განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
010100118002749320
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002749320

საქმე N1-1054/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19.12. 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი------------–--ლი

 

ბრალდებული: ირ---–------------ძე

მამის სახელი: რე-----

დაბადებული: 3--03.1981 წელი

პირადი ნომერი: 6---------7

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–--ი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ყო-----–------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171021118006

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ, სოფელ ყო-----–------ში მდებარე ირ---–------------ძის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–------------ძემ ყელისა და ხელის არეში ხელის მოჭერით, სახის არეში ხელის დარტყმებით მეუღლეს (ოჯახის წევრს) - რუ-----------------ეს, მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც რუ-----------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2. 2018 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. ბათუმში, ლ. ას-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–------------ძემ სახისა და თავის არეში ხელის დარტყმებით, ასევე ფეხის არეში ფეხის ჩარტყმით მეუღლის მშობელს (ოჯახის წევრს) - გუ-–---------------ეს, მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც გუ-–---------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ

ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბრალდებულმა ირ---–------------ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 ნოქტომბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს რუ-----------------ეს; ასევე, 2018 წლის 02 ნოემბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი მეუღლის მშობელს გუ-–---------------ეს;

 

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.6. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ ირ---–------------ძე და რუ-----------------ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო გუ-–---------------ე არის ირ---–------------ძის მეუღლის მშობელი.

 

2.7. ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (რუსუდან დისამიძის, გუ-–---------------ის, მა-------------------------------------------------–--------------------------------–-–-------------------–---–-----ის გამოკითხვის ოქმები, რუ-----------------ის შეტყობინების ოქმი, შემაკავებელი N000456 ორდერი, შემაკავებელი ორდერის N000455 ოქმი, ქორწინების აქტის ამონაწერი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; შერიგებულია დაზარალებულთან;

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ;

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.6. მოცემულ შემთხვევაში, ირ---–------------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, წარსულს, კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულები, ბრალდებულს ამჯამად ნასამართლობა არ აქვს; ის ცხოვრობს მეუღლესთან - რუ-----------------ესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომლებზეც თავად მზრუნველობს; რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო არ მიიჩნევს ისეთი სახის სასჯელის გამოყენებას, რაც გამოიწვევს მის იზოლირებას საზოგადოებისაგან, კერძოდ, მიიჩნევს, რომ ირ---–------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის (ორი ეპიზოდისთვის) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ირ---–------------ძის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების და ყადაღის ბედის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ყადაღა უნდა მოეხსნას - ირ---–------------ძის (პ/ნ 6---------7) საკუთრებაში არსებულ 461.00 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და 20.00 კვ.მ შენობა-ნაგებობას (ავტოფარეხი), (მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ყო-----–------ი, საკადასტრო კოდი: 22.22.04.2--) 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ირ---–------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ოქტომბრის - რუ-----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული ირ---–------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 02 ნოემბრის - გუ-–---------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ირ---–------------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ირ---–------------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - ირ---–------------ძის (პ/ნ 6---------7) საკუთრებაში არსებულ 461.00 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და 20.00 კვ.მ შენობა-ნაგებობას (ავტოფარეხი), (მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ყო-----–------ი, საკადასტრო კოდი: 22.22.04.2--) 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულ ირ---–------------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 02 ნოემბრიდან 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

პირობით მსჯავრდებულის ირ---–------------ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე