გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080224016001358624
N2/866-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
19 დეკემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
განმცხადებელი: შ--–ვა მ–---ნაძე;
დაინტერესებული პირი: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი: ნათია ბაღდავაძე
2. მხარდაჭერის მიმღები - ლ---- ა----ლობელი (არ გამოცხადდა);
ინტერესების დამცველი
ადვოკატი: სოფიო ყუბანეიშვილი;
მოთხოვნის არსი: ლ---- ა----ლობელის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მისთვის მხარდამჭერად ოჯახის წევრის შ--–ვა მ–---ნაძის დანიშვნა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 248, 257-ე, 36321, 364; 369- მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--–ვა მ–---ნაძის და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
შ--–ვა მ–---ნაძე (პ/ნ 5----------- დაბ. 15.09.1962წ) დაინიშნოს დეიდის - ლ---- ა----ლობლის (პ/ნ 5----------, დაბ. 30/01/1938 წელს) მხარდამჭერად:
მხარდამჭერს, შ--–ვა მ–---ნაძეს (პ/ნ 5----------- დაბ. 15.09.1962წ) მიენიჭოს უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის - ლ---- ა----ლობლის (პ/ნ 5----------, დაბ. 30/01/1938 წელს) სახელით და მის ნაცვლად განახორციელოს შემდეგი სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი:
მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, მედიკამენტების შეძენის, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენის, სამედიცინო მომსახურების მიღების, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობის), მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება, სამკვიდრო დანაშთი ქონების მემკვიდრებით მიღება, ლ---- ა----ლობელის უძრავი ქონების მესაკუთრედ/თანამესაკუთრედ რეგისტრაცია, ლ---- ა----ლობელის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების მართვა/სარგებლობა, ლ---- ა----ლობელის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, როგორც სახელმწიფო (ადმინისტრაციულ ორგანო, მათ შორის სააღსრულებო ბიურო) ასევე არასახელმწიფო (არასამთავრობო) დაწესებულებულებებში და ორგანიზაციებში, სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში, საერთო სასამართლოებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის გავლა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადება/აღების (მათ შორის ელექტრონული მოწმობის), ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვის, გადაწყვეტილების მიღების, თანხის აღების), საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის, ფულადი დანამატის დანიშვნა/ცვლილება/აღდგენა/აღება (მათ შორის განცხადებით მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/მის ტერიტორიულ სამსახურისადმი, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), ლ---- ა----ლობლის პერსონალური მონაცემებით სარგებლობა (მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება), ლ---- ა----ლობლის საბანკო ოპერაციების მართვა (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობა), პლასტიკური ელექტრონული ბარათის დამზადება/აღება/გაუქმება (მთ შორის პინ კოდის შეცვლა/განახლება) და ლ---- ა----ლობლის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა (მათ შორის საბანკო ანგარიშიდან ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელების, თანხის გამოტანა/გადარიცხვის მიზნით).
3. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით;
4. მხარდამჭერი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 (ექვსი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;
5. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;
6. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
7. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, რათა ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება;
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით _ 6 თვეში ერთხელ, ასევე, თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;
10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;
11. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
12. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
შენიშვნა:
განმცხადებლისა და დაინტერესებული პირების თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე