განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100118002662494
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

(N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე-----–- გ--–-ს ძე პ------–---–ი დაბადებული 19---–-–-----------ს, პირადი N2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თე-----–-------------------------–--------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------–-----------------------------------ში,ადვოკატი - ნ----------–---,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, ქ-------–--–-----------------------–---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ე-----–- პ------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის -ლ--–- ვ------------ის მიმართ თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში ქ------–-------------------------–---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე-----–- პ------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ლ--–ი ვ------------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ხელ-ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით თავის არეში ლ--–- ვ------------ეს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ქალა-ტვინის ღია ტრავმა და ერთი ნაჩხვლეტი ჭრილობა, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

მხარეებმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. ე-----–- პ------–---–ის აღიარება დასტურდება დაზარალებულ ლ--–- ვ------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, ი---- ბ--–--–--–-ს, ნ------ ვ------------ის, მ----ა ვ------------ის, ე----------, რ----- გ--–---–---–ის და ზ------ ვ------------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-ბიოლოგიური, სასამართლო-ფსიქოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ ე-----–- პ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ე-----–- პ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე-----–- პ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე-----–- პ------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

ე-----–- პ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 ივნისიდან.

 

გაუქმდეს ე-----–- პ------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

მსჯავრდებულ ე-----–- პ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ლ--–- ვ------------ის სისხლის ნიმუში და ანაწმენდები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პერანგი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/