განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
330100118002699734
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

21 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი- თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ლ----------------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - დ-------------------

 

ბრალდებული ზ-------------------------

დაბადების თარიღი: 1--------–-------–--–--

პირადი ნომერი:4-----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

ნასამართლეობა: მქონე;

განათლება: საშუალო;

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, წ-------–-------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------------------------------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 120 მუხლი.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 აპრილს, საღამოს საათებში დაახლოებით 19:00 საათზე ქ. თბილისი ვ---------–------------------------------------------–------------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ--------------მ საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-------------------, კერძოდ მუშტები და წიხლები დაარტყა თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ას----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, დაახლოებით 1-2 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ. თბილისში, კ--–------------------ის მიმდებარედ არსებულ მაღაზიაში ზ--------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-------------------, კერძოდ იდაყვი ჩაარტყა ტუჩების არეში, რის შედეგადაც ას----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 08 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე ქ. თბილისი ვ---------–-------------------------, 312-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ შპს „ნ------------“-ს პურის ქარხნის ტერიტორიაზე ზ--------------მ დანის გამოყენებით მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა------------------- მარცხენა მხრისა და კისრის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც გამოიწვია ა------------------- ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 08 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ--------------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ზ--------------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ზ--------------ს მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ მოწმეების: რ---------------------, ს---------------------, კ----------------, თ---------------, ს-------------------ს გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციები, დაზარალებულ ა------------------- და ბრალდებულ ზ--------------ს გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული დანა, საგამოძიებო ექსპერიმენტი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ზ--------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია, ასევე მან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

ზ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

ზ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ზ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 08 აგვისტოს 21:55 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ა------------------ სისხლის ნიმუში, ზ--------------ს ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანის პირი და დანის ტარი განადგურდეს.

 

ა------------------ ტანსაცმელი, ზ--------------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე