განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
330100116001616993
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/5----16

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3დეკემბერი,2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------- ჭ---------–--,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ზ------- ბ--–-----,ბრალდებული - ს-------- მ-------–---–ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-----–-----–----------–-----------–ი, ფაქტობრივად მ–-----------–--------------–-----------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,სხდომის სახე: ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 02:03 საათამდე შუალედში, თ---–--–-, დ---------–---–--------------------–-----------------------, 16 სართულიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ს-------- მ-------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა მ------ ხ---–-------სთან, რა დროსაც თავის არეში მიაყენა დაზიანება, რომელიც განეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

ს-------- მ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 31 ივლისს, გვიან ღამით, მეტროსადგურ ,,ღ--------–-დან“ კინოთეატრ ,------------–---- მიმართულებით მოძრაობდა ,,T----------------------’’ ფირმის ჯიპით. იმავე ტერიტორიაზე მას ახალგაზრდა მამაკაცმა დაუქნია ხელი. როცა მანქანა გააჩერა, სალონთან მისულ უცნობს უთხრა, რომ ტაქსი არ იყო და ხელს რატომ უქნევდა. საუბარში გაარკვია, რომ მ------ ხ---–------- რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში აცილებდა მასთან ერთად მყოფ ორ მამაკაცს. ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა, რომ პატივს სცემდა და გზად მის სტუმრებს წაიყვანდა. ვიდრე საუბარს დაასრულებდნენ, მას მ------ ხ---–-------მ დაუგდო 2 ლარიანი მონეტა, რაზეც გაბრაზდა და მანქანიდან გადმოვიდა. დაზარალებულთან სიტყვიერი დაპირისპირებისას მან ფეხი მუქნია ამ უკანასკნელს, რომელიც მ------ ხ---–-------ს ტუჩზე მოხვდა და ძირს ბორდიურთან დაეცა.

 

ბრალდებულმა განმარტა, რომ მყისიერად ამოიღო მანქანიდან წყალი და სცადა დაზარალებულის მოსულიერება. მანვე გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დახმარების მიზნით ხ---–------ის თანმხლებ პირებს დაუტოვა კუთვნილი ტელეფონი. ამავე ჩვენებით, მცდელობის მიუხედავად შერიგებოდა დაზარალებულს, გაეღო მკურნალობის ხარჯები და მიეცა 10 000 ლარი, მ------ ხ---–------- არ დათანხმდა და ჯერ მისგან 15 000 აშშ დოლარი მოითხოვა, ხოლო შემდეგ აშშ-ის ვიზა და ამავე ქვეყანაში გამგზავრება.

 

დაცვის მახრემ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ბრალდებულ ს-------- მ-------–---–ის გამართლება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალებულის განმარტებას მისი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით:

 

დაზარალებულ მ------ ხ---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 02:03 საათამდე შუალედში, დ--------------–---–ის გამზირისა და ლ------ ქუჩის კვეთაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აცილებდა ლ----------------–-–---–სა და თ------ შ----–--ეს. სურდა რა მასთან მყოფი პირებისათვის ტაქსის გაჩერება, იმავე მიზნით მისკენ მიმავალ მანქანას დაუქნია ხელი. მასთან გაჩერდა ,,T----------------------’’ ფირმის ჯიპი, რომელმაც გახსნა ფანჯარა და მიმართა სიტყვებით ,,ბიჭო, ხელს ვის უქნევო?“. ეცადა ახალგაზრდა უცნობი მამაკაცისათვის აეხსნა, რომ მისთვის ხელი არ დაუქნევია. საუბრისას იმავე პირმა უთხრა, ,,მე წავიყვან შენ სტუმრებსო“. დაზარალებულმა მადლობის ნიშნად რკინის ორლარიანი მიაწოდა, რაზეც ბრალდებული გაბრაზდა, გადმოვიდა მანქანიდან და მისკენ ხელი წაიღო დასარტყმელად. მან თავის არეში განიცადა ძლიერი ტკივილი და გონზე საავადმყოფოში მოვიდა. ფაქტის შემსწრე პირების გადმოცემით იცის, რომ ს-------- მ-------–---–მა მას ასევე ფეხი დაარტყა სახის არეში რის შემდეგ ის ძირს უგონო მდგომარეობაში დაეცა. ამავე ჩვენებით, მიღებული ტრამვის გამო ჩაუტარდა ოპერაცია და ორთვენახევრის მანძილზე სახლის პირობებში გადიოდა მკურნალობას.

 

იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე მოწმის სახით დაიკითხნენ ლ----------------–-–---–ი და თ------ შ----–--ე.

 

მოწმე თ------ შ----–--ემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 31 ივლისს, მან და ლ----------------–-–---–მა მ------ ხ---–-------სთან სახლში მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. გვიან ღამით, როცა მათ მ------ ხ---–------- აცილებდა დაზარალებულმა ხელი დაუქნია ტაქსს. გააჩერა ,,T----------------------’’ ფირმის დიდმა ჯიპმა. მ------მ მძღოლს მათ წასაყვანად ფული შესთავაზა. დასახელებული გარემოება ბრალდებულმა შეურაცხყოფად მიიღო, ისინი ერთმანეთში შელაპარაკდნენ რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ს-------- მ-------–---–მა დაზარალებულს ჯერ ხელი მოუქნია, ხოლო შემდეგ ფეხი რომელიც სახეში მოხვდა, ტუჩი გაუსკდა, სისხლი წამოუვიდა და ბორდიურთან დაეცა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ლ----------------–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ს-------- მ-------–---–მა, რომელიც იყო სპორტული აღნაგობის, მ------ ხ---–-------ს თავის არეში მოჰკიდა ხელი და მოუჭირა. შემდეგ მუშტი მოიღერა, რომ დაერტყა დაზარალებულისათვის. სცადა ს-------- მ-------–---–ის შეჩერება და ხელი წაატანა, რის გამოც ინერციით წავიდა უკან და როცა მოიხედა დაინახა ბრალდებულის ფეხის მოქნევაც, რასაც თან მოჰყვა მ------ ხ---–------ის ძირს დავარდნა.

 

მოწმეებმა ლ----------------–-–---–მა და თ------ შ----–--ემ განმარტეს, რომ ს-------- მ-------–---–ი მათთან ერთად ცდილობდა უგონო მდგომარეობაში მყოფი მ------ ხ---–------ის მოსულიერებას. ბრალდებულმა გამოიძახა სასწრაფო და არსად გაქცეულა. შემდეგ საავადმყოფოშიც მივიდა და დახმარების მიზნით ტელეფონიც დაუტოვათ. ასევე მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებაში და ამოიცნეს ს-------- მ-------–---–ი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თ---–----------–-–-------------–------------------------------–------------------------–-----------–----------–----–---------------- სამედიცინო ბარათითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლებით, მ------ ხ---–------- 31.07.2016წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკაში მოათავსეს 31.07.2016წ. 03:48სთ სადაც დაუდგინდა დიაგნოზი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა; მარჯვენა თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა; თავის ტვინის კომპრესია; ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა; ტრავმული თავის ტვინის შეშუპება. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებში ასევე მითითებულია მარჯვნივ თხემის მიდამოში კანქვეშა ჰემატომა; წარდგენილი მ------ ხ---–------ის კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის CD-დისკი შესწავლილი იქნა რადიოლოგის მიერ, მისი დასკვნით - არსებულ გამოსახულებაზე ფიქსირდება თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა მარჯვნივ, დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (31.07.2016) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- გ-------–--მ დაადასტურა სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის სისწორე.

 

დ------- ლ-–--ამ, პ------ დ---–---–---მ დაადასტურეს ს-------- მ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებათა ავთენტურობა.

 

ლ---- ჯ------–--ემ და გ-----ი წ---------მ განმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს 2016 წლის 5 აგვისტოს კინო ,,ს----------–-------“ მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც დაზარალებულმა მ------ ხ---–-------მ მიუთითა ადგილი სადაც მას თავის არეში მიაყენეს დარტყმა. ამასთან, გ-----ი წ---------მ განმარტა, რომ დაზარალებულ მ------ ხ---–-------ს ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ვერ ჩაატარა მასთან საგამოძიებო მოქმედება და ამის გამო ამოცნობა ჩაატარა ლ----------------–-–---–თან და თ------ შ----–--ესთან ერთად.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მ------ ხ---–-------მ განმარტა, რომ 2016 წლის 31 ივლისს, ღამის დაახლოებით 02 საათზე, იმყოფებოდა რა ნასვამ მდგომარეობაში ნაცნობებთან თ------ შ----–--ესთან და ლ----------------–-–---–თან ერთად, „T----------------------’’ ფირმის ჯიპის სახ.#--------- მძღოლმა სრულიად უმიზეზოდ, ვითომ მას აჩერებდა როგორც ტაქსს თავში დაარტყა ხელი, იგრძნო ტკივილი და გაითიშა, ხოლო როცა გონზე მოვიდა - რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე. მანვე მიუთითა ადგილი სადაც მოხდა მისი ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლო თვლის, რომ ს-------- მ-------–---–ის ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, რომელიც სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიიჩნია, რომ ს-------- მ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ ინდივიდუალურად განსაზღვრული სასჯელი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნებს: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, კუმულაციურად, ერთობლიობაში უნდა უზრუნველყოფდეს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ს-------- მ-------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება, რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებას, ითვალისწინებს საქმის მასლებით დადგენილ გარემოებას, რომ ცდილობდა როგორც დამოუკიდებლად, ასევე სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის გამოძახებით დახმარება გაეწია დაზარალებულისათვის.

 

გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად. საქმეზე დართული ელექტონული დისკები შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ს-------- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;

 

ს-------- მ-------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან;

 

ს-------- მ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, დაუბრუნდეს შემტან პირს;

 

ნივთიერ მტკიცებულებად დართული CD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/