განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
200100115788990
დავის ტიპი
143 2 ა , 137 3 ბ
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100115788990

N1/105-15

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

21 დეკემბერი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - შ------------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ბ-------------–--–---–ი

ბრალდებული: რ---- ო---------ი

მამის სახელი: ე-–-------------–-

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმოქნე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ და “თ“ ქვეპუნქტები (2005 წლის რედაქცია) - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ,, სიცოცხლისათვის ან ჯენმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2005 წლის რედაქცია) - გაუპატიურება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

თარჯიმანი: ე-–------ ს---–--------ი

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

საბრალდებო დასკვნა:

 

1. 1990 წლის 04 ივლისს დაბადებული 15 წლის დ---- ბ--------–---ი სტუმრად იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში ბებიასთან - ა-------- გ------------ისთან. 2005 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, სახლიდან გავიდა თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში არსებულ წყაროზე, რა დროსაც წითელი ფერის „ვაზ-21011“ მარკის ავტომობილით, რომლის სახელმწიფო ნომერიც დაუდგენელია, მასთან მივიდა მისი ნაცნობი, სოფელ ყ--------–აში მცხოვრები რ---- ო---------ი, გამოძიებით დაუდგნელ ორ პირთან ერთად. რ---- ო---------ი გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად გადავიდა ავტომობილიდან, პირზე ააფარა ხელი დ---- ბ--------–---ს, რომლის არასრულწლოვნების შესახებ მისთვის წინასწარ იყო ცნობილი და ძალით ჩასვეს ავტომობილის უკანა სალონში, რითაც რ---- ო---------მა დ---- ბ--------–---ს აღუკვეთა თავისუფლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნულის შემდეგ, დ---- ბ--------–---ი მიიყვანეს გამოძიებით დაუდგენელ ადგილზე, გამოძიებით დაუდგენელ ქართველების ოჯახში, სადაც იარაღის მუქარით რ---- ო---------მა მასთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი. აღნიშნულ ბინაში დ---- ბ--------–---ი ყავდათ ორი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ლაგოდეხის რაიონი სოფელ კ----–ში რ----–-- ა--------ის ოჯახში, სადაც დ---- ბ--------–---ი ყავდათ ათი დღის განმავლობაში, ამასთან, რ---- ო---------ი დ---- ბ--------–---ს ემუქრებოდა, არავისთვის ეთქვა, რომ მოტაცემული იყო, თორემ მოკლავდა. აღნიშნულის შემდეგ, დ---- ბ--------–---ი კვლავ გადაიყვანეს, თელავში გამოძიებით დაუდგენელ სახლში, სადაც დ---- ბ--------–---ი ყავდათ ათი დღის განმავლობაში. მეათე დღეს, დ---- ბ--------–---ი წაიყვანეს თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, რ---- ო---------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ოჯახის წევრებმა დააბრუნეს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. რ---- ო---------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდა,ნ მას არ დაუდასტურდა შერაცხული ბრალდების ჩადენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლო სხდომაზე განსასჯელმა რ---- ო---------მა თავი არ ცნო დამნაშავედ განმარტა, რომ მას დ---- ბ--------–---ი ნებაყოფლობით გაჰყვა ცოლად და არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მის არასრულწლოვანებას, მან იცოდა რომ დ----ს სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ფიზიკურადაც არ იყო პატარა, ამის გამო მან არ იცოდა მისი არასრულწლოვნობის თაობაზე.

4. მას დ---- ბ--------–---ას მიმართ ძალადობა არ გამოუყენებია და სქესობრივი კავშირიც ნებაყოფლობითი იყო.

5. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 50 სხდომა, მიუხედავად ამისა მოწმეების და დაზარალებულის დაკითხვა ვერ მოხერხდა.

6. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის თანახმად, სასამართლო პროცესზე პროკურორმა წაიკითხა მოწმეების მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, კერძოდ, დ---- ბ--------–---ის ჩვენება (ტომი 1, ს.ფ.13-15; 73-79; 138-140), ზ------ ბ--------–---ას ჩვენება (ტობი 1, ს.ფ.10-11; 70-72), თ------- ა--------ას ჩვენება (ტომი 1, ს.ფ. 17-18; 97-99), ა-------- გ------------ის ჩვენება (ტომი 1, ს.ფ.53-54), ნ------ ს----------ის ჩვენება (ტომი1, ს.ფ. 55-56; 80-84), ლ---- ს-------–---–ის ჩვენება (ტომი 1, ს.ფ.57-58), გ--–----------–---–-ს ჩვენება (ტომი 1, 59-60, 89-91), ნ----- ა-–-----------ის ჩვენება (ტომი 1. ს.ფ. 92-93), ჯ----–---------ის ჩვენება (ტომი 1. ს.ფ. 94-96), თ------------------------ის ჩვენება (ტომი1.ს.ფ.100-102), ფ--------------------ის (ტომი 1., ს.ფ. 110-113); გ---–-–--–- ს---–--------ას ჩვენება (ტომი 1. ს.ფ. 124-126) და სხვა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. სასამართლომ, განიხილა რა რ---- ო---------ის ბრალდების საქმე, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ---- ო---------ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

8. რ---- ო---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეები არ დაკითხულან, დაიკითხა მხოლოდ განსასჯელი, რომელიც უარყოფს წარდგენილ ბრალდებას, განმარტავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

9. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი ადგენს სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრობითობის პრინციპს, რომ მხარეებს უფლება აქვთ თანაბარ პირობებში წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

10. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გარანტირებულია ბრალდებულის უფლება, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (მიღებულია 1950 წლის 4 ნოემბერს, ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს), მუხლი 6, პარ. 3, ქვეპუნქტი ,,დ”.) აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უფლება ასევე განმტკიცებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით. (საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მიღებულია 1966 წლის 16 დეკემბერს, ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს, მუხლი 14, პარ. 3, ქვეპუნქტი ,,ე”.)

11. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე.

12. კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტიები წარმოადგენს ამ მუხლის პირველ პარაგრაფში მოცემული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სპეციალურ ასპექტებს.

13. გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

14. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე.

15. აღნიშნული უფლება გულისხმობს, რომ სანამ განხორციელდება პირის მსჯავრდება, ყველა მტკიცებულება მის წინააღმდეგ გამოკვლეული უნდა იქნეს საჯარო სხდომაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. გამონაკლისი ამ პრინციპიდან შესაძლებელია, თუმცა ამით არ უნდა შეილახოს ბრალდებულის უფლებები, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო და საკმარისი შესაძლებლობა, დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას.

16. ყველა მტკიცებულება ,,წარდგენილი უნდა იქნეს ბრალდებულის თანდასწრებით ღია სასამართლო სხდომაზე საპირისპირო არგუმენტის წარმოდგენის შესაძლებლობით”. ეს აძლევს ბრალდებულს უფლებას, რომ გაასაჩივროს წარმოდგენილი მტკიცებულება და მოწმეთა სანდოობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კვლევა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული დაცვის ფარგლები (ამონარიდი), 2015, გვ. 36 - >)

17. ეს პრინციპი ვრცელდება აგრეთვე დაზარალებულებზე, ექსპერტ მოწმეებსა და სხვებზე, რომლებიც ჩვენებას აძლევენ სასამართლოს ასევე დოკუმენტურ მტკიცებულებებზე, ვინაიდან, დოკუმენტური მტკიცებულებაც მოწმის დაკითხვის გზით გამოიკვლევა.

18. ჩვენება უნდა შემოწმდეს სასამართლო განხილვის დროს. სასამართლოების მიდგომა, რომ უფრო მეტად დაეყრდნონ საქმის მასალებს, ვიდრე ცოცხლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს – არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტის სულისკვეთებას და უფრო ზუსტად, ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. რასაკვირველია, ზოგჯერ კომპრომისი უნდა იქნეს მიღწეული, როდესაც არსებობს წინასწარი გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების საფუძვლიანი მიზეზი, თუმცა, ეს უნდა იყოს გამონაკლისი. ბრალდებულის ბრალეულობის განსაზღვრის უფლებამოსილების მქონე ორგანოებს უნდა გააჩნდეთ მოწმეებისთვის პირადად მოსმენისა და მათი სანდოობის შეფასების შესაძლებლობა.

19. ის ფაქტი, რომ გამოძიებისას ჩამორთმეული ჩვენებები სასამართლო სხდომაზე გამოიყენება, მე-6(1)(დ) მუხლთან შეუსაბამო არ არის, თუ უზრუნველყოფილია დაცვის მხარის უფლებების დაცვა. დაცვის მხარეს უნდა მიეცეს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა, რომ დაკითხოს მისი მოწინააღმდეგე მოწმე. შესაბამისად, მოწმესთან შეპაექრების შესაძლებლობის არარსებობა შედეგად გამოიწვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევას. ასევე იგულისხმება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დაეფუძნოს მხოლოდ ან ძირითადი მოცულობით იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებთან შედავების შესაძლებლობაც ბრალდებულს არ ჰქონია. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის თანახმად შესაძლებელია მოწმის ჩვენების სასამართლო სხდომაზე წაკითხვა, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება მიუთითებს, რომ მხოლოდ წაკითხული (გამოქვეყნებული) ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების გამოქვეყნების გარდა სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულება არ გამოკვლეულა.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (განაცხადი # 9154/10, გადაწყვეტილება მიღებულია 2015 წლის 15 დეკემბერს) მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და მე-3 პარაგრაფის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევა დაადგინა, ვინაიდან, გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობოდა მხოლოდ ორი დაზარალებულის გამოქვეყნებულ ჩვენებას.

21. რ---- ო---------ის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარეს სასამართლოში არ დაუკითხავს მოწმე, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა რ---- ო---------ს. ბრალდება ემყარება მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, მოწმეების ჩვენებებს, რაც დაცვის მხარეს არ აძლევს საშუალებას, რომ თვითონაც კრიტიკულად დაკითხოს ბრალდების მოწმე. ამით ილახება ბრალდებულის უფლება, მას არ აქვს სათანადო და საკმარისი შესაძლებლობა, დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას, რაც არღვევს სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრობითობასა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.

22. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს მოწმე გ--–----------–---–-ს გამოქვეყნებულ ჩვენებას, რაც ბრალდებულისთვის სასიკეთოა და მისთვის სასარგებლოდ გამოიყენებს, ვინაიდან, 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლი კრძალავს მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში გამოქვეყნებული ჩვენება გასაზიარებელია, მითუმეტეს, რომ ის თანხვედრაშია ბრალდებულ რ---- ო---------ის ჩვენებასთან.

23. მოწმე გ--–----------–---–- მიუთითებს, რომ (ს.ფ. 89-91) 2005 წელის პოლიციელი იყო და რ---- ო---------ის სახლში შეხვდა და ესაუბრა დ---- ბ--------–---ას. საუბარი წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა და მას არაფერში ეჭვი არ შეპარვია. დ---- ბ--------–---მა უთხრა, რომ ის ნებაყოფლობით გაჰყვა რ----ს, არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა და რ----ი მისი მეუღლე იყო. დ----მ ასევე უთხრა რომ ის იყო 16 წლის, რაშიც მან ეჭვი ვერ შეიტანა.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებები არ ადასტურებენ რ---- ო---------ის ბრალეულობას და იგი უნდა გამართლდეს.

25. მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, მათი უტყუარობის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხოლო შემდეგ – მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ.

26. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რ---- ო---------ი წარდგენილ ბრალდებაში სრულად უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

საპროცესო კანონის გამოყენება:

 

27. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად განიხილება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით. თუმცა, ბრალდებულის სასარგებლოდ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2301 მუხლის თანახმად გადასინჯა აღკვეთი ღონისძიება, გამოიყენა გირაო და ასევე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დააყადაღა უძრავი ქონება. ამდენად განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, ყადაღის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო იმსჯელებს იმავე კანონმდებლობით.

28. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მართალია ითვალისწინებდა გამართლებულის რაეაბილიტაციას - ზიანის ანაზღაურების საკითხს, თუმცა, სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა, ბრალდებულის სასარგებლოდ, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, ერთობლიობაში, ასევე ეხელმძღვანელა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-497-ე, 502-ე, 504-ე, 506-509-ე, 511-515ე მუხლებით, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მერვე ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

29. რ---- ო---------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

30. რ---- ო---------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2005 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

31. რ---- ო---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას, რ---- ო---------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ ე-–---------------------–ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას.

32. გამართლებულს უფლება აქვთ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებითა და დღეს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

33. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

34. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური