განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
330100118002629234
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

15 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი- თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ნა-------------–ი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - გე-–------–--–-–--ლი

 

ბრალდებული ზე-----------------------–----ი

დაბადების თარიღი: 1----------------

პირადი ნომერი:4-----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

ნასამართლეობა: არ მქონე;

განათლება: ტექნიკური;

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი, ს------–------–-------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი-–------------------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზ----------------ი ქ.თბილისი, დ--------------–---–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში თანაცხოვრების მანძილზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა თავის მეუღლეს-მ-------------ს, კერძოდ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მ-------------, როგორც ქალი და მეუღლე უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, არასრულწლოვანი შვილების: ლ---- და მ------------–----ების თანდასწრებით, სისტემატურად აგინებდა და უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა მ-------------ს, აკრიტიკებდა მის ჩაცმულობას, გამუდმებით ამცირებდა, უმეორებდა, რომ იგი არ იყო არანირი ფსიქოლოგი და წარმატებული ადამიანი, რომ მას არ შეეძლო პროფესიულად არავის დახმარება. შეურაცხყოფის მიყენებისა და დამცირების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე მ------------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. მათ შორის, 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.თბილისი, კ.ი-–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ზ-----------------ა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-------------ს, ყინულებიანი წყალი დაასხა თავზე, რა დროსაც მ-------------მ თავი კვლავ დამცირებულად იგრძნო და განიცადა სულიერი ტანჯვა.

 

2018 წლის იანვრის თვეში, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თბილისი, დ--------------–---–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინის საძინებელში, ზ-----------------ა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი არასრულწლოვანი შვილის- 17 წლის მ-------------–----ის მიმართ, კერძოდ, თმაში სწვდა მას და დააგდო საწოლზე, რის შემდგომაც სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც მ-------------–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ზ-----------------ა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის- მ------------ის მიმართ, კერძოდ: ქ.თბილისში, კ.ი-–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ-----------------ა, ვინაიდან მისივე განმარტებით მ-------------, როგორც ქალი და მეუღლე უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, განუცხადა მ-------------ს, რომ არ მოსწონდა მისი „დეკოლტე“ მაისური, ვინაიდან იქცევდა მეზობელი ბიჭების ყურადღებას, რა დროსაც შემოახია მაისური, ძალის გამოყენებით გაათრია საძინებელ ოთახში და შეკრული ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც მ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე ზ-----------------ა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - მ------------ის მიმართ, კერძოდ: ქ.თბილისში, კ.ი-–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ-----------------ა, ვინაიდან მისივე განმარტებით მ-------------, როგორც ქალი და მეუღლე უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, თითქოსდა აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მივარდა მ-------------ს და წააქცია იგი იატაკზე, რის შემდგომაც თმაში სწვდა და გაათრია იგი სხვა ოთახში და საწოლის ზეწარი რამდენჯერმე დაარტყა ფეხებსა და სხეულის სხვა ნაწილებში, რა დროსაც მ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა მ------------ის არასრულწლოვანი შვილი: მ------------–----ი.

 

ქ.თბილისი, კ.ი-–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----------------ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თავის მეუღლეს - მ-------------ს, ვინაიდან მისივე განმარტებით მ-------------, როგორც ქალი და მეუღლე უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, რა დროსაც მ-------------ს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.თბილისი, კ.ი-–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----------------ი კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 19 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ----------------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ზ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: მ-------------–----ის, ლ---------------ის, ა-–---------–------, მო-----–----–----ას და კო--------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მ-------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ზ-----------------ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ასევე მან განახორციელა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით

 

ზ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 ( ერთი) წლის ვადით.

 

ზ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

ზ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01( ერთი) წლის ვადით.

 

ზ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ზ----------------ა სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 30 ივლისის 15:05 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

კომპიუტერული დისკები დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

პოლიეთილენის ბოთლი გამჭვირვალე სითხით - განადგურდეს.

 

ერთი ცალი ზეწარი დაუბრუნდეს მეპატრონეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე