-------ა. მოპასუხესთან წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა დაძაბული ურთიერთობა, მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გამომდინარე აქედან, ერთად ცხოვრება შეუძლებელია. მოსარჩელე ითოხვს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის- ა------ა პი-------ას სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა- ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით (აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასამართლოს მთავარ სხდომაზე).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

 

მიუთითა, რომ თანახმა არის განქორწინებაზე, ვინაიდან შეუძლებელია ოჯახის შენარჩუნება, რაც შეეხება ალიმენტს, განმარტა, რომ მართალია აქვს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით- 500 ლარი, თუმცა იმის გამო, რომ აქვს საბანკო ვალდებულებები, შეძლებს ალიმენტის სახით ყოველთვიურად მხოლოდ 50 ლარის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მი------- კა------- და რა---- პი-------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 20 სექტემბრიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა;

 

3.1.2. მი------- კა------- სა და რა---- პი-------ას ჰყავთ საერთო შვილი- ა------ა პი-------ა (დაბადების თარიღი- 0-.1-.2--- წ)

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა;

 

3.1.3. რა---- პი-------ა დასაქმებელია სს "-----------–--- რ--------–ი" და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 500 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

- ცნობა დ 0-----

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მი------- კა------- და რა---- პი-------ა დაშორებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე ცხოვრობს ქირით.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს.

 

3.2.2. რა---- პი-------ს გააჩნია სასესხო დავალიანებები სხვადასხვა ბანკების წინაშე

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარის განმარტება;

- ინფორმაცია ბანკების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ რა---- პი-------ა დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით თვეში 500 ლარი. აღნიშნული გარემოება დაადასტურა თავად მოპასუხემაც. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება, მოპასუხის შემოსავლებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნება. ამასთან, მხარეეები ადასტურებენ მოპასუხის მიერ სესხების არსებობის ფაქტს. ასევე,საქმის მასალებითაც დასტურდება რა---- პი-------ას ვალდებულებები სხვადასხვა ბანკების მიმართ.

 

ალიმენტის გონივრული ოდენობის განსასაზღვრავად, სასამართლო აფასებს რა მოპასუხე რა---- პი-------ას მატერიალურ მდგომარეობას, ყურადღებას ამახვილებს იმ ვალდებულებაზეც, რომელიც მას აკისრია საკრედიტო დაწესებულების მიმართ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობებში ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირი მონაწილეობს და წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სესხად მიღებული თანხა მოხმარდა მეუღლეს და შვილის საერთო ინტერესს. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, ასეც რომ იყოს, აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ალიმენტვალდებული პირის მოვალეობების შესრულებისაგან თავის არიდებას. სასამართლოს აღნიშნავს, რომ მოცემული დასკვნა შეესაბამება მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას; (იხილეთ საქმე №ას-1299-1226-2012).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, არა აქვს მოთხოვნადი პროფესია, შვილის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ასევე სარჩენი პირის- ა------ა პი-------ას ასაკისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება გააჩნია ორივე მშობელს, როგორც მამას, ასევე დედას, ალიმენტის გონივრული ოდენობა, თანხის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, სასამართლოს აზრით უნდა განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.

 

4. მი------- კა-------სა და რა---- პი-------ას შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ ეტაპზე მათი შერიგება შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას შედეგის დაუდგომლად.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუხედავად, სასამართლოს მიერ მიღებული ზომებისა (სასამართლოს განმარტებები მორიგების უპირატესობასთან დაკავშირებით), კატეგორიული წინააღმდეგი არიან თანაცხოვრების. აღნიშნულმა სასამართლო დაარწმუნა მხარეების პრინციპულ დამოკიდებულებაში ამ საკითხთან მიმართებაში.

 

ამასთან, საქმის სასამართლო წარმოების განმავლობაში, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას (შერიგებას) ერთმანეთთან. აღნიშნული გარემოებები სასამართლოს აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ მი------- კა-------სა და რა---- პი-------ას შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ ეტაპზე მათი შერიგება შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას შედეგის დაუდგომლად.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე,1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომ ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტით დადგენილია, რომ მი------- კა-------სა და რა---- პი-------ას შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ ეტაპზე მათი შერიგება შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას შედეგის დაუდგომლად. აღნიშნული გარემოება კი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში მისი დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არც ერთ მშობელს არა აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა შვილებთან მიმართებაში, ისინი თანაბრად უფლებამოსილნი და თანაბრად ვალდებულები არიან შვილების წინაშე, როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სარჩო არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ანუ საალიმენტო დანაკისრი, ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დაეკისროს ერთ-ერთ მშობელს სასამართლო წესით. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზით ცხოვრობს ცალკე და არავითარ მონაწილეობას არ იღებს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის აღზრდაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, ა------ა პი------ იზრდება დედასთან და ძირითადად დედა ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე. შესაბამისად, აუცილებელია მის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემაც, რადგან მშობლები თავის მხრივ ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა ბავშვის რჩენასა და აღზრდაში. დადგენილია, რომ მოპასუხე დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი თვეში-500 ლარის ოდენობით, მართალია, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და განმარტებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს აქვს საბანკო ვალდებულებები, მაგრამ, ეს ვერ გახდება მისი ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამასთან, ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე თვეში ყოველთვიურად 100 ლარი არის გონივრული თანხა, რომელიც მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, შესაძლებელია გადახდილ იქნას მოპასუხე მხარის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2016 წლის 22 ნოემბრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

მოსარჩელის მიერ განქორწინების მოთხოვნის ნაწილში გადახდილია 50 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ჯერ კიდევ შესაგებელშივე ცნო სარჩელი, იგი მთლიანად თავისუფლდება ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ალიმენტის ნაწილში დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად- 18 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

სარეზოლციო ნაწილი

 

1. მი------- კა-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1 შეწყდეს მოსარჩელე მი------- კა-------სა (პ/ნ 0----------) და მოპასუხე რა----ი პი-------ას (პ/ნ 3----------) შორის 2012 წლის 20 წლის სექტემბერს, ს-------–-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ N1---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე რა----ი პი-------ას (პ/ნ 3----------) სარჩელის აღძვრის მომენტიდან- 2018 წლის 15 ოქტომბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის, ა------ა პი-------ას (დაბ.: 0-/1-/2---წ, პ/ნ 3---------9) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა ა------ა პი-------ას სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

2. მოსარჩელე მი------- კა------ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს, სს „-----------–----------- N-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;

 

3. დაეკისროს მოპასუხე რა----ი პი-------ას (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 18 ლარის გადახდა, რაც ჩარიცხულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის დასახელება ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22 ანგარიშის № 200122900; 3 0036 3150. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ქვითარი) წარმოდგენილ უნდა იქნას აბაშის მაგისტრატ სასამართლოში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს აბაშის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე